მედიამონიტორინგი 0 2.10.2018
ტელევიზია
02.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის თემაზე კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ევროსაბჭოს ექსპერტი მირელა ბუსკი ეწვია. შეფასება საქართველოში ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით მოქმედი მარეგულირებელი გარემო და ასევე მომზადდება სამოქმედო გეგმა. კონფერენცია 5 დღეს გასტანს და მასში ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5589405
მაესტრო - ახალი ამბები 10:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5589456
---
02.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 08:00
შრომის უსაფრთხოების რეგულაციები ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5589294
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5589224
---
01.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00
საქართველოში პენსია იზრდება. დღეს პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა. დოკუმენტში უკვე ასახულია საპენსიო მატება. მომავალი წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 180-ის ნაცვლად 200 ლარი იქნება. შესაბამისად 200 მილიონით არის გაზრდილი ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5588813
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5588336
---
ინტერნეტი
01.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saparlamento-komitetebis-gaertianebul-skhdomaze-shromis-usafrtkhoebis-kanonshi-cvlilebebze-imsjeleben/
საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენა იგეგმება. ინიციატივის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება გავრცელდება არამხოლოდ მავნე, მძიმე და საშიში პირობების მქონე დაწესებულებაზე, არამედ უკვე მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის საჯარო სექტორსაც. ცვლილებები იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპებს განსაზღვრავს, რომლებიც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს უკავშირდება. კანონი დაარეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა. „ეს კანონი, რომელიც მოქმედებს დღეს, გარკვეულ ხარვეზს შეიცავდა საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე. მოიცავდა მხოლოდ მცირე – მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანს. ახლად ინიცირებული კანონი მოიცავს ყველა სფეროს. ყველა საწარმოში, ყველა ტიპის ორგანიზაციაში შესაძლებელი იქნება შემოწმება, რადგან გარდა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანისა, არსებობს სხვა საწარმოები, სადაც ასევე შესაძლებელია შრომის უსაფრთხოების პრინციპები დაბალი სტანდარტით, თუმცა მოთხოვნები იქაც იყოს. ამას საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს“, – განაცხადა დიმიტირი ცქიტიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მთავარი, რაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შეიცვლება შრომის ინსპექტორის ობიექტებზე უპირობო დაშვება იქნება. ცვლილებების შემდეგ ინსპექტორები სასამართლოს სანქცირების გარეშე შეძლებენ, შევიდნენ ყველა კომპანიასა თუ დაწესებულებაში. როგორც ინიტიატის ერთ-ერთი ავტორი და მომხსენებელი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, სწორედ შრომის ინსპექტორი იქნება ერთგვარი პრევენციული მექანიზმი. იმისათვის, რომ შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი კანონპროექტის მიღების შემდეგ სრული დატვირთვით ამუშავდეს, ცქიტიშვილის თქმით, საჭიროა რეორგანიზაცია და ცვლილებები, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. „მეორე ფუნდამენტური ცვლილება, რაც ხდება ეს არის შრომის ინსპექტორების უპირობო დაშვება საწარმოებში. ანუ მათ არ სჭირდებათ წინასწარ სანქცირება სასამართლოდან. მათ ექნებათ თავისუფალი შესვლის უფლება ნებისმიერ საწარმოში. მათ ექნებათ გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით შესვლის გარკვეული სქემა. თავისუფალი შესვლის უფლება გვაძლევს საშუალებას, გარკვეული პრევენციული მექანიზმიც კი იყოს ინსპექტორი. მაღალ ჯარიმებთან ერთად, ეს იქნება მოულოდნელობის ეფექტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეული საწარმო ყოველთვის უნდა იყოს მზად შრომის უსაფრთხოების სტანდარტების თვალსაზრისით“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა. პროექტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მომზადდა. პროცესში სამოქალაქო სექტორი და დაინტერესებული მხარეებიც იყვნენ ჩართულნი. ცვლილებათა პაკეტზე საკუთარი რეკომენდაციები ბიზნესომბუდსმენმაც გასცა. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პლენარულ სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებების პირველი ნაწილი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალ კონსტიტუციასთან ერთად, ხოლო სრულად მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
---
01.10.2018
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 239.5 მლნ ლარით იზრდება და 3 863.1 მლნ ლარს შეადგენს
2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 239.5 მლნ ლარით იზრდება და 3 863.1 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 684.2 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 1 048.6 მლნ ლარამდე, მათ შორის: მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.7 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 12.5 მლნ ლარზე მეტი; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 36.3 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიაბეტის მართვა - 13.5 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 44.7 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 20.0 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 20.0 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი. ამასთან, ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 92,7 მლნ ლარს. ამ ეტაპზე პარლამენტში წარდგენილია 2019 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი.
