From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>
Subject : RE: სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი მედიკამენტები
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Received On : 22.08.2019 11:49
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით კორექტირებულ ინფორმაციას „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ. კერძოდ, დაზუსტებულია პირველ ეტაპზე შემოსატანი მედიკამენტის რაოდენობა, მოწოდებისა და ვარგისიანობის ვადები. რაც შეეხება შემდგომ ეტაპ(ებ)ზე მოსაწოდებელ სამკურნალო საშუალებებს, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ ჩვენი ა. წ. 12 აგვისტოს წერილით (Mon 12-Aug-19 2:13 PM; subject: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა).

 

ამასთანავე, გვსურს დავაფიქსიროთ სააგენტოს მოსაზრება უკვე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის შესყიდვის შესახებ.

 

მოგეხსენებათ, სააგენტოს ბოლო მომართვის შესაბამისად, მკვეთრად გაიზადრა ზოგიერთი მედიკამენტის შესასყიდი რაოდენობა (შედარება, ცხრილის სახით, თან ერთვის). ამდენად, ზოგადი მარკეტინგული პრინციპების გათვალისწინებით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ხელახალი კონსოლიდირებული ან/და ელექტრონული ტენდერ(ებ)ის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებლების მიერ შემოთავაზებული იქნება უფრო დაბალი ფასი, ვიდრე ეს კონსოლიდირებულ ტენდერებშია დაფიქსირებული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში, ხელშეკრულებები დაიდოს მხოლოდ პირველ ეტაპზე მოსაწოდებელ საქონელთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს რაოდენობა დააკლდეს საქონლის მთლიან მოცულობას და გამოცხადდეს კონსოლიდირებული ან/და ელექტრონული ტენდერ(ებ)ი.

 

ამასთან, თუ პირველ ეტაპზე მოსაწოდებელ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით, საკითხის ამ სახით გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება, სააგენტო ჩაატარებს კვლევას, შიდა ბაზარზე არსებული მედიკამენტის ნაშთების მოძიების/შესყიდვის მიზნით. ბაზრის კვლევისას, გათვალისწინებული იქნება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებით, ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ, დადგენილი კრიტერიუმები და, სათანადო შემოთავაზებების არსებობის შემთხვევაში, მოგმართავთ გამარტივებული შესყიდვის თაობაზე, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Wednesday, August 14, 2019 11:19
To: Besik Datukishvili
Cc: igobejishvili@ssa.gov.ge
Subject: FW:
სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი მედიკამენტები

 

ბესო მოგესალმებით,

 

თქვენი 2019 წლის 12 აგვისტოს წერილის პასუხად ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვაზე მოგახსენებთ, რომ ცხრილში (იხ. დანართი) მოცემულ მედიკამენტებზე უკვე გამოცხადებული გვაქვს კონსოლიდირებული ტენდერები, რომელიც მოგებული აქვს სს გეფას.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გაძლევთ თანხმობას, რომ არსებული კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში იგივე პირობებით გააგრძელოთ ახალ შესასყიდ რაოდენობებზე ხელშეკრულებების დადება.

 

რაც შეეხება დანარჩენ მედიკამენტებს; გაცნობებთ მოგვიანებით, როდესაც მივიღებთ პასუხს ფარმაცევტული კომპანიებისგან.

 

From: Matia Gugeshashvili <matia.gugeshashvili@gepha.com>
Sent: Wednesday, August 14, 2019 11:12 AM
To: pharm2019 spa gov ge <
pharm2019@spa.gov.ge>
Cc: 'Archil Tskhvedadze' <
archil.tskhvedadze@gepha.com>; zoia kalandadze <zoia.kalandadze@gepha.com>; kakha.khachidze <kakha.khachidze@gepha.com>
Subject: Fwd:
სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი მედიკამენტები

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ჩვენი მხრივ თანახმა ვართ ვუზრუნველყოთ ახალი რაოდენობების მოწოდება მოგებული ტენდერის ფარგლებში.

გთხოვთ, მოგვწეროთ ჩვენი მხრიდან რა მოქმედება არის საჭირო  შემდგომი ეტაპისთვის.

---
პატივისცემით,

მატია გუგეშაშვილი/Matia Gugeshashvili

Products and Sales Specialist

Mob: +995 571 12 63 27

Tel: +995 322 940 740 (2012)

  cid:part1.4C06DBEF.8D4AA324@gepha.com



-------- Forwarded Message --------

Subject:

სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი მედიკამენტები

Date:

Mon, 12 Aug 2019 14:00:55 +0000

From:

pharm2019 spa gov ge

To:

kakha.khachidze , 'Archil Tskhvedadze' , Matia Gugeshashvili

CC:

Nino Gamrekeli



მოგესალმებით,

 

მოგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ საჭიროა მედიკამენტების შესყიდვა.

 

მათთვის საჭირო ზოგიერთ მედიკამენტზე უკვე გამოცხადებულია კონსოლიდირებული ტენდერები და გამარჯვებულად გამოვლენილია შპს ავერსი ფარმა. შესაბამისად, ცხრილი N1-ის სახით  გიგზავნით იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც უკვე მოგებული გაქვთ ტენდერები და თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მზად ვართ მოგებული ტენდერის ფარგლებში, დავთანხმდეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისარგებლოს იგივე ტენდერებით.

 

იმ შემთხვევაში თუ, ვერ უზრუნვეყოფთ უკვე მოგებული ტენდერის ფარგლებში, ახალი რაოდენობების მოწოდებას, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენთვის მისაღები შემოთავაზება, რის მიხედვითაც შესაძლოა გამოცხადდეს ახალი კონსოლიდირებული ტენდერები.

 

რაც შეეხება ცხრილ N2-ში მოცემულ მედიკამენტებს. მათზე ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა კონსოლიდირებული ტენდერები, შესაბამისად, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება.

 

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება გვაცნობოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დღის ბოლომდე, იქიდან გამომდინარე, რომ მედიკამენტების შესყიდვა საჩქაროა.

 

 

cid:image001.png@01D40E33.A6234FC0

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8

0113, თბილისი, საქართველო

ტელ.: +322 224 22 48  (39) 

Web: www.procurement.gov.ge

State Procurement Agency

Address: Richard Holbrooke Str. N8 

0113, TBILISI, GEORGIA

Tel: +322 224 22 48 (39) 

Web: www.procurement.gov.ge