მოგესალმებით ბატონო ზაზა,
ქალბატონო მაია,
ბატონო გიორგი,
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო სამინისტროს და სტრუქტურების კორპორატიული დაზღვევის არჩევის პრინციპებს: ბოლო წლის (2017-2018წწ) სადაზღვევო პირობების შემუშავებისას, რომელშიც ჩართული გახლდათ შესაბამისი ადამიანები პრაქტიკულად ყველა უწყებიდან, მოწვეული სადაზღვევო კომპანიების სამედიცინო ხელმძღვანელობასთან ერთად გავიარეთ შემდეგნაირად: აღებულ იქნა სადაზღვევი ინდუსტრიის ყველაზე ლოიალური გამონაკლისები და წესები და შეძლებისდაგვარად იმპლემენტირებული მოქმედ სადაზღვევო პირობებში. ძირითადი პრინციპი გახლდათ არაფერი გამოგვრჩენოდა დაფარვაში (ძრითადად ქრ. დაავადებების გამონაკლისები გაიფილტრა) - რომელიც მნიშვნელოვნად არ გააძვირებდა დაზღვევას და ზედმეტიც არაფერი ყოფილიყო (მაგალითად ამოვიღეთ ბად-ების დაფინანსება, მასაჟები და ამდაგვარი - რომელიც ფასზე ზეგავლენას ახდენდა). გარდა ამისა დაკონკრეტდა გადახდის ვადები, სტენტების ლიმიტები გადაიხედა და ა.შ.
შესაბამისად შეჯერდა პროდუქტი (რომელიც წინა წლების პროდუქტის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს) და ვითხოვთ მხოლოდ ფასებს სადაზღვევოებისგან. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მთლი სადაზღვევო ინდუსტრიის ჭრილში შედარებების წარმოება.
ამჟამად მიღებულია 8 კომპანიის ფასი ჩვენ პროდუქტზე - რასაც გთავაზობთ დანართის სახით. სამი ყველაზე იაფი ფასის კომპანია გადავა მე 2 ეტაპზე და უკვე ინდივიდუალურ რეჟიმში შევეცდებით (როგორც წინა წელს) მივიღოთ მაქსიმალური შედეგი (რაიმე განსაკუთრებული პირობის დამატებით ან ფასის კიდევ შემცირების მიმართულებით) - თუ ამის რესურსი და შესაძლებლობა იქნა.
ყველაზე მეტად ჩვენი თანამშრომლები სარგებლობენ სტანდარტ და კლასიკ დაზღვევებით, ამიტომ, გთხოვთ, თანდართულ ცხრილში "თანამშრომლის" და "საოჯახო" გვერდებს მიაქციოთ ყურადღება. აქვე მინიშნებულია ძველი (ლურჯი ფერით მიმდინარე ფასები და მატება ციფრებში. მწვანე ფერით იაფი ფასები და ბესტსელერი პროდუქტები). - ანუ მოქმედი სადაზღვევო პრემიაც.
სულ ბოლო სტადიაზე ტარდება ე.წ. არჩევნები დადგენილი წესით, რომელშიც მონაწილეობენ მენეჯერული პოზიციის თანამშრომლები - და ხმათა უმრავლესობით ხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. ის რომ მხოლოდ 1 კომპანია იქნება გამარჯვებული - თვითონ სადაზღვევოების მოთხოვნაცაა - რათა გამოირიცხოს ანტისელექცია.
რასაკვირველია თქვენი მოსაზრება მნიშვნელოვანია და ინტერესით დაველოდები, და შევეცდებით მეორე ეტაპის მსვლელობისას შევაჯეროთ.
ჩვენი ვარაუდით ხვალ დღის ბოლოს მივწერთ სადაზღვევოებს მეორე ეტაპის შესახებ.
სრული საინფორმაციო მზაობისთვის -ეს გახლავთ მიმდინარე დაზღვევის ვითარება ციფრებში:
გამომუშავებული პრემია | 866 656 |
| |
სასწრაფო | 9 767 |
გეგმიური ჰოსპიტალიზაცია | 146 667 |
გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია | 68 006 |
ჰოსპიტალიზაცის უბედური შემთხვევის გამო | 7 227 |
ონკოლოგია | 47 618 |
გეგმიური სტაციონარი 1ს/დღე | 26 212 |
გეგმიური ამბულატორია | 337 898 |
გადაუდებელი ამბულატორია | 16 246 |
მედიკამენტები | 301 392 |
ორსულობა/მშობიარობა | 31 520 |
გადაუდებელი სტომატოლოგია | 1 152 |
გეგმიური სტომატოლოგია | 14 195 |
ფონდი | 2 121 |
ჯამი | 1 010 021 |
პატივისცემით,
ლაშა ნიკოლაძე