| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge> |
| Subject : | RE: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა |
| Cc : | con spa gov ge <con@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge> |
| Received On : | 02.09.2019 10:20 |
მოგესალმებით!
გიდასტურებთ მეილის მიღებას და მისი შინაარსის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გაგვაჩნია.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: pharm2019 spa gov ge [mailto:pharm2019@spa.gov.ge]
Sent: Monday, September 2, 2019 14:07
To: Besik Datukishvili
Cc: con spa gov ge
Subject: RE: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა
მოგესალმებით,
თქვენი 2019 წლის 30 აგვისტოს წერილის პასუხად მოგახსენებთ, ფაილში - „Qron_Cxrili_2_30.08.19“ მოცემულ მედიკამენტებზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკება სოციალური მომსახურების სააგნეტოს მოთხოვნის შესაბამისი შემოთავაზების მისაღებად, შესაბამისად, როგორც კი მწარმოებლებისგან მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას გაცნობებთ დაუყოვნებლივ.
ფაილში - „Qron_Cxrili_1_30.08.19“ მოცემულ მედიკამენტებთან დაკავშირებით კომენტარები მოცემულია ცხრილში. გთხოვთ გეცნოთ.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ მეილისა და მისი შინაარსის მიღება.
Qron_Cxrili_1_30.08.19
N | მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტური დასახელება | შესასყიდი რაოდენობა(ტაბლეტი, ცალი) | ერთეულის ღირებულება | ჯამური ღირებულება | სოციალური მომსახურების სააგნეტოს შენიშვნა | კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი | სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტოს კომენტარი (02.09.19) |
1 | მეტოპროლოლი 100მგ | 1,265,340.00 | 0.09 | 113,880.60 | ხელშეკრულება გაფორმდება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში | CON190000340 | მიღებულია ცნობად |
2 | ამიოდარონი 200მგ | 803,040.00 | - | - | გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ტენდერში მონაწილეობა მიიღო მედიკამენტის მწარმოებელმა, რომელიც მოწოდებას ახორციელებს CIP პირობით, გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა SSA-მ გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი | - | მოგახსენებთ, იმისათვის რომ მიიღოთ თანხმობა Amiodarone-ს შესყიდვასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოგზავნოთ შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულების შესახებ ინფორმაცია. |
3 | იზოსორბიდის მონონიტრატი 40მგ | 365,790.00 | 0.18 | 65,842.20 | გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში | - | თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში |
4 | ვარფარინი 2.5მგ | 1,338,650.00 | 0.08 | 107,092.00 | გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში | - | თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში |
5 | დიგოქსინი 0.25მგ | 769,750.00 | 0.03 | 23,092.50 | გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში | - | თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში |
6 | პერინდოპრილ/ამლოდიპინი 8მგ/10მგ ან 10მგ/10მგ | 2,731,950.00 | - | - | გამომდინარე იქიდან, რომ თქვენს მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევაში, დაფიქსირდა მომატებული ფასი, გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა SSA-მ ჩაატაროს ბაზრის კვლევა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი | - | მოგახსენებთ, რომ პერინდოპრილ/ამლოდიპინის (98მგ/10მგ ან 10მგ/10მგ) შესყიდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პოტენციურმა მომწოდებელმა. |
7 | ნებივოლოლი 5მგ | 625,464.00 | 0.44 | 275,204.16 | აღნიშნული მედიკამენტის შესყიდვის თაობაზე გაცნობებთ დამატებით, არა უგვიანეს 2019 წლის 5 სექტემბრისა | - | ველოდებით თქვენს პოზიციას |
8 | მეტფორმინი 1000მგ | 1,500,000.00 | 0.10 | 150,000.00 | 1 500 000 ტაბლეტზე SSA გამოაცხადებს ელექტრონულ ტენდერს, შპს "ავერსი-ფარმას" მიერ შემოთავაზებული ფასის მიხედვით. შესაბამისად, გთხოვთ, თქვენს თანხმობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. | - | აღნიშნული მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 1 500 000 აბის შესყიდვას უფრო სწრაფად შეძლებს სახელმწიფო შესყიდვების სააგნეტო, კონსოლიდირებული ტენდერის შედარებით მოკლე ვადების, შესყიდვის უფრო მოქნილი პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამისად, ტენდერი ავერსის ფასის მიხედვით, თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში |
7,773,730.00 | - | - | რაც შეეხება დარჩენილ ოდენობას, გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში | - | მიმინარეობს ბაზრის კვლევა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება საუკეთესო პირობების შესარჩევად. | ||
9 | გლიმეპირიდი 2მგ | 3,204,480.00 | 0.10 | 320,448.00 | გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში | - | თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში |
10 | ბუდესონიდი 0.5მგ/2მლ | 20,650.00 | 1.77 | 36,550.50 | ხელშეკრულება გაფორმდება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში | CON190000317 | მიღებულია ცნობად |
11 | სალბუტამოლი 100მკგ დოზა საინჰალაციო აეროზოლი | 31,078.00 | 4.80 | 149,174.40 | ხელშეკრულება გაფორმდება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში | CON190000340 | მიღებულია ცნობად |
12 | მეთილპრედნიზოლონი 16მგ | 4,700.00 | 0.41 | 1,927.00 | გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერში, შესაძლო უმოკლეს ვადაში | - | თქვენი თანხმობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება მითითებულ ფასზე 02.09.19-ში |
From: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Sent: Friday, August 30, 2019 3:09 PM
To: con spa gov ge <con@spa.gov.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Cc: 'Giorgi Tsotskolauri' <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; 'Irina Gobejishvili' <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Subject: ქრონიკული მედიკამენტების შესყიდვა
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
გიგზავნით ინფორმაციას, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ:
1. ფაილში - „Qron_Cxrili_1_30.08.19“ მოცემულია მედიკამენტები, რომელთა ამა თუ იმ მეთოდით შესყიდვის საკითხზე, მიღებულია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინასწარი თანხმობა.
ამავე ცხრილის N2, N6 და N8 (პირველი ნაწილი) პოზიციებზე, ელექტრონული ტენდერების გამოცხადება დაგეგმილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და შესაბამისი არგუმენტაცია მოცემულია გრაფაში - „შენიშვნა“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს თანხმობას შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით:
ა) ამიოდარონი 200მგ - 803 040 ტაბლეტი;
ბ) პერინდოპრილ/ამლოდიპინი 8მგ/10მგ ან 10მგ/10მგ - 2 731 950 ტაბლეტი;
გ) მეტფორმინი 1000მგ - 1 500 000 ტაბლეტი.
2. ფაილში - „Qron_Cxrili_2_30.08.19“ მოცემულია მედიკამენტები, რომელთა შესყიდვის თაობაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის სახეზე.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენი გადაწყვეტილება მოგვაწოდოთ შესაძლო მოკლე ვადაში.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742