From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Subject : RE: ქრონიკული მედიკამენტები - დამატებითი ინფორმაცია
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 22.10.2019 07:30
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რიგი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის თაობაზე, თქვენი ელექტრონული წერილის (Subject: RE: ქრონიკული მედიკამენტები - დამატებითი ინფორმაცია; Fri 18-Oct-19 2:20 PM) პასუხად გაცნობებთ შემდეგს, რომ წერილზე თანდართულ ფაილში ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით, სააგენტოს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.

 

ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული მედიკამენტების მაგარი პრაქტიკულად ამოწურულია, გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერები გამოაცხადოთ შესაძლო უმოკლეს ვადაში.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Friday, October 18, 2019 14:20
To: Besik Datukishvili
Cc: 'Giorgi Tsotskolauri' ; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Subject: RE: ქრონიკული მედიკამენტები - დამატებითი ინფორმაცია

 

მოგესალმებით,

 

თქვენი 17 ოქტომბრის წერილის (Subject: ქრონიკული მედიკამენტები - დამატებითი ინფორმაცია; Sent: Thursday, October 17, 2019 5:57 PM) პასუხად, მოგახსენებთ, რომქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამითგათვალისწინებული პრეპარატების შესასყიდად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა ბაზრის კვლევა და როგორც თქვენთვის ცნობილია, შესაბამისი მონაცემების მიღების შემდეგ, პერიოდულად გეგზავნებოდათ ინფორმაცია.

 

დამატებით მოგახსენებთ, რომ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა კომპანიებმა: შპს პსპ ფარმა, შპს ავერსი ფარმა, სს გეფა, ბერლი-ხემის წარმომადგენლობა საქართველოში, შპს დსმც - დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი. გიგზავნით მხოლოდ იმ კომპანიის ბაზრის კვლევის მონაცემებს, რომელთაც გააკეთეს კონკრეტული შემოთავაზებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი ცხრილის შესაბამისად, გიგზავნით გაერთიანებულ ინფორმაციას. ამასთან, მოგახსენებთ, რომ თქვენს გამოგზავნილ ცხრილში გამორჩენილი იყო 27 სექტემბერს, ჩვენს მიერ, თქვენთან გადმოგზავნილი ინფორმაცია (გლიკლაზიდი; ამლოდიპინი; ენალაპრილი; ბისოპროლოლ; ატორვასტატინი; ატორვასტატინი; კარბამაზეპინი შესახებ), რასაც გიგზავნით დეტალურად. ასევე, გიგზავნით ლოსარტან/ჰიდროქლორთიაზიდისა და ფუროსემიდის შესახებ მონაცემებს.

 

აქვე განვმარტავთ, რომ გვაქვს თითქმის ყოველდღიური ზეპირი კომუნიკაცია მომწოდებლებთან, რომ შევინარჩუნოთ მათი შემოთავაზება და დავარეზერვოთ ნაშთები. თუმცა, მომწოდებლების ინფორმაციით, დაგვიანებული პასუხის შემთხვევაში შესაძლოა ვეღარ შეძლონ შემოთავაზების გაკეთება. შესაბამისად, გთხოვთ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გვაცნობოთ თქვენი პოზიცია.

 

 

პატივისცემით,

 

 

cid:image001.png@01D40E33.A6234FC0

ნინო გამრეკელი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8

0113, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 598 380 780

+322 224 22 48  (39) 

Web: www.procurement.gov.ge

Nino Gamrekeli

 

State Procurement Agency

Address: Richard Holbrooke Str. N8 

0113, TBILISI, GEORGIA

Tel: +995 598 380 780

+322 224 22 48 (39) 

Web: www.procurement.gov.ge

 

 

From: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Sent: Thursday, October 17, 2019 5:57 PM
To: Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Cc: 'Giorgi Tsotskolauri' <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Subject: ქრონიკული მედიკამენტები - დამატებითი ინფორმაცია

 

მოგესალმებით, ქალბატონო ნინო!

 

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული რიგი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია, თანდართული ცხრილის შესაბამისად.

 

იმ შემთხვევაში, თუ, ცხრილში შესატანია რაიმე კორექტივები, გთხოვთ, შეცვალოთ.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742