From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Subject : RE: Epid response plan
Cc : etikaradze@yahoo.de; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Aleksandre Kalandia <akalandia@moh.gov.ge>
Received On : 20.04.2020 12:23
Attachments :

ქაალბატონო თამარ,

 

მოგაწოდებთ მოკლე რეკომენდაციებს ჯართან და საპატრიარქო- ეკლესიასთან დაკავშირებით.

 

ჯარი, როგორც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი მნიშვნელოვანია მიჰყვეს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მიწოდებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და მრავალჯერ გაჟღერდა და მიეწოდა სტრატეგიულ დაწესებულებებს (წყალსადენი, პურის საცხობები, სამედიცინი დაწესებულებები და სხვა).

 

დამატებით გაწვდით რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა იზოლაციაში მომუშავე პერსონალისთვის:

იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა COVID-19- ის შემთხვევა:

 

  1. იზოლაციის ხანგრძლივობა: მინიმუმ - პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2 ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში; მაქსიმუმ - ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 2 ინკუბაციური პერიოდი;

შენიშვნა: იზოლაციის პერიოდის განსაზღვრისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეკომენდებულია ჩატარდეს სიტუაციის შეფასება 7-10 დღეში ერთხელ ან ახალ გარემოებათა წარმოქმნისას.

 

2.      რეკომენდებულია იზოლირებულ არეალში არსებობდეს სიმპტომებიანი თანამშრომლების დროებითი დაყოვნების წერტილი;

 

3.      ჯანმრთელობის მდგომარეობის თვითმონიტორინგის სწავლება;

      4.    თვითმონიტორინგისას რეგისტრირებული სიმპტომები უნდა ეცნობოს ნომინირებულ პერსონას, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების შეფასებას, შემთხვევების მართვას - სპეციალური იზოლაციიდან (მაგ. დროებითი დაყოვნების წერტილში) - ტესტირებისა და საჭიროებისას სამკურნალო ცენტრებში მიმართვის ჩათვლით;

5.      ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი სათანადოდ განსწავლული და აღჭურვილი პერსონალის მიერ რესპირაციული სიმპტომებისა და ცხელების გამოვლენის მიზნით; მონიტორინგის დროს გამოვლენილი რესპირაციული სიმპტომებისა და ცხელების მქონე პირები რეკომენდებულია გადაყვანილ იქნან სპეციალურ იზოლაციაში (მაგ. დროებითი დაყოვნების წერტილში);

 

6.      მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედება უნდა განხორციელდეს - იზოლაციის დაწყებისას, და შემდგომ ყოველი 5-7 დღის შუალედით, სულ მინიმუმ 5-ჯერ.

 

7.      მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ შემთხვევებს, რომელთაც აღმოაჩნდებათ რეპირაციული სიმპტომები ან ცხელება უნდა ჩაუტარდეთ ცხვირ-ხახის ნაცხის პჯრ ტესტირება;

 

8.      ტესტირების შედეგად გამოვლენილი დადებითი შემთხვევები იზოლირდება სპეციალურ სივრცეებში (საავადმყოფო, მსუბუქი შემთხვევებისთვის - საკარანტინე სივრცე;

 

9.      სათანადო რესურსების არსებობისას, იზოლაციის პერიოდის დასასრულს, შესაძლოა, ჩატარდეს შერჩევითი ან ტოტალური ტესტირება ჩამოყალიბებული კოლექტიური იმუნიტეტის დადგენისა და განხორციელებული იზოლაციის ეფექტურობის შეფასების მიზნით (მაგ.: IgM,  IgG დადგენა სწრაფი ტესტით ან სხვა სეოლოგიური მეთოდით) .

აღნიშნული ქმედებების განხორციელება საჭიროა დაევალოს უწყების შესაბამის სამედიცინო სამსახურს და მიღებული შედეგები აცნობოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შემდგომი შეფასებისთვის

 

საპატრიარქო-ეკლესია:

3 თებერვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქალბატონი ხათუნა ზახაშვილის მონაწილეობით საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა პანდემიისას ქცევისა და ეპიდ რეჟიმის ღონისძიებების დაცვის შესახებ, შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომელთაც განემარტათ ყველა ის ქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს პანდემიის პერიოდში. ასევე გადაეცათ საგანმანათლებლო მასალა და სადეზინფექციო საშუალებები.

