From : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To : con@spa.gov.ge
Subject : RE: Amiodarone-ს შესყიდვასთან დაკავშირებით
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Received On : 16.07.2019 05:20
Attachments :

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!

 

გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დაგეგმილი აქვს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 300 000 ტაბლეტი „Amiodarone“-ს სახელმწიფო შესყიდვა.

 

სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად, საქონლის მოწოდება, SPA-სთვის შეთავაზებულზე უფრო დაბალ ფასად, შემოგვთავაზა უშუალოდ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელმა, კომპანია „სანოფიმ“. ამასთანავე, ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდება მოხდება Incoterms-2010, CIP პირობის შესაბამისად, რაც სავსებით მისაღებია სააგენტოსთვის, ვინაიდან ლოგისტიკური მომსახურებას მიმწოდებლები ახორციელებენ უსასყიდლოდ.

 

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ SPA-ს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში CIP პირობით მოწოდება შეტანილი არ არის, აგრეთვე, საქონლის დაბალი სავარაუდო ღირებულების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ელექტრონული ტენდერი გამოცხადდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

 

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

საუკეთესო სურვილებით,

ბესიკ დათუკიშვილი

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 577 730 742

 

From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Friday, July 5, 2019 16:36
To: Besik Datukishvili
Cc: tmodebadze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; goniani@ssa.gov.ge; tgogoli@ssa.gov.ge
Subject: Amiodarone-
შესყიდვასთან დაკავშირებით

 

მოგესალმებით,

 

თქვენი წერილის პასუხად, მოგახსენებთ რომ Amiodarone- შესყიდვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შეისყიდოთ დამოუკიდებლად, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტენდერის საშუალებით.

 

თუმცა, შესყიდვის გამოცხადებამდე გთხოვთ შესყიდვის შესახებ აიღოთ ნებართვა შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: con@spa.gov.ge

 

მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს: პრეპარატის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება.

 

 

პატივისცემით,

 

cid:image001.png@01D40E33.A6234FC0

ნინო გამრეკელი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8

0113, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 598 380 780

+322 224 22 48  (39) 

Web: www.procurement.gov.ge

Nino Gamrekeli

 

State Procurement Agency

Address: Richard Holbrooke Str. N8 

0113, TBILISI, GEORGIA

Tel: +995 598 380 780

+322 224 22 48 (39) 

Web: www.procurement.gov.ge