მოგესალმებით,
გიგზავნით სამუშაო ჯგუფის მესამე შემაჯამებელი ოქმის საბოლოო ვერსიას, რომელშიც გათვალისწინებულია სააგენტოს მოსაზრებები. სხვა შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით არ გამოთქმულა, შესაბამისად, იგი ითვლება შეთანხმებულად და მის საფუძველზე მზადდება მოხსენებითი ბარათი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ.
პატივისცემით,
ეკა
From: Ekaterine Adamia
Sent: 12 October, 2018 16:23
To: 'imargvelashvili@toleal.ge'
Subject: ქრონიკული მედიკამენტები
მოგესალმებით,
გიგზავნით სამუშაო ჯგუფის მესამე შემაჯამებელი ოქმის პროექტს, რომელშიც გათვალისწინებულია ფილტვის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვისას გასათვალისწინებელი საკითხები, მათ შორის ერთი მედიკამენტის სიიდან ამოღების, ასევე, მეორე მედიკამენტის სხვა პრეპარატით ჩანაცვლების თემები და ასევე, დაზუსტებულია მეორე ოქმით გათვალისწინებული ორი მედიკამენტის ჩანაწერი.
გთხოვთ, გაეცნოთ ოქმის პროექტს და უმოკლეს ვადებში მომაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები, ორშაბათს, 15 ოქტომბრის 10:ოოსთ-მდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქმი ჩაითვლება შეთანხმებულად და მიეცემა მსვლელობა.
ასევე, მოწვეულ ექსპერტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ მოსაზრებები პროგრამის შემდგომი გაფართოვების (მაგ. დაისვა საკითხი საჭმლის მომნელებელი სისტემის მიმართულებით, ალერგიების მიმართულებით სხვადასხვა მედიკამენტების ჩართვის შესახებ)შესაძლებლობის შესახებ.
აქვე გაცნობებთ, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა ექსპერტ-ოფთალმოლოგებთან, ოფთალმოლოგიური მიმართულებით, კერძოდ, გლაუკომის საწინააღმდეგო მედიკამენტების გათვალისწინების შესახებ. უახლოეს დღეებში, ექსპერტების შეჯერების შემდეგ გაგიზიარებთ მათ წინადადებებს.
დიდი მადლობა, წინასწარ.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110