| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@gmail.com |
| Subject : | Re: პროექტი- შესყიდვები (საუნივერსიტეტო კლინიკა) |
| Received On : | 15.11.2019 13:20 |
მოგესალმებით , მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული პოზიცია ამ საკითხზე.
კერძოდ, როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, პრობლემა მდგომარეობს შემდეგში:
საუნივერსიტეტო კლინიკები გამარტივებული შესყიდვას ახორციელებენ რეაქტივებზე, ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და ფარმაცევტულ პროდუქტზე, მაგრამ შეღავათ არ ვრცელდება სამედიცინო სახარჯი მასალის(ტრავმატოლოგიური და სისხლძარღოვანი პროთეზები, ანგიოგრაფიული, უროლოგიური და კარდიოლოგიური სტენტები, ბალონები და კათეტერები, ქირურგიული ბადეები და ძაფები, ნეიროქირურგიული შუნტები და სხვა) შესყიდვაზე. სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკები აღჭურვილია სხვადასხვა სახის ძვირადღირებული ტექნიკითა და აპარატურით, რომლებიც პერიოდულად საჭიროებენ ცვეთადი ნაწილების გამოცვლას, მიმდინარე მომსახურებასა და შეკეთებას. მოწყობილობების სპეციფიკიდან გამომდინარე, არის ისეთ სახის აპარატურა, რომელთა შესაკეთებლად აუცილებელია, ჯერ სადიაგნოსტიკო მომსახურების, ხოლო შემდგომ, შეკეთების მომსახურების შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ზემოთ აღნიშნულ თითოეულ პროცედურას, შესაძლოა რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. შესაბამისად, რთულია ასეთ პირობებში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რაც შემდგომში საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
კოლეგებო გთხოვთ გაეცნოთ და მიმდინარე წლის 19 ნოემბრის დღის ბოლომდე მომაწდოთ თქვენი კომენტარები.
From: Revaz Arveladze [mailto:rarveladze@parliament.ge]
Sent: 15 November, 2019 16:45
To: Tamar Gabunia
Subject: პროექტი- შესყიდვები (საუნივერსიტეტო კლინიკა)
მოგესალმებით,
გიგზავნით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილების პროექტს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშნვნები და მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია თქვნი მოსაზრება, რამდენად მიზანშეწონილია საუნივერსიტეტო კლინიკების ნაცვლად ჩაიწეროს სახელმწიფო კლინიკები.
პატივისცემით,
რევაზ არველაძე