ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ გასული კვირის ეპიდსიტუაციის მოკლე მიმოხილვას.
გრიპთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია მშვიდდება, ILI მნიშვნელოვნად შემცირებულია, გასულ კვირასთან შედარებით 178 დან 100,5-მდე 100 000 მოსახლეზე.
მცირედით მომატებულია SARI 17,6 dan 22,9%-მდე.
ორსულთა ვაქცინაცის რაოდენობა კვლავ ვერ აცდა 800-ს აცრილს. მარაგში გვაქვს კიდევ 2000 დოზა ვაქცინა და გადასაწყვეტია ყველა მსურველზე გაცემის საკითხი, თუმცა მოთხოვნა მაღალი არ არის. ტამიფლუს საკმარისი მარაგია საზ,ჯანდაცვის ქსელში.
წითელას ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია არ არის. აცრების კამპანია გრძელდება, 19 იანვრიდან დღემდე დამატებით აცრილია 85 000-მდე ადამიანია.
დღეს ავტოტრანსპორტით წამოვიდა თურქეთიდან 100 000 დოზა წწყ ვაქცინა სესხად, რომელიც სავარაუდოდ თბილისში ჩამოვა 27 თებერვალს.
გაეროს ბავშთა ფონდის საშუალებით შესყიდული 95 000 დოზა წწყ და 35 000 დოზა წწ ვაქცინის მოწოდების თარიღი თვითმფრინავით განსაზღვრულია 28 თებერვლით. ჩვენს საწყობებსა და ქსელში გვაქვს დაახლოებით 60 000 დოზა წწყ ვაქცინა. მოწოდებების დასრულების შემდეგ გადასაწყვეტი გვექნება აცრების კამპანიის მეტი გააქტიურება.
პატივისცემით