სალამი კოლეგებო,
ქალბატონო ეკა, მიღებული წერილის შინაარსის შესაბამისად ჩვენ დავუკავშირდით პრეპარატი სიმბიკორტის მწარმოებელ კომპანია ასტრა ზენეკას წარმომადგენლობას და მივიღეთ შემდეგი
ინფორმაცია პრეპარატთან დაკავშირებით:
იხილეთ დართული ექსელი ფაილი,
პირველ გვერდზე არის ინფორმაცია წლიური მოხმარების (რეალური რეალიზაცია ) და ფასების შესახებ:
- მოცემულია აფთიაქებში ამჟამად არსებული სარეალიზაციო ფასი ლარში ფასდაკლების დღეების დროს;
- მოცემულია სავარაუდო სარეალიზაციო ფასი ტენდერით შესყიდვის შემთხვევაში - ასევე ლარში
ასევე ცხრილის მეორე ქვეცხრილში (დოზირება და გამოყენება) არის ინფორმაცია ჩვენებების, დოზირების და დაავადების პრევალენტობის შესახებ საქართველოს მოსახლეობაში
კოლეგებმა ასტრა ზენეკადან ასევე მოგვაწოდეს კომენტარი , რომ რომ ფლუტიკაზონ/სალმოტეროლისგან განსხვავებით ამ კომბინაციის - ბუდესონიდ/ფორმოტეროლი გამოყენებისას არ არის
საჭირო ხანმოკლე მოქმედების ბეტ2 აგონისტის დამატება (მაგ. სალბუტამოლი) თუმცა ჩვენ მათი კომენტარს გიზიარებთ და ამ თემაზე კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დარგის სპეციალისტებთან ერთადაა შესაძლებელი
პატივისცემით
ირაკლი
მარგველაშვილი
ა(ა)იპ „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“
გამგეობის ხელმძღვანელი
From: Ekaterine Adamia [mailto:eadamia@moh.gov.ge]
Sent: Thursday, October 11, 2018 2:56 PM
To: Irakli Margvelashvili
Subject: ქრონიკული
მედიკამენტები
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ,
ექსპერტ
ალერგოლოგთა
და
პულმონოლოგთა
მონაწილეობით
მიმდინარეობდა
მუშაობა
ქრონიკული
დაავადებების
სამკურნალო
მედიკამენტების
სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში
შესყიდული/შესასყიდი
ფილტვის
დაავადებების
სამკურნალო
მედიკამენტების
შესახებ.
როგორც
მოგეხსენებათ,
პროგრამის
ფარგლებში
ამ
ეტაპზე
შესყიდულია
შემდეგი
მედიკამენტები:
|
1 |
ბუდესონიდი |
დოზირებული
სანებულიზაციო ხსნარი
ერთჯერად კონტეინერში |
0,5 მგ/
მლ 2 მლ |
|
2 |
ალბუტეროლი |
დოზირებული
სანებულიზაციო ხსნარი
ერთჯერად კონტეინერში |
2,5 მგ/0,5
მლ 0,5მლ |
|
3 |
სალმეტეროლი/
ფლუტიკაზონი |
საინჰალაციო
ფხვნილი |
50 მკგ/250
მკგ |
|
4 |
სალბუტამოლი |
საინჰალაციო
აეროზოლი |
100 მკგ/
დოზა |
|
5 |
აკლიდინიუმის
ბრომიდი |
საინჰალაციო
ფხვნილი (კაფსულა)
ინჰალატორთან
ერთად |
322 მკგ/
დოზა |
|
6 |
მეთილპრედნიზოლონი |
ტაბლეტი |
16 მგ |
შეხვედრებზე
განხილულ
იქნა
შემდეგი
საკითხები:
1.
ბუდესონიდისა და ალბუტეროლის მარაგი
აღნიშნული
მედიკამენტების
საჭიროება
განსაზღვრულ
იქნა
დაავადების
გამწვავების
ფაზისთვის,
თუმცა
ხარჯვის
მაჩვენებლები
ძალიან
მცირეა,
პულმიკორტის
საშუალო
თვიური
ხარჯვა 1000
შეადგენს,
ხოლო
ალბუტეროლის
ხარჯვა
არ
სცილდება 90-ს.
შედეგად,
სახეზე
გვაქვს
ორი
გადასაწყვეტი
პრობლემა:
ა.
მედიკამენტების
ჭარბი
რაოდენობა,
რომელსაც
მოქმედების
ვადა
ეწურება 2019
წლის
იანვრისთვის.
ბ.
