მედიამონიტორინგი 01.10.2018
ტელევიზია
01.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა TV1
ფარმაცევტული სექტორი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში წამყვანი წილი (36% ) კვლავ მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს. წამლების ძირითადი დამფინანსებელი შინამეურნეობებია (97%), ხოლო სახელმწიფოს წილი მცირეა (1%). რადგან მედიკამენტებზე დანახარჯი ზრდის ტემპით ხასიათდება, ფონდ კურაციოს მკვლევარები პროგნოზირებენ, რომ მოსალოდნელია 2022 წლამდე დანახარჯი წელიწადში საშუალოდ 7,5%-ით გაიზრდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586659
---
01.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
ფარმაცევტული პრეპარატების, პარფიუმერიის, ჰიგიენური პროდუქტების და ბექწვეულის წ რმოება- ეს მცირე ჩამონათვალია იმ საქმიანობებისა, რომლებიც საქართველოს დადგენილებით რისკის შემცველად გამოცხადდა. მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის ვადა 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში იუსტიციის სახლში მრავალსაათიანი რიგები შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსურველთა უპრეცენედნტო რაოდენობის გამო რეგისტრაცია 30 ოქტომბრამდე გადაიდო. გადაცემის სტუმარია ჯადნაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე
https://www.imedi.ge/ge/video/28566/riskis-shemtsveli-samushaoebi
---
30.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
კანონით არავის აქვს უფლება, ბავშვი აიძულოს, რომ იმათხოვროს. ამის მიუხედავად ასეთები ჩვენს ქვეყანაში ასეულობით არიან და ვერცერთი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ამ ბავშვების უფლებების დაცვას.
https://1tv.ge/video/quchashi-gatarebuli-bavshvoba-2/
---
30.09.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები. ფშავ-ხევსურეთში, სამ სკოლა-პანსიონში შეჩერებული სასწავლო პროცესი და განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები. დაგვიანებული ზრუნვა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ახალი რეგულაციების შედეგად შექმნილი მოულოდნელი პრობლემა. ვისი პასუხისმგებლობა არის მთაში მცხოვრები ბავშვების განათლებაზე ზრუნვა.
https://1tv.ge/video/ganatlebis-gareshe-darchenili-bavshvebi/
---
30.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. შეკრებილები გია თვალავაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი თქმით, საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, რაც აჩენს ეჭვს, რომ თვალავაძის დაკავება კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586070
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586038
I არხი-მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586277
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586035
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586149
პალიტრა ტვ- პალიტრა ნიუს 20:00
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586385
---
30.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სოციალური დახმარების გარეშე დატოვებული ყიფიანების ოჯახი, რომელიც სახლის ავარიულობის გამო საცხოვრებლად უკვე წლებია სარდაფში გადავიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თამარ ყიფიანი ორ შვილს მარტო ზრდის. გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებს ჯანმრთელობის პრობლემებიც ემატება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5586245
---
30.09.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ერთჯერადი კომპენსაციის გამო მოხსნილ სოციალურ დახმარებს ოჯახი აპროტესტებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5585937
---
30.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
ფასების ზრდას უკვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწვავი დაახლოებით 20 პროცენტით, მედიკამენტები 10, ხოლო სურსათი 3,5 პროცენტით გაძვირდა. სერგო ჩიხლაძის კომენტარი მედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5585550
---
29.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ხონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ვანი-ხონის მაჟორიტარ დეპუტატ და ხონის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად გახსნა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584709
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584833
---
29.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ფსიქიკური ჯანმრთელობა, პრობლემები და გამოწვევები -შეხვედრაზე მენტალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომებსა და განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე იმსჯელეს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140 ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584830
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584772
---
29.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ასოციაციამ ''სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის'' სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების ფორუმი ჩაატარა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584828
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584759
28.09
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5582944
---
29.09.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584814
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584499
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5584453
---
28.09.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
მრავალსაათიანი რიგები და ხმაური იუსტიციის სახლებში-ბოლო დღეებში კონკრეტულ სერვისზე მოქალაქეების მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. მიზეზი ტაქსის ლიცენზია და საშიშპირობებიანი სამუშაოს მწარმოებელთა რეგისტრირებაა. მეწარმეებს რეგისტრაციის ვადა 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5583997
კავკასია - დღეს 20:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5583968
---
28.09.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: დღეს 20:30
როგორ აღმოჩნდა, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულთ, ჯანდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის მიმოწერა და დავით სერგეენკოს პირადი წერილები, კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტის ხელში. უცნობია, დაიწყო თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საკითხის მოკვლევა. თავად მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კიბერ შეტევა განხორციელდა და რუსულმა მედია საშუალებებმა, მისი მიმოწერა ჰაკერული წესით მოიპოვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5583992
---
28.09.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორია კვლავ რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. თუმცა, მასზე მსჯელობის საბაბი ამჯერად ბულგარელი ბლოგერის მასალა გახდა, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ამერიკელები პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ. ამ მოსაზრების დასტურად მას ჯანდაცვის სამინისტროს და შეერთებული შტატების საელჩოს მიმოწერა მოჰყავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5583962
---
28.09.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
ვნახოთ რა პროგრესი გვაქ ჯანდაცვის 100-ობით მილიონიან პროგრამაში იმ პრობლემების ფონზე, რომელზეც წლიდან წლამდე მიუთითებენ ექპერტებიც და სამინისტროც, როგორც ამას საერთაორისო ფონდ "კურაციოს" ბოლო კველვა აჩვენებს. თემაზე ისაუბრებს სერგო ჩიხლაძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5583029
---
28.09.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ახალი ამბები 14:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დევნილები სასმელი წყლის უქონლობას აპროტესტებენ. დევნილები თითქმის ნახევაი თვეა სასმელი წყლის გარეშე არიან. გარდა ამისა დევნილები ყვებიან, რომ მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემაც და არა არის ეზოები კეთილომოწყობილი. დევნილების პრობლემები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია, სოფლის რწმუნებულის თქმით, დევნილების პრობლემებს მომავალი წლის ბიუჯეტში გაითავლისწინებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5582725
---
ინტერნეტი
01.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministros-biujeti-izrdeba-/25103
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება
2019 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 239.5 მლნ ლარით და შეადგენს 3 863.1 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 048.6 მლნ ლარამდე; მათ შორის: - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0 მლნ ლარი; - იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; - C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; - ტუბერკულოზის მართვა - 15.7 მლნ ლარამდე; - აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 12.5 მლნ ლარზე მეტი; - ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); - დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 36.3 მლნ ლარი; - ფსიქიკური ჯანმრთელობა - 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); - დიაბეტის მართვა - 13.5 მლნ ლარი; - სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 44.7 მლნ ლარი; - სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; - რეფერალური მომსახურება - 20.0 მლნ ლარი; - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 20.0 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი, აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7 მლნ ლარს.
