From : Sofia Kasradze <sofiakas@gmail.com>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : Re: ქრონიკული მედიკამენტები-ოქმი N2
Cc : imargvelashvili@toleal.ge; mlagvilava@moh.gov.ge; dsergeenko@moh.gov.ge; m.songulashvili@rambler.ru; kdzimistarishvili@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; Mariam darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; tabazadze@ssa.gov.ge; nshengelidze@moh.gov.ge; ggvinepadze@vrf.ge; m.bregvadze@psp.ge; vakhtangc@yahoo.com; Dali Trapaidze <dali.trapaidze@gmail.com>; m.shikhashvili@yahoo.com; nkiknadze@curatio.ge; zbokhua@moh.gov.ge; nfmtc@nilc.org.ge; ikamarauli@moh.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge; kakha.okriashvili@gmail.com; Grigori Pirtskhalaishvili <1grigorip@gmail.com>; kakha akhvlediani <kaxabra@yahoo.com>; bdatukishvili@ssa.gov.ge; Tengo Tsuladze <tengiz_31@yahoo.com>; ttsuladze@curatio.ge; bezhan_tsinam@hotmail.com; gkacharava@yahoo.com; gtsotskolauri@moh.gov.ge
Received On : 01.10.2018 23:08
Attachments :

ქ-ნო ეკა, მოგესალმებით,
ანტიეპილეფსიურ წამლებთან დაკავშირებით, თქვენს შეკითხვებზე მოგახსენებთ შემდეგს:
1.   ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ (Valproate Sodium+ Valproic Acid, Carbamazepine, Levetiracetam, Lamotrigine)  - ვფიქრობ, აჯობებს პირველ ეტაპზე შეირჩეს ვალპროატის ერთი ფორმულა, კერძოდ Valproate Sodium რადგან, იგი ორჯერადად მიიღება და გააჩნია მოსახერხებელი დოზირებები (300 მგ-იანი და 500 მგ-იანი აბები);
2.   შესასყიდი რაოდენობების საკითხთან დაკავშირებით: ჩემი აზრით, ტენდერი უნდა გამოცხადდეს მილიგრამების მიხედვით და შეირჩეს აბების ოპტიმალური დოზირებები, კერძოდ:
Valproate Sodium - 300 მგ-იანი აბები და 500 მგ-იანი აბები (ტაბლეტები არ ტყდება, ამიტომ ორნაირი დოზაა საჭირო)
Carbamazepine, -    200 მგ-იანი აბები  (გამოსადეგია ყველა ასაკის პაციენტისთვის, ტაბლეტები ტყდება და შესაძლებელია ნელი ტიტრაცია)
Levetiracetam, -  ოპტიმალურია 500 მგ-იანი აბები (გამოსადეგია ყველა ასაკის პაციენტისთვის, ტაბლეტები ტყდება და შესაძლებელია როგორც ნელი ტიტრაცია, ისე დღიური დოზის შენარჩუნება).
Lamotrigine - საჭიროა 25 მგ-იანი და 100 მგ-იანი აბები (ბავშვებისთვის აუცილებელია დაბალი დოზის აბები; გარდა ამისა, ტაბლეტები ძალზე ძნელად ტყდება და  აუცილებელია ნელი ტიტრაცია, რის გმოც საჭიროა დაბალი დოზების ტაბლეტები, შემდგომში შესაძლებელია მაღალი დოზებით ჩანაცვლება)
რაოდენობების შესახებ ჩასწორებები შევიტანე ცხრილებში (იხ დანართი).
პატივისცემით,
ს. კასრაძე

Sofia Kasradze, MD PhD

Ass. Prof., Caucasus International University

Institute of Neurology and Neuropsychology (INN),

President , Georgian League Against Epilepsy (GLAE)

83/11, Vazha-Pshavela ave., 0186, Tbilisi, Georgia

Tel:        +(995 32) 2912 947

Tel/Fax: +(995 32) 2958 972

E-mail: sofiakas@gmail.com  s.kasradze@inn.org.ge


On Mon, Oct 1, 2018 at 3:14 PM Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,

 

გიგზავნით სამუშაო ჯგუფის მეორე შემაჯამებელი ოქმის პროექტს, რომელშიც გათვალისწინებულია თქვენი შენიშვნები და წინადადებები.

 

ოქმი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

 

1.       ანტიაგრეგანტების (კარდიომაგნილი) დამატება

2.       სტატინების (ატორვასტატინი განსახვავებული დოზებით) დამატება

3.       პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტების (ნაკომი და მადოპარი) დამატება

4.       ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების (Valproate Sodium+ Valproic Acid, Carbamazepine, Levetiracetam, Lamotrigine) დამატება

 

ასევე, გათვლილია მედიკამენტების შესასყიდი რაოდენობები:

1.       გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტების შემთხვევაში, შეთანხმდა მედიკამენტები შესყიდულ იქნას საშუალო წლიური რეალიზაციის 30%-იანი ოდენობით

2.       პარკინსონის შემთხვევაში, 1000 პაციენტისთვის განისაზღვრა მედიკამენტების წლიური საჭიროება ნაკომი/მადოპარი 80%/20% პროპორციით, ხოლო პირველ ეტაპზე შესასყიდად გამოითვალა ამ რაოდენობის 30%

3.       რაც შეეხება ეპილეფსიას, შესასყიდი რაოდენობების საკითხი ამ ეტაპზე არის ღია და სასწრაფოდ შესათანხმებელი. ოქმში მოყვანილია ააიპ-ის მოსაზრება (რითაც ისინი ეთანხმებიან ს. კასრაძის გათვლებს), რომ ტენდერი გამოცხადდეს მგ-ზე და არა აბებზე. მათ მიერ მოწოდებულია საშუალო წლიური რაოდენობები მილიგრამებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სატენდერო ტექნიკური დავალებებისთვის ჩასაშლელი იქნება რომელი ფორმა (რა დოზებით) უნდა შეისყიდოს სააგენტომ და რა რაოდენობით.

 

ქალბატონო სოფიო (კასრაძე), გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია ააიპის წინადადებასთან დაკავშირებით და ასევე, დაგვეხმაროთ ოქმის ბოლო ცხრილის (ცხრილი შესავსები) შევსებაში მოცემული მედიკამენტების (დოზების შესაბამისად) წლიური საჭიროების განსაზღვრით.

 

 

სამუშაო ჯგუფის წევრებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ოქმი ჩაითვლება შეთანხმებულად და აიტვირთება მოხსენებითი ბარათით.

 

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

ეკატერინე ადამია

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა  

და პროგრამების სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110