From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; con spa gov ge <con@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Subject : RE: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა (Amiodarone)
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; ggelashvili@ssa.gov.ge
Received On : 06.09.2019 05:10

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, გიგზავნით ინფორმაციას Amiodarone-ს შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულების შესახებ, აგრეთვე, ფარმაცევტული კომპანიების შემოთავაზებებს.

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბაზრის კვლევაში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა კომპანია „Sanofi-Aventis Private Co. Ltd“, რომელიც წარმოადგენს  Amiodarone-ს მწარმოებელს და რომელიც მოწოდებას ახორციელებს CIP პირობით.

 

გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: pharm2019 spa gov ge [mailto:pharm2019@spa.gov.ge]
Sent: Monday, September 2, 2019 14:07
To: Besik Datukishvili shvili@ssa.gov.ge>
Cc: con spa gov ge ; Nino Gamrekeli
Subject: RE: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა

 

მოგესალმებით,

 

თქვენი 2019 წლის 30 აგვისტოს წერილის პასუხად მოგახსენებთ, ფაილში - „Qron_Cxrili_2_30.08.19“ მოცემულ მედიკამენტებზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგნეტოს მოთხოვნის შესაბამისი შემოთავაზების მისაღებად, შესაბამისად, როგორც კი მწარმოებლებისგან მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას გაცნობებთ დაუყოვნებლივ.

 

ფაილში - „Qron_Cxrili_1_30.08.19“ მოცემულ მედიკამენტებთან დაკავშირებით კომენტარები მოცემულია ცხრილში. გთხოვთ გეცნოთ.

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ მეილისდა მისი შინაარსის მიღება.

 

Qron_Cxrili_1_30.08.19

N

მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტური დასახელება

შესასყიდი რაოდენობა(ტაბლეტი, ცალი)

ერთეულის ღირებულება

ჯამური ღირებულება

სოციალური მომსახურების სააგნეტოს შენიშვნა

კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი

სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტოს კომენტარი (02.09.19)

1

მეტოპროლოლი 100მგ

             1,265,340.00

                           0.09

113,880.60

ხელშეკრულება გაფორმდება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში

CON190000340

მიღებულია ცნობად

2

ამიოდარონი 200მგ

                803,040.00

 -

-

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ტენდერში მონაწილეობა მიიღო მედიკამენტის მწარმოებელმა, რომელიც მოწოდებას ახორციელებს CIP პირობით, გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა SSA-მ გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი

-

მოგახსენებთ, იმისათვის რომ მიიღოთ თანხმობა Amiodarone-ს შესყიდვასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოგზავნოთ შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულების შესახებ ინფორმაცია.

3

იზოსორბიდის მონონიტრატი 40მგ

                365,790.00

                           0.18

65,842.20

გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში

-

თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში

4

ვარფარინი 2.5მგ

             1,338,650.00

                           0.08

107,092.00

გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში

-

თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში

5

დიგოქსინი 0.25მგ

                769,750.00

                           0.03

23,092.50

გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში

-

თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში

6

პერინდოპრილ/ამლოდიპინი 8მგ/10მგ ან 10მგ/10მგ

             2,731,950.00

 -

-

გამომდინარე იქიდან, რომ თქვენს მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევაში, დაფიქსირდა მომატებული  ფასი, გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა SSA-მ ჩაატაროს ბაზრის კვლევა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი

-

მოგახსენებთ, რომ პერინდოპრილ/ამლოდიპინის (98მგ/10მგ ან 10მგ/10მგ) შესყიდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პოტენციურმა მომწოდებელმა.

ბაზრის კვლევისას რამდენიმე მომწოდებლებმა შემოგვთავაზა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისი მედიკამენტი, თუმცა მათი მოწოდება შესაძლებელი იყო მხოლოდ 2020 წლიდან, რადგან მოთხოვნილი დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, პრეპარატის დამზადებისთვის მწარმოებელს სჭირდებოდა დრო.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ბაზრის კვლევისას შპს „პსპ ფარმამ“ შემოგვთავაზა ალტერნატიული პრეპარატი, რომელიც არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოს შემდეგ მოთხოვნას: „ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე.
1.1. სატენდერო კომისიას შერჩევა-შეფასების ეტაპზე უფლება აქვს მოსთხოვოს პრეტენდენტს №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებული ფორმით №188 დადგენილების დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, №188 დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ან საქართველოს ბაზრისთვის“.

