From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject :
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; mamukatsotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Lia Ugulava <lugulava@moh.gov.ge>; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge>
Received On : 28.02.2019 08:18
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 28.02.2019

ტელევიზია

27.02.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

ჯანდაცვის მინისტრი 5 მარტს პარლამენტში მივა. დავით სერგეენკო მზად არის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის შეკითხვებს სრულად უპასუხოს. მინისტრი სოციალური მუშაკების და სხვა პრობლემების შესახებაც ისაუბრებს. ხარვეზების გამოსასწორებლად კი გეგმასაც წარადგენს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5904705

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5904280

პალიტრა ტვ-პალიტრა ნიუს 16:00-

 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5904901

---

 

27.02.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

საქართველოში ტუბერკულოზით დაავდებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. 90-იანი წლებისგან განსხვავებით დაავადება სრულად კონტროლირებადია და ძვირადღირებული მკურნალობაც ხელმისაწვდომია. დიაგნოსტირებისა და სამედიცინო პროცედურების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905314

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905613

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905073

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905041

მაესტრო -ახალი ამბები 15:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5904704

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5904272

---  

 

27.02.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

შიდცის და ტიბერკულოზის თემაზე სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების გავრცელების და გარდაცვალების შემთხვევები შემცირებულია. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ზაზა ავალიანი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905515

---

 

27.02.2019

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

„ავადობის გამომწვევ მიზეზებს შორის გარემო ფაქტორი მეორე ადგილზეა“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე გააკეთა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზებად კი ავტომობილის გამონაბოლქვს და მშენებლობების დროს მტვრის შემცველობას ასახელებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905301

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905146

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905681

ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 21:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905615

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905534

---

 

27.02.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

ჯანდაცვის მიმართულებით კიდევ ერთი პრობლემა საქართველოში სელექციურ აბორტს უკავშირდება. საუბარია განაჩენზე, რომელიც მშობელს ბავშვის დაბადებამდე გამოაქვს - მიზეზი კი სქესია. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოსთვის წლებია პრობლემაა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც შესაძლებელი გახდა სქესის დადგენა. სწორედ 1990 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ქვეყანას 30 000-ზე მეტი გოგო არ მოევლინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905625

---  

 

27.02.2019

არხი: ტვ პირველი -

გადაცემა: საქმის კურსი 22:30

„თბილიავიამშენის“ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნას ადმინისტრაცია პასუხობს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გაფიცულია „თბილავიამშენის“ 100-ზე მეტი თანამშრომელი. ისინი ადმინისტრაციისგან პრემიალური სისტემის შემოღებას და ხელფასების მატებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905676

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905487

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5904996

---

 

27.02.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

თბილისის ცენტრში კრიმინალმა იმატა. მოქმედებან მძარცველთა მცირე ჯგუფები, რომლის წევრებიც მოზარდები არიან. მათ სამიზნედ უცხოელი სტუმდები განსაზღვრეს. უბანი შეწუხებულია, პოლიცია პატრულირებს, მაგრამ პატარა კრიმინალების გამოჭერა მარტივი არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკი აცხადებს, რომ ხშირად მოძალადეების ვინაობის დადგენა და ოჯახთან კომუნიკაცია რთულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5905465

---

 

 

ინტერნეტი

28.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534932-elmavalmshenebel-karxanashi-dasakmebulebi-dges-akcias-gamartaven/

ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულები დღეს აქციას გამართავენ

ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირიდან აცნობეს. საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყება. მათივე ინფორმაციით, მუშებს ადგილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეხვდება, რის შემდეგაც, 11:00 საათზე მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდება. „დასაქმებულები 6 თვის სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გასტუმრებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქარხნის ადმინისტრაციასთან სადაო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აწარმოებს. პროცესს შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი ხელმძღვანელობს. ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებთან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა დღესაც გამართეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/saaviacio-qarxana-gaficul-tanamshromlebs-alternatiuli-samushao-dzalit-anacvlebs/30451

