მედიამონიტორინგი 0 3.10.2018
ტელევიზია
03.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მომავალი წლიდან ისევ იზრდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5592193
---
02.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაახლოებით 270 მილიონი ლარით იზრდება და 12 729 000 000 ლარამდეა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591934
---
02.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გრძელდება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე დავის საგანი გახდა ობიექტებზე შრომის ინსპეტქორის უპირობოდ დაშვების საკითხი. ინიციატივის ძირითად პრინციპებს იზიარებენ გაერთიანებულ პროფკავშირებშიც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591746
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591868
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591812
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591295
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591261
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5590612
---
02.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადის მიღება 5 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს მიერ თბილისსა და მარნეულში აშენებულ ბინებს ეხება. გივი აზაურაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს 5 ოქტომბრამდე მიბრძანდეს იუსტიციის სახლში და გააკეთოს განაცხადი, რათა მიიღოს მომსახურება, რომელსაც დევნილთა სამინისტრო სთავაზობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591210
---
02.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
საქართველოს მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე მარიანა მანველიანის სარჩელს განიხილავს. სადაო ნორმა ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში იძულებით განთავსებას ეხება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინაპირობები რომელთა არსებობისას პაციენტი ექვემდებარება არანებაყოფლობით მკურნალობას, განუსაზღვრელი და ბუნდოვანია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5591399
---
ინტერნეტი
03.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotsayoveltao-jandacva-udziro-qvevrad-iqcaquot/25197/
"საყოველთაო ჯანდაცვა უძირო ქვევრად იქცა"
"საყოველთაო ჯანდაცვა უძირო ქვევრად იქცა", - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე, 2019 წლის ბიუჯეტს, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, კიდევ 50 მილიონით გაიზრდება და 754 მილიონი ლარი გახდება. "ტენდენცია გრძელდება, რამდენიც აკლდება, იმდენს უმატებენ, ეს კი ნიშნავს, რომ გათვლები ისევ არ კეთდება და არც შეცდომებზე სწავლობენ“, - განაცხადა ჩიხლაძემ bm.ge-სთან საუბრისას. მისი შეფასებით, რაც არ უნდა გაზარდონ დაფინანსება, პროგრამა ხარჯთეფექტური ვერ გახდება. "პრობლემა ისაა, რომ რის გამოც ხარჯი გარბის, იმ მიზეზებს არ ებრძვიან“, - აღნიშნა ჩიხლაძემ. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის სეგმენტის რეფორმირება, რათა დაავადებები ადრეულ სტადიაზე გამოვლიდეს, რაც ძვირადღირებული სამედიცინო ჩარევებზე მოსახლეობის მიმართვიანობას შეამცირებს, გაძლიერდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რგოლი და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში მივიდნენ კომპეტენტური კადრები, რომლებიც სწორ მენეჯმენტს განახორციელებენ. ჩიხლაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომლითაც პროგრამის სრულყოფილი მონიტორინგი მოხერხდება. "თუ ეს ყველაფერი არ გაიმართა, მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვერ იმუშავებს, ამ ყველაფერს კომპლექსური ხედვა სჭირდება, რაც არ გააჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში", - აღნიშნა ჩიხლაძემ.
---
03.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/bazaletze-afetqebisas-dashavebulebi-tbilisshi-damwvrobis-centrshi-gadmohyavt/
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქებისას დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ
ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად დამწვრობა აქვთ მიღებული. ამის შესახებ პირველ არხს კატასტროფის ბრიგადის ექიმმა, დავით მჭედლიძემ. დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ. „გადმოყვანილია 50 წლის მამაკაცი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობით. ანალოგიურად არიან დაშავებულები დედა და მცირეწლოვანი. დედა და შვილი კატასტროფის სახელმწიფო ბრიგადას მოჰყავს. აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა“, – განაცხადა დავით მჭედლიძემ. დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვიც.