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-biudjeti-izrdeba
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=81223
---
01.10.2018
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/226511--sromis-usafrtxoebis-sesaxeb-kanonproeqtta-pakets-evropastan-integraciis-komitetma-mxari-dauwira
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტიგანიხილა, რომელიც სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, წარადგინა. კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა: უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო ადგილზე მყოფ სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის ფარგლებში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება; ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ევროსაბჭოს 89/391/EEC დირექტივის ყველა მოთხოვნას, რომლის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებით აქვს აღებული. მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს იძენს, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებს. კანონპროექტით, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი განისაზღვრება. დგინდება ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ბაზისი. ხდება შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვება. პროექტით, შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება და შეტყობინებებზე რეაგირებისთვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე. „ეს არის ახალი ინსტიტუცია. ერთობლივი გადასაწყვეტია როგორ მექანიზმებს შევქმნით, როგორ დავნერგავთ ამ სტრუქტურის ფუნქციონირებას და შრომის ინსპექტირების და შრომის უსაფრთხოების დაცვის როგორ კულტურას შევქმნით როგორც დამსაქმებლების ისე, დასაქმებულების მხრიდან. ეს სტრუქტურა უნდა იყოს პარტნიორი როგორც დასაქმებულებისთვის ასევე დამსაქმებლებისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. კანონპროექტით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სახდელები. მკაცრდება სანქციები ზედამხედველი ორგანოს საქმიანობის შეფერხებისთვის და გაფრთხილების ნაცვლად დამსაქმებელს უწესებს ჯარიმას შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ოდენობის მიხედვით და მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს. ამგვარი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მოქმედი კანონით განსაზღვრული ჯარიმის ნაცვლად, რომელიც შეადგენდა 1000 ლარს, პროექტის მიხედვით დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობა. მე-20 მუხლთან დაკავშირებით მომხსენებელმა ცვლილება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ზედამხედველი ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ოდენობის მიხედვით ფიქსირებულ ჯარიმას. კომიტეტი მიესალმა მომხსენებლის მიერ შემოთავაზებულ ახალ ვარიანტს და თვლის, რომ რადგან ჯარიმის ოდენობა ისედაც დიფერენცირებულია, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის დაწესება აღარ წარმოადგენს აუცილებლობას და შემოსავლის მიხედვით განსაზღვრული, ფიქსირებული ჯარიმა უფრო სამართლიანი და ეფექტიანი იქნება. მომხსენებელმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის თანმდევი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებიც წარადგინა „კანპონპროექტის ავტორების მიზანია, გაფართოვდეს საერთო სტანდარტის მოქმედება. უსაფრთხოება დაცული იყოს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არამედ, ეკონომიკის ყველა სექტორში და საჯარო სამსახურში. ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან თუმცა, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რათა ადამიანების შრომითი უფლებები ყველა სექტორში იყოს დაცული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა თამარ ხულორდავამ. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო კილაძე და თამარ ხულორდავა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად, სხდომაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საკითხის ინიციატორებმა მათ მადლობა გადაუხადეს საკითხის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/514633-shromis-usaprtxoebis-shesaxeb-kanonproektta-pakets-evropastan-integraciis-komitetma-mxari-dauchira
---
01.10.2018
დიმიტრი ცქიტიშვილი - ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს არ ითვალისწინებენ, არც პროდუქტის ხარისხს ითვალისწინებენ
ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები არ ითვალისწინებენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ისინი არც პროდუქტის ხარისხს ითვალისწინებენ, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა, რომელიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება. კერძოდ, დიმიტრი ცქიტიშვილისგან დეპუტატები დაინტერესდნენ, ახალი რეგულაციები ხომ არ გამოიწვევს პროდუქტზე ფასის მომატებას. „სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ზოგიერთმა კომპანიამ ყოველგვარი რეგულაციების და სანქციების გარეშე მოახდინა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. მათთვის გარკვეული რეპუტაციული საკითხიც არის, რომ შრომის მაღალი სტანდარტები ჰქონდეთ და ბაზარზე სხვა სეგმენტზე გავიდეს. შესაძლოა, მათი პროდუქცია ცოტათი ძვირიანი იყოს, თუმცა სთავაზობს როგორც მაღალი რეპუტაციის კომპანია. ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები არ ითვალისწინებენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ისინი არც პროდუქტის ხარისხს ითვალისწინებენ. მე პირადად ვურჩევ ნებისმიერს, რომ ის კომპანია, რომელიც არ ითვალისწინებს თუნდაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ის არც სხვა სტანდარტებს გაითვალისწინებს და არც მშენებლობის ხარისხს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა ბაზარზე იყოს სტანდარტი და ფასის დარეგულირება მოხდება თავად ბაზრის მიერ. პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს.
