; lgogodze@ssa.gov.ge
Cc: kchkhartishvili@ssa.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge
Date: Fri, 15 May 2020 16:40:15 +0400
Subject: 2020 წლის მედიკამენტების შესყიდვის მეორე ეტაპის ბაზრის კვლევა
მოგესალმებით კოლეგებო,
ქალბატონო თამარ,
როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის/სამკუნალო საშუალებების შესყიდვას „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების ფარგლებში, თქვენდამი დაქვემდებარებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მიერ, ფარმაცევტულ პროდუქტზე/სამკუნალო საშუალებაზე წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტაცია კი ყოველი შესყიდვისათვის, ინდივიადუალურად თითოეული ტენდერის გამოცხადებამდე წარედგინება სატენდორო კომისიას, რომლის დამტკიცებაც ხდება სატენდერო კომისიის №1 ოქმით.
საჭიროებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე ეკონომიკური დეპარტამენტი იწყებს ბაზრის კვლევის პროცედურებს, ზემოაღნიშნული, წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
თანდართულ Excel ფაილში ასახულია თითოეული ფარმაცევტული პროდუქტისთვის/სამკუნალო საშუალებისთვის ის მოთხოვნები რაც გადმოგზავნილი იქნა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მიერ და რომლის საფუძველზე იგეგმება ბაზრის კვლევა.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროთ, მისაღებია თუა არა ფაილში მითითებული, ფარმაცევტული პროდუქტის/სამკუნალო საშუალების მოთხოვნები: ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვა.
განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი შენიშვნები წარმოგვიდგინოთ ეკონომიკურ დეპარტამენტს, რათა დროულად მოვახდინოთ ბაზრის კვლევის პროცედურების დაწყება.