From : Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>
To : gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : NCDC_GF_შესყიდვებთან დაკავშირებით
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Shalva Bagashvili <sh.baghashvili@ncdc.ge>
Received On : 19.02.2019 09:51
Attachments :

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გეხმიანებით გლობალური ფონდის (GF) გრანტის ფარგლებში შესყიდვების საკითხზე, რომელზეც გუშინ მოკლედ გესაუბრათ ბატონი ამირანი.

ძირითადი პრობლემა, გარდა ზოგადად შესყიდვების დაგვიანებით განხორციელებსა, უკავშირდება GF შიდსის გრანტის დასრულების ვადას - 30 ივნისი, 2019. დარჩენილ პერიოდში თანხის ათვისება რომ შევძლოთ, შესასყიდი საქონელი/მომსახურება მოწოდებული და მიღებული უნდა იყოს 30 ივნისამდე, სხვა შემთხვევაში დავკარგავთ თანხას, რომელიც მილიონს აღემატება.

კონკრეტული პრობლემები, რომელთა ოპერატიულ გადაჭრაში თქვენი დახმარება გვესაჭიროება:

1.      16 ავტომობილის შესყიდვა - გემახსოვრებათ, თქვენი მონაწილეობით 13 დეკემბერს შესყიდვების სააგენტოს უფროსთან გამართულ შეხევდრაზე მივიღეთ დაპირება კონსოლიდირებული ტენდერის ვადებში ჩატარებასა და დროულად მანქანების მოწოდებაზე (ტენდერის პირობით კონტრაქტის გაფორმებიდან 4 თვეში იქნებოდა შესაძლებელი მანქანების მიღება);

უკვე ჩატარებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში ჩვენი შეკვეთა არ იქნა გათვალისწინებული, ამავე დროს ცალკეულ ორგანიზაციებს სააგენტომ მისცა უფლება მსგავსი ავტომობილების დამოუკიდებელი შესყიდვები განეხორციელებინა.  ამჟამადაც გვითხრეს, რომ კიდევ ერთი კვირა უნდა დაველოდოთ. რისკი მაღალია, რომ დარჩენილ დროში შესყიდვა/მოწოდების განხორციელება ვერ მოესწრება (სააგენტოსთან მიმოწერა თან ერთვის).

 

2.      2 ავტომობილი (მობილური ლაბორატორია) და ცენტრიფუგა - ამჟამად, 2 ავტომობილის (მობილური ლაბორატორია) და ცენტრიფუგის - შესყიდვაზე ვითხოვეთ და ველოდებით თანხმობას სახ. კანცელარიიდან

 

აღნიშნული საქონლის შესყიდვა ხვდება მთავრობის 604 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხაში, რომელიც საჭიროებს სახ. კანცელარიის შესყიდვების სამსახურთან შეთანხმებას, თუმცა დონორის დაფინანსებით მიმდინარე შესყიდვებზე აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება (2017 წლის 29 დეკემბრის №604 დადგენილების მე-4 მულის პუნქტი). მიუხედავად ამისა შესყიდვების სააგენტო კანცელარიის თანხმობის გარეშე არ ხსნის შესაბამისი შესყიდვის კოდს, ხოლო კანცელარია დონორული დაფინანსების მიუხედავად მაინც ითხოვს შეთანხმებას, რომელსაც ზოგჯერ ველოდებით თვეობით. ამჟამად გვპასუხობენ, რომ 2019 წლიდან დადგენილებაში უნდა შესულიყო ცვლილება და ამ ცვლილებას ელოდებიან.

საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ და წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.  

 

პატივისცემით,

ირმა ხონელიძე