01.10.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-sakeisro-kvetebis-wili-gaizarda-arsebuli-regulaciebi-sakmarisi-ar-aris
საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა - „არსებული რეგულაციები საკმარისი არ არის“
რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა. დაავადებათა კონრტოლის ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 52660 მშობიარობა დაფიქსირდა, მათგან 23471 შემთხვევაში (რაც 44.6%0-ს შეადგენს) საკეისრო კვეთა გაკეთდა. ქვეყანაში 2016 წელს 24 461 საკეისრო კვეთა გაკეთდა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 43.7% იყო. რატომ ვერ მცირდება ქვეყანაში საკეისრო კვეთების წილი და რაშია გამოსავალი, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორ, მედიცინის დოქტორ და მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან სცადა. მისი განმარტებით, საკეისრო კვეთების წილის არ შემცირების ტენდენცია მულტიფაქტორული პრობლემაა. მისი თქმით, აქ პრობლემა კომპლექსურია. კერძოდ, მოსახლეობას არ აქვს შესაბამისი განათლება, თუ რამდენად ცუდია და რთული საკეისრო კვეთა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. მით უფრო თუ საქმე გვაქვს განმეორებით საკეისრო კვეთასთან, რაც ძალიან ხშირია. ანუ, როდესაც ქალს პირველ შემთხვევაშიც აქვს საკეისრო და მეორედაც იკეთებს. მისი განცხადებით, მაგალითად, „პინეოში“ საკეისრო კვეთების რაოდენობა ზუსტად 15 პროცენტით შემცირდა და დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი მშობიარობის 23 -25 პროცენტს შეადგენს. როგორც სინაურიძე განმარტავს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია თავად დაწესებულების მენეჯმენტის როლი,რადგან სხვადასხვა პირობებში საქმე არასწორ მიდგომასთან გვაქვს ხოლმე. „განათლება მიმართული უნდა იყოს უშუალოდ ექიმისთვის და ასევე პაციენტებისთვის. ძალიან ხშირად, კლინიკებში მიდიან მშობიარეები და ერთმნიშვნელოვნად, ჯიუტად მოითხოვენ საკეისრო კვეთის ჩატარებას. რაც არასწორია. მათ არ იციან, თუ რა უარყოფითი მხარე აქვს საკეისრო კვეთას“-განმარტავს სინაურიძე. მისი მოსაზრებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი რეგულაცია დააწესო, რათა სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოექცეს. გამომდინარე სტატისტიკიდან, არსებული რეგულაციები საკმარისი არ არის. მეორე კომპონენტი ექიმების და კლინიკების მხრიდან ფინანსური დაინტერესებაა. სინაურიძის განცხადებით,ექიმები პაციენტებთან საკეისრიოს ერთგვარ პოპულარიზაციას ახდენენ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ მცირდება საკეისრო კვეთების რაოდენობა, ამას ემატება ექიმების ფინანსური დაინტერესება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. სინაურიძის განცხადებით, ხვრელებია კანონმდებლობაშიც. კერძოდ, კანონში წერია, რომ მშობიარობის ფორმის ამრჩევი პაციენტია. შედეგად, თუ მან არაპროფესიონალი ადამიანების რჩევით აირჩია საკეისრო კვეთა, ამ შემთხვევაში ექიმი უძლურია.მისივე განცხადებით, პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მენეჯერები პრაქტიკულად არ არსებობს. „რა მნიშვნელობა აქვს თითო ქეისში, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში 500 ლარის ნაცვლად 800 ლარს (საკეისრო კვეთის ღირებულება) აიღებ და მერე ამას ჯარიმის სახით დააბრუნებ თუ არ მიიღებ ამას. შესაბამისად, მმართველობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მენეჯერები პრაქტიკულად არ არსებობს,რადგან არასდროს ამის ბაზა არ იყო. საბჭოთა სისტემიდან კაპიტალისტურში გადავხტით. გარდამავალ პერიოდში ვერ ისწავლა ამ ხალხმა. რამდენიმე ადამიანმა ვინც ისწავლა, კი მართავს დაწესებულებებს“-აცხადებს სინაურიძე. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას 2017 წლის პირველი მარტიდან ახორციელებს.კლინიკები, რომლებიც ვერ მიიღებენ სპეციალურ დონეს და წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე არ ეყოლებათ, ვეღარ ერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რაც შეეხება ჯარიმების დაკისრებას,აღნიშნული სანქცია საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების არ დაფიქსირების შემთხვევაში წესდება. გასული წლის პირველი მარტიდან 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, 17-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, 5 კი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. სოციალური მომსახურების საააგენტოს ინფორმაციით, დაჯარიმებულებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი სამშობიარო კლინიკები, როგორიცაა სს ჩაჩავას ლინიკა,,შპს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, შპს დავით დავარაშვილის კლინიკა, შპს იმედის კლინიკა, შპს ჰერა 2011. ავტორი: სოფო ქსოვრელი
---
30.09.2018
გია თვალავაძის შვილი - მესმის ჭორები, რომ მამაჩემი შეიძლება კლანებს შორის დაპირისპირების მსხვერპლია
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის მხარდასაჭერად თბილისში, კიკვიძის პარკში აქცია გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს გია თვალავაძის შვილმა, თამთა თვალავაძემ განუცხადა, მამამისი უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. თამთა თვალავაძის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი პირის ჩვენება, რაც საკმარისი არ არის. "მთელი ლანჩხუთი, მთელი გურია, მთელი საქართველო ფეხზეა, რადგან უდანაშაულო ადამიანი ამ წამებში ციხეშია. მინდა მჯეროდეს, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და მამას გაათავისუფლებენ და გააუქმებენ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გარდა სიკეთისა, მამას არაფერი უკეთებია. თუ ამ ქვეყანაში სიკეთე დანაშაულია, წინ ვერასდროს წავალთ. მინდა გამოვეხმაურო მინისტრის ძალიან ღირსეულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გია პატიოსანი ადამიანია. მან იცის, რომ გია არასდროს უღალატებდა ჯანდაცვის სამინისტროს და ხალხს. რომელ ნარკოტიკულ დანაშაულთან არის საქმე, როცა ამბობენ, რომ მან უფლებამოსილებას გადააჭარბა, მაგრამ სარგებელი არ მიუღია?! ეს არის სირცხვილი! მჯერა, რომ გია რამდენიმე საათში გარეთ გამოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. მესმის ჭორები, რომ ეს შეიძლება კლანებს შორის დაპირისპირება იყოს და გია ამას ემსხვერპლა, მაგრამ ვიმეორებ, ერთადერთი, რაც გიას უკეთებია, სიკეთეა. ძალიან ცუდი სპექტაკლი დაიდგა. ყველა დაკავებული პირი ამბობს, რომ გია თვალავაძეს არ იცნობს. რაც შეეხება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვინახავს. მესმოდა ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, თითქოს გია დააკავეს თავისი წამლის სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსის ჩვენების გამო. მისცა ჩვენება ქალმა, რომლის ვალდებულებაც იყო გასულიყო და შეემოწმებინა, თუმცა, მისი პასუხოსმგებლობის საკითხი არ დგება. თუ რამე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არსებობდა, რატომ არ აჩვენეს?! ახლა რომ რამე აჩვენონ, მგონია, რომ დამონტაჟებული იქნება",- განაცხადა თამთა თვალავაძემ. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 26 სექტემბერს გულის შეტევით გადაიყვანეს.