იქიდან გამომდინარე, რომ პერინდოპრილ/ამლოდიპინის სრულად მოწოდება გესაჭიროებათ არაუგვიანეს 2019 წლის დეკემბრისთვის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისი მედიკამენტის მოწოდება 2019 წლის განმავლობაში შეუძლებელია, გაძლევთ თანხმობას, დამოუკიდებლად, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ, კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით შეისყიდოთ.

7

ნებივოლოლი 5მგ

                625,464.00

                           0.44

275,204.16

აღნიშნული მედიკამენტის შესყიდვის თაობაზე გაცნობებთ დამატებით, არა უგვიანეს 2019 წლის 5 სექტემბრისა

-

ველოდებით თქვენს პოზიციას

8

მეტფორმინი 1000მგ

             1,500,000.00

                           0.10

150,000.00

1 500 000 ტაბლეტზე SSA გამოაცხადებს ელექტრონულ ტენდერს, შპს "ავერსი-ფარმას" მიერ შემოთავაზებული ფასის მიხედვით. შესაბამისად, გთხოვთ, თქვენს თანხმობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

-

აღნიშნული მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 1 500 000 აბის შესყიდვას უფრო სწრაფად შეძლებს სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტო, კონსოლიდირებული ტენდერის შედარებით მოკლე ვადების, შესყიდვის უფრო მოქნილი პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამისად, ტენდერი ავერსის ფასის მიხედვით, თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში

             7,773,730.00

 -

-

რაც შეეხება დარჩენილ ოდენობას, გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში

-

მიმინარეობს ბაზრის კვლევა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება საუკეთესო პირობების შესარჩევად.

9

გლიმეპირიდი 2მგ

             3,204,480.00

                           0.10

320,448.00

გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში

-

თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში

10

ბუდესონიდი 0.5მგ/2მლ

                  20,650.00

                           1.77

36,550.50

ხელშეკრულება გაფორმდება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში

CON190000317

მიღებულია ცნობად

11

სალბუტამოლი 100მკგ დოზა საინჰალაციო აეროზოლი

                  31,078.00

                           4.80

149,174.40

ხელშეკრულება გაფორმდება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში

CON190000340

მიღებულია ცნობად

12

მეთილპრედნიზოლონი 16მგ

                    4,700.00

                           0.41

1,927.00

გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში

-

თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში

 

                                                                                                                                                                                                                                           

From: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Sent: Friday, August 30, 2019 3:09 PM
To: con spa gov ge <con@spa.gov.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Cc: 'Giorgi Tsotskolauri' <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; 'Irina Gobejishvili' <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Subject: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა

 

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გიგზავნით ინფორმაციას, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ.

 

ამასთანავე გაცნობებთ, რომ:

 

1. ფაილში - „Qron_Cxrili_1_30.08.19“ მოცემულია მედიკამენტები, რომელთა ამა თუ იმ მეთოდით შესყიდვის საკითხზე, მიღებულია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინასწარი თანხმობა.

 

ამავე ცხრილის N2, N6 და N8 (პირველი ნაწილი) პოზიციებზე, ელექტრონული ტენდერების გამოცხადება დაგეგმილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და შესაბამისი არგუმენტაცია მოცემულია გრაფაში - „შენიშვნა“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს თანხმობას შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით:

 

ა) ამიოდარონი 200მგ - 803 040 ტაბლეტი;

ბ) პერინდოპრილ/ამლოდიპინი 8მგ/10მგ ან 10მგ/10მგ - 2 731 950 ტაბლეტი;

გ) მეტფორმინი 1000მგ - 1 500 000 ტაბლეტი.

 

2. ფაილში - „Qron_Cxrili_2_30.08.19“ მოცემულია მედიკამენტები, რომელთა შესყიდვის თაობაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის სახეზე.

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილება მოგვაწოდოთ შესაძლო მოკლე ვადაში.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742