---
03.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/bazaletis-devnilta-dasakhlebashi-afetqebisas-sami-adamiani-dashavda-mat-shoris-10-wlis-bavshvic/
ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქებისას სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვიც
დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვიც. აფეთქება 7-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
---
02.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-biujetidan-welsac-dagegmilze-meti-daixarjeba/25148
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან წელსაც დაგეგმილზე მეტი დაიხარჯება
მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტიდან წელსაც დაგეგმილზე მეტი თანხა დაიხარჯება. ხაზინის მონაცემების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი უკვე 713 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2018 წლის ბიუჯეტის თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმას უკვე 9 მილიონით (704 მილიონი) აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დახარჯულია 549 მილიონი ლარი, დარჩენილ სამ თვეში კი კიდევ 164 მილიონი უნდა დაიხარჯოს, რაც წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, დღეში 1,8 მილიონი ლარის ხარჯია. წინა თვეების პრაქტიკა კი უჩვენებს, რომ აქამდე საშუალო დღიური ხარჯი უფრო მეტი-2 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. თუ დარჩენილ 3 თვეში იგივე ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ წლის ბოლომდე ხარჯი არა 164 მილიონი, არამეც 180 მილიონი იქნება, რაც საერთო ჯამში 25 მილიონიანი გადაჭარბებაა, თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.
---
02.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-biujeti-2019-wels-kidev-50-milionit-izrdeba/25173
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2019 წელს კიდევ 50 მილიონით იზრდება
მოსახლეობის საყოვალთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მომავალ წელს ისევ იზრდება. ,,2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, პროგრამაზე მომავალ წელს 754 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 50 მილიონით (704 მილიონი) მეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფილად 2014 წელს ამოქმედდა, მისი ბიუჯეტი კი 200 მილიონი ლარით განისაზღვრა, წლის ბოლოს კი რეალურმა ხარჯმა 330 მილიონს გადააჭარბა, მას შემდეგ, არცერთ საბიუჯეტო წელს, პროგრამა თავდაპირველად დამტკიცებულ პარამეტრის ფარგლებში არ ჩატეულა და მთავრობას მიდმივად უწევდა თანხების დამატება. გამონაკლისი არც მიმდინარე წელია-წლიური დამტკიცებული გეგმა, (704 მილიონი) ხაზინის მონაცემებით, უკვე 9 მილიონითაა გაზრდილი, აქამდე არსებული საშუალო დღიური ხარჯის გათვალისწინებით კი არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს ფულის კიდევ დამატება გახდეს საჭირო.
---
02.10.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sergo-chixladze-djandacvis-gadzvireba-mtavrobis-uunarobisa-da-korufciuli-garigebebis-bralia
„ჯანდაცვის გაძვირება მთავრობის უუნარობისა და კორუფციული გარიგებების ბრალია”
ფონდი „კურაციოს” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლამდე წამლებზე დანახარჯი წელიწადში საშუალოდ 7,5%-ით შეიძლება გაიზრდოს. ამავე კვლევაში, რომელიც 2018 წლის ივნის-ივლისს მოიცავს, ნაჩვენებია, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში 36% მედიკამენტებს უკავია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წამლების საფასურის 97%-ს მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან, ხოლო სახელმწიფოს წილი სულ 1%-ია. ხარჯის უდიდესი წილი 70% ქრონიკულ მედიკამენტებზე მოდის, რაც ადამიანებისთვის მუდმივ ხარჯს წარმოადგენს. ბაზრის 75% 3-4 ფარმაცევტულ კომპანიას უკავია, რაც ბაზარზე კონკურენციას ზღუდავს და მათ შორის ფასებზე შეთანხმების ალბათობას ზრდის. ჯანდაცვის ხარჯების ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით „კომერსანტი” ჯანდაცვის სფეროს