From : levan gogodze <lgogodze@ssa.gov.ge>
To : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : RE: პროექტები
Cc : Gia Apkhazava <giaapkhazava@yahoo.com>; gia chavchavadze <g.chavchavadze@mci.ge>; avasadze@ssa.gov.ge; Dimitri Chkheidze <DChkheidze@ssa.gov.ge>
Received On : 11.03.2020 11:17

თანახმა ვარ

 

 

From: Tea Gvaramadze [mailto:tgvaramadze@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, March 11, 2020 2:57 PM
To: Giorgi Tsotskolauri ; lgogodze@ssa.gov.ge
Cc: Gia Apkhazava ; gia chavchavadze ; avasadze@ssa.gov.ge; Dimitri Chkheidze
Subject: პროექტები

 

მოგესალმებით,

როგორც მოგეხსენებათ მინისტრის საათის ფორმატში  ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძემ წარმოადგინა ინიციატივა არ შევაჩეროთ საარსებო შემწეობები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში.

ამასთან დაკავშირებით სააგენტოსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა მთავრობის დადგენილებების პროექტები: სოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  დაქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების პროექტები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

1. შეჩერების პერიოდში ახალი დეკლარაციის შევსებამდე ან ფორმა N3 განთავსებამდე საარსებო შემწეობის გაცემა უგრძელდება ყველა ოჯახს. ოჯახის წევრის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში საარსებო შემწეობას აკლდება ამ ერთი წევრის თანხა. გასათვალისწინებელია, რომ დეკლარაციის შევსებიდან 30-ე დღეს ხდება ქულის მინიჭება და  შესაბამისად  ამ ერთ თვეს ოჯახი ვერ მიიღებს.

2. მოქალაქეობრივი სტატუსის ჭრილში ზუსტდება ჩამონათვალი ვისაც აქვს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება და ამ შემთხვევაში თუ სააგენტო სერვისების ბაზაში ხედავს შეუსაბამო სტატუსს ოჯახს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სააგენტოს, მომდევნო თვიდან კი შეუწყდება ბაზაში რეგისტრაცია;

3.  ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 001-ზე და ვერ/არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, არ აცნობებს სააგენტოს ოჯახის წევრის გარდაცვალების, საზღვრის კვეთის ან სხვა ცვლილებების შესახებ თავისუფლდება ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის  გათვალისწინებული ღონისძიებებისაგან, თუ ოჯახში მომხდარი ცვლილების თაობაზე, ამ ცვლილების თვის  მომდევნო ერთი თვის ვადაში, სააგენტოს სათანადო ინფორმაციას მიაწოდებს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების (ინფორმაციის მოწოდების/მიღების ვადა, მოცულობა და ..) გათვალისწინებით. ამით შეღავათი აქვს ოჯახს არ შეუწყდეს დახმარება, თუ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ბაზით უკვე აქვს ინფორმაცია სააგენტოს ცვლილების შესახებ.

4. სხვა შემთხვევებში კი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულობლობა გამოიწვევს მონაცემთა ბაზაში რგისტრაციის შეწყვეტას.

5. ჩნდება სამართლებრივი ჩარჩო პლანშეტების შემოტანისთვის.

 

გიგზავნით პროექტებს. პროექტები შესათანხმებლად გადავაგზავნე სერვისების განვითარების სააგენტოში.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ავტვირთავთ მოხსენებით ბარათს მინისტრის სახელზე.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

Tatia Gvaramadze

 

Head of Social Protection Policy Division

 

Policy Department

 

144 Ak. Tsereteli ave., 0159

Tbilisi, Georgia

 (Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)

Mob: (+995577)222805

E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com