| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge> |
| Subject : | RE: FW: Clopidogrel-ის, Amlodipine-ისა და Enalapril-ის შესყიდვა |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge> |
| Received On : | 02.08.2019 05:49 |
დილა მშვიდობისა, პატივცემულო კოლეგებო!
ქალბატონი ირინა გობეჯიშვილის მოსაზრების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება შესაძლებელია.
ამასთანავე, როგორც ქალბატონმა ირინამ აღნიშნა, მომართვიანობის გაზრდის კვალდაკვალ, შესაძლებელია, კიდევ დაგვჭირდეს ტენდერ(ებ)ის გამოცხადება, რაზედაც გაცნობებთ დამატებით.
ქალბატონო ნინო, ხომ არაფერია ახალი K-ვიტამინისა და ახალშობილთა თვალის წვეთების შესახებ? გმადლობთ წინასწარ.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Thursday, August 1, 2019 17:46
To: Irina Gobejishvili
Subject: RE: FW: Clopidogrel-
თქვენი წერილის პასუხად მოგახსენებთ, რომ ცხრილში მოცემული ფასებისა და პირობების გათვალისწინებით გამოცხადდება კონსოლიდირებული ტენდერები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 6 აგვისტოსა.
გთხოვთ საბოლოო თანხმობას აღნიშნულთან დაკავშირებით.
ცხრილი
მოქმედი ნივთიერება | რა-ბა კოლოფი | სპეც ფასი | საერთო ღირებულება | მიწოდების პირობები მედიკამენტების მიხედვით | მოთხოვნა ვარგისიანობის შესახებ | პსპ კომენტარი |
enalapril | 35,000.00 | 3.60 | 126,000.00 | არანაკლებ 250 000 აბი მოწოდებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 7 აგვისტოსი, დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისიწინებით, ეტაპობრივად ან ერთიანად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. | ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის უნდა იყოს არა ნაკლებ 12 თვისა | სრულად მოწოდებას შევძლებთ 10/11/19 მდე. |
amlodipine | 48,334.00 | 5.40 | 261,003.60 | არანაკლებ 500 000 აბიმოწოდებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 7 აგვისტოსი, დარჩენილი რაოდენობა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისიწინებით, ეტაპობრივად ან ერთიანად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. | ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის უნდა იყოს არა ნაკლებ 12 თვისა | სრულად მოწოდებას შევძლებთ 10/11/19 მდე. |
clopidogrel | 16,072.00 | 10.50 | 168,756.00 | ერთ ეტაპად, არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრისა | ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისათვის უნდა იყოს არა ნაკლებ 12 თვისა | სრულად მოწოდებას შევძლებთ 31/10/19 მდე. |
From: Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Sent: Thursday, August 1, 2019 5:30 PM
To: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Cc: Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Subject: Re: FW: Clopidogrel-ის, Amlodipine-ისა და Enalapril-ის შესყიდვა
ბესო მოგესალმები,
გადავხედე პსპ–ს შემოთავაზებას. სხვა გამოსავალი თუ არ არის უნდა დავთანხმდეთ, უბრალოდ უნდა ეთხოვოს პსპ–ს, რომ მითითებულ თარიღებს არ გადააცილოს მოწოდება და იმუშაოს მწარმოებელთან უფრო ადრე მოწოდებაზე.
მოგეხსენება, ორშაბათიდან საპენსიო ასაკისთვის და შშმ პირებისთვის მედიკამენტების გაცემა დაიწყო არაუმეტეს 1 ლარად, რაც გვაფიქრებინებს, რომ მომართვიანობის რიცხვი ძალიან გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს ახალი ტენდერის გამოცხადება დამატებით.
პატივისცემით,
ირინა გობეჯიშვილი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
მობ: 599 22 59 82
-----Original Message-----
From: "Besik Datukishvili" <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To: "'Irina Gobejishvili'" <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Cc: "'Nino Gamrekeli'" <NGamrekeli@spa.ge>
Date: Tue, 30 Jul 2019 12:11:11 +0400
Subject: FW: Clopidogrel-ის, Amlodipine-ისა და Enalapril-ის შესყიდვა
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Tuesday, July 30, 2019 12:18
To: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject: Clopidogrel-ის, Amlodipine-ისა და Enalapril-ის შესყიდვა
მოგესალმები ბესო!
როგორც თქვენთვის ცნობილია, Clopidogrel-ის, Amlodipine-ისა და Enalapril-ის შესყიდვაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერები არ შედგა.
განმეორებით ჩატარებულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს პსპ ფარმამ. სხვა ფარმაცევტული კომპანიები ვერ ახერხებენ აღნიშნული მედიკამენტების მოწოდებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიგზავნით შპს პსპ ფარმას შემოთავაზებას. თქვენი თანხმობის შემთხვევაში მზად ვართ ტენდერები გამოვაცხადოთ დანართში მოცემული მონაცემების შესაბამისად.