From : Anton Obolashvili <anton@globalpharm.ge>
To : giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Subject : Re: somatropin
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Nato Balakhashvili <registration@worldmedicine.ge>; tariel ishkhneli <tishkhneli@ssa.gov.ge>; Natia Urushadze <lawyer@worldmedicine.ge>
Received On : 09.05.2020 19:46
Attachments :

საღამო მშვიდობის გიორგი,
სამწუხაროდ მასეა, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ექსპორტის ნებართვა და ვარ ყოველდრიურ მოლოდინში.
რას  ვიზამთ და რა გაეწყობა, რა თქმა უნდა პაციენტებს მოლოდინის რეჟიმში ვერ დააყენებთ და მიხარია რომ მოხერხდა უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული პრეპარატის შემოტანა და პაციენტებზე მიწოდება, მივწერე ჩემს პარტნიორებს ეგვიპტეში რომ ჩახსნან ეს საკითხი და უკან გაითხოვონ ექსპორტის ნებრთვაზე განაცხადი. 
გიორგი, მინდოდა რაღაც წვლილი შემეტანა მაგრამ რა გაეწყობა, ამ პერიოდში ყველა მიმართულებას აქვს შეფერხებები და ამის ფონზე ვერ შედგა ამ მიმართულებით თანამშრომლობა. 
გისურვებთ წარმატებებს. 

 
Best Regards
 
Anton Obolashvili 
Founder
 

 
 
13A  Almasiani / 8, Berbuti Str.
Tbilisi 0171, Georgia
T.: (+995 32) 2 21 28 13; 2 21 28 14
F.: (+995 32) 2 21 28 12
M.: (+995 577) 96 96 96
E.: anton@globalpharm.ge
 

 
 

On 9 May 2020, at 08:12, giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge> wrote:

 
მოგესალმებით ბატონო ანტონ,
 
მადლობას გიხდით გამოხატული მხარდაჭერის მზადყოფნისთვის.
 
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარე ეტაპზე ეგვიპტის მხრიდან ჯერ კიდევ არ არის მზად დოკუმენტი ზრდის ჰორმონის ექსპორტის ნებართვასთან დაკავშირებით.
 
ამასთან, გვინდა გაცნობოთ, რომ სოციალურმა მომსახურების სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს უკვე 9 მაისს შეძლო და ქვეყანაში შემოიტანა უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ზრდის ჰორმონის გარკვეული რაოდენობა, სამკურნალო საშუალება - სომატოტროპინი (სავაჭრო დასახელებთ Norditropin@NordiFlex 10 mg/1.5 ml , მწარმოებელი Novo Nordisk A/S, დანია) საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შრიც –კალამში.
 
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სრულიად უფასოდ, დღეიდან უკვე ხელმისაწვდომი ხდება აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის მიღება. ამასთანავე საქართველოს შესაბამისი სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პაციენტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიღებენ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ ზრდის ჰორმონს (საინექციო ხსნარს წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში), მომავლში მისი სხვა სამკურნალო პრეპარატით ჩანაცვლება მიზანშეწონილი არ იქნება.
 
ვითვალისწინებთ რა დღევანდელ მოცემულობასა და ექსპერტების მისაზრებას, ჯანდაცვის სისტემა გამოხატავს მზადყოფნას, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები მომავლშიც უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული პრეპარატით.
 
ყოველივე ზემოაღნუშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტეში არსებული სომატოტროპინი არ არის დამზადებული წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში, ამასთანავე მიმდინარე ეტაპზე აღარ წარმოადგენს დამატებითი რაოდენიბის ზრდის ჰორმონის ქვეყანაში შემოტანა გადაუდებელ აუცილებლობას, მოგმართავთ თხოვნით, შეაჩეროთ ეგვიპტიდან სამკურნალო საშუალების საქართველოში იმპორტის პროცედურები.
 
