| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@gmail.com; ggelashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge |
| Subject : | RE: მედიკამენტ ეპკლუსას დეფიციტის თაობაზე |
| Received On : | 23.12.2019 11:40 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. გილიადისგან მიღებული ინფორმაციით ეპკლუსას მარაგის შევსება მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად მოხდება იანვრის ბოლომდე. არსებული მარაგის გამოყენება უპირატესად მოახდინეთ უკვე მკურნალობაში მყოფი პაციენტებისთვის. ახალი პაციენტებისთვის, გადაუდებელი საჭიროების გარდა, გამოვიყენებთ იმ მედიკამენტებს, რასაც მივიღებთ იანვრის ბოლოს. გთხოვთ დაგეგმოთ შესაბამისად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: tamar kavteladze
Sent: Monday, December 23, 2019 3:34 PM
To: Tamar Gabunia
Subject:
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 16 დეკემბერს ელოდებოდა მედიკამენტ ეპკლუსას დონაციას, რომელიც გადაიდო გაურკვეველი ვადით. პროგრამის მიმწოდებლებში სარეზერვო მარაგები, პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩართული (და ახალი) პაციენტებისთვის გათვლილი იყო დეკემბრის ბოლო რიცხვების ჩათვლით. განსაკუთრებით, მარაგების მხრივ, რთული მდგომარეობა შეიქმნა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც პაციენტებს მკურნალობის დასასრულებლად (მესამე კოლოფის გაცემა) ესაჭიროებათ ეპკლუსას 34 კოლოფი.
ჩვენს მიერ პროგრამულად, დაწესებულებების მიხედვით (და ასევე გამოვკითხეთ მიმწოდებლებსაც), დაანგარიშდა სარეზერვო მარაგების და დეკემბერ-იანვრის თვეში გასაცემი მედიკამენტების რაოდენობის შესაბამისობა და რამოდენიმე დაწესებულებიდან შესაძლებელი გახდა მოგვეხდინა ეპკლუსას გადატანა. პრიორიტეტულად ჩაითვალა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაკმაყოფილება. კერძოდ, რეგიონებიდან (გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი, კახეთი) შევძელით 34 კოლოფი ეპკლუსას "მოგროვება" და 25 დეკემბერს მივაწოდებთ პენიტენციურს.
ამავდროულად 3 იანვრიდან ეპკლუსას მარაგის დეფიციტი ექმნებოდა შპს "მრჩეველს" (თბილისი), შპს სამედიცინო ცენტრ ციტოს (თბილისი), შპს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონს" (ზუგდიდი) და შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ "ჰერას" (ქუთაისი), რომელთაც ასევე, 25 დეკემბერს ვაწოდებთ პირველ რიგში საჭირო რაოდენობებს სხვადასხვა დაწესებულებებიდან.
მიუხედავად, ჩვენს მიერ დაანგარიშებული და გადანაწილებული მედიკამენტებისა, 2019 წლის 10-15 იანვრიდან - 24 დაწესებულებას შეექმნება ეპკლუსას დეფიციტი, 2019 წლის 20-25 იანვრიდან დანარჩენ 15 დაწესებულებას. შესაბამისად შეფერხდება მკურნალობაში ჩართული პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროცესი.
გთხოვთ თქვენს რეკომენდაციებს.
პატივისცემით,
თამარ კავთელაძე
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო