| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | con@spa.gov.ge |
| Subject : | RE: FW: K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესყიდვა |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>; zpipia@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>; pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge> |
| Received On : | 19.09.2019 10:27 |
| Attachments : |
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
მოგეხსენებათ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს K ვიტამინისა და აზიტრომიცინის მალამოს შესყიდვა.
გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: Besik Datukishvili [mailto:bdatukishvili@ssa.gov.ge]
Sent: Tuesday, September 10, 2019 12:23
To: 'Nino Gamrekeli'
Cc: 'Giorgi Tsotskolauri'
Subject: FW: FW: K
დღე მშვიდობისა, ნინი!
გიგზავნით ქალბატონი ირინა გობეჯიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, K ვიტამინისა და აზიტრომიცინის შესყიდვის თაობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, შესასყიდი იქნება 16 916 ერთეული აზიტრომიცინის მალამო და 11 908 ერთეული K ვიტამინი. შესყიდვის ჯამური სავარაუდო/საორიენტაციო ღირებულება - 147 490 ლარი.
გთხოვთ, გამოაცხადოთ კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი, შესაძლო მოკლე ვადაში.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: Irina Gobejishvili [mailto:IGobejishvili@ssa.gov.ge]
Sent: Monday, September 9, 2019 16:44
To: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Cc: eadamia@moh.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Subject: Re: FW: K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესყიდვა
ბესო, გამარჯობა
გადავხედე შემოთავაზებას. შემოთავაზებული მედიკამენტები მისაღებია. ბიუჯეტთან მიმართებით მე დავუშვი მექანიკური შეცდომა და დამტკიცებული 250 000 ლარი ჩავთვალე მხოლოდ მედიკამენტებისთვის საჭირო თანხად, როცა ტრანსპორტირების 81 000 ლარი შედიოდა მასში. ამიტომ რეალურად მედიკამენტების საყიდელი თანხა შეადგენს 147 490 ლარს. ამ ფასში მოგვივა 16 916 მალამო (თუ ჩავთვლით, რომ თვეში იბადება დაახლოებით 4229 ბავშვი), 4 თვის სამყოფი ოდენობა და დაგვრჩება თანხა 11 908 ცალი k ვიტამინის შსასყიდად. რადგან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 2 ახალოშობილზე უნდა გავცეთ 1 ცალი (ეხება მხოლოდ k ვიტამინს), ვფიქრობ ეს რაოდენობები საკმარისი იქნება ბენეფიციართა წლის ბოლომდე უზრუნველსაყოფად. ამსათან, მიმდინარე ხარჯვა გვიჩვენებს როგორ დაიგეგმოს 2020 წელი.
პატივისცემით,
ირინა გობეჯიშვილი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
მობ: 599 22 59 82
-----Original Message-----
From: "Besik Datukishvili" <bdatukishvili@ssa.gov.ge>
To: "'Irina Gobejishvili'" <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Cc: "'Nino Gamrekeli'" <NGamrekeli@spa.ge>
Date: Tue, 3 Sep 2019 17:42:33 +0400
Subject: FW: K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესყიდვა
ირინა, გიგზავნი ინფორმაციას K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესახებ. გთხოვ, განიხილო და ვაცნობოთ შესყიდვების სააგენტოს ჩვენი პასუხი.
გმადლობ წინასწარ.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742
From: Nino Gamrekeli [mailto:NGamrekeli@spa.ge]
Sent: Tuesday, September 3, 2019 16:29
To: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject: RE: K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესყიდვა
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2019 წლის 6 აგვისტოს გადმოგზავნილი ინფორმაცია Azithromycin-ისა vitamin K1-ის შესყიდვის შესახებ ემყარებოდა შპს ფარმ ჰაუსისგან მიღებულ შემოთავაზებას. სამწუხაროდ, ამ დროისთვის შპს ფარმ ჰაუსმა გაყიდა აღნიშნული პრეპარატი პასუხის დაგვიანების გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩაატარა განმეორებითი ბაზრის კვლევა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა რომ ზემოჩამოთვლილი მედიკამენტების შემოთავაზება, ამ ეტაპზე შეუძლია შპს ავერსი ფარმას, თუმცა დასაზუსტებელია აკმაყოფილებს თუ არა მათი შემოთავაზებული მედიკამეტები თქვენს მოთხოვნებს (გთხოვთ იხ. დანართი).
შესაბამისად, ამ დროისთვის ველოდებით შპს ავერსი ფარმას ინფორმაციას პრეპარატებზე დოკუმენტაციების შესახებ, რომელსაც გაცნობებთ დაუყოვნებლივ.
ნინო გამრეკელი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8
0113, თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 598 380 780
+322 224 22 48 (39)
Nino Gamrekeli
State Procurement Agency
Address: Richard Holbrooke Str. N8
0113, TBILISI, GEORGIA
Tel: +995 598 380 780
+322 224 22 48 (39)
From: Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Sent: Tuesday, September 3, 2019 3:41 PM
To: pharm2019 spa gov ge <pharm2019@spa.gov.ge>; Nino Gamrekeli <NGamrekeli@spa.ge>
Cc: lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; 'Irina Gobejishvili' <IGobejishvili@ssa.gov.ge>
Subject: K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესყიდვა
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო!
მოგეხსენებათ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოგმართათ თხოვნით, K ვიტამინის და აზიტრომიცინის შესყიდვასთან დაკავშირებით. თქვენს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად, მიღებული იქნა შემდეგი შემოთავაზებები:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება/მოქმედი ნივთიერება
ჯამური რაოდენობა
ერთეულის ფასი (ლარი)
ჯამური ღირებულება
phytomenadione (vitamin K1)
25,000.00
4.004
100,100.00
Azithromycin
38,100.00
4.31
164,211.00
264,311.00
გამომდინარე იქიდან, რომ, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის კომპონენტში, არ იყო საკმარისი ფინანსრი რესურსი, მივმართეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ვთხოვეთ შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტის მოცულობის შემცირება დაახლოებით 14%-ით. მიმდინარე ეტაპზე, მიღებულია სამინისტროს თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გვაცნობოთ, არის თუ არა ძალაში ზემოთ მოცემულ ცხრილში დაფიქსირებული ფასები, რათა შევძლოთ შესასყიდი საქონლის დაზუსტებული რაოდენობის მოწოდება.
წინასწარ გიხდით მადლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742