From : Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : Re: C ჰეპატიტის მართვა-2020 წლის პროექტი
Cc : tt@aidscenter.ge; akakiabutidze@yahoo.com; Lali Sharvadze <sharvadzel@yahoo.com>; Vakho Kerashvili <vakhoker@yahoo.com>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>; Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>; Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>; kchkhartishvili@ssa.gov.ge; tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>; Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Received On : 27.12.2019 05:39

მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ჩვენი დაწესებულების მოსაზრებას ამ ცვლილებასთან დაკავშირებით:

კონფირმაციული კვლევებისა და გენოტიპირების ცენტრალიზების მცდელობის წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ უფრო მოქნილ და ეფექტურ სისტემას წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში სინჯების დინების დღეისათვის მიღებული სქემა, კერძოდ,  ამ პროცესში ე.წ. რეფერალური კლინიკური ლაბორატორიების ჩართულობა. შესაბამისად, ჩვენის აზრით, სისხლის ნიმუშების დაარქივებაც უნდა განხორციელდეს დღეისათვის არსებული სქემის მიხედვით, რაც გულისხმობს დაარქივების საიტებად არა მარტო ლუგარის ლაბორატორიის ბაზის გამოყენებას, არამედ რეფერალური კლინიკური ლაბორატორიების ბაზების გამოყენებასაც.

რეფერალური კლინიკური ლაბორატორიები დღეის მდგომარეობით აწარმოებენ პროგრამით გაწერილი სერვისის განმახორციელებელი დაწესებულებების მომსახურებას მათთვის კონფირმაციული კვლევების ჩატარების კუთხით და, შესაბამისად, დამატებითი დანახარჯების გარეშე, შეძლებენ რეინფექციის დასადასტურებლად მათ ბაზაზე შენახულ სინჯებზე დამატებითი კვლევის ჩატარებას (ვირუსის განმეორებითი გენოტიპირება).

ყველა სინჯის ლუგარის ცენტრში გადაგზავნის შემთხვევაში მოსალოდნელია გაცილებით მეტი სირთულეები და დანახარჯები, ვიდრე კლინიკური ცენტრების მიერ ამ ფუნქციის თავის თავზე აღების შემთხვევაში. გასათვალისწინებელია ასევე ეთიკური საკითხები პაციენტების კლინიკური სინჯების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გადაგზავნასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს დამატებითი ინფორმირებული თანხმობის მიღების რეგულაციურ სამუშოებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ დადგენილებაში უნდა შევიდეს შემდეგი დამატება (დამატებითი ტექსტი ხაზგასმულია) „ა.ა.ა.მ) ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ა.ა.გ.ე“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ,,ა“ ქვეპუნქტის  ,,ა.ა.ა.დ“, ,,ა.ა.ა.ვ“, ,,ა.ა.ა.თ“ და ,,ა.ა.ა.კ“ ქვეპუნქტების ფარგლებში, მიმწოდებელი, კონფირმაციული კვლევის ჩატარებასთან ერთად, ახორციელებს პაციენტისთვის სისხლის ნიმუშის აღებას, ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ალგორითმის – „სისხლის   აღების,   ალიქვოტების   მომზადებისა   და   ტრანსპორტირების   წესის“   შესაბამისად   და უზრუნველყოფს სისხლის ნიმუშის მიწოდებას ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიაში ან შესაბამის კლინიკურ ლაბორატორიაში გეოგრაფიული პრინციპით; ამასთან, პროგრამის მე-4 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლებისგან, გარდა პროგრამის მე-4 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, სისხლის ნიმუშების მოგროვებასა და ლუგარის ცენტრში ან შესაბამის  კლინიკურ ლაბორატორიაში მიწოდებას ახორციელებს ცენტრი;“.

გმადლობთ
მაია

Maia Butsashvili, MD, MS, PhD
Director
Health Research Union (HRU)
47 Tashkenti str. Tbilisi 0177 Georgia
Tel: 995 32 2144447
 
 


On Tue, Dec 24, 2019 at 3:46 PM Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,

 

შესათანხმებლად გიგზავნით C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის 2020 წლისათვის ცვლილების პროექტს. პროექტში მოცემულია რამდენიმე სიახლე, მათ შორის, პანგენოტიპურ წამალზე გადასვლა, გენოტიპის კვლევის ამოღება დიაგნოსტიკური ალგორითმიდან, სისხლის ნიმუშების დაარქივება შემდგომში რეინფექციების გამოსავლენად/დასადასტურებლად, ასევე, ტუბერკულოზის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონფირმაციული კვლევის ჩატარების შესაძლებლობა ჯინექსპერტ აპარატზე დონორული კარტრიჯების მიწოდებით (შესაბამისი ფინანსური კოდით).

გთხოვთ, განიხილოთ და უმოკლეს ვადაში მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები.

 

მადლობა.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

ეკატერინე ადამია

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110