ახალი
შესყიდვის
საჭიროება
იმ
პაციენტებისათვის
მაინც,
რომლებიც
უკვე
მკურნალობენ
აღნიშნული
მედიკამენტებით.
შეხვედრაზე
გამოთქმულ
იქნა
მოსაზრება
ვადის
გასვლის
საშიშროების
მქონე
ორივე
მედიკამენტის
გარკვეული
რაოდენობა (ანუ
პროფიციტული
რაოდენობა,
რაც
ვერ
დაიხარჯება
სააგენტოს
მიერ)
გადაეცეს
პედიატრიული
პროფილის
კლინიკებს,
რომლებიც
აქტიურად
გამოიყენებენ
პულმიკორტსა
და
ალბუტეროლს,
ზამთრის
სეზონზე
სავარაუდოდ
მომატებული
გამწვავებული
შემთხვევების
სამკურნალოდ.
ექსპერტების
მიერ
დაფიქსირებული
იქნა
მოსაზრება
რომ
პულმიკორტის
შედარებით
მცირე
პროფიციტული
რაოდენობის
გამო
უმჯობესი
იქნება
ის
გადაეცეს
მხოლოდ
პედიატრიულ
კლინიკებს,
ხოლო
ალბუტეროლი (იმის
გათვალისწინებით,
რომ
მისი
პროფიციტული
რაოდენობა
გაცილებით
მეტია)
შესაძლებელია
გადაეცეს
როგორც
პედიატრიულ,
ისე
იმ
კლინიკებსაც
სადაც
ემსახურებიან
მოზრდილ
პაციენტებს
და
რომელთაც
აქვთ
გადაუდებელი
დახმარების
განყოფილება (ემერჯენსი).
რაც
შეეხება,
ახალ
შესყიდვებს,
მიზანშეწონილად
ჩაითვალა,
ალბუტეროლის
თვალსაჩინოდ
მცირე
ხარჯვის
მაჩვენებლის
გამო,
აღარ
განვახორციელოთ
მისი
დამატებით
შესყიდვა,
ხოლო
პაციენტებს
შევთავაზოთ
მისი
ჩანაცვლება
სალბუტამოლით.
ექსპერტების
ინფორმაციით,
ასთმის
მართვის
თანამედროვე
გაიდლაინების
რეკომენდაციით
ასთმის
გამწვავების
სამკურნალო
პირველი
რიგის
მედიკამენტებად
მოიაზრება
საინჰალაციო β-მიმეტიკები (რომელსაც
მიეკუთვნება
როგორც
ალბუტეროლი,
ისე
სალბუტამოლი,
უბრალოდ
ეს
ერთი
და
იგივე
მოქმედი
ნივთიერებაა
სხვადასხვა
ფორმით),
ამასთანავე
მათი
ეფექტურობა
სხვადასხვა
კვლევებით
პრაქტიკულად
არ
განსხვავდება
გამოყენების
ფორმის
მიუხედავად (იქნება
ეს
აეროზოლი
თუ
ნებულაიზერი).
პულმიკორტი
ამ
შემთხვევაში
შეუცვლელი
მედიკამენტია,
შესაბამისად,
მიზანშეწონილია
შესყიდვა
განვახორციელოთ
მხოლოდ
არსებული
ხარჯვის
მაჩვენებლებზე
დაყრდნობით,
ასევე,
საცალო
აფთიაქებში
დეფიციტების
თავიდან
აცილების
მიზნით,
მხოლოდ
პულმიკორტის
შემთხვევაში,
შეიცვალოს
მედიკამენტის
გაცემის
არსებული
წესი
და
სამი
თვის
მარაგის
ნაცვლად
გაიცეს
მხოლოდ
თითო
თვის
სამყოფი
ოდენობით.
2.
მეორე საკითხი შეეხო მედიკამენტ სერტიდს,
რომელიც შესყიდული გვაქვს 50/250 დოზით, ხოლო მოთხოვნა ფიქსირდება 500მგ-იან დოზებზე.
შეხვედრაზე
განხილულ
იქნა
შესაძლებლობა,
ვიყიდოთ
მედიკამენტი
ამ
ფორმითაც.
რაც
შეეხება
პრეპარატის
საშუალო
დღიურ
დოზას,
ექსპერტების
ინფორმაციით, 12
წლამდე
ასაკის
ბავშვებში
ის
შეადგენს 250მკგ
ფლუტიკაზონს
და
მაქსიმუმ 100მკგ
სალმეტეროლს,
ხოლო 12
წლის
ზემოთ
მოზარდებსა
და
მოზრდილებში - 500-1000მკგ
ფლუტიკაზონს
და 100მკგ
სალმეტეროლს.