საავიაციო ქარხანა გაფიცულ თანამშრომლებს ალტერნატიული სამუშაო ძალით ანაცვლებს

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საავიაციო ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელფასების გაზრდისა და პრემიალური სისტემის დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცნენ. პროცესებში ჩართულია პროფკავშირები და მედიაციის სამსახური. გაფიცულები აცხადებენ, რომ თუ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს საწარმოო პროცესს არ დაუბრუნდებიან. „თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საწარმოს თანამშრომლებს უფლება აქვთ გაიფიცონ, თუმცა მათთვის პრიორიტეტულია საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს, რის უზრუნველსაყოფად კომპანიამ უკვე დაიწყო მათი ალტერნატიული სამუშაო ძალით ჩანაცვლება. „ჩემთვის პრიორიტეტი არის საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს. ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ, შესაბამისად, კადრებიც არსებობს საქართველოში პროფესიონალები, რომლებიც ამ გაფიცვის პერიოდში ჩაანაცვლებენ გაფიცულ ხალხს. დღესაც საწარმო მუშაობს, მიმდინარეობს ჩანაცვლების პროცესი შესაბამისად საწარმოო პროცესი აღდგენილია და მიდის მუშაობა. ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ხალხი, რომლებიც გაფიცვას იყენებს როგორც მის უფლებას, სამსახურს დატოვებენ“, - აცხადებს ირაკლი გოგიბერიძე. საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს ადმინისტრაციის განცხადება, რომ მათ ალტერნატიული სამუშაო ძალით ანაცვლებენ, არ სჯერათ. ამბობენ, რომ საწარმოს პროცესი გაჩერებულია და სამუშაო ადგილებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ „თბილავიამშენი“ ხელფასების ზრდის და პრემიალური სისტემის შემიღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „ის, რომ საწარმო არ გაჩერებულა, ეს არის სიცრუე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სპეციალობა არის საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო, ასე მარტივად ვერ მოხერხდება ჩანაცვლება. ძალიან დიდი ხნის სტაჟი უნდა გქონდეს აქ მუშაობის, რომ რაიმე საპასუხისმგებლო პოზიცია განდონ“, - აცხადებს ავიატექნიკოსი გიორგი გედამისკი.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=92931

დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების საკითხზე 5 მარტს პარლამენტში ისაუბრებს

5 მარტს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს” მიერ დაბარებული ვარ პარლამენტში, სწორედ სოციალური მუშაკების საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში, ყველას მიეცემა საშუალება, რომ დეტალურად გაეცნოს ამ საკითხს,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას საკმაოდ კარგად იცნობს. „შევქმენით საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და მასში უშუალოდ სოციალური მუშაკები არიან ჩართულები. ეს არის კომუნიკაციის პირდაპირი არხი. რაც შეეხება იმ პრობლემატიკასა და გეგმებს, რაც არამარტო სოციალურ მუშაკებთან, არამედ, დარგში - სოციალურ მუშაობაში არსებობს, ეს საკმაოდ მოცულობითია, მე გამიჭირდება, კომენტარში ჩავატიო, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ 5 მარტს დაბარებული ვარ პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” მიერ სწორედ ამ საკითხებზე და დაინტერესების შემთხვევაში ყველას მიეცემა საშუალება, რომ ძალიან დეტალურად გაეცნოს საკითხს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, სოციალური მუშაკებისთვის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულება გაუმჯობესებას საჭიროებს. “სოციალური სამუშაოს შესრულებას 5 სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი არის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული. მოცემული მომენტისთვის, ეს მიმართულება, როგორც სხვა მიმართულებები გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს პროცესი მიმდინარეობს. სრულყოფილი არც ერთი პროცესი არ არის, არც სოციალური სამუშაოსი, არც ჯანდაცვის და არც სხვათა შორის, მედიააქტივობის. მე მექნება საშუალება, რომ 5 მარტს ამის შესახებ ძალიან დეტალური პრეზენტაცია წარვადგინო”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის მოსმენაზე დაიბარა, მიზეზად კი სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451944

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/534781-davit-sergeenko-socialuri-mushakebis-sakitxebze-parlamentshi-var-dabarebuli-da-qvelas-miecema-sashualeba-detalurad-gaecnos-am-sakitxs/

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1551264834-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D

,,მოვუწოდებთ ყველა დევნილს,შემოგვიერთდით'' -

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი ბინებით დაკმაყოფილებას და მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს.  მათი თქმით, რამდენიმე წელია ბინების მიღებას უშედეგოდ ელოდებიან და ამ დრომდე ქირით ცხოვრობენ. ,,ჩვენი მთავრი მოთხოვნაა,რომ ხელისუფლებამ დევნილთა საკითხი გადაწყვიტოს.სანამ ერთი დევნილი იქნება ბინით დასაკმაყოფილებელი,მანამდე ვერ მოგვარდება ეს პრობლემა.ვგეგმავთ აქციებს.მოვუწოდებთ ყველა დევნილს,შემოგვიერთდით,''- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/tkviis-shemtsvelobis-dasadgenad-saqartvelodan-italiashi-1500-bavshvis-siskhlis-nimushia-gagzavnili/56761

ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშია გაგზავნილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიის ლაბორატორიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშია გაგზავნილი. „საქართველოს ყველა რეგიონში ორიდან ათ წლამდე 1500 ბავშვის სისხლის სინჯია აღებული. იტალიიდან საბოლოო შედეგებს მარტის მეორე ნახევრიდან მივიღებთ, რის შემდეგაც ამ შედეგებს საქართველოს მასშტაბზე განვაზოგადებთ. ვიმსჯელებთ და სამომავლო გეგმები ამის მიხედვით დაისახება,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აქცენტნიუს.ჯი- http://www.accentnews.ge/ge/news/details/68062