---
30.09.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/49230-shromis-usafrthkhoebis-shesakheb-kanoni-ekonomikuri-saqmianobis-yvela-sferoze-gavrceldeba.html?lang=ka-GE
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება
პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს. “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ - ორგანული კანონის პროექტს 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს. პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის მარტში მიღებული “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია და ის მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის “შრომის კოდექსით“ და “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ გავრცელდება. კიდევ ერთი სიახლეა შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვება. მომზადებული პროექტით, შრომის ინსპეციის უფლებამოსილებები ფართოვდება - შეტყობინებებზე რეაგირებისათვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპეციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო კილაძე და თამარ ხულორდავა.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/514425-shromis-usaprtxoebis-shesaxeb-kanoni-ekonomikuri-sakmianobis-qvela-speroze-gavrceldeba
---
30.09.2018
,,საოცარი ,,საყოველაო დაზღვევის” ფარგლებში ყველაფრის თანხა გადამახდევინეს, 10 თეთრიანი შპრიცისაც კი…”
---
29.09.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/pheradze-sashishpirobebiani-samushaoebis-shps-ebis-registraciaze-2-tvit-adre-mivatsodet-inphormacia/
ფერაძე საშიშპირობებიანი სამუშაოების შპს-ების რეგისტრაციაზე: 2 თვით ადრე მივაწოდეთ ინფორმაცია
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ირწმუნება, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იმ შპს-ების ინფორმირება, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ, 1 აგვისტოდან მოხდა. “არაერთი საინფორმაციო კამპანია მოხდა. შევხვდით ასოციაციებს, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე. ბიზნესს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ 2 თვის განმავლობაში მოეხდინათ თავიანთი საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, პრობლემა იყო ის, რომ მეწარმეთა ნაწილმა ბოლო დღემდე მიიყვანა რეგისტრაცია, და შესაბამისად ბოლო დღეს წარმოიშვა რიგები”, – აცხადებს “აიპრესთან” ბექა ფერაძე. მისი თქმით, იმისათვის, რომ არ შეგმნილიყო გაუგებრობა, შეადგინეს ჩამონათვალი, ვის შეეხებოდა რეგისტრაცია. “ამასთან, ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვპასუხობდით ცხელ ხაზზე ზარებს, მოქალაქეებს ვემსახურებოდით და ინფორმაციას ვაწვდიდით ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ბექა ფერაძემ. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 40 000-ზე შპს-ია, რომელსაც რეგისტრაციის გავლა ევალებოდა. შეგახსენებთ, შპს-ებს, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ, იუსტიციის სახლში რეგისტრაცია 1 ოქტომბრამდე უნდა გაევროლოთ. გუშინ, იუსტიციის სახლში რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი მივიდა, რომლებსაც რეგისტრაციის გავლა სურდათ. ამის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის გავლა 30 ოქტომბრამდე გადაედოთ.
---
29.09.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/39753/dghes-gulis-msoflio-dghea--ra-rekomendatsiebi-aqvs-daavadebata-kontrolis-tsentrs
დღეს გულის მსოფლიო დღეა - რა რეკომენდაციები აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გულის მსოფლიო დღე ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც მონაწილეობა ყველას შეუძლია. ცენტრში ამბობენ, რომ ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას. დააბადებათა კონტროლისეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია. აუცილებელია გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა, თუ როგორ აკონტროლო / მართო ეს რისკები და დაიცვა საკუთარი გული: გახდი აქტიური დღეში 30 წუთიან ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გულის შეტევებისა და ინსულტის თავიდან აცილება. ეცადე ვარჯიში აქციო შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად: ისარგებლო კიბეებით ლიფტის მაგივრად, ჩამოხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რამდენიმე გაჩერებით ადრე და გზა ფეხით განაგრძო. შეწყვიტე მოწევა და დაიცავი თავი თამბაქოსგან მოერიდე კვამლით-სავსე გარემოს: პასიური მწეველობა მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის რისკს. ეცადე შეინარჩუნო წონა ნორმის ფარგლებში ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და მარილის მოხმარების შეზღუდვა დაგეხმარება სისხლის წნევის კონტროლში და გულის დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებაში. იცოდე შენი „მაჩვენებლები“ რეგულარულად შეიმოწმე სისხლის წნევა, ქოლესტერინის და გლუკოზის დონე სისხლში. მაღალი არტერიული წნევა ინსულტის და გულის ყველა დაავადების უმნიშვნელოვანეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის მაღალი დონე საფრთხეს უქმნის შენს ჯანმრთელობას. ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი რისკი. „იცოდე შენი მაჩვენებლები“ - კონკრეტულად კი სხეულის მასის ინდექსი, სისხლში ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევის ციფრები. საკუთარი რისკის შეფასების საუკეთესო გზა ექიმთან კონსულტაციაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დამოუკიდებლადაც შეგიძლია განსაზღვრო და შეამცირო რისკი, კერძოდ: იკვებე ჯანმრთელად მიირთვი დიდი რაოდენობით ახალი ხილი და ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეულის პროდუქტები, მჭლე ხორცი, თევზი, ბარდა, ლობიო, ოსპი და პროდუქტები ნაჯერი ცხიმების დაბალი შემცველობით. ფრთხილად იყავი მზა კონსერვირებულ საკვებთან, რომლიც ხშირად დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. დალიე ბევრი წყალი! ფრთხილად მიიღე წამლები მიიღე ის წამლები, რომლებიც ექიმმა გამოგიწერა.
---
29.09.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/tornike-rizhadze-sakhelmtsipho-batumis-respublikuri-saavadmqhophos-gaskhvisebas-ar-apirebs/
თორნიკე რიჟაძე: სახელმწიფო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას არ აპირებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების თაობაზე მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა განპირობებულია ერთი მხრივ, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მეორე მხრივ სწორედ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ფასების ადეკვატურობას. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ აპირებს გაასხვისოს რესპუბლიკური საავადმყოფო. ცენტრალურ დარგობრივ სამინისტროსთან ერთად, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ძალიან მალე შეიქმნება მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ახლად აშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველ ეტაპზე – აღჭურვას, ხოლო შემდგომ უკვე მართვას და ამ კონკრეტულ პროცესში, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დასაფასებელი ნაწილის, ექიმების ინტერესი” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე და ქ. ბათუმის რესპულიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო საქმიანობას სწორედ ამ სტრატეგიის შესაბამისად გააგრძელებს.
---
29.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/specialistebi-saqartveloshi-shromis-saatobrov-anazgaurebaze-gadasvla-naadrevia
სპეციალისტები: საქართველოში შრომის საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა ნაადრევია
საქართველოში შრომის საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა ნაადრევია და ეს მოდელი, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმბულებისთვის არაერთ რისკს შეიცავს, ასე აფასებენ სპეციალისტები საკანომდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოში საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობის სპეციალისტი გოჩა ალექსანდრიას თქმით, რისკების გასაანალიზებლად პროექტი სოციალური პარტნიორობის სამხრივკომისიაზეა განსახილველი. “გამოწვევები მრავალია, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როცა შრომის კანონმდებლობის პრაქტიკაში განმახორციელებელი ორგანო არ არის ისეთი ძლიერი და იმ ფუნქციებით აღჭურვილი როგორიც უნდა იყოს. ესეთი საკითხები, როგორიცაა საათობრივი ანაზღაურება, როგორც დაითვლება ის საათები, რა დაშვებები გაკეთდება, რა გამონაკლისები, ეს მრავალ რისკს წარმოშობს.” – აცხადებს გოჩა ალექსანდრია. ინიციატივა, რომელიც 22 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, სამსახურების საათობრივი ანაზღაურების გადასვლას და საათში მინიმუმ 5 ლარიანი ხელფასს ითვალისწინებს, პარლამენტში სექტემბერში წარადგინეს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტს დაევალა.
---
29.09.2018
NCDC: საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს
საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქიატრიაში არსებული მდგომარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე ზრუნვის თანამედროვე მიდგომებსა და განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე იმსჯელეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს.
---
29.09.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=72188
9 წლის საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება
9 წლის საბას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რისთვისაც 8 720 ლარია საჭირო. „კიდევ ერთხელ გვჭირდება თქვენი გვერდით დგომა! თქვენი სიკეთით და თანადგომით საბას ერთხელ უკვე გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა. ახლა ის მეორე გადანერგვისთვის ემზადება. რომელმაც დიდი შვება შეიძლება მოუტანოს მას. ოპერაციამდე სჭირდება რამოდენიმე პროცედურა რაც 1720 ლარი ჯდება და ოპერაცია 7000 ლარი. ვინც არ იცნობთ, საბა 9 წლის პატარა კაცია. წესით ის მის თანატოლებთან ერთად ეზოში საინტერესო და ფერადი თამაშებით უნდა ერთობოდეს და უხაროდეს ბავშვობა. მიუხედავად მისი განცდების და ყოველდღიური ბრძოლისა, ის მაინც ახერხებს გაახაროს ყოველი ღიმილითა და გამოხედვით მისი გარშემო მყოფები. ის ძალიან მებრძოლი ბიჭია, ჩაიტარა მრავალი თერაპია და ურთულესი ოპერაცია. ამჟამად ის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. ბევრი კეთილი ადამიანი და კომპანია დაეხმარა საბას. სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა ძვირადღირებული გამოკვლევებისა და პირველი გადანერგვის თანხის მოგროვება. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიდეგით გვერდში. მე ვიცი ჩემი შვილი ბოლმდე კარგად არ იქნება, მაგრამ ბევრად უკეთესად რომ იქნება ზუსტად ვიცი. ახლა ყოველი თეთრი, ყოველი ლარი ძალიან მნიშვნელოვანია! მე მჯერა თქვენი! მიხარიხართ და მეიმედებით!“, - წერს სოციალურ ქსელში საბას დედა ნინო ნორაკიძე. ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE90LB0211179104379000, მულტი სავალუტო GE08LB0288870250215136 (GEL/USD/EUR), SWIFT LBRT, მიმღები: ნინო ნორაკიძე
---
28.09.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/226102-jandacvis-saministro-gancxadebas-avrcelebs
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავანი და საშიშპირობებიანი რეგისტრაციის ვადის ცვლილების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს (ამოქმედდა 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან), ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. „რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში. საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4277583?publication=0", -აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/index.php?id=72168
კვირა.ჯი- http://kvira.ge/422210
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/160529/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/212107
---
28.09.2018
მედიასაშუალება: http://www.etaloni.ge/geo/main/index/14459
რა ბედი ეწიათ 8 დედმამიშვილს მამის დაკავების შემდეგ - „სახლი დაცლილი და ჩაკეტილია...“
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში მცხოვრები 8 ბავშვი, რომლებსაც მშობლების გადაწყვეტილებით, სკოლაში არასდროს უვლიათ, სოციალურმა სამსახურმა დედასთან ერთად, თბილისში, თავშესაფარში გადაიყვანა. ამის შესახებ Etaloni.ge-ს ლენტეხის რესურსცენტრის უფროსმა, ბადრი ქარდავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დედასთან და ბავშვებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ, შემდეგ კი სახლში დააბრუნებენ. „სამართალდამცველებმა თბილისში წაიყვანეს სპეციალურ დაწესებულებაში. 1 თვის განმავლობაში მათთან ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ. შემდეგ ალბათ, დააბრუნებენ სახლში. ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობთ“,-აღნიშნა ბადრი ქარდავამ. მან ასევე, განაცხადა, რომ ბავშვების მამას, რომელიც იძულების მუხლით არის დაკავებული, სასჯელი ჯერ არ შეფარდებია. ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორის, ხათუნა ტვილდიანის ცნობით, ოჯახის გადაყვანა თბილისში მიმდინარე წლის 24 აგვისტოს მოხდა. „არაფერი არ ვიცი, ყველანი თბილისში გადაიყვანეს. მგონი, სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანა, მაგრამ არა ჩვენმა. მეც არ ვიმყოფებოდი ადგილზე. მოსულან სამარშრუტო ტაქსით და წაიყვანეს. ეტყობა, ოჯახი საქმის კურსში ჰყავდათ, თორემ, ისე როგორ გადაიყვანდნენ. მათთან ერთად დედამთილი რეანომობილით გადაიყვანეს - მწოლიარე იყო. ცხოველებიც კი გადაუყვანიათ. სახლი დაცლილი და ჩაკეტილია“, - განგვიცხადა ხათუნა ტვილდიანმა. სვანეთში მყოფი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ბავშვებს, მამის გადაწყვეტილებით, სკოლაში არასოდეს უვლიათ და ოჯახის წევრების გარდა, ურთიერთობა არავისთან აქვთ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა და სოციალურმა მუშაკებმა მამა ვერ დაარწმუნეს, რომ შვილები შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, ამირან დევნოზაშვილი თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვისთვის დააკავეს. დაკავებული მამის შემდეგ სკოლასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე უარს უკვე დედაც ამბობდა. 3 ბიჭისა და 5 გოგოს სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.
---
28.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tetri-wyaros-municipalitetshi-regionaluri-dasaqmebis-forumi-gaimarta
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონალური დასაქმების ფორუმი გაიმართა
28 სექტემბერს, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების რეგიონალური ფორუმი ჩაატარა. შეხვედრა კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში გაიმართა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მასში, ქვემო ქართლის15-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა 500-ზე მეტიაქტიური ვაკანსია წარმოადგინა.ფორუმში თეთრიწყაროს, მარნეულისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა სამუშაოს მაძიებლებმა და ქვემო ქართლის რეგიონის მსხვილმა დამსაქმებლებმა მიიღეს მონაწილეობა. დასაქმების ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: RDFG-ისსოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში ნელი რევაზიშვილი, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველი ლელა მაისურაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. გამომსვლელებმა ყურადღება დასაქმებისხელშეწყობის პროგრამისა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს ყველა იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორცილებს. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ფორუმი დადებითად აისახება თეთრიწყაროს მოსახლეობაზე, მათ მიეცათ საშუალება ერთ სივრცეში დაკავშირებოდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ, გაცნობოდნენ დამსაქმებლის შეთავაზებებს და პირობებს, რომ შემდგომში დასაქმდნენ და გაიუმჯობესონ სოციალური პირობები. სააგენტო მუდმივად ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე ამ კუთხით და ზრუნავს სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებზე“ - განცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. „უმუშევრობის პრობლემა უდიდეს გამოწვევად რჩება თანამედროვე საზოგადოებისათვის. იგი აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვისაც, განსაკუთრებით რეგიონებში მაცხოვრებელთათვის. ჩვენი ორგანიზაცია მას კომპლექსურად განიხილავს და ერთიმხრივ, ეხმარება საზოგადოების მოწყვლად ფენებს, რომ გახდნენ დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანნი, მეორე მხრივ კი მუშაობს დამსაქმებლებთან. აღნიშნული ფორუმიც ერთ-ერთი ინტერვენცია ამ მიმართულებით,“- აღნიშნა ლელა მაისურაძემ. ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა რეგიონში მოქმედ კომპანიებს და აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღო ინფორმაცია. მოცემული ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებშიგაიმართა, რომელსაც ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალის აქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/514259-tetricqaros-municipalitetshi-regionuli-dasakmebis-porumi-gaimarta
კვირა.ჯი- http://kvira.ge/422168
პია.ჯი- https://pia.ge/post/226065-tetriwyaros-municipalitetsi-regionaluri-dasaqmebis-forumi-gaimarta
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72155
---
28.09.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ratom-ewureba-saswrafo-samsaxurs-im-preparatis-maragi-romelic-zedozirebis-shemtxvevebshi-gamoiyeneba
რატომ ეწურება სასწრაფო სამსახურს იმ პრეპარატის მარაგი, რომელიც ზედოზირების შემთხვევებში გამოიყენება
---
28.09.2018
5 თვის ბავშვის გარდაცვალების გამო, სამხარაულის სახელობის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროსთან ხმაური იყო
ლევან სამხარაულის სახელობის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროსთან, წუხელ გვიან ღამით ხმაური იყო. ჟვანიას სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას აპროტესტებდენენ და მოითხოვდნენ, რომ ცხედარი არ გაეკვეთათ. ჩვილის ოჯახის წევრები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი იმყოფებოდა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ჩვილის ცხედარი მშობლებმა სახლში გადაასვენეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
---
ბეჭდვითი მედია
01.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
სერგეენკო, როგორც იქნა, ჯანდაცვის მინისტრი გახდა!
როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 24სექტემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ხელბორკილი დაადეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თვალავაძესთან ერთად დააპატიმრეს ნინო, ქეთინო, ლაშა, ნინო და ნათელა, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, თბილისისა და გორის თხუთმეტ სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ყიდდენ ფსიქოტროპულ საშუალებებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე უკლებლივ ყველა დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რის შემდეგაც გია თვალავაძე სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და მწვავე სტენოკარდიული შეტევით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.. გია თვალავაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მის მიმართ კეთილი სიტყვები მთვრალს ან ნახევრად მთვრალს არ წარმოუთქვამს - "თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია და მჯერა, რომ სასამართლო ობიექტური იქნებაო" სხვა თუ არაფერი, გია თვალავაძეს ჩვენთვის სიტყვა ჰქქონდა მოცემული, რომ მიხედავდა და ბოლომდე გვერდით დაუდგებოდა შესანიშნავ ქართველ არქიტექტორსა და ინჟინერს შოთა კაპანაძეს, რომელიც ამ ათი წლის წინათ ყასაბ-ექიმებრმა და ცნობილი ინგლისელი მანიაკის "ჯეკ-მფატრავის" სულიერმა შვილებმა - "პროფესრომა" ზაზა ჭანტურაიამ და პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილის წამებით სიკვდილისთვის გაიმეტეს და თავიანთი უტვინობითა და სირეგვენით ჯერ შარდის შემაკავებელი სფინქტერი გადაუჭრეს, შემდეგ კი გაფუჭებული ხელოვნური "ვინტილი" მიუერთეს. როგორც გვიმტკიცებენ , თვალავაძე სამედიცინო ნარკოვაჭრობაში გარეული აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შოთა კაპანაძემ სხვა პატრონი და მეოხი უნდა მოძებნოს! ალბათ შოთა კაპანაძემაც უნდა იფიქრო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიუფო რეგულირების სააგენტოს იმ ბლაღოჩინებზე, რომლებიც თვალავაძის დაპატიმრების შემდეგ უწყებას ხელმძღვანელობენ და აჯათი ეახლოს მათ - მიშველეთ, თქვენი ყასაბ-ექიმების მიერ ჩაოხრებული საქმე, იქნებ თქვენვე გამოასწოროთ, სანამ ეს ჩემი დამოკლეს კუტალა თავში მოგხვედრიათ და თქვენთვის სული გაუფრთხობინებიაო! როგორც გვეუბნებიან, ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ ამ უწყებაში გია თვალავაძის კიდევ ერთი მოადგილე პაატა ბუკია გახლავთ, თორემ , როგორც სამინისტროს საშთა ბიუროს მონაცემები გვაუწყებენ, ყასაბ-ექიმ გურამ ქარაზანიშვილის სახლიკაცი ლევან ქარაზანაშვილი სწორედ პირველაშვილთან და გაბიჩვაძესთან დაძვრება ყველაზე ხშირად, რათა თავისი ძმის ჩაოხრებული საქმე როგორმე მიაფუჩეჩოს და შოთა კაპანაძეს, კუტალას გადაჭრის კვალდაკავალ, ცხოვრების გზაც მოუჭრას! როცა ბიძინა ივანიშვილის კადრი - მიხეილ დუნდუა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორად გაამწესეს მაშინვე გულმა რეჩხი მიყო - დუნდუა ბრწყინვალე ფინანსისტია და ამ ბნელ უწყებაში ტყუილად არ გადაისროდნენ მეთქი! მიხიელ დუნდუამ ძალიან მცირე ხანი დაჰყო სააგენტოს დირექტორად და შემდეგ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად გადაინაცვლა. რა თქმა უნდა დუნდუამ ზედმიწევნით შეისწავლა სოციალური მომსახურების სააგნეტო, რომლის ყოფილ შეფს, ზაზა სოფრომაძეს, მგონი დღემდე ვესიზმრები... არადა, რამდენჯერ ვთხოვე და აჯა ვაახელი ბატონ ზაზას- დედა მყავს სოფრომაძე, თან მართალი კაცი ვარ, უნამუსოდ მჩაგრავენ და კანონი აღასრულეთ მეთქი, არ შეისმინა ბატონმა ზაზამ, ხოდა უწყინა ფორტუნამ გამოჰკრა ხელი სარეჯგველას და ჯანდაცვის სამინისტროს ტავზე დამოკლეს მახვილივით აღმართული შოთა კაპანაძის კუტალა პირდაპირ თავში სთხლიშა. ჯანდაცვის სამინისტროშ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, სოციალური მომსახურების სააგნეტოში გადასხმულომა დესანტმა, ფაქტობრივად, გია თვალავაძის კარიერა შეიწირა და დავით სერგეენკო, როგორც იქნა, ჯანდაცვის მინისტრი გახდა, რადგან მანამდე აღნიშნულ უწყებას , ფაქტობრივ ად სწორედ თვალავაძე განაგებდა. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, სერგეენკო ჯანდაცვის დე იურე მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს დე ფაქტო ხელმძღვანელობას გეგმავდა, სწორედ ამ მიზნით მიავლინა მან "რესპუბლიკურის" უფროსად თავისი მარჯვენა ხელი ავთანდილ იმედაძე, რომელსაც , რაღაც ჯანდაბად, ბუზანკალი შეუჩნდა და ბიძინა ივანიშვილის "საპარტნიორო ფონდს" დაეჯახა. იმედაძემ საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ჯერ პრესაში გამოთათახა, ხოლო შემდეგ ტელევიზიით მიდგა, რასაც ის შედეგი მოჰყვა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში შექმნილი ვითარებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურა დაინტერესდა. თუ საქართვე;ოს ჯანდაცვის სამინისტროში, ვითარება არ დალაგდება და ყასაბ-ექიმების მიერ ნაწამებ შოთა კაპანაძეს არ მიხედავენ, მაშინ კაპანაძის დამოკლეს კუტალა კიდევ ბევრის თავზე გაიშხუილებს! ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებო, აწი მაინც ნუღარ გაიფუჭებთ თავს და გახდით უფრო გულისხმიერნი!
