| From : | giorgi <ggelashvili@ssa.gov.ge> |
| To : | nshubitidze@sao.ge; ggogoladze@ssa.gov.ge; AVasadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zchanturia@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge |
| Subject : | RE: შიდა კონტროლის კითხვარი |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; tabazadze@ssa.gov.ge; ushikishvilikaxaberi.ccg@gmail.com; zgogvadze@ssa.gov.ge |
| Received On : | 12.09.2019 15:11 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ქალბატონო ნინო, თქვენი 2019 წლის 09 სექტემბრის მოთხოვნილი ინფორმაციის პასუხად გაცნობებთ, რომ სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს 2018 წლის განმავლობაში არ ჰქონდა შემუშავებული სტრატეგიული და წლიური გეგმა, რომლის საფუძველზეც განახორციელებდა აუდიტორულ საქმიანობას, ვინაიდან სააგენტოში სტრუქტურული ერთეულის სახით შიდა აუდიტის სამსახური შეიქმნა 2018 წლის 13 ივნისს (სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 13 ივნისის ბრძანება №04-358/ო), ხოლო სამსახურის თანამშრომლებით სრულად დაკომპლექტება დასრულდა 2018 წლის 09 ოქტომბერს.
მას შემდეგ რაც სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახური სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, შიდა აუდიტის სამსახურმა სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმის შემუშავებისთვის გამოითხოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სააგენტოს წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირებისთვისა და სააგენტოს იმ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული პროცესების შესახებ, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებენ სააგენტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში. რის შემდგომაც, სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული და მომზადებული იქნა შიდა აუდიტის სამსახურის 2019-2021 წლების სტრატეგიული განვითარებისა და 2019 წლის წლიური გეგმა, რომლებიც დამტკიცებულ იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 31 დეკემბერს №04-884/ო და №04-885/ო ბრძანებებით.
ამასთან, 2018 წლის 16 ოქტომბრიდან დაგეგმილ და განხორციელებულ იქნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მიერ 2017-2018 წლების „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამების“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის არაგეგმიური აუდიტი.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, თანდართული ფაილებით წარმოგიდგენთ შიდა აუდიტის სამსახურის 2019-2021 წლების სტრატეგიულ გეგმასა და 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის წლიური ანგარიშს, ამასთანავე შიდა კონტროლის კითხვარის შევსებულ ვერსიას.
დამატებით გაცნობებთ, რომ შევსებულ კითხვართან მიმართებაში, თქვენის მხრიდან დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღება.
Best regards,
George Gelashvili
Ministry of Internally Displaced Persons From The Occupied Territories, Labour, Health and Social affairs of Georgia
Lepl Social Service Agency
Head of Internal Audit Service
144, Ak.Tsereteli ave., Tbilisi, 0159, Georgia
Mob: +995 (599) 44 61 44
E-mail: ggelashvili@ssa.gov.ge
Web: http://ssa.gov.ge
From: giorgi [mailto:ggelashvili@ssa.gov.ge]
Sent: Tuesday, September 10, 2019 5:38 PM
To: ggogoladze@ssa.gov.ge; AVasadze@ssa.gov.ge; lela mamulashvili
Cc: Giorgi Tsotskolauri (gtsotskolauri@moh.gov.ge); 'lgogodze@ssa.gov.ge'; tabazadze@ssa.gov.ge; ushikishvilikaxaberi.ccg@gmail.com; zgogvadze@ssa.gov.ge
Subject: FW:
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ივლისს, სააგენტოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისგან შემოვიდა წერილი (N119654 ), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის აუდიტორული სამიანობის წლიური გეგმის (შესაბამისობის თემატური აუდიტები –საკითხი N1) საფუძველზე, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ჩატარების თაობაზე. აუდიტი მოიცავს 01.01.2017-01.01.2019 პერიოდს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გიზიარებთ მეილზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებულ მოთხოვნებს.
გთხოვთ, გადახედოთ და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შევსებული კითხვარი არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 სექტემბრისა წარმოადგინოთ სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში.
საკითხთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით კახაბერ უშიკიშვილს ტელეფონზე - 577 20 20 04 ან/და ზამილი გოგვაძეს - 577 92 52 77.
From: Nino Shubitidze [mailto:NShubitidze@sao.ge]
Sent: Monday, September 9, 2019 4:08 PM
To: ggelashvili@ssa.gov.ge
Subject: შიდა კონტროლის კითხვარი
ბატონო გიორგი,
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შესავსებად გიგზავნით კითხვარს 2017-2018 წლებში სააგენტოში არსებული შიდა კონტროლის შესახებ. დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ წარმოგვიდგინოთ შებასაბისი დოკუმენტები.
კითხვართან ერთად გთხოვთ ასევე მოგვაწოდოთ სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2017-2018 წლების სტრატეგიული და წლიური გეგმები (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათ საფუძველზე მომზადებული ის ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიტის საგანთან.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 სექტემბრისა.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
ნინო შუბითიძე
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი N96
მობ: +995 577 20 20 29
ელ.ფოსტა: nshubitidze@sao.ge