From : Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : RE:
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 04.07.2019 12:21

ბატონო გიორგი,

 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით (მთავრობის დადგენილება №176) 2011 წლის 1 დეკემბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა  წამლის სააგენტო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიშემოსავლების სამსახური.

 

ახალი მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადებისას (ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესი და პირობები ჩამოყალიბდა არსებული რედაქციით (არაფერი შეცვლილა). შესაბამისად, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოდ კვლავ განსაზღვრულია წამლის სააგენტო ან შემოსავლების სამსახური.

 

ფინანსთა სამინისტრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოდ შემოსავლების სამსახურის განსაზღვრას, რადგან, მათი აზრით: ნებართვის გაცემაზე ერთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის (სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, რაც არის იმპორტ/ექსორტის განხორციელებისა და ნებართვის გაცემის საფუძველი) მეორე უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენა იმავე ნებართვის გასაცემად ვერ განიხილება ნებართვის მაძიებლის ინტერესად, ხოლო ერთი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ უნდა წარმოადგენდეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას.

აქვე დავძენთ, რომ 2011 წლიდან დღემდე შემოსავლების სამსახურს არ გაუცია არც ერთი ნებართვა სპეცკონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების ექსპორტ/იმპორტის თაობაზე. შესაბამისად, შესაძლებელია განხილული იქნეს საკითხი ფინანსთა სამინისტროს მოსაზრების პროექტში გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, დღესვე მივაღწიოთ შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროსთან, არსებობს პრობლემა მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე დოკუმენტის წარდგენასთან დაკავშირებით.

 

 

პატივისცემით,

 

ნათია ნოღაიდელი

 

From: Natia Nogaideli
Sent: Thursday, July 04, 2019 3:46 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Cc: Zaza Bokhua; Mariam Darakhvelidze
Subject: FW:

 

 

ბატონო გიორგი,

 

გიგზავნით ფინანსთა სამინისტროს შენიშვნას.

 

 

პატივისცემით,

 

ნათია ნოღაიდელი

From: Manana Tavtetrishvili
Sent: Thursday, July 04, 2019 3:16 PM
To: Natia Nogaideli
Subject:

 

 

 

  პატივისცემით,

 

Manana Tavtetrishvili

 

Ministry of Internally displaced persons from the occupied territories,

Labor, Health and Social

Affairs of Georgia

Legal Department

144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119

Mob: 77 111175, E-mail: mtavtetrishvili@moh.gov.ge.