| From : | Revaz Kakulia <r.kakulia@mrdi.gov.ge> |
| To : | boris ezugbaia <bezugbaia@geostat.ge> |
| Subject : | RE: სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭოს სხდომის ოქმი - 4 ივლისი |
| Cc : | paata shavishvili <pshavishvili@geostat.ge>; Lika Dzebisauri <ldzebisauri@geostat.ge>; Mariam Kavelashvili <mkavelashvili@geostat.ge>; Maia Gogiberidze <mgogiberidze@geostat.ge>; gtodradze@geostat.ge; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge> |
| Received On : | 10.07.2019 10:52 |
| Attachments : |
ბატონო ბორის,
მადლობას მოგახსენებთ თქვენი კომუნიკაციისა და შესაბამისი ფაილების გაზიარებისთვის.
ამასთან, მისასალმებელია რომ გათვალისწინებულ იქნა ჩვენი თხოვნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლის ჩართვაზე პირველ სამუშაო
ჯგუფშიც.
აქვე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმ აუცილებლობას რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზეც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან, და შეეხება ევროკავშირის
NUTS-ის სისტემასთან საქართველოს ეტაპობრივი დაახლოების, შესაბამისი გეგმების და საჭიროებების საკითხის გათვალისწინებას
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის განვითარების 2020-2023 სტრატეგიის დოკუმენტში, აგრეთვე სხვა მომიჯნავე გეგმებსა თუ დოკუმენტებში.
შეგახსენებთ, რომ
2018 წლის 21
ნოემბერს,
ქ.
ბრიუსელში
ევროკომისიასა
და
საქართველოს
მთავრობის
წარმომადგენლებს
შორის
გაიმართა
უმაღლესი
დონის
შეხვედრა,
რომელსაც
ევროპული
მხრიდან
ხელმძღვანელობდა
ევროკომისიის
პრეზიდენტი
ჟან-კლოდ
იუნკერი,
ხოლო
საქართველოს
მხრიდან
პრემიერ
მინისტრი
მამუკა
ბახტაძე.
მხარეებს
შორის
თანამშრომლობის
სამომავლოდ
გაღრმავების
მიზნით,
შეხვედრის
ფარგლებში
დამატებით
განხილულ
იქნა
ისეთი
მნიშვნელოვანი
საკითხები,
რომლებიც
არ
არის
დაფარული
საქართველოსა
და
ევროკავშირს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებით.
სხვა
მნიშვნელოვან
საკითხებთან
ერთად,
ერთ-ერთ
ასეთ
ინიციატივას
წარმოადგენდა
სწორედ ევროკავშირის NUTS-ის სისტემასთან დაახლოების შესაძლებლობების გამოკვეთა
(იხ. თანდართული).
ხსენებული
პროცესების
ინიცირებაზე
ევროპული მხარის
მიერ გამოხატული მხარდაჭერის
კვალდაკვალ,
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ
საქსტატთან ერთად შექმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,
სადაც აღნიშნულ საკითხზე პირველი თემატური მსჯელობები და გეგმები უკვე გამოიკვეთა.
შესაბამისად, ამთავითვე დიდ მნიშვნელობას იძენს საკითხის სათანადოდ ასახვა და
გათვალისწინება საქართველოს ეროვნული სტატისტიკის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
აქვე, გაცნობებთ რომ აღნიშნული საკითხი უკვე ასახულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის დღის წესრიგშიც, ხოლო წლის ბოლომდე იგეგმება პირველი თემატური კვლევის
ჩატარება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, რომელმაც უნდა გამოკვეთოს შემდგომი პერსპექტივები და საჭიროებები.
რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს მხრიდან სამუშაო ჯგუფებში წარსადგენ კანდიდატურებს, წარმოდგენილია ბატონების - ნიკოლოზ როსებაშვილი
(სამუშაო ჯგუფი 1), შოთა ქათამაძის (სამუშაო ჯგუფი 3) და დავით კალატოზიშვილის (სამუშაო ჯგუფი 2) კანდიდატურები.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
რევაზ კაკულია
Revaz Kakulia
Head of Department of European Integration
Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia (MRDI)
12 Al. Kazbegi Ave. 0112 Tbilisi, Georgia
Cell: + 995 577 464060
Tel: +995 32 2 510646
Email:
r.kakulia@mrdi.gov.ge
Web:
www.mrdi.gov.ge
From: boris ezugbaia [mailto:bezugbaia@geostat.ge]
Sent: ორშაბათი, 08
ივლისი, 2019 13:02
To: gtodradze@geostat.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; 'Ekaterine Mikabadze'
Cc: 'Ana Kvernadze'
Subject:
2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისო საბჭოს წევრებს
პატივცემულო საბჭოს წევრებო,
უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით საბჭოს სხდომაზე დასწრებისთვის და ქვეყნის სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში
თქვენი უწყების ჩართულობისთვის.
გიგზავნით სხდომის ოქმის პროექტს, სამოქმედო გეგმას, სხდომის მასალებს და კონცეფციას, რომელიც შემუშავებულია საქსტატის და საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ასახავს სისტემის განვითარების ძირითად
პრიორიტეტულ მიმართულებებს.
გთხოვთ მიმდინარე კვირის განმავლობაში
(არა უგვიანეს 2019 წლის 12 ივლისამდე) ელექტრონული ფოსტით წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები (მათი არსებობის შემთხვევაში) კონცეფციასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ (სულ 3 სამუშაო ჯგუფი), რომლებიც უნდა დაკომპლექტდეს საქსტატის და თქვენი უწყების წარმომადგენლებისგან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე წარმოადგინოთ შესაბამისი კანდიდატურები, სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ამასთან გაცნობებთ, რომ UNDP-ს ორგანიზებით, სამუშაო ჯგუფების პირველი გასვლითი შეხვედრა გაიმართება 29-30 ივლისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თქვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები.
მგზავრობის, სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება UNDP-ს მიერ.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
|
ბორის (ბათუ) ეზუგბაია |
|||||||
|
დეპარტამენტის უფროსი |
|||||||
|
სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი |
|||||||
|
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი |
|||||||
|
ცოტნე დადიანის ქ. 30 |
|||||||
|
თბილისი, 0180 |
|||||||
|
|
2 36 72 10 (100) |
|
599 71 44 07 |
|
2 36 72 13 |
||