მოგესალმებით,
სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე დასწრებას ვერ ვახერხებთ. ელექტრონულად წარმოგიდგენთ მოსაზრებებს შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით
.
· შემოთავაზებულია განსახლების კრიტერიუმების ცვლილების რამდენიმე მოდელი, რომელთაგან ერთ-ერთია სოციალურად დაუცველობის გამო ქულის მიუნიჭებლობა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კიდევ უფრო გაართულებს მოწყვლადი დევნილების გამოვლენის შესაძლებლობას და ვერ დაინახავს განსახლების საჭიროების მქონე, მოწყვლად ოჯახებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, სახალხო დამცველი მხარს უჭერს დევნილებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების საჭიროებაზე მორგებულ მოდელის გაძლიერებას.
· რაც შეეხება განსახლებული დევნილისათვის საკუთრებაში გადაცემული ფართის 5 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის საკითხს, ვფიქრობთ, რომ მოწოდებული განმარტებებიდან არ ჩანს მსგავსი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, შემოთავაზება დაუსაბუთებელია და კონსტიტუციასთან, კერძოდ საკუთრების უფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში;
· შეთავაზებულ ფართზე უარის თქმის შემთხვევაში 5 წლიანი მორატორიუმის დაწესება - როგორც მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი რედაქციით 2 წლიანი ვადაა დაწესებული. ვფიქრობთ, მიდგომა საკმაოდ მკაცრია და მნიშვნელოვანია შესაბამისი დასაბუთება სააგენტოს მხრიდან. კერძოდ, გაქვთ თუ არა გამოვლენილი რატომ ვერ მიიღწა ის მიზანი, რაც 2 წლიანი აკრძალვით იქნა დასახული.
· ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი - მოცემული ცვლილება შეიცავს გარკვეულ რისკებს, ვინაიდან შესაძლებელია დევნილმა არ/ვერ შეიძინოს საცხოვრებელი და კვლავ უსახლკაროდ დარჩეს. აქვე დასაბუთებაც აცდენილია სააგენტოს მიდგომას, დევნილის მიერ საცხოვრებლის დაკარგვის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით. (მაგალითად, სააგენტო გვთავაზობს 5 წლიან გასხვისების შეზღუდვას დევნილის უსახლკაროდ დარჩენის პრევენციის მიზნით და ამავე დასაბუთებით აუქმებს ე.წ. იპოთეკის პროგრამას).
· სახელმწიფოს სხვადასხვა დაწესებულების მიერ დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში მისი დაკმაყოფილებულად ჩათვლა - ასეთ დროს მნიშნელოვანია განიმარტოს რა იგულისხმება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში. კერძოდ, შსს და თავდაცვის სამინიტროების მიერ დევნილ ოჯახს გადაცემული აქვთ თუ არა ბინები საკუთრებაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ შეხვედრაზე განიხილება სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული რეკომენდაცია - მძიმე საცხოვრებელ პირობებში წინასწარი შეფასების ეტაპზე ქულის მინიჭების თაობაზე. კერძოდ, დღეს მოქმედი რედაქცია წინასწარ მხოლოდ სათანადო საექსპერტო დასკვნის არსებობის შემთხვევაში იძლევა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში ქულის მინიჭების შესაძლებლობას. სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია და შემდგომში პარლამენტის შესაბამის დადგენილებაშიც აისახა: იმ შემთხვევაში თუ დასკვნა არ არსებობს, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (მაგალითად საცხოვრებლის ამსახველი ფოტოსურათები) ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს ქულის მინიჭების წინაპირობასთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევა მხედველობაში იქნეს მიღებული და ოჯახს წინასწარი შეფასების ეტაპზე მიენიჭოს კრიტერიუმისათვის გათვალისწინებული ქულა.
