From : Irina Gobejishvili <IGobejishvili@ssa.gov.ge>
To : Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>
Subject : Re: ქრონიკული მედიკამენტები
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Levan Gogodze <lgogodze@gmail.com>; lgogodze@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge
Received On : 25.07.2019 12:15

ბესო მოგესალმები,
 
დეტალურად გავიარე შენი გადმოგზავნილი ბაზრის კვლევის შედეგები. სამწუხაროდ შემოთავაზება დაფიქსირდა მხოლოდ პსპ ფარმას მხრიდან, ისიც მოწოდების 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე პერიოდზე. არსებული მარაგებიდან გამომდინარე და ორშაბათიდან მოსალოდნელი მომართვიანობის რიცხვის გაზრდიდან გამომდინარე, ხომ არ აჯობებს დავტოვოთ ეს შემოთავაზება ძალაში და იმ კვირიდან მარაგების ხელახალი გადათვლიდან გამომდინარე გამოვაცხადოთ ახალი ტენდერები მოწოდების ადრიან პერიოდზე (თუ ვიპოვეთ ასეთი მომწოდებელი). შესაძლებელია შესასყიდი რაოდენობა არ იყოს დიდი და მოქმედების ვადებზე მოთხოვნები დავწიოთ ზოგ პოზიციაზე მაგ:9 თვემდე.
 
ამ წინანდადების დაკარგვისაც მეშინია სულ უწამლოდ არ დავრჩეთ 
 
 
 
პატივისცემით,

ირინა გობეჯიშვილი

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს
მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით
უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

მობ: 599 22 59 82
 
-----Original Message-----
From: "Besik Datukishvili"
To:
Cc: "'Giorgi Tsotskolauri'" , "'Levan   Gogodze'" , , , ,
Date: Tue, 23 Jul 2019 09:12:41 +0400
Subject: ქრონიკული მედიკამენტები
 
დილა მშვიდობისა, პატივცემულო კოლეგებო!
 
გაცნობებთ, რომ ა. წ. 22 ივლისის 18 საათზე ამოიწურა, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზოგიერთი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ბაზრის კვლევის ვადა.
 
კვლევის ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტები:
 
ü  Enalapril maleate - 20 მგ ტაბლეტი;
ü  Amlodipine - 5 მგ ტაბლეტი;
ü  Clopidogrel - 75 მგ ტაბლეტი.
პოტენციურ მიმწოდებლებს უნდა დაეფიქსირებინათ: (ა) ერთეულის ღირებულება; (ბ) წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი; (გ) საქონლის მოწოდების ვადები.
 
პასუხად მივიღეთ მხოლოდ შპს „პსპ ფარმას“ შემოთავაზება, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს. გარდა ამისა, სს „გეფამ“ მოგვწერა, რომ: „კომპანია ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნილი მედიკამენტების მოწოდებას და შესაბამისად განფასებას“.
 
ქალბატონო ირინა,
გთხოვთ, განიხილოთ - რამდენად მისაღებია პოტენციური მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული შემოთავაზება.
 
გმადლობთ წინასწარ.
 
 
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742