| From : | Levan Tkhelidze <levant@lb.ge> |
| To : | gtsotskolauri@moh.gov.ge |
| Subject : | |
| Cc : | tabazadze@ssa.gov.ge |
| Received On : | 23.07.2019 14:31 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი, ბატონო თენგიზ
გიგზავნით ჩვენს მოსაზრებებს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირებებისა და ამასთან დაკავშირებული რეგულატორული პირობების შესახებ.
თანდართულ ფაილში მოცემულია საპროცენმტო განაკვეთების შემცირების გრაფიკები(2 ვარიანტი), რომლებშიც ასახულია შესაძლო კლება საპროცენტო განაკვეთების, იმ ნიშნულის მიღმა(28.8) , რომელიც ჩვენ
ჩვენი ინიციატივით გვქონდა გაცხადებული.
ორივე შემთხვევაში, ჩვენ მოვიაზრებთ შემდეგ საერთო პირობებს და დაშვებებს:
1.
ახალი კონტრაქტი პენსიების განაწილებაზე ვადით 10 წელი
2.
საპენსიო სესხები არ რეგულირდება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულებით
3.
PTI
არის 33%
4.
2020 წლის 20 მაისიდან სასესხო პორთფელი იზრდება ყოველთიურად დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით 2022 წლის 31 დეკემბრამდე
ცხრილი 2-ში მოცემული გრაფიკი ითვალისწინებს დამატებით პირობას, რომ საპენსიო სესხების პორტფელი, რისკით შეწონილი აქტივების ჭრილში შეიწონოს 25%-ში, ნაცვლად 75%-სა, გამომდინარე იქიდან
რომ აღნიშნული სესხები ობიექტურად არის იპოთეკურ სესხებზე ნაკლებად რისკიანი სესხები.
დამატებით, მნიშვნელოვანი მყისიერი შემცირება განაკვეთის შესაძლებელია, თუ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი იქნებიან თანახმა, რომ საპენსიო სესხების პორტფელი შესაძლებელი იყოს დაგირავდეს
ეროვნულ ბანკში, მსგავსად იპოთეკური სესხების პორთფელისა და ამ დაგირავებული პორთფელის სანაცვლოდ ეროვნული ბანკიდან მიღებული სესხი განვათავსოთ გრძელვადიან სახაზინო ვალდებულებებში, მათ შორის არსებული საპროცენტო სპრედით მყისიერად შევამციროთ საპენსიო სესხებზე საპროცენტო
განაკვეთი(მაგალიტად თუ დაგირავებით ავიღეთ სესხი ეროვნული ბანკიდან 6.75%-ში და განვათავსეთ სახაზინო ვალდებულებებში მაგალითად 9.75%-ში, მაშინ სხვაობით 3% მყისიერად შევამცირებთ განაკვეთებს) ამ შემთხვევაში, შესაძლებელია რომ 2022 წილის 31 დეკემბრისთვის საპროცენტო
განავეთი 18%-მდეც შემცირდეს, თუ ეს სპრედი უფრო მეტი იქნება ვიდრე 3 %, მაშინ კიდევ უფრო ქვედა ნიშნულამდე შეიძლება შემცირება.
მზად ვართ თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეხვედრაზე უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები და მონაცემები
პატივისცემით,
ლევან თხელიძე
გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი
74 Chavchavadze Ave.
Tbilisi 0162, Georgia
T +995 322 555 500 (1191)
M +995 599 237 999
E levant@libertybank.ge
www.libertybank.ge
a bank for everyone, everywhere.