---
01.10.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"სააფთიაქო სკანდალი" რას ჰყვება გია თვალავაძე დაკითხვის ოქმში
გია თვალავაძე: "არ მახსოვს, რა შინაარსის დოკუმენტი გადავეცი ჯანჯღავას" სააფთიაქო ნარკომანია რომ პრობლემაა, ამას ნარკოლოგები დიდი ხანია ამბობენ და კანონის გამკაცრებას ითხოვენ, თუმცა ეს საკითხი ვერა და ვერ მოგვარდა. ადამიანები თავისუფლად ყიდულობენ ფსიქოტროპულ წამლებს... ნარკოლოგების ნაწილი იმასაც ეჭვობს, რომ ამ ბიზნესს მფარველები ხელისუფლებაში ჰყავს... როგორც ჩანს, არც აფთიაქის გახსნაა ძნელი. სპეციალური ლიცენზია ეძლევა ყველა ფარმაცევტს, ვისაც დიპლომი აქვს, დირექტორი და დამფუძნებელი კი შეიძლება სხვა იყოს. ბუნებრივია, ამ დროს პასუხისმგებლობა დირექტორს ეკისრება. "მისი დიპლომი ლიცენზიისთვის რომ გამოიყენონ, ფარმაცევტს 200 ლარს უხდიან. ფაქტობრივად, ფარმაცევტი დიპლომს ყიდის და ამის შემდეგ იმ აფთიაქში არც მუშაობს. შინაურულ წრეში ამ სქემას დიპლომების გაქირავებას ეძახიან. ფარმაცევტს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან გამომძიებლებმაც კარგად იციან, რა სქემით მუშაობენ რეალური მეპატრონეები... ავტორიზებულ აფთიაქებს აქვთ ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის უფლება, თუმცა წამალი ფორმა #1-ის რეცეპტის საფუძველზე უნდა გაიცემოდეს. ზოგიერთი მეპატრონე ისეთი თავხედია, საერთოდ ურეცეპტოდ ყიდის წამალს, ზოგიერთი კი, თუ გამოწერილია 10 ტაბლეტი, მყიდველს 20 ტაბლეტს აძლევს. არიან ისეთები, არასრულწლოვნებისთვისაც რომ შეუძლიათ წამლის მიყიდვა. სააფთიაქო ნარკომანიას საშველი არ დაადგა. ადმინისტრაციულ ჯარიმას ყოველთვის იხდიან, რადგან ზოგჯერ ამ ჯარიმის თანხას ერთ დღეში იღებენ", - გვიამბობს რესპონდენტი. დამრღვევ აფთიაქებს, ძირითადად, ადმინისტრაციულ ჯარიმას აკისრებენ. პირველ შემთხვევაში ჯარიმა 6.000 ლარია, მეორე შემთხვევაში - 12.000, მესამედ დარღვევის აღმოჩენისას აფთიაქს ლიცენზიას უუქმებენ, თუმცა ეს მეპატრონისთვის ტრაგედია არ არის, რადგან იმავე მისამართზე რამდენიმე დღეში ისევ იხსნება ახალი აფთიაქი, ოღონდ - სხვა სახელით. თავიანთი ბიზნესის წარმართვა, ეტყობა, უადვილდებოდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელისუფლებასთან შუამავლები გამოძებნეს. ძალოვანები ირწმუნებიან, რომ ერთი ასეთი სქემა გახსნეს და აფთიაქარებთან ერთად დააკავეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე. გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. როგორც საქმიდან ჩანს, მას დიდი ხანია უთვალთვალებდნენ, მის სამუშაო კაბინეტში დამონტაჟებული იყო ვიდეო და აუდიოაპარატურა. გია თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. მისგან განსხვავებით, ბრალს აღიარებენ სხვა ბრალდებულები. პატიმრობაშია 5 პირი: ნინო კ., ქეთევან ჩ., ლაშა ჩ., ნინო გ. და ნათელა მ. 14-ს გირაო შეეფარდა. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 4.094.709 ლარია. ჩვენ მოვიპოვეთ პროკურატურის დადგენილება, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე. ატყობინებდნენ, რომ გია თვალავაძე შუამავლების მეშვეობით კორუფციულ გარიგებაში იყო ფსიქოტროპული მედიკამენტებით მოვაჭრე აფთიაქების მეპატრონეებთან და მფარველობას უწევდა არალიცენზირებული, კონტრაბანდული გზით შემოტანილი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციაში. ამის სანაცვლოდ თვალავაძე თითოეული აფთიაქის მეპატრონისგან შუამავლების მეშვეობით ყოველთვიურად ქრთამის სახით 8.000-დან 10.000 ლარამდე თანხას იღებდა. გამოძიება ირწმუნება, რომ ერთ-ერთი შუამავალი გია თვალავაძის მეგობარი ნუგზარ ჯანჯღავა იყო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შპს "რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილეა. გამოძიების მტკიცებით, ჯანჯღავა დანაშაულებრივ კავშირშია ნინო კ-სთან, რომელსაც რუსეთიდან საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიის გავლით უკანონოდ შემოაქვს ფსიქოტროპული მედიკამენტები. მედიკამენტების რეალიზაცია კი ნინო კ-სა და მისი გარემოცვის კუთვნილ აფთიაქებში ხდება. გამოძიების ინფორმაციით, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი მედიკამენტების რეალიზაციაზე თვალავაძეს მოეხდინა სამართლებრივი რეაგირება, მისი დავალებით სააგენტოს აფთიაქების ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლები წინასწარ აფრთხილებდნენ აფთიაქების მეპატრონეებს მოსალოდნელი შემოწმების შესახებ. ამ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული იყვნენ ოპერატიული თანამშრომლები. როგორც ირკვევა, გია თვალავაძის კაბინეტში ვიდეოკამერა დაამონტაჟეს. გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს ნუგზარ ჯანჯღავას თვალავაძემ გადასცა სია, ანუ სააგენტოს "ცხელ ხაზზე" შემოსული იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც რეცეპტის გარეშე იყიდებოდა მედიკამენტები. სწორედ ამ სიას ეძებს ახლა გამოძიება ჯანჯღავას კომპიუტერში. გამოკითხვის ოქმში ბრალდებული გია თვალავაძე ირწმუნება, რომ აფთიაქებთან დაკავშირებული დოკუმენტი ჯანჯღავასთვის არ გადაუცია. "არ მახსოვს 19 ივლისს რა შინაარსის დოკუმენტი გადავეცი მას, შესაძლებელია, გადავეცი ჯანდაცვის სფეროს რეგულაციასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი. ის ჩემი კურსელი და ახლო მეგობარია" დაკითხულია ნუგზარ ჯანჯღავაც>: "გია თვალავაძესთან მოსანახულებლად შევიარე, ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე, რა დროსაც მან მაჩვენა მაგიდაზე დადებული დოკუმენტი, სადაც იყო აფთიაქების ჩამონათვალი. გიამ მკითხა, ვიცოდი თუ არა რაიმე ამ აფთიაქებზე. ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი. როგორც მახსოვს, მან გადმომცა მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელზეც ჩამოთვლილია კრიტერიუმები ნებართვის გასაცემად. სხვა დოკუმენტი ჩემთვის არ გადმოუცია". გამოძიების ჩანაწერი კი სხვა რამეს ადასტურებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჯანჯღავამ წინასწარ გააფრთხილა ნინო კ. და მისი მეშვეობით სხვებიც, რომ მათთან შემოწმებაზე შევიდოდნენ. კიდევ ერთი საკითხი, რასაც თვალავაძეს ედავებიან, მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის დირექტივის მიცემაა. გამოძიების მტკიცებით, თვალავაძეს თანამშრომელმა კაბინეტში შეუტანა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები, თუმცა თვალავაძისგან მიიღო დავალება, რომ ამ ობიექტებში შესამოწმებლად არ შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს ჩანაწერიც აქვს გამოძიებას. თუმცა თვალავაძე ფაქტს ასე ხსნის: "ეს იყო ივნისის თვე, სააგენტოში მიმდინარეობდა ტრენინგი და ინსპექტირების სამმართველოს ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა. როგორც მახსოვს, ადგილზე რჩებოდა 4 ან 5 თანამშრომელი და არსებული რესურსით, გეგმიური შემოწმების პარალელურად, შეუძლებელი იყო ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის გადამოწმება. ქალბატონ ნანასთანაც შევთანხმდი, რომ შემოწმება გადაგვედო მომდევნო თვისთვის, როდესაც თანამშრომლები შეივსებოდნენ სრულად". თვალავაძის ადვოკატი ლალი აფციაური დარწმუნებულია მისი დასაცავის უდანაშაულობაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა და იმედოვნებს, რომ გია თვალავაძეს გაათავისუფლებენ. თუმცა მას დღეს ყველაზე მეტად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებს - თვალავაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დიაგნოზი მწვავე კორონარული სინდრომია. - პატიმრობის საფუძველი არ არსებობდა. ბრალდებამ ბრძანა, რომ ჩემი დასაცავი მიიმალება, არადა, გამოძიება მაისიდან მიმდინარეობს და ყველა გამოძახებაზე მიდის. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლე არის უსამართლო!