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/kvlevis-shedegebis-mixedvit-shemowmebuli-200-adamianidan-75-ze-mets-sisxlshi-tyviis-magali-shemcveloba-daudginda-mat-shoris-ki-umetesoba-bavshvia

კვლევის შედეგების მიხედვით, შემოწმებული 200 ადამიანიდან 75%-ზე მეტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, მათ შორის კი უმეტესობა ბავშვია

ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, შემოწმებული 200 ადამიანიდან 75 %-ზე მეტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, მათ შორის კი უმეტესობა ბავშვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა გია კამკამიძემ განუცხადა. მისივე თქმით, უკვე სამი თვეა, რაც კლინიკაში სისხლში ტყვიის შემცველობას ამოწმებენ და ამ მომსახურების დანერგვა პაციენტების მოთხოვნამ განაპირობა. არსებული პრაქტიკით, სისხლის ანალიზი აღების შემდეგ უცხოეთში იგზავნება, რაც დიდ დროსა და დანახარჯებს უკავშირდება. „კლინიკაში ამერიკული მეთოდი დავნერგეთ. პროცედურა მარტივია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ხდება თითიდან აღებული კაპილარული სისხლის შემოწმება და რამდენიმე საათში გვაქვს პასუხი. რაც შეეხება შედეგებს, არ ფიქსირდება მწვავე მოწამვლა, ძირითადად ვლინდება სისხლში ტყვიის ნორმაზე მაღალი შემცველობა, რომელიც დაგროვილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარემოდან უარყოფითი ზემოქმედების შედეგად და შესაბამისად, მკურნალობის თვალსაზრისითაც გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას და დამაბინძურებელი ზემოქმედების შემცირებას”, - აღნიშნა კამკამიძემ. მისივე განმარტებით, საქართველოში დაბინძურების ძირითადი წყარო, სამშენებლო მასალები - ძირითადად ტყვიის შემცველი საღებავი და გამონაბოლქვია, რომელიც ტყვიის შემცველი საწვავის შედეგად დაბინძურების წყარო ხდება. რაც შეეხება მკურნალობის გზებს, კამკამიძის თქმით, მნიშვნელოვანია იმ მიკროელემენტების მიღება, რომელთაც ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის უნარი აქვთ. ასეთებია: რკინა, კალციუმი, თუთია, სელენიუმი. „ბევრ ქვეყანაში პურსაც ამდიდრებენ რკინით, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მაღალია რკინადეფიციტური ანემიის გავრცელება, თუ საქართველოში მოხდება პურის და ხორბლეულის პროდუქტების რკინით გამდიდრება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ანემიის დაძლევის თვალსაზრისით“, - განაცხადა კამკამიძემ. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორია სახელმწიფო მიდგომა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. როგორც, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მიდგომა და ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს და ამ თემაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად მიდის მუშაობა. ზოიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტყვიის შემცველობის კვლევა ჩაატარა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა და მისი შედეგების გაანალიზების შემდეგ შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა. „წინასწარი მონაცემებით, მომატებულია ტყვიის შემცველობა, მაგრამ ღრმა ანალიზი დაგვჭირდება, რომ გავარკვიოთ რა ფაქტორებმა გამოიწვია ეს. ეს პრობლემა დღევანდელი და გუშინდელი არაა, წლების განმავლობაშია დაგროვილი. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ პრობლემის მასშტაბს და მიზეზებს, ვიმუშავებთ მიზეზის აღკვეთაზე“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. რაც შეეხება პურის რკინით გამდიდრებას, ანუ ფორთიფიკაციას, რომლის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2015 წელს განიხილა პარლამენტმა, აკაკი ზოიძის თქმით, რეკომენდაციას დასაბუთება აკლდა. „მთლიანად მოსახლეობისთვის რკინით ფორთიფიკაციას მეტი დასაბუთება სჭირდება. საჭიროა ხარჯთეფექტიანობის ანალიზი, რომ დადგინდეს, რა დანახარჯებს უკავშირდება, რომ ბიზნესმა თუ სახელმწიფომ ეს საკუთარ თავზე აიღოს. საგანგაშო მდგომარეობა რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არ დგას. ორსულებში არის ეს პრობლემა, თუმცა ორსულებისთვის შესაბამისი პრეპარატები უფასოა. თუ გაერო-ს ბავშვთა ფონდი საკმარის დასაბუთებას წარმოადგენს ცხადია განვიხილავთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/534771-amiran-gamqrelize-sakartveloshi-100-000-mosaxleze-tuberkulozis-70-75-shemtxveva-piksirdeba-rac-mnishvnelovani-klebaa/