კიდევ ერხელ, მადლობას გიხდით შემოთავაზებული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
 
Best regards,
George Gelashvili
Ministry of Internally Displaced Persons From The Occupied Territories, Labour, Health and Social affairs of Georgia
Lepl Social Service Agency
Head of Internal Audit Service
 
144, Ak.Tsereteli ave., Tbilisi, 0159, Georgia
Mob: +995  (599)  44 61 44
 
 
-----Original Message-----
From: Anton Obolashvili <anton@globalpharm.ge>
To: giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Cc: Nato Balakhashvili <registration@worldmedicine.ge>, tariel ishkhneli <tishkhneli@ssa.gov.ge>, Natia Urushadze <lawyer@worldmedicine.ge>
Date: Mon, 4 May 2020 21:49:05 +0400
Subject: Re: somatropin

მოგესალმებით ბ-ნო გიორგი,
დღეს მომწერეს ეგვიპტედან , რომ ზეგისთვის ველოდებით ნებართვასო, ნებართვის მიღების შემდეგ კი მაცნობებენ შემდეგ ნაბიჯებს, იმედია ზეგ გვექნება და ამ კორონავირუსისგან გამოწვეული შეფერხება კიდევ არ გაგრძელდება. 
გაცნობებთ დამატებით. 

 
Best Regards
 
Anton Obolashvili 
Founder
 

 
 
13A  Almasiani / 8, Berbuti Str.
Tbilisi 0171, Georgia
T.: (+995 32) 2 21 28 13; 2 21 28 14
F.: (+995 32) 2 21 28 12
M.: (+995 577) 96 96 96
E.: anton@globalpharm.ge
 

 
 
 
On 27 Apr 2020, at 19:20, ggelashvili@ssa.gov.ge wrote:
 
მოგესალმებით, 
 
მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის და აქვე თხოვნა გვაქვს, ჩვენმა სპეციალისტებმა მოითხოვეს მწარმოებლის ინსტრუქცია და ხარისხის სერთიფიკატი, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული დოკუმენტაცია , იქნებ მოგვაწოდოთ.
 
მადლიბა წინასწარ.
 
გამომგზავნი: Anton Obolashvili <anton@globalpharm.ge>
გაგზავნილი: ორშაბათი, 27 აპრილი, 2020, 14:59
მიმღები: giorgi gelashvili
ასლი: Nato Balakhashvili; tishkhneli@ssa.gov.ge; Natia Urushadze
თემა: Re: somatropin

გიორგი მოგესალმებით,
კვლავ ვართ ექსპორტის ნებართვის მოლოდინში, დღევანდელი სტატუსია “მიმდინარეობს განხილვის პროცესი”. 
როგორც კი გამოვა ნებართვა ეგრევე მაცნობებენ. 
მადლობა. 

 
Best Regards
 
Anton Obolashvili 
Founder
 

 
 
13A  Almasiani / 8, Berbuti Str.
Tbilisi 0171, Georgia
T.: (+995 32) 2 21 28 13; 2 21 28 14
F.: (+995 32) 2 21 28 12
M.: (+995 577) 96 96 96
E.: anton@globalpharm.ge
 

 
 
 
On 23 Apr 2020, at 19:53, giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge> wrote:
 
მოგესალმებით,
 
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!
 
მადლობა ინფორმაციისთვის, რა ეტაპზე ვართ ? ჩვენი დახმარება გჭირდებათ რომელიმე საკითხზე ?
 
From: Nato Balakhashvili <registration@worldmedicine.ge> 
Sent: Thursday, April 23, 2020 3:28 PM
To: tishkhneli@ssa.gov.ge; 'giorgi gelashvili' <ggelashvili@ssa.gov.ge>
Cc: 'Natia Urushadze' <lawyer@worldmedicine.ge>; 'Anton Obolashvili' <anton@globalpharm.ge>
Subject: RE: RE: somatropin
 
გიორგი მოგესალმებით. 
 
მე გახლავართ ნატო ბალახაშვილი, რეგისტრაციების მენეჯერი. გიგზავნით, სომატროპინის დასკანერებულ ინგლისურენოვანანოტაციას. ქართულ ენაზე გადასათარგმნად უკვე გადაგზავნილია, როგორც კი იქნება მოგაწვდით. 
 