მკვლევარს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა: ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ჯანდაცვაზე სულ უფრო მეტს ხარჯავენ ჯიბიდან და მათ შორის ყველაზე წამლებზე დანახარჯები განსაკუთრებით დიდი ტვირთია. მიუხედავად იმისა, სახელმწიფო მეტს ხარჯავს და მშპ-ს უფრო დიდი ნაწილი მიემართება ჯანდაცვაზე, გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, რომელთაც კატასტრფული დანახარჯები აქვთ ჯანდაცვაზე. როგორ პასუხობს სახელმწიფო ამ გამოწვევევს? სახელმწიფომ დაიწყო იაფი წამლების პროგრამა, მაგრამ ის არასათანადოდ განხორციელდა. წამლების პროგრამა, რომელიც 2017 წელს 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 150 ათასი კაცის ნაცვლად მოიცვა 13 ათასი კაცი. 10%-იან მოცვაც კი ვერ აჩვენა. ამასთან, ამ 10%-იან სარგებელზე გათვალისწინებულზე უფრო მეტი საბიუჯეტო დანახარჯები ჰქონდა. ჯანდაცვის ხარჯების და მათ შორის წამლების წილის ზრდას აჩვენებს UNICEF-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევებიც. UNICEF-ის 2017 წლის გამოკვლევის თანახმად, 2012 წლიდან მედიკამენტებზე ფასები მუდმივად იზრდება და ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი (69%) სწორედ წამლებზე მოდის. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის უღარიბესი ადამიანების 20%-თვის მთლიან ხარჯებში ყველაზე დიდი წილი მედიკამენტებს უკავია. ჯანდაცვის ფასების ზრდას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. -რა იწვევს ფასების ზრდას ჯანდაცვაზე. იმპორტის გაძვირება, ინფლაცია თუ კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს? - ფასების მატება განპირობებბულია ოლიგოპოლიური ბაზრით და ასევე იმით, სახელმწიფოს არ გააჩნია სარეგულაციო მექანიზმი, როგორც არის ნებისმიერ ქვეყანაში. ამის მიზეზი არის კორუფციული გარიგებები, უუნარობა, ცოდნისა და კომპეტენციის არარსებობა. სამედიცინო ხარჯების ზრდას ისიც განაპირობებს, რომ საყოვეველთაო ჯანდაცვის, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ხარჯები ვერ კონტროლდება, ეს იმის გამო, რომ სისტემა არ არის აწყობილი. ქვეყანაში არ არსებობს პირველადი ჯანდაცვა, ამიტომ ადამიანები ჰოსპიტალს უკვე შორს წასულ შემთხვევებში მიმართავენ და შესაბამისად, ძვირადღირებულ სერვისების გამოყენება უწევთ. ასე თუ გაგრძელდება, სამედიცინო ხარჯები ყოველთვის მოიმატებს. არ ტარდება პრევენციული ღონისძიებები, რაც პირველადი ჯანდაცვის ნაწილია. მაგ, სიმსივნური დაავადებები ყოველთვის არის გვიან სტადიებზე აღმოჩენილი, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და შედეგიც სავალალო დგება. პროგრამებში წამლების კომპონენტი არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად დარეგულირებული. სამედიცინო ბაზარზე არ არსებობს კონკურენცია. ფარმაცევტული ბაზარი რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას აქვს გადანაწილებული. არის ვერტიკალური მონოპოლიები, როცა სადაზღვევო კომპანიები, კლინიკები, აფთიაქები, საცალო თუ საბითუმო ქსელი, რომელსაც ბანკი უდგას სათავეში, ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. ასეთი კონგლომერანტების არსებობა გამორიცხავს კონკურენციას და ფასების შემცირებას. ასეთი მსხვილი ოლიგოპოლიები იქით კარნახობენ სახელმწიფოს თამაშის წესებს. ამას ემატება ინფლაცია, კურსის დევალვაცია და არაჯანსანსაღი მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც ჰყავს უუნარო მენეჯმენტი და ხდება კორუფციული გარიგებები. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ ჯანდაცვის ხარჯები ვერ ან არ კონტროლდება. ბოლო მოვლენებმაც აჩვენა, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ კორუფციულ გარიგებებს, რომელიც კიდევ უფრო დიდ გამოძიებას ითხოვს. ტენდერები, მომსახურების შესყიდვები, წამლების საცალო ვაჭრობა და სხვა მიმართულებები უფრო ღრმა ანალიზსა და გამოძიებას საჭიროებ
---
02.10.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/422792
ირაკლი ალადაშვილი: ე.წ. ლუგარის ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, ხელისუფლებას ბოლო თეთრი უნდა მოეძებნა და აეშენებინა