პატივისცემით,
ნინო სულამანიძე
From: Idpscommittee [mailto:Idpscommittee@moh.gov.ge]
Sent: 26 February, 2020 15:54
To: TSAGAREI@unhcr.org; badurash@unhcr.org; Nino.khokhobaia@drc.ngo; levan.khvichia@drc.ngo; nkurdovanidze@gyla.ge; tbilisi@chca.org.ge; giorgi.shavgulidze@lag.ge; mpagava@gmail.com; bokuchava7@hotmail.com; chediadavid@gmail.com; kotegagra@gmail.com; nsulamanidze@ombudsman.ge; nshalamberidze@ombudsman.ge; eredvismunicipaliteti@yahoo.com; Julia Kharashvili
Cc: Besarion Simonishvili
Subject: Re: TEG meeting
English will follow,
პატივცემულო კოლეგებო,
მიმაგრებული ფაილის სახით გიგზავნით დამატებით ინფორმაციას/განმარტებებს სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვა მოხდება 2 მარტის შეხვედრის დროს.
მადლობა შენიშვნებისთვის.
პატივისცემით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ტელ.: +995 599 49 76 71
Dear Colleagues,
Please find attached additional information/explanations to the agenda topics of the meeting that will take place on March 2, 2020.
Thank you for your remarks.
With regards,
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories,
Labour, Health and Social Affairs of Georgia
IDPs, Ecomigrants and Livelihoods Agency LEPL
Tel.: 599 49 76 71
From: Tornike Tsagareishvili <TSAGAREI@unhcr.org>
Sent: Wednesday, February 26, 2020 2:19 PM
To: Idpscommittee
Subject: RE: TEG meeting
Dear Madam/Sir,
We express our gratitude for inviting UNHCR to the Meeting of the Technical Expert Group on Durable Housing Solutions for IDPs and we accept the invitation. For the preparatory purposes, we kindly ask you to share with us additional background information about the proposed changes to the criteria as per past practice.
Furthermore, we would like to get an update on the future activities of other TEGs that were operational under the former Ministry in order to plan UNHCR’s further engagement in the working process of TEGs considering the human resources and the expertise.
Best regards,
Tornike Tsagareishvili
From: Nino Sulamanidze <nsulamanidze@ombudsman.ge>
Sent: Tuesday, February 25, 2020 4:35 PM
To: Idpscommittee;
Subject: RE: TEG meeting
მოგესალმებით,
პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს მიერ დაგეგმილი ცვლილებები მართლაც ვრცელია, მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებისა და შემდგომში მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, უმჯობესი იქნებოდა შესაბამისი პროექტის ან სხვა სამუშაო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების მოწოდება.
პატივისცემით,
|
|
From: Julia Kharashvili <julia.kharashvili@yahoo.com>
Sent: Tuesday, February 25, 2020 3:47 PM
To: TSAGAREI@unhcr.org; badurash@unhcr.org; Nino.khokhobaia@drc.ngo; levan.khvichia@drc.ngo; nkurdovanidze@gyla.ge; tbilisi@chca.org.ge; giorgi.shavgulidze@lag.ge; mpagava@gmail.com; bokuchava7@hotmail.com; chediadavid@gmail.com; kotegagra@gmail.com; nsulamanidze@ombudsman.ge; nshalamberidze@ombudsman.ge; eredvismunicipaliteti@yahoo.com; Idpscommittee
Cc: Besarion Simonishvili; davit guramishvili; Mamuka Kikaleishvili; t.kurashvili@idp.gov.ge; m.kikaleishvili@idp.gov.ge; d.guramishvili@idp.gov.ge; l.chakvetadze@idp.gov.ge; Davit Kaikatsishvili; giorgi chavchavadze; Davit Pheikrishvili
Subject: Re: TEG meeting
მოგესალმებით,
მადლობა მოწვევისთვის.
მოგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში დევნილთა საკითხებზე სამინისტროსთან თანამშრომლობდა თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შექმნილი ჯგუფი, რომელსაც როტაციის პრინციპით ჰყავს წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში, ტექნიკური დახმარების ჯგუფებში კი მონაწილეობას ღებულობენ ყველა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ჩვენი ერთობლივი მოსაზრებით, აუცილებელია შეხვედრამდე გავეცნოთ სააგენტოს პოზიციას და პროექტის დეტალებს, რათა შეხვედრის დროს შედგეს არგუმენტირებული დისკუსია. თქვენს მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი იმდენად სერიოზული და ბევრის მომცველია, რომ პირდაპირ შეხვედრის დროს რთული იქნება ამდენ საკითხზე შინაარსობრივი საუბარი.
ამიტომ კიდევ ერთხელ, ველოდებით თქვენგან სააგენტოს პოზიციას ყველა აღნიშნულ საკითხზე.