 
 
პატივისცემით, 
 
Nato Balakhashvili
Registration Manager
 
Official Representation of
World Medicine Ltd. in Georgia
22, Tashkent St., 0160, Tbilisi, Georgia
Phone/Fax: +995(32)313-194/195/196
Mob.:+995(577)144-140
www. worldmedicine.ge
 
From: tishkhneli@ssa.gov.ge [mailto:tishkhneli@ssa.gov.ge] 
Sent: Thursday, April 23, 2020 3:21 PM
To: giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Cc: Natia Urushadze <lawyer@worldmedicine.ge>; Nato Balakhashvili <registration@worldmedicine.ge>; Anton Obolashvili <anton@globalpharm.ge>
Subject: Re: RE: somatropin
 

მოგესალმებით ბატონო ანტონ, როგოც ჩვენთვის გახდა ცნობილი მისაღებია ეგ პრეპარატი და იქნებ ანოტაცია დღესმოგვაწოდოთ თუ გაქვთ ქართულ ენაზე თუ არა და ინგლისურიც გამოდგება.
მადლობა
--
Sent from Outlook Email App for Android
ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020, 00:30PM +04:00 from giorgi gelashvili ggelashvili@ssa.gov.ge: 
 
მადლობა ბატონო ანტონ,
 
გილოცავთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. 
 
From: Anton Obolashvili <anton@globalpharm.ge> 
Sent: Thursday, April 16, 2020 12:26 PM
To: giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Cc: tishkhneli@ssa.gov.ge; Natia Urushadze <lawyer@worldmedicine.ge>; Nato Balakhashvili <registration@worldmedicine.ge>
Subject: Re: somatropin
 
დიდი მადლობა გიორგი, გასაგებია ყველაფერი.
გადავუგზავნი მწარმოებელს ამ ჩამონათვალს რომ მოამზადონ და გამოაგზავნონ, რაც შეეხება აქ მოსამზადებლდოკუმენტაციას ჩვენ თქვენთან შეთანხმებით ვიმოქმედებთ
Cc-ში ვსვამ ჩვენ იურისტს ნათია ურუშაძეს ( 577 954747 ) და რეგისტრაციების მენეჯერს ნატო ბალახაშვილს ( 577 144140 ), რომლებიც იქნებიან  კავშირზე და ყველა ადგილზე მოსამზადებელ დოკუმენტაციას გაამზადებენ თქვენთან შეთანხმებით, მინდა გთხოვოთ რომ მიმოწერაში Cc-ში ჩავსვათ ხოლმე ნათია და ნატოც
წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრჭყინვალე დღესასწაულს
 
Best Regards
 
Anton Obolashvili 
Founder
 


 
 
13A  Almasiani / 8, Berbuti Str.
Tbilisi 0171, Georgia
T.: (+995 32) 2 21 28 13; 2 21 28 14
F.: (+995 32) 2 21 28 12
M.: (+995 577) 96 96 96
E.: anton@globalpharm.ge
 


 
 
 
On 16 Apr 2020, at 12:16, giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge> wrote:
 
მოგესალმებით ბატონო ანტონ,
 
ქვემოთ მოცემული დოკუმენტების ჩამონათვალიდან ყველა საჭიროა რეგულირების სააგენტოში წარსადგენად განცხადებასთან ერთად, თქვენი კომპანიის მიერ, კერძოდ რომელი დოკუმენტი მზადდება საქართველოში და რომელია მწარმოებლის მიერ გამოსაგზავნი შევეცდებით ნათლად ავსახო მოცემულ წერილში: 
 
 
ა) განაცხადი დონორის წარმომადგენელი ორგანიზაციიდან (თუ შემომტანი არის დონორი ორგანიზაცია) და სამკურნალო საშუალებების ნუსხის ელექტრონული ვერსია დისკეტაზე;
ადგილზე მოსამზადებელი და თქვენი კომპანიის მიერ  წარმოსადგენი ( ნუსხის ელექტრონული ვერსიას დისკეტაზე თუ რა უნდა ჩაიწეროს მაგალითის სახით ჩვენ მოგაწვდით)
 
ბ) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მათი წინასწარი შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნებისა და სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მწარმოებელ ქვეყანაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; (2.12.2010 N 391/ნ) 
(მწარმოებლის მიერ მოსამზადებელი და გამოსაგზავნი)
 
გ) სამკურნალო საშუალებების ჰუმანიტარული მიზნით განაწილების გრაფიკი და ჰუმანიტარული მიზნით შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (შეთანხმება, ხელშეკრულება, ოფიციალური წერილი და ა.შ.);
თქვენი კომპანიის მიერ წარმოსადგენი ( განაწილების გრაფიკსაც ჩვენ მოვამზადებთ და მოგაწვდით)
 