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გადაფარვას რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით ცდილობს. ამის შესახებ ირაკლი ალადაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს სკრიპალების მოწამვლის საქმის გადაფარვა არ გამოუვა, რადგან მსოფლიო დონის სკანდალზეა საუბარი. „საინფორმაციო თავდასხმები მუდმივად, წლების განმავლობაში ხორციელდება ამ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ბოლო შემთხვევაში მე შემიძლია ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის ერთგვარი საინფორმაციო გადაფარვის მცდელობა რუსეთის მხრიდან სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით. ის რაც მოხდა დიდ ბრიტანეთში, ყველამ ვიცით. რუსეთი ამას არ აღიარებს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იქ “ნოვიჩოკის” ტიპის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება იყო გამოყენებული. ვინ გამოიყენა, ესეც თითქმის ცნობილია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. სწორედ საინფორმაციო გადაფარვა ხდება, უნდათ, საქართველოზე ისევ ააგორონ ლაბორატორიის თემა, როგორც ბიოლოგიური საფრთხის შემცველი. აქამდე ამას ონიშენკო აკეთებდა, ახლა ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე თითქმის დაეცა ონიშენკოს დონემდე და მანაც ეს განაცხადა“, – თქვა ირაკლი ალადაშვილმა. მისივე თქმით, ე.წ. ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მე-3 დონეს აკმაყოფილებს. „ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენ დღეს ეს ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო თეთრი უნდა მოეძებნა და აეშენებინა. ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ეს ყველაფერი, ვირუსების ნიმუშები საბჭოთა პერიოდიდან ინახებოდა თბილისის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე. 90-იან წლებში, როდესაც საშინელება ხდებოდა, გადავრჩით იმას,რომ ვიღაც შეიარაღებულმა საძმომ არ შეამტვრია იქ კარები, განა ნიმუშები უნდოდათ, ან კომპიუტერი დასჭირვებოდათ, სკამი ან მაგიდა და ამ დროს, შეიძლებოდა გაეტეხათ ისიც. როცა ამერიკული მხარე ჩამოვიდა და დაინახა რა დაცვაც იყო, გაგიჟდნენ, სასწრაფოდ დაიწყებს დაცვის სისტემების დაყენება. მათ ეშინოდათ, რომ რომელიმე ქვეყნის ტერორისტულ დაჯგუფებას არ წაეღო ნიმუშები. ამერიკელების ინიციატივა იყო, რომ ეს ლაბორატორია ცალკე გამოსულიყო, აშენებულიყო იქ, სადაც აშენდა, აეროპორტის დასახლებაში. მესამე დონის დაცვაა იქ უზრუნველყოფილი ბიოსაფრთხეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალადაშვილმა. მისივე განმარტებით, ლაბორატორია ქართველ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად, ადგილზევე განსაზღვრონ, ამა თუ იმ შემთხვევაში რა კონკრეტულ დაავადებასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე, ხომ არ გვემუქრება რაიმე ეპიდემია. „რატომაა საჭირო ამ ნიმუშების შენახვა? მარტივად რომ ვთქვათ, ხდება სამწუხაროდ, რომ მაგალითად, ჯილეხის ფაქტები გამოვლინდება, ვინმე დაკლავს საქონელს რაიონში, ან ვინმე შეიძლება დაავადდეს, არის ნიშნები, რომ შეიძლება იყოს ან ჯილეხი, ან სხვა რაღაც საშინელი დაავადება. ამ დროს რა უნდა ვქნათ – ნიმუში უნდა ავიღოთ, თუ არ გვაქვს საშუალება, უნდა გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში, რომ იქ შემოწმდეს ეს მართლა ჯილეხია თუ არა. ამაში დრო გადის, ფინანსები და ა.შ. ამ დროს ამის საშუალება გვაქვს, რომ თავად, ოპერატიულად შევამოწმოთ მისი რაობა. იგივე საშიში ჯილეხის ეპიდემია არ დაიწყოს და ვისაც ეს მოუვიდა, დაიწყოს მკურნალობა სწორი მიმართულებით. სწორედ ეს ხდება, საშიში ვირუსების, სხვა შტამები არის შენახული. ერთხელ ნამყოფი ვარ. არაფერი ისეთი დიდი საიდუმლოება არ არის. უსაფრთხოების წესები დაცულია. შენობაც ისეა აგებული, რომ მიწისძვრის დროს არ მოხდეს რამე კატასტროფა, კანალიზაციის წყლების, ჰაერის გაფილტვრა ხდება, ძალიან სერიოზული სისტემებია ამასთან დაკავშირებით. მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება დაცულია. რუსეთი მუდმივად ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს საინფორმაციო შემოტევებია. ასეთი მუდმივად იქნება. ჩვენ, როცა საჭირო იქნება, გავცემთ პასუხს სახელმწიფოს დონეზე, როცა არაა საჭირო, ხანდახან არც უნდა მიაქციო ყურადღება“, – განაცხადა ალადაშვილმა. შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ ოფიციალური განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები დაასახელა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი,“ რომელიც სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, თბილისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება. „ამერიკის ხმის“ ონლაინ პუბლიკაციის „პოლიგრაფ.ინფო“ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაციისა და კომენტარების თანახმად, ლუგარის კვლევით ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების უშუალო კვლევასთან ან მკურნალობასთან. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა “პოლიგრაფს” უთხრეს, რომ ეს მხოლოდ “სულელური ჭორია” და არის კიდევ ერთი მცდელობა, როგორმე მოხდეს C ჰეპატიტთან ბრძოლის წარმატებული პროცესის დისკრედიტება. „პოლიგაფმა“ განმარტება საქართველოში ამერიკის საელჩოსგანაც მიიღო. საელჩოს განცხადებით, ლუგარის ცენტრის მისია არის მოქალაქეთა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვა, ადამიანთა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოზირება, ეპიდემიოლოგიური დაკვირვება და კვლევა, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ: “ლუგარის ცენტრში არასდროს ჩატარებულა კლინიკური ცდები. მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, არის დამტკიცებული “ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის” მიერ, ისევე როგორც “ევროპული მედიცინის სააგენტოს” მიერ. ისინი გამოიყენება ადამიანებში C ჰეპატიტის ინფექციასთან საბრძოლველად და მათ არ სჭირდება არანაირი დამატებითი ტესტირება. მათი სერტიფიკატები აღიარებულია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ბაზრების მიერ”, – უთხრა პოლიგრაფს საქართველოში ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშემ ქრისტოფერ დავენპორტმა. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარში. „გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრება და ტრანსპარენტულრეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა სემინარში. მაგრამ როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
---
ბეჭდვითი მედია
03.10.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოს მთავრიბამ რუსეთის წარმომადგენლები ლუგარის ლაბორატორიაში მოწვია
საქართველოს მთავრობამ რუსეთის წარმომადგენლები 14-15 ნოემბრისთვის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, თუმცა რუსულ მხარეს ჯერ პასუხი არ გაუცია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწამომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ "რადიო თავისუფლებას" ბოლო პერიოდში რუსული მხარის მიერ ლუგარის ლაბორატორიის მიმართ გამოთქმული ეჭვებისა და პრეტენზიების კომენტირებისას განუცხადა. "დიახ, ბატონი კარასინი ამ თემასაც შეეხო. ჩვენი პასუხი ძალზედ მარტივია - ეს ლაბორატორია საქართველოს საკუთრებაა, ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ და მუშაობს სრულიად ტრანპარენტულ რეჟიმში. ლაბორატორიის კარი ღიაა უცხოელი სპეციალისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მათ შორის - რუსი ექსპერტებისთვის. სხვათა შორის, რუსი ექსპერტები არაერთხელ არიან ნამყოფები ამ ლაბორატორიაში და მის მუშაობას მაღალ შეფასებებს აძლევდნენ. 14-15 ნოემბერს იქ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 20 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. მოწვევა რუსულ მხარესაც გავუგზავნეთ, რომელსაც, სამწუხაროდ, ეს მოწვევა ჯერაც არ მიუღია. თუ მათ მართლაც აინტერესებთ, რით არის დაკავებული ეს ლაბორატორია, შეუძლიათ, კიდევ ერთხელ ჩამოვიდნენ, ადგილზე ნახონ ყველაფერი და მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში.
---
03.10.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა?
