From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject : RE: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lela mamulashvili <lmamulashvili@ssa.gov.ge>; kchkhartishvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 19.11.2019 13:31
Attachments :

ბატონო ბესიკ და ძვირფასო კოლეგებო

გთხოვთ ამ საკითხის განხილვის მიზნით შევიკრიბოთ 21 ნოემბერს 4 საათზე და გავიაროთ პროცედურული საკითხები.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent: 19 November, 2019 12:10
To: Tamar Gabunia
Cc: Giorgi Tsotskolauri ; lgogodze@ssa.gov.ge; 'lela mamulashvili' ; kchkhartishvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Ekaterine Adamia
Subject: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით

 

ქალბატონო თამარ, პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით!

მოგეხსენებათ, 2018 წლის 29 აგვისტოს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება N446 „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ ტექსტში - „SPA“), კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების გზით.

 

აღნიშნული ნორმატიული აქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამით (შემდგომ ტექსტში - „პროგრამა“) გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, SPA-ს მიერ გამოცხადებული/გამოსაცხადებელია კონსოლიდირებული ტენდერები.

 

მოგეხსენებათ ისიც, რომ „პროგრამაში“ დაგეგმილი არსებითი ცვლილებების გამო, მიმდინარე ეტაპზე, SPA-ს მიერ კონსოლიდირებული ტენდერები არ ცხადდება. რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგტენტოს, ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზეა მხოლოდ ერთი ელექტრონული ტენდერი (გამოცხადებულია 17.09.19), ფარმაცევტული პროდუქტის - „Amiodarone“ შესყიდვის თაობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას „პროგრამის“ ფარგლებში, 2019 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ფარმაცევტული პროდუქტის მარაგების შესახებ და გთხოვთ, თქვენს შემდგომ მითითებებს, შესყიდვების განხორციელებასთან ან განუხორციელებლობასთან დაკავშირებით.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742