ამირან გამყრელიძე - საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ტუბერკულოზის 70-75 შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა. მისივე თქმით, 90-იან წლებში, როცა საქართველოში ტუბერკულოზმა იფეთქა, დაახლოებით, 160-170 შემთხვევა გვქონდა 100 000 მოსახლეზე. დღეს კი დაახლოებით, 100 000 მოსახლეზე, 70-დან 75-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი კლებაა. „ყოველწლიურად, ჩვენ ტუბერკულოზის დაახლოებით, 2500 ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში და ყველა ადამიანს ეძლევა შესაბამისი მკურნალობა, როგორც პირველი რიგის დაავადებების შემთხვევაში, ისე მეორე რიგის“, - განაცხადა გამყრელიძემ. მან ასევე ისაუბრა შიდსის შემთხვევებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შიდსის 8 000 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა შიდსით დააავადებულთა სავარაუდო რიცხვი შედარებით მეტია. „შიდსთან მიმართებაში ჩვენ ვართ დაბალი პრევალენტობის ქვეყანა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია დაახლოებით 8 000-მდე შემთხვევა, მაგრამ ე.წ. სავარაუდო რიცხვი არის დაახლოებით 10 000-10 500 ადამიანი, ვინც არ არის გამოვლენილი სწორედ ამ ადამიანებზეა კონცენტრირება. ორივე შემთხვევაში, დღეს დაახლოებით, 4 500 ადამიანი შიდსით არის დაავადებული და მკურნალობს ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1551259593-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/205234-amiran-gamyrelidze-saqarthveloshi-100-000-mosakhleze-tuberkulozis-70-75-shemthkhveva-fiqsirdeba-rac-mnishvnelovani-klebaa.html?lang=ka-GE

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/451936

დავით სერგეენკო: შიდსის ცენტრი, სავარაუდოდ, ორ წელიწადში აშენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თბილისში შიდსის ცენტრი, სავარაუდოდ, ორ წელიწადში აშენდება. მისივე თქმით, სამედიცინო ობიექტისთვის ტერიტორია დიღმის კლინიკების კლასტერში შეირჩა. „ძალიან სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწყობა. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტერიტორია შერჩეულია დიღმის კლინიკების კლასტერში. გუშინდელი მდგომარეობით დასრულდა ინტერესთა გამოხატვა პროექტირებაზე. უშუალოდ ჩართული ვარ პროექტის მენეჯმენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეიდან ორ წელიწადში ახალი და თანამედროვე სტანდარტებით გამართული შენობა გვექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=92951

ამირან გამყრელიძე: წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, თუმცა, ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს

„წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვისაც წითელას საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ აქვს, დროულად მივიდნენ სამედიცინო დაწესებულებებში და აიცრან. „სამწუხაროდ, წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს, თუმცა ყოველდღიურად 20-25 ახალი შემთხვევა გვაქვს. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მოსახლეობას მოვუწოდებ, ვინც აცრილი არ არის პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან. ქვეყანაში ვაქცინის მარაგი საკმარისია. წითელას შემთხვევათა 50% მოზრდილებში 20-დან 40 წლის ასაკში გვაქვს. წითელას აცრების გარეშე ვერ შევაჩერებთ. წითელას შეჩერების და პრევენციის ერთადერთი გზა აცრებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/451998

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1551265907-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/martshi-gripis-virusis-shemtkhvevebis-matebas-varaudoben/56762

მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ

გრიპის ვირუსის შემთხვევები ამ ეტაპზე ფონურ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა და პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა მოიმატოს. „რაც შეეხება გრიპის ვირუსის მეორე ტალღას, საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია“ (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=198563-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/221704

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/43423/saqartveloshi-yoveli-mesame-mtsevelia--amiran-gamyrelidze

საქართველოში ყოველი მესამე მწეველია - ამირან გამყრელიძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში საჯარო უწყებებს თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ უსმენენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გარემოა. მან სიკვდილობის, ავადობის გამომწვევ მიზეზებში თამბაქოს როლზეც ისაუბრა. „ჩვენ სამწუხაროდ, მაღალი მწეველობის ქვეყანა ვართ. მოსახლეობის 31% ანუ ყოველი მესამე ეწევა. მწეველებში სადღაც 53% კაცია და 7-8% ქალი. თუ მსოფლიში სიკვდილიანობაში თამბაქოს წილი არის სადღაც 12%, ჩვენთან სამწუხაროდ, სხვადასხვა კვლევით ეს არის 20-22%, ანუ საქართველოში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების შედეგად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/534909-garemos-dacvisa-da-bunebrivi-resursebis-komitetshi-tbilisis-atmosperuli-haeris-mdgomareobis-shesaxeb-sajaro-ucqebebis-zepiri-mosmena-grzeldeba/

