| From : | Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge> |
| To : | Nino Veltauri <nino.velta@gmail.com> |
| Subject : | RE: ბავშვის უფლებათა კოდექსი_სოციალური მუშაკი_იმპლემენტაცია |
| Cc : | Sopo Kiladze <kiladzesopo41@gmail.com>; giorgi.kakauridze@mof.ge; e.guntsadze@mof.ge; Anna Phirtskhalashvili <a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge>; Paata Turava <fosta.turava@yahoo.de>; edgebuadze@mes.gov.ge; msarjveladze@juctice.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge |
| Received On : | 09.12.2019 10:31 |
მოგესალმებით ქალბატონო ნინო, გიდასტურებთ იმელის მიღებას, თუმცა იმეილით დაფიქსირებულ საკითხებთან დაკავშირებით მინდა დავაფიქსირო როგორც დაფინანსების საკითხი,
ისე უფლებამოსილების ნაწილი. რადგან საპროგნოზო ზრდაა გათანაბრებითის განაწილში ეს იმას არ ნიშნავს, რომ დელეგირებული უფლებამოსილებისთვის თანხა აღარ უნდა მიყვეს. გაზრდილი დღგ-ს გამო მეტის განაწილება სოციალურ მუშაკის კანონიდან დელეგირებული უფლებამოსილებისთვის გადასაცემ
თანხასთან სწორად არ არის აღქმული.
ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდებოდა ისეთ საკითხებზე რომელიც არ არის სამინისტროს უფლებამოსილება.
პატივისცემით, მზია
From: Nino Veltauri
Sent: Tuesday, December 3, 2019 6:41 PM
To: msarjveladze@juctice.gov.ge; Mzia Giorgobiani
Cc: Sopo Kiladze
Subject:
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საკომიტეტო
ზედამხედველობის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს საქართველოს კანონების, „სოციალური მუშაობის შესახებ“ და "ბავშვის უფლებათა კოდექსი", იმპლემენტაციის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვასა და ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ ასახვას.
ამ მიზნით კომუნიკაცია შედგა შემდეგ სამინისტროებთან:
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- იუსტიციის სამინისტრო;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
კომუნიკაციის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული ფინანსთა სამინისტრო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან
მოხდა შეთანხმება, რომ სამინისტრო 2020 წლის ზაფხულის პერიოდიდან განათლების სისტემაში დაასაქმებს 50 სოციალურ მუშაკს და ამ მიზნით სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსური რესურსი. ვინაიდან, იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის სოციალური
მუშაკების ხელფასი უნდა შეადგენდეს 1200 ლარს (დარიცხული), შესაბამისად 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს 240 000 ლარი სახელფასო ხარჯებისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან
მოხდა შეთანხმება, რომ 2020 წელს სამინისტრო სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკებისთვის (დაახლოებით 270 საშტატო ერთეული, საიდანაც რამდენიმე ვაკანტურია) გაზრდის სახელფასო განაკვეთს 400 ლარით და ამ მიზნით სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა 1 200
000 ლარის ოდენობით.
იუსტიციის სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომ 2020 წელს სამინისტრო
სისტემაში დაასაქმებს 30-35 სოციალურ მუშაკს და ამისთვის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული არის შესაბამისი ფინანსური რესურსი (დაახლოებით 432 000 – 504 000 ლარი - თანხა ასახავს ჯამურ ოდენობას 12 თვეზე დათვლილს).
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოხდა
შეთანხმება, რომ საქართველოს თვითმმართველობებისთვის, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უნდა მომხდარიყო შესაბამისი ფინანსური რესურსის გათვალისწინება, ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როგორიცაა:
-
ბავშვის დაცვის, მხარდაჭერისა და განათლების პროგრამები (როგორც საკუთარი, ისე დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში)
-
ფსიქოლოგების, ინსპექტორების, კოორდინატორებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი ზრდა.
აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსებისთვის, წინასწარი ფინანსური შეფასებით საჭირო გახლავთ 7 მილიონი ლარი (2020 წლის ივნისი-დეკემბერი).
პარლამენტში წარმოდგენილ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 4,4 მლნ ლარი მუნიციპალიტეტებისთვის, ბავშვთა პროგამების დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში განსახორციელებლად. ვინაიდან 2020 წლისთვის მუნიციპალიტეტების შემოსავლის საპროგნოზო ზრდა დაახლოებით 180 მლნ ლარით განისაზღვრება (დამატებითი ღირებულების გადასახადით მიღებული შემოსავლების განაწილების წესის ცვლილებიდან გამომდინარე), ფინანსთა სამინისტროს
ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებს ექნებათ საკმარისი რესურსი, გამოყონ დამატებითი სახსრები ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების სრულფასოვნად განსახორციელებლად.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ არსებული შეთანხმება აღნიშნული ღონისძიებების აღსრულების თაობაზე.
--
პატივისცემით
ნინო
ველთაური
მთავარი
სპეციალისტი
ადამიანის
უფლებათა დაცვის
და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
აპარატი
საქართველოს
პარლამენტი
მობ: 591 701 311