English will follow,
პატივცემულო კოლეგებო,
მიმაგრებული ფაილის სახით გიგზავნით დამატებით ინფორმაციას/განმარტებებს სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვა მოხდება 2 მარტის შეხვედრის დროს.
მადლობა შენიშვნებისთვის.
პატივისცემით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ტელ.: +995 599 49 76 71
Dear Colleagues,
Please find attached additional information/explanations to the agenda topics of the meeting that will take place on March 2, 2020.
Thank you for your remarks.
With regards,
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories,
Labour, Health and Social Affairs of Georgia
IDPs, Ecomigrants and Livelihoods Agency LEPL
Tel.: 599 49 76 71
Dear Madam/Sir,
We express our gratitude for inviting UNHCR to the Meeting of the Technical Expert Group on Durable Housing Solutions for IDPs and we accept the invitation. For the preparatory purposes, we kindly ask you to share with us additional background information about the proposed changes to the criteria as per past practice.
Furthermore, we would like to get an update on the future activities of other TEGs that were operational under the former Ministry in order to plan UNHCR’s further engagement in the working process of TEGs considering the human resources and the expertise.
Best regards,
Tornike Tsagareishvili
მოგესალმებით,
პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს მიერ დაგეგმილი ცვლილებები მართლაც ვრცელია, მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებისა და შემდგომში მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, უმჯობესი იქნებოდა შესაბამისი პროექტის ან სხვა სამუშაო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების მოწოდება.
პატივისცემით,
|
|
|
English will follow
პატივცემულო კოლეგებო,
გვინდა მოგიწვიოთ სამუშაო შეხვედრაზე 2 მარტს, 11 საათზე (თამარაშვილის ქ. 15ა, ყოფილი დევნილთა სამინისტროს შენობა, მე-6 სართული), შემდეგი საკითხების განხილვის მიზნით:
1. გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართის 5 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის საკითხი;
2. გრძელვადიანი განსახლების მიზნით შეთავაზებულ ფართზე უარის შემთხვევაში, განაცხადის განხილვაზე 5 წლიანი მორატორიუმის დაწესების საკითხი;
3. გრძლევადიანი განსახლების მიზნით დევნილი ოჯახის სულადობის მიხედვით საცხოვრებელი ფართის ზომების სტანდარტების შეცვლის საკითხი;
4. გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გაკეთებლი განაცხადების შემთხვევაში მხოლოდ ბოლოს გაკეთებული განაცხადის მხედველობაში მიღების საკითხი;
5. საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხი;
6. გრძელვადიანი განსახლების მიზნით ერჯერადი ფულადი კომპენსაციის საკითხი;
7. სახლმწიფოს რომელიმე სხვა დაწესებულების მიერ საცხოვრებელი ფართით დევნილის უზრუნველყოფის შემთხვევაში, მისი როგორც დევნილის, სახელმწიფოსაგან სხვა დამატებითი ფართით უზრუნველყოფის აღარ განხილვის საკითხი (ასეთი დევნილი
ოჯახი ჩაითვლება გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებულად);
8. გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართის სიდიდის განსაზღვრის დროს მხოლოდ დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის წევრების გათვალისწინების საკითხი;
9. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში ცვლილების შეტანის საკითხი.
თუ გსურთ დღის წესრიგში დამატებით სხვა საკითხის შეტანა, გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ წინასწარ.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
ტელ.: +995 599 49 76 71
Dear Colleagues,
We would like to invite you to a working meeting which will take place on March 2, 2020, 11 A.M., at 15a Tamarashvili st (former MRA building, 6th floor) in order to discuss the following topics:
1. Prohibiting to IDP families reselling of living spaces during 5 years, which were transferred by state into their property;
2. If an IDP family refuses to accept an offered living space as a Durable Housing Solution (hereafter – DHS), their application will not be examined during next 5 years;
3. In the process of providing DHS, changing living space standard for IDP families based on family size;
4. When multiple applications for DHS are made by an IDP family, only the most resent one will be considered;
5. Building houses on lands, which are registered into IDP property;
6. One-off financial assistance to IDP families with the purpose of DHS;
7. If an IDP family is accommodated by other state institutions, they will be considered as accommodated under DHS;
8. In the process of providing DHS to IDPs, taking into consideration only family members which have an IDP status;
9. Modifying DHS housing criteria.
Should you like to add a new topic to the agenda, please let us know in advance.
Thank you very much for cooperation.
With regards,
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories,
Labour, Health and Social Affairs of Georgia
IDPs, Ecomigrants and Livelihoods Agency LEPL
Tel.: 599 49 76 71