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გრძელდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას უკავშირდება და თემატური მოკვლევის ჯგუფში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა დღეს მოისმინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები. კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მოკლედ ისაუბრა კომიტეტის ამ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც პარლამენტში, ზოგადად, თემატური მოკვლევის დანერგვას უკავშირდება და იმედი გამოთქვა, ეს პროცესი ხელს შეუწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით. „საბოლოოდ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ დაიწეროს ანგარიში იმ საერთო პოლიტიკის თუ ხედვის შესახებ, რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რათა ებრძოლოს იმ მთავარ გამოწვევას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კუჭავამ. თემატური მოკვლევის ჯგუფმა პირველად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს და ცენტრის წარმომადგენლებს მოუსმინა. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯგუფის წევრებს თავდაპირველად მოკლე ინფორმაცია მიაწოდა ცენტრის წინაშე მდგარი ამოცანებისა და საქმიანობის შესახებ და ისაუბრა ამ სამსახურის პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ეპიდემიურ სიმშვიდეზე. ცენტრი მონიტორინგს უწევს ქვეყანაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებს, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. „ზოგადად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფექციურ დაავადებათა მონიტორინგის, პროგნოზირებისა და პრევენციის კუთხით ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი დაწესებულებაა, თუმცა ბოლო წლებში სერიოზულად გაძლიერდა მუშაობა არაგადამდები დაავადებების მიმართულებაც. ამის ფაქტრი ისაა, რომ მთელ მსოფლიოში მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან და 21-ე საუკუნეში წამყვანი გახდა არაგადამდები დაავადებები და ცენტრების პასუხისმგებლობაც ამ დაავადებების მონიტორინგისკენ გადადის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორებში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გარემო, მათ შორის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი დაასახელა. მისი თქმით, მსოფლიოში ადამიანის სიკვდილიანობის ზრდაში სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის შემდეგ გარემოს ფაქტორი მოდის. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულად აძლიერებს გარემოს მიმართულებით საქმიანობას, შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, შემუშავდა გეგმები, საქართველოს მთავრობამ დეკემბრის ბოლოს მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული ხუთწლიანი გეგმა - ე. წ. ნეჰაპი-2, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებს და გათვლილია 2018-2022 წლებზე, ახლა იქმნება კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უახლოეს პერიოდში გამართავს სხდომას და გეგმის განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება საქმიანობა. ამირან გამყრელიძის თქმით, უსაფრთხო, ჯანმრთელი გარემოს შექმნის მიმართულებით ძლიერდება რესურსები და ხდება მეტი თანხების მობილიზაცია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრთა კითხვებს. როგორც ითქვა, თუ ქვეყნისთვის ჯანდაცვა პრიორიტეტია და დღეს, ფაქტობრივად, ასეც არის, ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს გარემოს სფეროს დაფინასებაც, რომლის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე სულ უფრო შეუქცევადი ხდება. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საწვავის ხარისხის კონტროლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საწვავის შემოწმების მეთოდოლოგიაზე, საწვავის სტანდარტებზე, შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის პრინციპებზე და ლაბორატორიებში კვლევის კონფიდენციალობის დაცვაზე. ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებასთან, ამ პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებთან, ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა ამავე სამინისტროს წარმომადგენლებისაგან, კერძოდ, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოების სააგენტოს და აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს ხელმძღვანელი პირებისაგან მიიღეს. ზეპირი მოსმენა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფი ხვალ, სამდღიანი ღონისძიების ბოლო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მოუსმენს. პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD) მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/452000

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/43421/saqartveloshi-yoveltsliurad-11-atasi-sikvdilis-shemtkhveva-dakavshirebulia-haeris-faqtortan--gamyrel

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1551272296-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=198557-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"უმძიმესი მდგომარეობა აქვთ..."- 2 მცირეწლოვანი დის გადასარჩენად გოგაძეების ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ გოგაძეების ოჯახის მძიმნე ისტორიის შესახებ გვიყვება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გოგაძეების 2 წლისა და სამი თვის გოგონებს ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზი აქვთ: "გორგაძეების ოჯახი სოცლაურად დაუცველია, ოცნების ჩასასხლებაში ცხვრობენ, ორი შვილი ჰყავთ 3 თვის ელზა და 2 წლის მადონა, ორივეს ჯამთელობის მძიმე პრობლემები აქვს. მადონას სამშობიარო ტრავმა აქვს, მას დაბადებისას ხერხემალი დაუზაინდა, რის გამოც ჩვილს დიდი ზომის ჰემატომა ჩამოუყალიბდა, მკურნალობის შედეგად, წარმონაქმი დაპატარავდა, თუმცა მოზარდმა ზრდა შეწყვიტა. მას შემდეგ ოჯახში კიდევ ერთ ახალი სიცოცხლე - ელზა გაჩანდა. 3 თვის ჩვილს, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, გულის მანკის მძიმე ფორმა აქვს. არსებული მდგომარეობს გამო, გოგონებს ციციშვილის სახელობის კლინიკაში არსებულ, გენტიკურ ლაბრატორიაში ძვირადღირებული კვლევბის ჩატარება ესაჭიროებათ, რომელიც ჯანდაცვის სამინტროდან არ ფინანსდება, ოჯახს კი საჭირო სახსრები არ გააჩნია. მძიმე სოციალურ პირობებში მცხვრებ გოგაძეებს სოცლაური შემწეობაც შეუჩერდათ. ელზას და მადონას ლაბორატორიუი კვლევების ჩასატარებლად ამ ეტაპზე 500 ლარი ესაჭირებათ, იმ შემთხვევაში კი თუ მათ ეს გამოკვლევები 7 მარტამდე არ ჩაუტარდებათ, დიაგნოსტიკისთვის საჭირო თანხების მოცულობა უფრო გაიზრდება. გოგაძეები გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდიარე, დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ, - "სხვგზა არ გვაქვს, მოგმართავთ თხვნით, იქნებ შეძლოთ პატარა დების სიცოცხლისთვის საჭირო თანხების მოძიებაში დახმარება"- აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“-ს ხელმძღვანელი. 0901200128 საქველმოქმედო ზარი დანიშნულებაში მიუთითეთე გორგაძეები თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/worknet-ma-5-wlis-ganmavlobashi-5-000-mde-adamiani-daasaqma

