| From : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ინფორმაცია თამბაქოს საკითხზე და საყოველთაოში ჯარიმების მორატორიუმთან დაკავშირებით |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; m.songulashvili@rambler.ru |
| Received On : | 07.11.2018 16:47 |
ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ:
1. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანახმაა თამბაქოს საკითხის ადმინისტრირების წაღებაზე. ასე, რომ შესაბამის ცვლილებებს მივაწოდებთ უკვე კომიტეტს.
2. რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის დეტალებს ხვალინდელ მთავრობასთან დაკავშირებით - როგორც მოგეხსენებათ მორატორიუმის თემა არის საყოველთაო დადგენილების საკითხი. ამდენად, ვინაიდან დადგენილებები არ ემატება ხელზე, ამიტომ მოფიქრებულ იქნა უკვე ინიცირებულ პროექტში მისი ინტეგრირება. ამასთან, შეთანხმებისამებრ, საკეისრო კვეთების რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხი სრულად ჩაიხსნა მოცემული პროექტიდან და დარჩა მხოლოდ რედაქციული და ტექნიკური თემა, რასაც უნდა მიებას მორატორიუმის საკითხი.
დღეს ვიყავით მე და მარინა დარახველიძე მთავრობის სხდომის მოსამზადებელ შეხვედრაზე და მოვახსენეთ სამინისტროს ინტერესი მოცემული პროექტის ასეთი ფორმით მოდიფიცირებისა და ხვალინდელ სხდომაზე მოხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბატონი კახი არ იმყოფება საქართველოში და სხდომას ატარებდა სანდრო დარახველიძე. მან დაზუსტებულად ვერ მიიღო გადაწყვეტილება ბატონ კახისთან კონსულტაციის გარეშე და დაგვპირდა, რომ ამ საკითხს შეუთანხმებს ბატონ კახის და იმის მიხედვით გვეტყვიან.
ამასთან, მნიშვენლობის გათვალისწინებით არ გამორიცხავს ელექტრონულად დატრიალების შესაძლებლობასაც.
ამდენად გვაქვს შემდეგი მოცემულობა:
1. კანცელარია საყოველთაოში ცვლილების პროექტზე ელოდება კახი კახიშვილის თანხმობას (კარგი იქნება თუ ჩვენის მხრიდანაც მოხდება ბატონ კახისთან ან პრემიერთან კომუნიკაცია საკითხის დროული გადაწყვეტის მიზნით).
2. რაც შეეხება წამლის სააგენტოს დაფუძნების საკითხს, იგი მიღებული იქნება ელექტრონული ფორმით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე