ბატონო გიორგი,
მიზანშეწონილია გადაიხედოს პროგრამის ფარგლებში ამა თუ იმ კატეგორიის ბენეფიციართა მომსახურების პირობები, მაგალითად:
ა) ბარიატრიული ოპერაციები. ამ ეტაპზე NICE გაიდლაინის მიხედვით, ბარიატრიული ოპერაცია წარმოადგენს პირველი რიგის ჩვენებას იმ პაციენტებისთვის რომელთა BMI (სხეულის მასის ინდექსი ) 50% აღემატება.
|
JDSF97 - სხვა bariatric (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე ლაპარასკოპიული მეთოდით
|
|
JDSF96 - სხვა bariatric (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე
|
ბარიარიული ოპერაციების სხვა მოდიფიკაციებიც არსებობს (JDSF სხვა კოდები), რომელიც ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში იაშვიათად გვხვდება.
ბ)დადგენლების დანართი 1.1 და დანართი 1.4-ის პირობებით მოსარგებლეებისათვის არ ექვემდებარება ანაზღაურებას „აბლაციის“ ხარჯები, თუმცა დანართი 1.3-ს მოსარგებლეებისათვის აღშნინული მომსახურება გამონაკლისს არ წარმოადგენს. კარდიოლოგიური პროფილის აბლაციის გამოყენებით ზოგიერთი ფორმის რიტმის დარღვევის საბოლოოდ განკურნებაა შესაძლებელი. მაგრამ აღნიშნული მეთოდი გამოიეყენება ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზის დროს და დაფინანსებას ექვემდებარება საპენსიოასაკი პირების თვის, პედაგოგებისთვის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის.
|
PHSP73 - ქვედა კიდურის პერფორანტული ვენის ინტრავასკულარული ლაზერული რადიოაბლაცია
|
|
PHSP71 - დიდიკანქვეშა ვენის ინტრავასკულარული ლაზერული რადიოაბლაცია
|
|
PHSP79 - სხვა ვენის ინტრავასკულარული ლაზერული რადიოაბლაცია
|
მკურნალობის ალტერნატიული შედეგიანი მეთოდების არსებობისას, გადასახედია არაკარდიოლოგიური პროფილის აბლაციის დაფინანსება, დანართი 1.3 პირობებით მოსარგებლეთათვის.