„WORKNET-მა 5 წლის განმავლობაში 5 000-მდე ადამიანი დაასაქმა“

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ ბეზარაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო დასაქმების პორტალმა worknet.gov.ge-მ 2014 წლიდან დღემდე 5 000-მდე პირი დაასაქმა. 2014-2015წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 350-350-ის ფარგლებში მერყეობდა, 2016-ში კი - 670-ის. 1700-მდე გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა 2017-ში, ხოლო გასულ წელს მათმა რაოდენობამ 1900-ს მიაღწია. მარიამ ბეზარაშვილის ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე Worknet 1500-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს, სამუშაოს მაძიებელთა როდენობა კი, 250 ათასით განისაზღრება. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე ყველა სოციალურად დაუცველის რეგისტრაცია სავალდებულოა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500 ლარია. „გვყავს ისეთი კომპანიებიც, სადაც ხელფასი იწყება 800 ლარიდან და არის 2000 ლარიც. მაგალითად, ასეთია „გრინვეი საქართველო.“ ლიდერი დამსაქმებლების რიცხვშია ასევე „აგროჰაბი“, „კარფური“, „ჯეო ტურანი“ და სს „ნიკორა“. ჩვენთან თანამშრომლობა დამსაქმებლებისთვისაც საინტერესოა, ვინაიდან ხდება სუბსიდირება. მაგალითად, თუ ხელფასი 800 ლარია, 400 ლარს 4 თვის განმავლობაში იხდის სახელმწიფო. ჩვენი ხელშეკრულების მიხედვით, გარანტირებულად დასაქმებულთა ვადა უნდა იყოს 10 თვე. ეს კი ნიშნავს, რომ 10 თვეში თუკი პირი მოახერხებს პოზიციონირებას, მისი გამოშვების ალბათობა ამ ვადის გასვლის შემდეგ ნაკლებია“, - აცხადებს ბეზარაშვილი. სახელმწიფო დასაქმების პორტალი ასევე მომზადება-გადამზადების პროგრამასაც ახორციელებს, რომლისთვისაც მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 90 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა დასაქმების ფორუმების ორგანიზებასაც მოხმარდება.

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/quotworknet-ma-5-wlis-ganmavlobashi-5-000-mde-adamiani-daasaqma/30406

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/usinatlo-ana-bebos-mdgomareobaze-dedofliswyaros-meri-nawilobriv-pasuxsimgeblobas-moxucis-shvils-akisrebs

