| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: შტატგარეშეების შეთანხმება |
| Cc : | tmodebadze@ssa.gov.ge; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; tpirvelashvili@moh.gov.ge; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.01.2019 15:01 |
მოგესალმებით კოლეგებო,
დამატებით გაცნობებთ, რომ ბატონი გიორგი წოწკოლაურის ჩართულობით, დღეს აიტვირთა ხელმოსაწერებში მოცემული გამონაკლისები და ხვალ გვპირდებიან ხელმოწერილების გადმოგზავნას.
მიღებისთავე გადმოგიგზავნით.
პატივისცემით,
ნათია
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც მოგეხსენებათ მთავრობაზე შესათანხმებლად წარდგენილია ჩვენი სისტების ორგანოებისთვის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობების საკითხი, კერძოდ:
- სსიპ - წამლის სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება
-სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება
-სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება
-სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება
-სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება
-სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და საშუალო შრომის ანაზღაურების შეთანხმება
გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა ამ კვირაში არ იქნება და კიდევ არ ვიცით ჯერ როდის ჩაინიშნება, მნიშვენლოვანია კომუნიკაცია განვახორციელოთ კანცელარიის ხელმძღვანელობასთან (კ.კახიშვილი) რომ ჩვენს მიერ წარდგენილი ზემოხსენებული საკითხების ელექტრონულად დატრიალება მოხერხდეს დროულად.
ანუ, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებების გაოფრმებულია 30 იანვრამდე, და თანაც ზემოხსენებული საკითხები, თავისი შინაარსობრივი დატვირთვით არ წარმოადგენს სხდომის ფორმატში განსახილველ თემებს (ანუ ისედაც ელექტრონულად მისაღები საკითხებია) მიზანშეოწნილია კანცელარიამ უკვე დაიწყოს ხელმოსაწერად ატვირთვა, რომ 30 იანვრისთვის უკვე გვქონდეს შესაბამისი განკარგულება თანამშრომელთა უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
გთხოვთ ჩაერთოთ ამ საკითხში.
პატივისცემით,
ნათია