რეგულაციების მიუხედავად, საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა. დაავადებათა კონრტოლის ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 52660 მშობიარობა დაფიქსირდა, მათგან 23471 შემთხვევაში (რაც 44.6%0-ს შეადგენს) საკეისრო კვეთა გაკეთდა. ქვეყანაში 2016 წელს 24 461 საკეისრო კვეთა გაკეთდა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 43.7% იყო. რატომ ვერ მცირდება ქვეყანაში საკეისრო კვეთების წილი და რაშია გამოსავალი, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორ, მედიცინის დოქტორ და მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან სცადა. მისი განმარტებით, საკეისრო კვეთების წილის არ შემცირების ტენდენცია მულტიფაქტორული პრობლემაა. მისი თქმით, აქ პრობლემა კომპლექსურია. კერძოდ, მოსახლეობას არ აქვს შესაბამისი განათლება, თუ რამდენად ცუდია და რთული საკეისრო კვეთა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. მით უფრო თუ საქმე გვაქვს განმეორებით საკეისრო კვეთასთან, რაც ძალიან ხშირია. ანუ, როდესაც ქალს პირველ შემთხვევაშიც აქვს საკეისრო და მეორედაც იკეთებს. მისი განცხადებით, მაგალითად, „პინეოში“ საკეისრო კვეთების რაოდენობა ზუსტად 15 პროცენტით შემცირდა და დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი მშობიარობის 23 -25 პროცენტს შეადგენს. როგორც სინაურიძე განმარტავს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია თავად დაწესებულების მენეჯმენტის როლი,რადგან სხვადასხვა პირობებში საქმე არასწორ მიდგომასთან გვაქვს ხოლმე. „განათლება მიმართული უნდა იყოს უშუალოდ ექიმისთვის და ასევე პაციენტებისთვის. ძალიან ხშირად, კლინიკებში მიდიან მშობიარეები და ერთმნიშვნელოვნად, ჯიუტად მოითხოვენ საკეისრო კვეთის ჩატარებას. რაც არასწორია. მათ არ იციან, თუ რა უარყოფითი მხარე აქვს საკეისრო კვეთას“-განმარტავს სინაურიძე. მისი მოსაზრებით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი რეგულაცია დააწესო, რათა სიტუაცია კონტროლის ქვეშ მოექცეს. გამომდინარე სტატისტიკიდან, არსებული რეგულაციები საკმარისი არ არის. მეორე კომპონენტი ექიმების და კლინიკების მხრიდან ფინანსური დაინტერესებაა. სინაურიძის განცხადებით,ექიმები პაციენტებთან საკეისრიოს ერთგვარ პოპულარიზაციას ახდენენ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ მცირდება საკეისრო კვეთების რაოდენობა, ამას ემატება ექიმების ფინანსური დაინტერესება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. სინაურიძის განცხადებით, ხვრელებია კანონმდებლობაშიც. კერძოდ, კანონში წერია, რომ მშობიარობის ფორმის ამრჩევი პაციენტია. შედეგად, თუ მან არაპროფესიონალი ადამიანების რჩევით აირჩია საკეისრო კვეთა, ამ შემთხვევაში ექიმი უძლურია.მისივე განცხადებით, პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მენეჯერები პრაქტიკულად არ არსებობს. „რა მნიშვნელობა აქვს თითო ქეისში, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში 500 ლარის ნაცვლად 800 ლარს (საკეისრო კვეთის ღირებულება) აიღებ და მერე ამას ჯარიმის სახით დააბრუნებ თუ არ მიიღებ ამას. შესაბამისად, მმართველობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მენეჯერები პრაქტიკულად არ არსებობს,რადგან არასდროს ამის ბაზა არ იყო. საბჭოთა სისტემიდან კაპიტალისტურში გადავხტით. გარდამავალ პერიოდში ვერ ისწავლა ამ ხალხმა. რამდენიმე ადამიანმა ვინც ისწავლა, კი მართავს დაწესებულებებს“-აცხადებს სინაურიძე. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას 2017 წლის პირველი მარტიდან ახორციელებს.კლინიკები, რომლებიც ვერ მიიღებენ სპეციალურ დონეს და წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარე არ ეყოლებათ, ვეღარ ერთვებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რაც შეეხება ჯარიმების დაკისრებას,აღნიშნული სანქცია საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების არ დაფიქსირების შემთხვევაში წესდება. გასული წლის პირველი მარტიდან 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, 17-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, 5 კი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. სოციალური მომსახურების საააგენტოს ინფორმაციით, დაჯარიმებულებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი სამშობიარო კლინიკები, როგორიცაა სს ჩაჩავას ლინიკა,,შპს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, შპს დავით დავარაშვილის კლინიკა, შპს იმედის კლინიკა, შპს ჰერა 2011. ავტორი: სოფო ქსოვრელი
---