| From : | Levan Tkhelidze <levant@lb.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: საპენსიო |
| Received On : | 13.08.2019 10:28 |
| Attachments : |
გიორგი გამარჯობა,
პირველ რიგში გმადლობ მოწოდებული ინფორმაციისთვის და ოპერატიულობისთვის!
განვიხილეთ მოწოდებული პირობები ხელმძღვანელობასთან, პირობები მისაღებია, მხოლოდ დასაზუსტებელია მე-2 პუნქტში(
PTI-ს ლიმიტი გაიზრდება 30%-მდე;)
მითითებული პირობა:
კერძოდ
PTI 30% არ უნდა ითვლებოდეს პენსიონერი მსესხებლის ყველა ვალდებულების მიხედვით, არამედ, უნდა ითვლებოდეს მხოლოდ მსესხებლის პენსიის თანხიდან, მიუხედავად
იმისა თუ ზოგადად რა სხვა ვალდებულები აქვს პენსიონერს. წინააღმდეგ შემთხვევეაში ეს გამოიწვევს შემდეგ სირთულეებს:
1.
200 000-მდე პენსიონერი ვერ შეძლებს საპენსიო საკრედიტო პროდუქტით სარგებლობას(ახალი
სესხის/ოვერდრაფტის აღება ან არსებულის რეფინანსირება/თანხის დამატება)
2.
პენსიონერის დასქორვა/კრედიტ ინფოში ფადამოწმების პროცესი მოითხოვს თითოეული პენსიონერის მომსახურების დროის მნიშვნელოვან ზრდას, რაც თავის მხრივ შეაფერხებს პენსიონერთა მომსახურების
მთელი პროცესს(როგორც საკრედიტო მომსახურების ასევე მათი საოპერაციო მომსახურების- პენსიის გაცემ/კომუნალურის გადახდა), ანუ სასეხო პროდუქტებზე მეტი დროითი დანახარჯი გამოიწვევს მომსახურების ლოდინის დროის გაზრდას, შესაბამისად რიგებში დგომის დროის ზრდას რაც ტავის
მხრივ მნიშვნელოვნად გააურასებს პენსიონერების მომსახურების პირობებს და გამოიწვევს მნიშვნელოვან უკმაყოფილებას
გთხოვთ განიხილოთ და გვაცნობოტ თქვენი მოსაზრება
პატივისცემით,
ლევან თხელიძე
გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი
74 Chavchavadze Ave.
Tbilisi 0162, Georgia
T +995 322 555 500 (1191)
M +995 599 237 999
E levant@libertybank.ge
www.libertybank.ge
a bank for everyone, everywhere.
From: Giorgi Tsotskolauri [mailto:gtsotskolauri@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, August 6, 2019 5:58 PM
To: Levan Tkhelidze
Subject: საპენსიო
ლევან გამარჯობა.
როგორც თქვენთვის ცნობილია ამა წლის 31 დეკემბერს ვადა გასდის საპენსიო და სოციალური მომსახურეობის თანხების საბანკო ანგარიშებით ბენეფიციარებისთვის დარიგების შესახებ ჩვენს შორის დადებულ
ხელშეკრულებას. თქვენს მიერ გამოგზავნილ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით განვიხილავთ აღნიშნული ხელშეკრულების გაგრძელებას 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ამასთანავე მომსახურეობის პირობები ხელშეკრულებაში უნდა დარჩეს უცვლელი. დღეის მდგომარეობით არსებული საბანკო
რეგულაციებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაგრძელებისას ჩვენგან შემოთავაზებულია შემდეგი პირობები:
1.
საარსებო მინიმუმი გაუქმდება და შესაბამისად PTI-ს დათვლისას
აღარ იქნება შემზღუდველი;
2.
PTI-ს ლიმიტი გაიზრდება 30%-მდე;
3.
ბანკის მხრიდან გაგრძელდება პროცენტის შემცირება ყოველთვიურად 0.3%-ით სანამ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ დაიწევს 33%-მდე.
ზემოთ მოყვანილი პირობების ცვლილება განხორციელდება ხელშეკრულების გაგრძელების თარიღამდე.