| From : | maia.khetsuriani@servier.com |
| To : | bdatukishvili@ssa.gov.ge |
| Subject : | RE: ბაზრის კვლევა - Perindopril/Amlodipine |
| Cc : | gtsotskolauri@moh.gov.ge; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; IGobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; goniani@ssa.gov.ge |
| Received On : | 02.09.2019 12:16 |
| Attachments : |
გამარჯობათ,
მოთხოვნის შესაბამისად გიგზავნით შევსებულ ცხრილს.
Ø
ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში - 1 ტაბლეტის ფასი 1 ლარი = 0,307 ევრო
Ø
წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი - საფრანგეთი, ლე ლაბორატუა სერვიე
Ø
საქონლის მოწოდების ვადები - მოწოდება ეტაპობრივად, შესაძლებელია შეთანხმება, ადგილზე ეს რაოდენობა არ გვაქვს.
პატივისცემით,
მაია ხეცურიანი
Maia KHETSURIANI
General Manager, MD, MBA
Les Laboratoires Servier
Representative Office in Georgia
Tel
+995 322 439390
- Mobile
+995 599 254010
44 Kote Apkhazi street – 0105
– Tbilisi – Georgia
From: Besik Datukishvili
Sent: Monday, September 2, 2019 8:57 AM
To: zviadidoc@yahoo.com; geomach@medinserv.ge; sales@psp.ge; info@psp.ge; beso.impex@gmail.com; pikria@aversi.ge; levan.gachechiladze@aversi.ge; ositashvilin@gmail.com; Tatiana.Megrelidze@sanofi.com; KHETSURIANI Maia GEORGIA
Cc: 'Giorgi Tsotskolauri'
Subject:
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით.
შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის სავარაუდო/საორიენტაციო რაოდენობა და მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
შენიშვნა: ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, N1 დანართით განსაზღვრულმა რაოდენობებმა შესაძლოა განიცადოს ცვლილება.
მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით.
ბ) რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილებით (შემდგომ ტექსტში - „N188 დადგენილება“) განსაზღვრული,
შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე, რაც უნდა დადასტურდეს:
ბ.ა) „N188 დადგენილების“ დანართით განსაზღვრული, შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტით
ან
ბ.ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ფორმით, გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში „N188 დადგენილების“ დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, „N188 დადგენილებაში“ მითითებული
რომელიმე ქვეყნის, ან საქართველოს ბაზრისთვის.
გ) იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული პროდუქტი არ აკმაყოფილებს „ბ“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წარმოდგენილ უნდა იქნას WHO-ს პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ, თითოეულ
ჯერზე მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტის კონკრეტულ სერიაზე გაცემული ხარისხის სერთიფიკატი/ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი აკმაყოფილებს მწარმოებლის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2019 წლის 4 სექტემბრის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
Ø
ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
Ø
წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
Ø
საქონლის მოწოდების ვადები.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
goniani@ssa.gov.ge
ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742