From : Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
To : Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject : Fwd: 19 ნოემბრის დაიჯესტი და ინფორმაცია სამინისტროსთვის
Cc : zbokhua@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopiko Belqania <sbelkania@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; nmamaladze@moh.gov.ge; amiran gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Paata imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Received On : 19.11.2018 17:54
Attachments :


ბატონო დავით,


გიგზავნით გასული კვირის ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას.


დღეს, 19 ნოემბერის მდგომარეობით, ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის ვირუსი, სამივე A/H1 ქვეტიპი.


შაბათს გვიან საღამოდან თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში და რაიონულ საავადმყოფოში თელავის რესტორნიდან ,,ლორდი", სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ ჰოსპიტალიზებულ იქნა 8 პირი, გასტროენტერიტის კლინიკით. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გადაეცა თელავის საზჯანდაცვას, დკსჯე ცენტრის კახეთის სამმართველოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 

ეპიდკვლევით დაზუსტდა ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა: რეფერალურ ჰოსპიტალში 8, რაიონულ კლინიკაში 6 და ყამბარაშვილის კლინიკაში 4. სულ 18 პირი, მათგან 3 ბავშვი (11; 13 და 15 წლის). ყველა მათგანი იყვნენ ერთი სადღესასწაულო (ნათლობის) სუფრის სტუმარი, მათ შორის თბილისიდან ჩასულებიც. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა გამოკითხვით  გაირკვა, რომ ყველამ მიიღო საკვებად ქათმის ფილე მაიონეზით. 11 წლის ბავშვისა და მისი მშობლების განმარტებით ბავშვმა ჭამა მხოლოდ ქათმის ფილე მაიონეზით. შაბათ საღამოსვე დაიწყო კლინიკური ნიმუშების (პირნაღები და ფეკალური მაები)  აღება ლაბორატოროული კვლევისთვის. რესტორნისა და სუფრის მასპინძელთა განმარტებით, ღებინება სტუმრებს დაეწყოთ რესტორანშივე და მიახლოებით 25 პირს ქონდა ღებინება, თუმცა 18-ს გარდა სამედიცინო დახმარებისთვის სხვებს არ მიუმართავთ.  

ეპიდკვლელვას ახორციელებენ თელავის საზჯანდაცვის ცენტრისა და დკსჯე ცენტრის კახეთის განყოფილების სპეციალისტები. 

კვირის საღამოს მდგომარეობით ახალი პაციენტები სტაციონარებში არ გამოვლენილან. 10 პაციენტისგან აღებულია 9 პირნაღები და 6 ფეკალური მასა ლაბორატორიული კვლევისთვის.  გუშინ ჰოსპიტალიზებულნი უკვე ყველა გაწერილია.

საზჯანდაცვის ცენტრს ეთხოვა რესტორნიდან ამოიღოს სუფრის მენიუ და მასპინძლებთან დააზუსტონ სტუმრების სრული სია, მათი სატელეფონო გამოკითხვისა და შესაბამისად მოშხამულთა რაოდენობის დასაზუსტებლად.

წინასწარი ინფორმაციით სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელი პირების მიერ, კვირას, რესტორანში განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგისას გამოავლინეს ვადაგასული მაიონეზი.

ერთობლივი კვლევები გრძელდება.


დღეისთვის თელავის რესტორანში ,,ლორდი" ადამინთა საკვებისმიერი ჯგუფური მოშხამვის ეპიდაფეთქების კვლევის ფარგლებში ახალი პაციენტები აღარ გამოვლენილა.  ეპიდკვლევა გრძელდება. 


ჯანმოს ევრობიუროს მხარდაჭერით დღეს დაიწყო ვაქცინების ეფექტური მართვის (EVM) ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 18 ადგილობრივი სპეციალისტი. მომავალი კვირიდან იგეგმება გასვლები რაიონებში და EVM არსებული მდგომარეობის ადგილებზე შესწავლა.    

პატივისცემით


ამირანი