 

მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირების მიერ მრევლს მიეწოდოს ყველა ის ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობს ეროვნული ცენტრის მიერ.

 

ამ დროისთვის დაკეტილია ყველა ის ტაძარი, რომელში მოღვაწე სასულიერო პირებსაც დაუდასტურდათ COVID-19, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტაძრებში მსახურებაში მყოფმა ყველა პირმა განახორციელოს მათთვის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შესაბამისი ღონისძიებები ( იზოლაცია, თვითმონიტორინგი); სიმპტომტომების ნიშნების დაწყების შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ ნაცხის პჯრ კვლევა;

 

მნიშვნელოვანია, რომ სათანადო რესურსების არსებობისას, იზოლაციის პერიოდის დასასრულს, შესაძლოა, ჩატარდეს შერჩევითი ან ტოტალური ტესტირება ჩამოყალიბებული კოლექტიური იმუნიტეტის დადგენისა და განხორციელებული იზოლაციის ეფექტურობის შეფასების მიზნით (მაგ.: IgM,  IgG დადგენა სწრაფი ტესტით ან სხვა სეოლოგიური მეთოდით).

 

აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს საპატრიარქოს შესაბამისი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიერ, და მიღებული შედეგები ეცნობოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შემდგომი შეფასებისთვის.

 

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ორივე ინსტიტუციის სამედიცინო სამსახურებთან დამატებითი საკონსულტაციო სამუსაოების ჩასატარებლად.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3

 

 

 

 

From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Monday, April 20, 2020 1:03 PM
To: Amiran Gamkrelidze; Khatuna Zakhashvili; Paata Imnadze
Cc: etikaradze@yahoo.de; Giorgi Tsotskolauri; Aleksandre Kalandia
Subject: Epid response plan

 

ბატონო ამირან,

 

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პრევენციის კუთხით, ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან დაკავშირებული შემთხვევები.

აღნიშნულ შემთხვევებში საკმაოდ იმატა როგორც ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ, ისე სხვადასხვა საეჭვო სიპტომატიკით კლინიკებში მოთავსებულ ადამიანთა რიცხვმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ვირუსი დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს 33 თანამშრომელს (მათ შორის დამლაგებლები, სამეურნეო ნაწილი და ოფიცერთა შემადგენლობა) და მათთან კავშირში მყოფ 17 პირს (საერთო ჯამში 50 პირი).

ასევე საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ თანამშრომელთა შემთხვევაც, რომლებიც უზრუნველყოფენ საპატრიარქოს დაცვას.

მართალია ამ დროისთვის (14 აპრილს) კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა სდსს-ის მხოლოდ 1 თანამშრომელს (ვ. ბიჭიკაშვილი), თუმცა ამავე სიმპტომატიკით ჰოსპიტალიზირებული იქნა სდსს-ის კიდევ 3 თანამშრომელი (ყველა მათგანი უზრუნველყოფს საპატრიარქოს დაცვას, 1 მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა).

გასათვალისწინებელია, რომ სდსს-ის თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ როგორც სასულიერო პირებსა და საპატრიარქოში შემსვლელ ყველა პირთან. სდსს-ის თანამშრომელთა მასიურმა დაინფიცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის მასშტაბური გავრცელება, კერძოდ, მათ მიერ მოხდეს სასულიერო პირთა დაინფიცირება, ხოლო ამ უკანასკნელთა მხრიდან - მრევლის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ხსენებულ უწყებებში ინფექციასთან ბრძოლის მიზნით ეპიდემიური რეაგირების გეგმის შემუშავებას. სამინისტროს შესაბამისი უწყებები მზად არიან ჩაერთონ გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მათი კომპეტენციის შესაბამისად.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0