დიდი მადლობა წინასწარ თანამშრომლობისათვის.
Dear Sir/M-me,
Many thanks for your letter.
I am answering on behalf of group of 12 non-governmental organisations jointly working on IDP issues, which for 10 years is cooperating with the relevant Ministries and has the seat in the Steering Committee (on rotation principle).
We cordially thank you for the invitation and ask to send before the meeting full information about proposed changes and Agency's position concerning all 9 issues in meeting's agenda. We feel that the issues are very serious and cannot be dealt on such short notice, but need previous thorough consultations for substantive discussion.
. Will be extremely grateful if you can send us Agency's considerations and proposals before the meeting that we will have time to go through them.
Many thanks in advance for your cooperation and understanding, we are looking forward to cooperate with you.
Sincerely,
Iulia Kharashvili
Chair person,
IDP Women Association "Consent",
20, Tamar Mephe Ave, Tbilisi 0119, Georgia
Tel/Fax +995 322344982
Mob +995 599570798
julia.kharashvili@yahoo.com
On Monday, February 24, 2020, 07:02:29 PM GMT+4, Idpscommittee <idpscommittee@moh.gov.ge> wrote:
English will follow
პატივცემულო კოლეგებო,
გვინდა მოგიწვიოთ სამუშაო შეხვედრაზე 2 მარტს, 11 საათზე (თამარაშვილის ქ. 15ა, ყოფილი დევნილთა სამინისტროს შენობა, მე-6 სართული), შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით:
1. გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის 5 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის საკითხი;
2. გრძელვადიანი განსახლების მიზნით შეთავაზებულ ფართზე უარის შემთხვევაში, განაცხადის განხილვაზე 5 წლიანი მორატორიუმის დაწესების საკითხი;
3. გრძლევადიანი განსახლების მიზნით დევნილი ოჯახის სულადობის მიხედვით საცხოვრებელი ფართის ზომების სტანდარტების შეცვლის საკითხი;
4. გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გაკეთებლი განაცხადების შემთხვევაში მხოლოდ ბოლოს გაკეთებული განაცხადის მხედველობაში მიღების საკითხი;
5. საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხი;
6. გრძელვადიანი განსახლების მიზნით ერჯერადი ფულადი კომპენსაციის საკითხი;
7. სახლმწიფოს რომელიმე სხვა დაწესებულების მიერ საცხოვრებელი ფართით დევნილის უზრუნველყოფის შემთხვევაში, მისი როგორც დევნილის, სახელმწიფოსაგან სხვა დამატებითი ფართით უზრუნველყოფის აღარ განხილვის საკითხი (ასეთი დევნილი ოჯახი ჩაითვლება გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებულად);
8. გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართის სიდიდის განსაზღვრის დროს მხოლოდ დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის წევრების გათვალისწინების საკითხი;
9. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში ცვლილების შეტანის საკითხი.
თუ გსურთ დღის წესრიგში დამატებით სხვა საკითხის შეტანა, გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ წინასწარ.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ტელ.: +995 599 49 76 71
Dear Colleagues,
We would like to invite you to a working meeting which will take place on March 2, 2020, 11 A.M., at 15a Tamarashvili st (former MRA building, 6th floor) in order to discuss the following topics:
1. Prohibiting to IDP families reselling of living spaces during 5 years, which were transferred by state into their property;
2. If an IDP family refuses to accept an offered living space as a Durable Housing Solution (hereafter – DHS), their application will not be examined during next 5 years;
3. In the process of providing DHS, changing living space standard for IDP families based on family size;
4. When multiple applications for DHS are made by an IDP family, only the most resent one will be considered;
5. Building houses on lands, which are registered into IDP property;
6. One-off financial assistance to IDP families with the purpose of DHS;
7. If an IDP family is accommodated by other state institutions, they will be considered as accommodated under DHS;
8. In the process of providing DHS to IDPs, taking into consideration only family members which have an IDP status;
9. Modifying DHS housing criteria.
Should you like to add a new topic to the agenda, please let us know in advance.
Thank you very much for cooperation.
With regards,
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories,
Labour, Health and Social Affairs of Georgia
IDPs, Ecomigrants and Livelihoods Agency LEPL
Tel.: 599 49 76 71