| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: სოციალური მომსახურების სააგენტოს საკითხები |
| Received On : | 13.04.2020 14:23 |
გიგზავნით, იმ თემების/საკითხების ჩამონათვალს, რომელიც გვიფიქსირდება ცხელ ხაზზე და წარმოადგენს პრობლემურ საკითხს.
დაგვიკავშირდა მაკა საფერთელაძე (5 77 65 00 64) მოქალაქე ითხოვს ანონიმურობას და გვიტოვებს შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ ბათუმსა და ქობულეთში მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები პროგრამის ფარგლებში არსებულ მედიკამენტებს ყიდიან არასრულწლოვნებზე 10 ლარად.
1. საარსებო შემწეობის ვადაზე ადრე დარიცხვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. (ირიცხება ყოველი თვის 20 რიცხვში, თუ არის შესაძლებელი დაირიცხოს ადრე)
2. თებერვალ - მარტის თვეში შეჩერებული სახელმწიფო გასაცემელზე ვერ კეთდება მინდობილობა (ნოტარიუსები არ მიდიან ბინაზე და სკაიპით მინდობილობის ღირებულება არის 65 ლარი) და შესაბამისად ეს კატეგორია რჩება სახელმწიფო გასაცემლის გარეშე.
3. შეჩერებულ საარსებო შემწეობები- ბაზის წმენდა/კონტროლზე აყვანილი დეკლარაციები, რომელზეც არ დაირიცხა თანხა.
4. პირველად განაცხადეზე სოც. აგენტის უარი ბინაზე მისვლასთან დაკავშირებით (მიზეზი - ტრანსპორტის არგამოყოფა და სპეც ტანსაცმელის არქონა).
5. საყოველთაო პროგრამით გასაცემი ქიმიო და ჰორმონო მედიკამენტებზე აფთიაქის მხრიდან ფასების ზრდა, თანაგადახდა უწევთ მაღალი.
6. ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტი:
ა) ოჯახის სოფლის ექიმების ინფორმირებულობის პრობლემა (მიუხედავად ელ. რეცეპტების მოდულში ბანერად გამოტანილი ინფორმაციისა ). ხშირ შემთხვევაში ფორმა 100-ით ან რეცეპტით უშვებს აფთიაქში.
ბ) აფთიაქების, ძირითადად პსპ და ავერსის წარმომადგენლების არასაკმარისი ინფორმირებულობა პროგრამული მედიკამენტების შესახებ, რაც იწვევს მოქალაქეთა აგრესიას.
7. ფსიქიატრიული დაავადების მქონე ამბულატორიული პაციენტების მედიკამენტებით ბინაზე მომარაგება. (მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობამ განაპირობა ამ კონტიგენტის გადაადგილების შეფერხება)
პატივისცემით,
თინათინ ხარძიანი