---
01.10.2018
მედიასაშუალება: ალია
ჩუმად რომ ვიყო, ლარი გამყარდება? პროდუქცია გაიაფდება, რომ გავჩუმდე?
15 აფთიაქიდან შევიდა საგანგაშო სიგნალი, რომ ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ იყიდებოდა და გია დავიჭირეთ, თვალავაძეო. 15 კი არა, ყველა მეორე აფთიაქი რომ რეცეპტის გარეშე ყიდის ფსიქოთროპულ წამალს, ახლა გაიგეთ? აი, მაინც ვერ ხვდები, სად არის ლოგიკა - ხომ დაიჭირეს ბარიგობის ფაქტზე შსს-ს მაღალჩინოსანი? - მის უფროსი დაიჭირეს? - არა? აბა, აქ ვის წააკლეს თვალავაძე, ნეტავი? თუ თვალავაძეს წააკლეს დანარჩენები? აუ, რას გაიგებ, ვერ გავიგე. სიჩუმე რომ საქმეს შველოდეს! ჩუმად რომ ვიყო, ლარი გამყარდება? პროდუქცია გაიაფდება, რომ გავჩუმდე? მშიერი, ღარიბი, გაუნათლებელი, დაჩოქებული, შეშინებული ერი ვერ იხმაურებს, ვერ იტყვის სათქმელს. 27 ბავშვი დარჩა სწავლის გარეშე მაღალმთიან რეგიონში - სკოლის გარეშე დარჩა 27 ბავშვი. ეს, რაც ჩვენ ვიცით - რაც არ ვიცით, ტანსაცმლის არქონის გამო რომ გამოჰყავთ სკოლებიდან მშობლებს ბავშვები? თურქეთში რომ უშვებენ სამუშაოდ და ორი კაპიკის საშოვნელად? როგორ შეიძლება, ახალგაზრდამ, რომელმაც ვერ ისწავლა, რომელსაც დახურული აცვია, რომელსაც შია - სამართალი მოითხოვოს, როგორ უნდა მოთხოვოს სამართალი, როცა საკუთარი უფლებებიც არ იცის და არც საშუალება აქვს, რომ ისწავლოს და გაიგოს.
---
01.10.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
თამთა თვალავაძე: "მამაჩემი, შესაძლოა, კლანების დაპირისპირებას ემსხვერპლა"
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის მხარდასაჭერად თბილისში, კიკვიძის პარკში, გუშინ, 30 სექტემბერს, აქცია გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს გია თვალავაძის შვილმა თამთა თვალავაძემ განუცხადა, მამამისი უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. თამთა თვალავაძის განცხადებით, არსე- ბობს მხოლოდ ერთი პირის ჩვენება, რაც საკმა- რისი არ არის. _ მთელი ლანჩხუთი, მთელი გურია, მთელი საქართველო ფეხზეა, რადგან უდანაშაულო ადა- მიანი ამ წამებში ციხეშია. მინდა მჯეროდეს, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტი- ლებას და მამას გაათავისუფლებენ და გააუქმებენ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობასთან დაკავ- შირებით, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების გან- მავლობაში გარდა სიკეთისა, მამას არაფერი უკეთებია. თუ ამ ქვეყანაში სიკეთე დანაშაულია, წინ ვერასდროს წავალთ. მინდა გამოვეხმაურო მინისტრის ძალიან ღირსეულ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გია პატიოსანი ადამიანია. მან იცის, რომ გია არასდროს უღალატებდა ჯანდაცვის სამი- ნისტროს და ხალხს. რომელ ნარკოტიკულ და- ნაშაულთან არის საქმე, როცა ამბობენ, რომ მან უფლებამოსილებას გადააჭარბა, მაგრამ სარ- გებელი არ მიუღია?! ეს არის სირცხვილი! მჯერა, რომ გია რამდენიმე საათში გარეთ გამოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომა- რეობა ძალიან მძიმეა. არ მინდა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. მესმის ჭორები, რომ ეს შეიძლება კლანებს შორის დაპირისპირება იყოს და გია ამას ემსხვერპლა, მაგრამ ვიმეორებ, ერთადერთი, რაც გიას უკეთებია, სიკეთეა. ძალიან ცუდი სპექტაკლი დაიდგა. ყველა დაკა- ვებული პირი ამბობს, რომ გია თვალავაძეს არ იცნობს. რაც შეეხება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვინახავს. მეს- მოდა ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, თითქოს გია დააკავეს თავისი წამლის სააგენტოს ინსპექტი- რების სამსახურის უფროსის ჩვენების გამო. მისცა ჩვენება ქალმა, რომლის ვალდებულებაც იყო გასულიყო და შეემოწმებინა, თუმცა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. თუ რამე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არსებობდა, რატომ არ აჩვენეს?! ახლა რომ რამე აჩვენონ, მგონია, რომ დამონტაჟებული იქნება, _ განაცხადა თამთა თვალავაძემ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსა- ხურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გა- მოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანო- ბის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყო- ფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალ- დებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გია თვალავაძე ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში 26 სექტემბერს გულის შეტევით გადა- იყვანეს
---