რატომ მოუხსნა უკიდურესად გაჭირვებულ, უსინათლო ანა ბებოს სახელმწიფომ სოციალური დახმარება - დედოფლისწყაროს მერის და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი კომერსანტს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში მცხოვრები ანა ბებოს ფოტოები გავრცელდა. როგორც გაირკვა, მძიმე პირობებში მყოფ მოხუცს, რომელიც ასევე ასაკოვან სვილთან ერთად ცხოვრობს, 2 წელია სახელმწიფომ სოციალური დახმარება შეუწყვიტა. საზოგადოება პასუხისმგებლობას შესაბამის უწყებებს აკისრებს და მოხუცის დასახმარებლად საქველმოწმედო აქციას იწყებს — ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს . კომერსანტი შეეცადა გაერკვია, რატომ დატოვა სახელმწიფომ მოხუცი უმწეო მდგომარეობაში და როგორია ოფიციალური უწყებების პასუხისმგებლობა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი პრობლემას ანა ბებოს შვილებისკენ ამისამართებს, თავად კი ერთჯერადი დახმარებებით იმართლებს თავს. ჯანიაშვილი ჩვენთან ამბობს, რომ ანა ბებოს უკვე ერთი წელია მუნიციპალიტეტი სისტემატურად ეხმარება. უგზავნის სურსათს, საჭირო დროს ექიმთან კონსულტაციაც დაუფინანსა და ყოველთვიურად ელექტროენერგიის გადასახადსაც უხდის. მიუხედავად ამისა, ანა ბებოს მაინც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, რაშიც მერი ნაწილობრივ მოხუცის შვილს ადანაშაულებს. „დენის გადასახადს ჩვენ ვუხდით, ამიტომ გაუგებარია რატომ აქვთ ამის პრობლემა. რაც შეეხება ანა ბებოს ჯანრთელობის მდგომაროებას, მას აქვს კანის დაავადება და თავის დროზე ჩვენ მზად ვიყავით ოპერაცია დაგვეფინანსებინა, თუმცა მოხუცს გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, შვილს კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია. ძალით კი ვერავის გავუკეთებთ ოპერაციას“,- აცხადებს ნიკოლოზ ჯანიაშვილი. კითხვაზე, რატომ აქვს სოციალური დახმარება ანა ბებოს შეწყვეტილი, როგორც დედოფლისწყაროს მერი გვპასუხობს, ეს საკითხი მისი კომპეტენცია არ არის: „ჩემი კომპეტენია არ არის სოციალური დახმარების თემა, ამიტომ ჯობია ამ კითხვით შესაბამის უწყებას მიმართოთ“. -მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კომპეტენცია, ანა ბებოს პირადად იცნობთ და რამდენჯერმე მასთან სახლშიც იყავით, ამიტომ საინტერესოა თქვენი პირადი მოსაზრება — სჭირდება მოხუცს სოციალურ დახმარება? „როგორც გითხარით, მე არ ვარ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა ისეთი გულჩვილი ვარ ყველას დავეხმარებოდი. ანა ბებოც ალბათ იმსახურებს, მარგამ ეს უფრო კომპლექსური საკითხია. მოხუცს ჰყავს შრომისუნარიანი შვილი, რომელსაც სხვათაშორის ჩვენ 5 თვის წინ იმავე სოფელში შევთავაზეთ ანაზღაურებადი სამსახური. პასუხად უარი მივიღეთ. გვითხრა, რომ კუჭი აწუხებდა და ამიტომ ვერ შეძლებდა მუშაობას. სწორად გამიგეთ, ამ თვალსაზრისით ყველას გვაწუხებს ცოტ-ცოტა რაღაცები. ფიზიკურად ჯანრთელია შვილი და ამის მიუხედავად სახლში რომ მიხვიდეთ ისეთი ანტისანიტარიაა, ჭურჭელი დაურეცხავი, ამიტომ ძნელია ამ თემაზე საუბარი. მოკლედ, კომპლექსური პრობლემაა“,- განმარტავს ნიკოლოზ ჯანიაშილი. დეტალების გასარკვევად ჩვენ კითხვებით სოციალური დახმარების სააგენტოსაც მივმართეთ: -დედოფლისწყაროში მცხოვრებ ანა ბებოს ორი წელია, რაც მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება. რატომ? -დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. საბათლოში მცხოვრები ანნა მოსიანის ოჯახი 12.03.2017 წელს გადამოწმდა გრაფიკით გადასამოწმებელი ოჯახების გენერაციის საფუძველზე. 23.01.2018 წელს ოჯახმა შემოიტანა განმეორებითი განაცხადი. დეკლარაცია შეივსო ორ წევრზე -ანნა მოსიანი და შვილი დ.მ. ოჯახის შემოსავალი დაფიქსირდა მხოლოდ ქ-ნი ანნას პენსია 200 ლარი და სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთი. ქ-ნ ანნას, დ.მ.-ს გარდა, კიდევ ჰყავს ცალკე მაცხოვრებელი ორი შვილი. ასევე, დაუფიქსირდა მოხმარებული ელექტროენერგიის მაღალი გადასახადი. ოჯახს განმეორებითი განაცხადით მომართვის უფლება აქვს 2019 წლის 12 მარტიდან. -ხომ, არ გეგმავთ კვლავ აღუდგინოთ მას სოციალური დახმარება ? -ეს დამოკიდებულია ანნა მოსიანის გადაწყვეტილებაზე. მას შეუძლია ხელახლა მიმართოს შესაბამის სამსახურს მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადასამოწმებლად. წინა დეკლარაციაში დაფიქსირებულ მდგომარეობასთან შედარებით, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა, ოჯახს დაენიშნება სოციალური შემწეობა. - რა ალტერნატივა არსებობს იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სააგენტომ შემწეობის გარდა ანა ბებოსა და მის შვილს სხვასახითაც დაეხამროს... ? -ანნა მოსიანი გახლავთ პენსიონერი და ყოველთვიურად იღებს სახელწიფო პენსიას 200 ლარის ოდენობით. -საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარების მიმართულებით არაერთი ხარვეზია. ხომ, არაპირებთ ამ სოციალური დახმარების რეგულაციების გადახედვას ? - მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებასა და მიზნობრიობის გაზრდაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. ასე მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში გაიზარდა საარსებო მინიმუმის ოდენობა, შემცირდა კომუნალური მომსახურების გავლენა სარეიტინგო ქულაზე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კი ოჯახის ახალ შეფასებამდე ოჯახს არ უწყდება საარსებო შემწეობა და ა.შ.

