| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | |
| Received On : | 09.10.2018 09:14 |
| Attachments : |
მოგესალმებით, ბატონო გიორგი!
სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში, ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი მედიკამენტების ფასთა კონტროლის სისტემის ეფექტიანობის შესწავლა, რომელმაც გამოავლინა სისტემური ხარვეზები, მათ შორის, ისეთი ხარვეზები, რომლებიც დაკავშირებული იყო ფასწარმოქმნასთან და მის ეფექტურ კონტროლთან, რაც სახელმწიფოს ინტერესებთან უშუალო კავშირს გულისხმობს.
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მოსარგებლეებზე ანაზღაურებას დაქვემდებარებული მომსახურებების თაობაზე, მიმწოდებელი, დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, განმახორციელებელთან ასანაზღაურებლად წარადგენდა ამ სერვისების ღირებულებებს ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით და ვალდებული იყო ფასები შეენარჩუნებინა პროგრამაში ჩართვისას დაფიქსირებული ღირებულებების ფარგლებში.
აღნიშნული გულისხმობდა, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას, მაქსიმუმ 10 პროცენტიანი გადახრით, ადგენდა თავად მიმწოდებელი.
ერთ, ძალიან საინტერესო ანგარიშს წარმოგიდგენთ ეხლა, რომლის განზოგადებაც შეიძლება ყველა სფეროზე.
პატივისცემით, კახა