| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge> |
| Subject : | RE: დიგოქსინისა და მეთილპრედნიზოლონის შესყიდვა |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; ggelashvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 10.09.2019 06:51 |
| Attachments : |
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
თქვენი წერილის (subject: დიგოქსინისა და მეთილპრედნიზოლონის შესყიდვა; Wed 04-Sep-19 5:13 PM) გაცნობებთ შემდეგს:
„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 15 000 000 ლარს. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში გაფორმებული და გასაფორმებელი (მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩათვლით) ჯამური ღირებულება შეადგენს 5 029 283.75 ლარს. შესაბამისად, ამჟამად პროგრამის ბიუჯეტში დარჩენილია 9 970 716.25 ლარი, რაც იძლევა დიგოქსინისა და მეთილპრედნიზოლონის შესყიდვის შესაძლებლობას.
ამასთანავე, მიმდინარე ეტაპზე, ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რა მოცულობის ფულადი რესურსი დასჭირდება თქვენთვის გადმოგზავნილ ფაილში - „Qron_Cxrili_2_30.08.19“ მოცემული მედიკამენტების შესყიდვას.
P. S. გთხოვთ, გვაცნობოთ, არის თუ არა სიახლეები, ზემოხსნებული ფაილით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით. წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: pharm2019 spa gov ge [mailto:pharm2019@spa.gov.ge]
Sent: Wednesday, September 4, 2019 17:13
To: Besik Datukishvili
Cc: Nino Gamrekeli
Subject: დიგოქსინისა და მეთილპრედნიზოლონის შესყიდვა
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია დიგოქსინისა და მეთილპრედნიზოლონის შესყიდვაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი CON190000433 არ შედგა.
დოლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, დიგოქსინზე ერთეულის ფასი 0.03 თეთრი, გაიზარდა და სავარაუდო შესასყიდი ფასი გახდა 0.04 თეთრი.
გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 5 სექტემბრის 16:00 საათისა გვაცნობოთ, არის თუ მისაღები არა თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, ცხრილში მოცემული პირობების შესაბამისად, განმეორებით ახალი კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება?
დოზა | ფორმა | ჯამური რაოდენობა | ერთ. ღირებულება | ||
Digoxine | 0.25მგ | აბი | 769,750.00 | 0.04 | |
Methylprednisolone | 16მგ | აბი | 4,700.00 | 0.41 | |
N | მისამართი | მიწოდების პირობები მედიკამენტების მიხედვით | მოთხოვნა ვარგისიანობის შესახებ | ||
1 | ქ. თბილისი, იუმაშევის N14 | Digoxine-ის 200 000 აბის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო დარჩენილი რაოდენობის მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრამდე. ასევე, შესაძლებელია სრული რაოდენობის ერთ ეტაპად მოწოდება, არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა. | ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 12 თვე. | ||
Methylprednisolone - მოწოდება უნდა მოხდეს ერთ ეტაპად, არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა. | ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 24 თვე | ||||
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8 0113, თბილისი, საქართველო ტელ.: +322 224 22 48 (39) | State Procurement Agency Address: Richard Holbrooke Str. N8 0113, TBILISI, GEORGIA Tel: +322 224 22 48 (39) |