---

 

27.02.2019

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/344246/

4 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე, პროკურატურამ დედას ბრალი დაუმძიმა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 25 თებერვალს თბილისში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ბავშვის დედას დაზუსტებული ბრალი წარედგინა. პროკურატურის ცნობით, ბავშვის დედას ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით წაუყენეს: 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის ბავშვი გარდაიცვალა,” – აცხადებენ პროკურატურაში. შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს მიიღო. 4 წლის ბავშვის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს ბავშვის დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხება დაკავებულის ადვოკატის თქმით, დედას ორდერის პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან, ორდერში ეწერა, რომ მსხვერპლი მშობლისგან უნდა გარიდებულიყო. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცველების ბრალეულობა იკვეთება. “ორდერში, რომელიც 2019 წლის 6 იანვარს გამოიწერა ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოვებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია, თუმცა, დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. სამართალდამცავებსა და სოციალურ სამსახურს ბავშვი უნდა განერიდებინა. თუ განრიდება მოხდებოდა და ამის შემდეგ მიუახლოვდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ორდერის დარღვევა სახეზე,” – განაცხადა ჟურნალისტებთან ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ.

---

27.02.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=198502-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%2C+%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&fbclid=IwAR25YAE8ePeNJJ0qWqbkyRQFFWjxHuF9QFVJEqa2bwpnQplAdw5a8anLHFY

"აპარატზე შეერთებულ კაცს დაზღვევა ამოეწურა და გამოუცხადეს, გარდაიცვალაო... კატასტროფა ხდება საქართველოში"

სოციალურ ქსელში გია ხუროშვილი მე-8 საავადმყოფოში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს. ”კატასტროფა ხდება საქართველოში: მე-8 საავადმყიფოში, 2 კვირა ადამიანი აპარატზე შეერთებული ამყოფეს, პატრონს არ უშვებდნენ კარანტინიაო და დაზღვევა ამოიწურა თუ არა იმავე დღეს გამოუცხადეს გარდაიცვალაო!… და მეორე კიათხვა: სოციალურად დაუცველ ადამიანს იმერეთიდან თბილისში არ ემსახურებიან?!… სულ გარეკეთ?" - წერს ხუროშვილი.

---

 

ბეჭდვითი მედია

28.02.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

მარტში გრიპის ვირუსის მეორე ტალღას უნდა ველოდოთ

მარტში შესაძლოა გრიპის ვირუსის მაღალი მაჩვენებელი კვლავ დაფიქსირდეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს: „ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი უკვე 100 ათას მოსახლეზე 100 იყო. მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შემცირდა. დეკემბერში 41 პროცენტი გვქონდა, ახლა კი 19-20 პროცენტის ფარგლებშია. რაც შეეხება გრიპის ვირუსის მეორე ტალღას, საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია" (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5905745&name=28.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

         

28.02.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

საავიაციო ქარხანამ გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა მუშახელი დაასაქმა

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საავიაციო ქარხნის 100-ზე მეტი თანამშრომელი ხელფასების გაზრდისა და პრემიალური სისტემის დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ თუ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს საწარმოო პროცესს არ დაუბრუნდებიან. „თბილავიამშენის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საწარმოს თანამშრომლებს უფლება აქვთ გაიფიცონ, თუმცა მათთვის პრიორიტეტულია საწარმოო პროცესი არ გაჩერდეს, რის უზრუნველსაყოფად კომპანიამ უკვე დაიწყო მათი ალტერნატიული მუშახელით ჩანაცვლება. „ჩვენ საწარმოო პროცესს ვერ შევაჩერებთ, შესაბამისად, კადრებიც არსებობს საქართველოში პროფესიონალები, რომლებიც გაფიცვის პერიოდში ჩაანაცვლებენ ამ ხალხს. დღესაც საწარმო მუშაობს, მიმდინარეობს ჩანაცვლების პროცესი შესაბამისად საწარმოო პროცესი აღდგენილია და მიდის მუშაობა. ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ხალხი, რომლებიც გაფიცვას იყენებს როგორც მის უფლებას, სამსახურს დატოვებენ“, - აცხადებს ირაკლი გოგიბერიძე. საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს ადმინისტრაციის განცხადება, რომ მათ ალტერნატიული სამუშაო ძალით ანაცვლებენ, არ სჯერათ. ამბობენ, რომ საწარმო გაჩერებულია და სამუშაო ადგილებს მანამ არ დაუბრუნდებიან, სანამ „თბილავიამშენი“ ხელფასების ზრდის და პრემიალური სისტემის შემიღების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5905823&name=28.02.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​