From : Marina Matiashvili <mmatiashvili@yahoo.com>
To : Gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : Fwd: ქვემო ქართლის რეგიონი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
Received On : 19.09.2019 11:37



Отправлено с iPhone

Начало переадресованного сообщения:

От: ekaterine kudarava <kudarava85@gmail.com>
Дата: 19 сентября 2019 г., 14:28:37 GMT+4
Кому: mmatiashvili@yahoo.com
Тема: ქვემო ქართლის რეგიონი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

მოსახლეობასთან შეხვედრები


12:00 საათი - სოფელი წინწყარო

13:30 საათი - სოფელი ქოსალარი 

15:00 საათი - სოფელი ხაიში

 

2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 7 700 000 ლარზე მეტი ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დასრულებულია და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაგა-ბაღების (რეაბილიტაციის) სამუშაოები,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი და სხვა სამუშაოები.

მიმდინარე წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, განხორციელდა და მიმდინარეობს:

Ø  4 500 000 ლარზე მეტი ღირებულების 9 ინფრასტრუქტურული პროექტი - საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით, ცხრავე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამში 11 000 გრძ/მ.

 

Ø  650 000 ლარზე მეტი ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი - ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

 

Ø  დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 შენობის მშენებლობა ქ. თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისში საერთო ღირებულებით 520 000  -  ლარი.

 

Ø  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს 90-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულებით - 894 000 ლარი.

 

Ø  სტიქიის პრევენციის მიზნით  განხორციელდება 3 პროექტი, ჯამური ღირებულება - 450 000 ლარი.

 

Ø  სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის 4 ამბულატორიაში, ღირებულებით 104 000 ლარი. აშენდება 1 ახალი ამბულატორიის შენობა, ღირებულებით - 82 000 ლარი.

 

Ø  11 საჯარო სკოლაში მიმდინარობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამური ღირებულებით - 500 000 ლარი.

 

 

 

გარდა ამისა მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს შემდეგი პროექტების განხორციელებას:

 

Ø  2 ბაგა-ბაღის მშენებლობა (ფარცხისი, წინწყარო) ჯამური ღირებულებით - 3 900 000 ლარი.

 

Ø  3 საჯარო სკოლის მშენებლობა (ჯვარა, საღრაშენი, ენაგეთი) - 3 700 000 ლარის ღირებულების.

 

ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს 50-კმ-მდე სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოწყობა რეაბილიტაცია, მათ შორის:

1.      მარნეული - თეთრიწყარო - წალკის 10 კმ-იანი მონაკვეთი;

2.      კოდა - ფარცხისი - მანგლისი - წალკა - ნინოწმინდის ორბეთის მონაკვეთი 9 კმ და 35-ე კმ-ზე 10 კმ-იანი მონაკვეთი;

3.      თეთრიწყარო - დაღეთი - ტოპანი - ბოლნისის 8 კმ-იანი მონაკვეთი;

4.      თბილისი (პანტიანი) - მანგლისის  10 კმ-იანი მონაკვეთი.

 

სოფ. წინწყარო (მოსახლეობის  რაოდენობა 2160)

 

   მიმდინარე და განსახორციელები პროექტები:

 

1.      სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფ. წინწყაროში მოეწყობა   წყაროსთან მისასვლელი გზა, პროექტის ღირებულებამ შეადგინა - 20 000 ლარი.

2.      სოფელ წინწყაროში მიმდინარეობს საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია ღირებულებით - 25 000 ლარი.

 

        დაგეგმილი პროექტები:

1.      მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია ახალი ბგა - ბაღის მშნენებლობა

2.      2020 წელისათვის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გეგმავს სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

3.      ამბულატორიის მშენებლობა იგეგმება 2020 წლისათვის.

    პრობლემები:

1.    სასმელი წყალი

2.    ცენტრალური საავტომობილო გზა (საგზაო დეპარტამენტი გეგმავს რეაბილიტაციას)

3.    შიდა საუბნო გზები

4.    ამბულატორია

5.    არსებული საბავშვო ბაღის პირობები

6.      სიჩქარის შემზღუდავები ცენტრალურ გზაზე (საგზაო დეპარტამენტმა ორჯერ მიწერა უარი მოსახლეობას)

7.      საქონლის გადასარეკი ტრასა

8.      სარწყავი წყალი  

 

საინტერესო ინფორმაცია:

 

წინწყაროში ცხოვრობენ აჭარიდან, კოდორის ხეობიდან, სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები, აგრეთვე აზერბაიჯანული მოსახლეობა.

 

 წინწყაროში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - VIII-IX საუკუნეების ეკლესია "დედა ღვთისა".

 

ადრეფეოდალური ხანის, XVII საუკუნეში გადაკეთებული ეკლესია "ღვთისმშობლისა".

 

წინწყარო ბერძნებით დასახლებული სოფელი იყო, დღემდე შემორჩენილია ბერძნული კვალი, სოფელში მდებარეობს XIX-XX საუკუნეებში, ადრეული ქართული ეკლესიის ბუდეზე, ბერძნების მიერ აგებული ტაძარი "აი გიორგი".

 

სოფელ წინწყაროში მდებარეობს რძის პროდუქტების საწარმო „წინწყარო+“, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმოში დასაქმებულია 5 ადამიანი.

 

 

სოფ. ქოსალარი (მოსახლეობის რაოდენობა 1175)

        განხორციელებული პროექტები:

 

1.      სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  სოფ. ქოსალრში განხორციელდა გარე განათების მოწყობის სამუშაოები ღირებულებით - 8 000 ლარი.

2.      რეგ ფონდის დაფინანსებით 2018-2019 წ.წ. მოეწყო 5 500 გრძ/მ მისასვლელი გზა - 1 500 000 ლარზე მეტი ღირებულებით.

 

მიმდინარეობს:

 

1.      სოფ. მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საუბნო გზის მოწყობა - 8 000 ლარი

 

      პრობლემები:

          1. სასმელი წყალი.

          2. შიდა გზები.

          3. საბავშვო ბაღი.

           4. ამბულატორია

            5. სკოლის სველი წერტილები

            6. დარჩენილი გარე განათება

7. სარწყავი წყალი

 

საინტერესო ინფორმაცია:

 

სოფელი დასახლებულია ეთნიკური აზერბაიჯანელებით ( ჩამოსახლებულნი არიან მე-18 საუკუნეში).

 

სოფელში მდებარეობს ადრე შუა საუკუნეების ქართული, ქცილას ნასახლარის დარბაზული ეკლესია.

 

სოფლის ცენტრში მდებარეობს მეჩეთი.

 

ქოსალარში აზერბაიჯანელი ქალბატონების მიერ, იქსოვება ხალიჩები. შესაძლებელია ქალბატონებთან შეხვედრა და ქსოვის პროცესის გაცნობა.

 

 

სოფ. ხაიში (მოსახლეობის  რაოდენობა 596)

          განხორციელებული პროექტები

1.      სოფლის მხადრაჭერის პროგრამის ფარგლებში  სოფ. ხაიშში განხორციელდა ამბულატორიის რეაბილიტაცია ღირებულებით-16 000 ლარი.

 

        პრობლემები:

1. შიდა გზები.

2. სასმელი წყალი (ნაწილობრივ).

3. სპორტული მოედანი (გამოცხადებულია საპროექტო ტენდერი)

4. ამორტიზირებული საკანალიზაციო ქსელი

5. საქონლის გადასარეკი ტრასა

6. სარწყავი წყალი და საქონლის სარწყულებელი დაგუბებები