დ) ინფორმაცია სამკურნალო საშუალების გამოყენების წესის შესახებ;
(მწარმოებლის მიერ მოსამზადებელი და გამოსაგზავნი) (აღნიშნული ადილზე უნდა ითარგმნოს ქართულად)
 
ე) სამკურნალო საშუალების ხარისხის სერტიფიკატის ასლი ან/და სამკურნალო საშუალების საერთაშორისო სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს (შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები, სპეციალური მარეგულირებელი ორგანოები) მიერ.
(მწარმოებლის მიერ მოსამზადებელი და გამოსაგზავნი) (გაცემული კონკრეტულად ფარმაცევტული პროდუქტის იმ სერიაზე რასაც გამოაგზავნიან, აღნიშნული ადილზე უნდა ითარგმნოს ქართულად)
 
 
 
From: Anton Obolashvili <anton@globalpharm.ge> 
Sent: Wednesday, April 15, 2020 10:05 PM
To: giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge>
Cc: tishkhneli@ssa.gov.ge
Subject: Re: somatropin
 
საღამო მშვიდობის გიორგი,
მადლობა წერილისთვის.
იქნება უფრო ადვილი თუ გავმიჯნავთ ჩამოთვლილ დოკუმენტაციას ანუ მომწერეთ გამიჯნულად  თუ რა დოკუმენტაციაუნდა მოგვაწოდოს მწარმოებელმა და რა დოკუმენტაცია უნდა შევადგინოთ ადგილზე ჩვენ, ეს გააიოლებს საქმეს და სწორდელეგირებას გავაკეთებ, რომ ყველა დოკუმენტაცია დროულად მომზადდეს
გისურვებთ ჯენმრთელობას

 
Best Regards
 
Anton Obolashvili 
Founder
 

 
 
13A  Almasiani / 8, Berbuti Str.
Tbilisi 0171, Georgia
T.: (+995 32) 2 21 28 13; 2 21 28 14
F.: (+995 32) 2 21 28 12
M.: (+995 577) 96 96 96
E.: anton@globalpharm.ge
 

 
 
 
On 15 Apr 2020, at 17:22, giorgi gelashvili <ggelashvili@ssa.gov.ge> wrote:
 
მოგესალმებით ბატონო ანტონ,
 
გიგზავნით იმ დოკემტების ჩამონათვალს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბერი ბრძანება №327/ნ) https://matsne.gov.ge/ka/document/view/86650?publication=6 )) საჭიროა ჰუმანიტარული მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით, არაკომერციული მიზნით შემოტანისთვის, კერძოდ:
 
1. სამკურნალო საშუალებების შემოტანის თაობაზე დასკვნის მომზადების საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის განცხადება. 
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს: 
ა) განაცხადი დონორის წარმომადგენელი ორგანიზაციიდან (თუ შემომტანი არის დონორი ორგანიზაცია) და სამკურნალო საშუალებების ნუსხის ელექტრონული ვერსია დისკეტაზე; 
ბ) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მათი წინასწარი შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნებისა და სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მწარმოებელ ქვეყანაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; (2.12.2010 N 391/ნ) 
გ) სამკურნალო საშუალებების ჰუმანიტარული მიზნით განაწილების გრაფიკი და ჰუმანიტარული მიზნით შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (შეთანხმება, ხელშეკრულება, ოფიციალური წერილი და ა.შ.); 
დ) ინფორმაცია სამკურნალო საშუალების გამოყენების წესის შესახებ; 
ე) სამკურნალო საშუალების ხარისხის სერტიფიკატის ასლი ან/და სამკურნალო საშუალების საერთაშორისო სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს (შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურები, აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციები, სპეციალური მარეგულირებელი ორგანოები) მიერ.
 
 
Best regards,
 
George Gelashvili
 
Ministry of Internally Displaced Persons From The Occupied Territories, Labour, Health and Social affairs of Georgia
Lepl Social Service Agency
Head of Internal Audit Service
 
144, Ak.Tsereteli ave., Tbilisi, 0159, Georgia
Mob: +995  (599)  44 61 44