---
---
01.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/2019-tslis-ianvridan-pensia-20-larit-gaizrdeba/
2019 წლის იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1 მილიარდ 925 მილიონი ლარი განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საპენსიო უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით იზრდება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია 2019 წლის 1 იანვრიდან პენსიის 20 ლარით ზრდა.
---
01.10.2018
მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/307889/
აივ ინფიცირების ახალი შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაიზარდა – შიდსის ცენტრი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან, შესაბამის პერიოდში, 468 შემთხვევა იყო გამოვლენილი. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7 283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 კაცია, 1838 კი – ქალი. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა: “აივ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მათ შორის 48 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4 % ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 %- მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % სისხლის რეციპიენტია; 0.7 %- გადაცემის გზა დაუდგენელია”, – ვკითხულობთ შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა, 2 -დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი – 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში(272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი აჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო. შიდსის ცენტრის მისამართია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი. ცხელი ხაზი: 239-80-18.
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72251
პია.ჯი- https://pia.ge/post/226452-aiv-inficirebulta-raodenobam-saqartvelosi-500-semtxvevas-gadaawarba
1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/saqartveloshi-aiv-inficirebulta-raodenobam-wels-500-shemtkhvevas-gadaacharba/
---
01.10.2018
მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=185215-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94 ,
"მისი ტკვილის ყურება შეუძლებელია"- 4 წლის გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს
4 წლის ნინის გადასარჩენად - სურათზე გამოსახულია პატარა ნინი აბუსერიძე, რომელსაც 12 აგვისტოს დაუდგინდა მწვავე ლიფობლასტური ლეიკემა. პატარა ამჟამად იაშვილის სახელობის ბავშვთა კილინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა და ახლაღმერთისა და კეთილი ადამიუანებისიმედზეა. როგორც "ნიუპოსტს" პატარას ახლობლებმა უთხრეს, ნინის მდგომარეობა ბოლო 5 დღისგანმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა. "ვისაც შეგიძლიათ ნინკოს დახმრება, ვისაც ჯერ კიდევ შეგრჩათ რესურსი ამდენი ავადმყოფი ბავშის შემყურე... უბრლოდ გევდერებით ყველას , ეს ჩვენი ადამიანური ვალია მის წინაშე, დღეს ჩვენ ყვველანი, ნინიკოს დეიდები , ბიძები, მამიდები , დედები და მამები გავხდეთ... ბევრმა შეიძლება იფქროს რომ ჩვენი 1-5 ლარი ზღვაში წევთია, მაგარმ ზღავაც ხომ წვეთ-წვეთბით ივსება.. მისი ტკვილის ყურება შეუძლებელია"- აცხადებენ ოჯახის ახლობლები. ნინკოს დასახმრებლად ოჯახის თხვნით, ქვეყნდება საქველმოქმედო ორგანიზააცია "იალქანის" ანგარშის ნომრები. "ნუ დაგვავიწყდება ნინოკო, რადაგნ ავდმყოფოფბას არ ავიწყდებ ის და ყველ დღე უფრო რთულდება მისი მდგომრეობა. დანიშნულებაში მიუთითითეთ ნინი აბუსერიძე მე მეჯრეა თქვენიი სიკეთის"- აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი თიკო აბაშიძე. საქველმოქმედო ზარი: 0901200127 თანხის ჩარიცხვის მსურევლებისთვს ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი აპარატებიდან: საბანკო მომსახურება იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში GE12TB7990736080100007 $-დოლარში GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 14
---
ბეჭდვითი მედია
02.10.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 500 შემთხვევას გადააჭარბა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შარშან შესაბამის პერიოდში 468 შემთხვევა გამოვლინდა. 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია, 1838 კი ქალი.პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 4436 პაციენტი, მატ შორის 48 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.4 % ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდაჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 % მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % სისხლის რეციპიენტია; 0.7 % გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 924(აქედან ზუგდიდი - 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში (272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო. შიდსის ცენტრის მისამართია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი. ცხელი ხაზი: 239-80-18.
---
02.10.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ახალი რეგულაციები თამბაქოს ინდუსტრიაში
---