| From : | Chikovani, Giorgi (Ext) <giorgi.chikovani@novartis.com> |
| To : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| Subject : | RE: „ევეროლიმუსის“ შესყიდვა |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge |
| Received On : | 16.07.2019 12:44 |
მოგესალმებით, ბატონო ბესო!
თქვენი წერილის პასუხად, გაცნობებთ, რომ კომპანია „ნოვარტისს“ დღემდე არ განუხორციელებია პრეპარატ სერტიკანის ცენტრალიზებული იმპორტი საქართველოში.
ხსენებულ ტენდერს რაც შეეხება, ამჟამად ვახდენთ შეფუთვის ვარიაციის რეგისტრაციას, რათა დროულად მივაწოდოთ პრეპარატი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.
თქვენ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საცალო ქსელში არსებული ფასის თაობაზე, ეს, როგორც ჩანს, არის ინდივიდუალური პაციენტებისათვის, ფორმა 100-ის საფუძველზე,
რეგისტრაციის გვერდის ავლით შემოტანილი პროდუქტი.
პატივისცემით,
გოგი ჩიქოვანი
Giorgi Chikovani
Director „Market Expert“ LLC,
Providing services for Novartis Pharma Services AG.
Gogebashvili Str.43, ap.17, Tbilisi, Georgia.
Mob. Phone: +995 595 11 48 62.
Email :
giorgi.chikovani@novartis.com
From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent: Tuesday, July 16, 2019 4:11 PM
To: Chikovani, Giorgi (Ext)
Cc: 'Giorgi Tsotskolauri'
Subject: „ევეროლიმუსის“
შესყიდვა
მოგესალმებით, ბატონო გიორგი!
მოგმართავთ, როგორც კომპანია „Novartis Pharma Stein AG“-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და გთხოვთ, აღმოგვიჩინოთ დახმარება, ფარმაცევტული პროდუქტი
„ევეროლიმუსის“ ფასების ფორმირების საკითხთან დაკავშირებით. სახელდობრ:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოცხადებული აქვს SPA190003487 ელექტრონული ტენდერი 1 800 ტაბლეტი (1 350მგ; 30 კოლოფი) „ევეროლიმუსის“ (0,75მგ ტაბლეტი)
შესყიდვის მიზნით. ტენდერში შემოთავაზებული იქნა მედიკამენტი „სერტიკანი ტაბლეტი 0.75მგ N60“; წარმოშობის ქვეყანა - შვეიცარიის კონფედერაცია; მწარმოებელი - „Novartis Pharma Stein AG“.
SPA190003487 ელექტრონულ ტენდერში, ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულმა ერთი კოლოფის ფასმა, სავალუტო კურსის გათვალისწინებით, შეადგინა 324.06 აშშ დოლარის ექვივალენტი
ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, როგორც ჩვენს მიერ მოპოვებული დამატებითი დოკუმენტებით ირკვევა, 2019 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, საცალო ფარმაცევტულ ქსელში, ერთი კოლოფი „სერტიკანის“ შეძენა შესაძლებელი იყო 168.68 აშშ დოლარის ეკვივალენტად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ,
შესაძლო უმოკლეს ვადაში
გვაცნობოთ, რა გარემოებ(ებ)ით არის განპირობებული „სერტიკანის“ ფასების ამდენად დიდი სხვაობა.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742