იმის
მიუხედავად,
რომ
საქართველოში
ბავშვთა
ასაკის
ასთმის
გავრცელების
სარწმუნო
მონაცემები
არ
გვაქვს,
საერთაშორისო
სტატისტიკაზე
დაყრდნობით
ევროპაში
ბავშვთა
ასთმის
გავრცელება 2008
წლის
მონაცმებით
შეადგენდა
დაახლოებით 17,6%-ს (https://www.erswhitebook.org/chapters/childhood-asthma/).
შესაბამისად,
შესაძლებელია,
სერეტიდის
მთლიანი
შესასყიდი
რაოდენობის
დაახლოებით 20%
იყოს 50/250
ფორმა,
ხოლო 80% - 50/500მკგ
ფორმა.
ასევე,
სერეტიდთან
დაკავშირებით:
სააგენტოს
ინფორმაციით,
ერთი
გამოცხადებული
ტენდერი
არ
შედგა.
ამასთან,
საბაზრო
კვლევით
დაფიქსირდა
წინა
სატენდერო
ფასთან
შედარებით
სამჯერ
ძვირი
ფასი,
რაც
დამატებით
საშიშროებას
ქმნის,
რომ
ვერ
ვიყიდოთ
მედიკამენტი.
ამ
შემთხვევაში,
ექსპერტების
მიერ
გამოითქვა
მოსაზრება
სერეტიდის
ჩანაცვლებასთან
დაკავშირებით.
კერძოდ,
იმ
შემთხვევაში
თუ
სააგენტო
ვერ
იყიდის
სერეტიდს,
შესაძლებელია
მისი
ჩანაცვლება
სიმბიკორტით (ბუდესონიდ/ფორმოტეროლით)
160მკგ/4,5
მკგ/დოზა 60
დოზა
დოზირებული
საინჰალაციო
ფხვნილი
ინჰალატორით.
გამოიყენება 6
წლის
ასაკიდან.
ეს
პრეპარატი
გამორჩეულია
იმითაც,
რომ
მასში
შემავალი β-მიმეტიკი
ფორმოტეროლი
გამოიყენება
როგორც
ხანგრძლივი
მკურნალობის,
ისე
ასთმის
შეტევის
მოხსნის
მიზნითაც.
ბავშვებისთვის
საშუალო
დღიური
დოზა
შეადგენს 160მკგ/4,5
მკგ-ს,
ხოლო
მოზრდილებისთვის 320მკგ/9
მკგ-ს.
ასაკობრივი
ჩაშლისას
ასევე
შესაძლებელია
საერთაშორისო
სტატისტიკის
გათვალისწინება,
კერძოდ
შესასყიდი
რაოდენობის 20%-ბავშვთა
ასაკზე
და 80% -
მოზრდილებზე.
სიმბიკორტს
ახასიათებს
მაღალი
ეფექტურობა
და
ოპტიმალური
უსაფრთხოების
პროფილი,
რაც
დადასტურებულია
მრავალი
კლინიკური
კვლევით
და
კვლევების
მეტა-ანალიზით.
მისი
საშუალებით
შესაძლებელია
ბრონქული
ასთმის
მართვა 1
ინჰალატორით,
რადგანაც
პრეპარატი
მოქმედებას
იწყებს
ისევე
სწრაფად (1-3
წთ),
როგორც
სალბუტამოლი,
ხოლო
მოქმედების
მინიმალური
ხანგრძლივობა 12
სთ-ს
შეადგენს.
ამგვარად,
მისი
გამოყენება
შეიძლება
როგორც
ბრონქული
ასთმის
ბაზისური
თერაპიის
სახით,
ასევე
შეტევების
კუპირებისთვის;
აქედან
გამომდინარე,
პაციენტს
აღარ
ესაჭიროება
ხანმოკლე
მოქმედების
ბეტა2-აგონისტი.
სიმბიკორტის
გამოყენება
ბრონქული
ასთმის
სამკურნალოდ 1
ინჰალატორის
სახით
ამცირებს
სტეროიდულ
დატვირთვას,
გამწვავებებისა
და
ჰოსპიტალიზაციის
რიცხვს,
შესაბამისად
ამცირებს
ფინანსურ
ხარჯებს
და
აუმჯობესებს
პაციენტთა
დამყოლობას
მკურნალობაზე.
დანართის სახით გიგზავნით ექსპერტთა წერილებს.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110