| From : | Asmat Kardava <akardava@moh.gov.ge> |
| To : | saministroebi.ocneba@gmail.com |
| Subject : | |
| Cc : | isakadzetedo@gmail.com; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.09.2018 07:48 |
მოგესალმებით!
თქვენს წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის და პარტიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჯანიაშვილის მოხსენებით ბარათს, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 90 ოჯახის გადამოწმება, თუმცა აქვე ავღნიშნავთ, რომ მითითებული ოჯახების გადამოწმება მიზნად ისახავს ამ ოჯახების შეფასებას ახალი კომპონენტებისა და კრიტერიუმების ფარგლებში, რომლის საფუძველზეც ზემოთ აღნიშნულ ოჯახებს მხოლოდ და მხოლოდ გაეზრდებათ სოციალური დახმარება და ეს არ ითვალისწინებს მათ სიიდან ამოღებას.
ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ ეგ არის სამუშაოს ხანგრძლივი პროცესი.
პატივისცემით,
ასმათ ქარდავა
მინისტრის პირველი მოადგილის
პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე