From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-04.10.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; gogi.patsatsia1@gmail.com; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 04.10.2018 09:06
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 0 4.10.2018

ტელევიზია

04.10.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ხმაური ქობულეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან - სოციალურად დაუცველები შენობაში შესვლას და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ. შენობაში შესვლის უფლება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ რა მიზეზით მოეხსნათ ფულადი დახმარება და მოითხოვდნენ უმოკლეს ვადაში დაფინანსების აღდგენას. აქციის მონაწილეებს აჭარის სოც. მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა და დაპირდა, რომ მათი საქმეები ინდივიდუალურად გადამოწმდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594959

03.10

პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 20:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594547

---

 

04.10.2018

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 10:00

ტუბერკულოზი და მასთან ბრძოლა-თემაზე ბათუმში პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტებმა მასწავლებლებს დაავადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე აუხსნეს როგორ ამოიცნონ დაავადება და პრევენციისთვის რა ღონისძიებები მიიღონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5595099

03.10

ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 18:00

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594435

---

 

03.10.2018

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 21:00

რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე მოქალაქეებს? მხოლოდ აჭარაში ასეთი 11 ათასი პირია აღრიცხვაზე. რეგიონში ფინანსდება მკურნალობა და თავშესაფრით უზრუნველყოფა - თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი? აქვს თუ არა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეს შემდგომი რეაბილიტაციისა და დასაქმების საშუალება? ეს ცალკე კვლევის საგანია, ამჯერად კი მოქალაქე, არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით ასაჩივრებს კანონში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მოქალაქე შესაძლებელია სტაციონარში იძულებით მოათავსონ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594676

---

 

03.10.2018

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00

ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევისას დაშავებულ ერთი ოჯახის სამ წევრს, ისინი თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ. დაშავებულები საავადმყოფოში მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ მოინახულა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594556

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5593455

I არხი-მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594624

---

 

03.10.2018

არხი:  ერთსულოვნება

გადაცემა: სიახლენი 22:00

საქართველოში იოდ დეფიციტი დაძლეულია, თუმცა, რკინისა და ფოლიუმის ნაკლებობის პრობლემა არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, მარილის, იოდით სავალდებულო გაჯერების პრაქტიკა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დადებითი შედეგი გამოიღო. ლელა სტურუას განცხადებით, საკითხი ამერიკელმა ექსპერტებმა შეისწავლეს და მათი რეკომენდაციით, ახლა პურის ფქვილი რკინითა და ფოლიუმით უნდა გაჯერდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5594600

---

 

ინტერნეტი

04.10.2018

მედიასაშუალება:   http://www.bm.ge/ka/article/quotjandacvis-ministri-agrdzelebs-sixistesa-da-sijiutesquot/25253/

"ჯანდაცვის მინისტრი აგრძელებს სიხისტესა და სიჯიუტეს"

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრი აგრძელებს სიხისტესა და სიჯიუტეს, ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო სექტორის შესვლის წინააღმდეგ.  "ეს არის ყოვლად უგუნური მიდგომა, რადგან კერძო სადაზღვვეო კომპანიების შესვლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, შეღავათს მისცემდა ადამიანებსაც და სახელმწიფოსაც“-განაცხადა ჩიხლაძემ bm.ge-სთან საუბრისას. მისი თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ დაშენებული პოლისების შეძენის საშუალება, იმ დაფარვებით, რაც არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.  "მაგალითად, სტომატოლოგია, მედიკამენტები, ან სხვა რამ. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს არ მოუწევს პოლისის სრული ღირებულების გადახდა, რადგან, სახელმწიფო გარკვეულ მანიპულაციებს აფინანსებს, მაგალითად ოპერაციებს. შესაბამისად, ასეთი პოლისები სადაზღვევო კომპანიებში უფრო იაფი ეღირება. ეს შეღავათი იქნება, ვინაიდან ადამიანმა შეიძლება 80-100 ლარი ვერ გადაიხადოს სრულ პოლისში, მაგრამ 10-15 ლარი შეძლოს, დაშენებული პოლისის სახით. ასეთ სიხისტეს და შეუვალობას რა დავარქვა არ ვიცი, ეს მავნებლობაა“-განაცხადა სერგი ჩიხლაძემ. მისი შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი დაფინანსებით, იმის მეხუთედ შედეგზეც ვერ გადის რაც, ამ ფულით იქნებოდა შესაძლებელი, სისტემა რომ უფრო მოქნილი იყოს.  შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება წლევანდელთან შედარებით 50 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 754 მილიონს შეადგენს. წელს დაგეგმილი 704 მილიონი კი, წლის ბოლომდე საკმარისი არ აღმოჩნდა და ხაზინის მონაცემების მიხედვით, ბიუჯეტი უკვე 713 მილიონამდეა გაზრდილი

---

 

04.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515087-tbilisshi-devnilta-sacxovrebel-korpuss-reabilitacia-chautarda

თბილისში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, უწყებასა და სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, შენობას, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, სახურავის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ღირებულება 56 686 ლარს შეადგენდა. „თბილისში, თანადაფინანსებით 500-მდე ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/tbilisshi-devnilta-sackhovrebel-korpuss-reabilitacia-chautarda/

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1538638516-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

---

 

03.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514964-jandacvis-ministris-moadgilem-bazaletshi-devnilta-dasaxlebashi-apetkebis-shedegad-dashavebulebi-moinaxula

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბაზალეთში, დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ბაზალეთში, დევნილთა საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების საკითხებზე სახელმწიფო იზრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა. „მოვინახულეთ დაშავებულები, რაც მთავარია ყველა გადარჩა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი, რა პრობლემებიც არის შექმნილი, პირველ რიგში ჯანმრთელობასთან და შემდგომ საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იზრუნებს მათ მოგვარებაზე“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/bazaletshi-devnilta-satskhovrebel-shenobashi-momkhdari-afetqebisas-dashavebulebis-sitsotskhles-safrtkhe-ar-emuqreba-grigol-giorgadze/50379

კვირა.ჯი- http://kvira.ge/423186

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1538568107-%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

პია.ჯი- https://pia.ge/post/226844-devnilta-dasaxlebasi-afetqebit-gamowveuli-zianis-armofxvraze-saxelmwifo-izrunebs

---

 

03.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514961-kobuletis-socialuri-momsaxurebis-saagentos-shenobastan-socialurad-daucvelebma-saprotesto-akcia-gamartes

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობასთან სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობასთან სოციალურად დაუცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაურკვეველი მიზეზების გამო რამდენიმე ოჯახს სოციალური შემწეობა შეუჩერდა. აქციის მონაწილეებთან ერთად ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გუშინ ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში მოქალაქეები მოვიდნენ, რომლებიც განმარტებას ითხოვდნენ, რატომ შეუჩერდათ შემწეობა. მათი მტკიცებით, ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ჭანტურიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა თემურ ქარცივაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტში გეგმურად ხდება სოციალურად დაუცველთა მონაცემების შესწავლა. „განსაკუთრებული არაფერი ხდება. ასე იყო ერთი თვის წინაც. სოციალური დახმარება რამდენიმე დღით წყდება და არა ჩერდება. ქულების ხელახლა დათვლის შემდეგ ბენეფიციარს დახმარება აღუდგება",- განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

---

 

03.10.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/514894-daavadebata-kontrolis-centris-carmomadgeneli-sakartveloshi-ioddepiciti-dazleulia

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - საქართველოში იოდდეფიციტი დაძლეულია

ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოდდეფიციტი საქართველოში დაძლეულია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში იოდის დეფიციტი აღარ არსებობს და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვებსა და ქალებში ის ნორმის ფარგლებშია. სტურუა აცხადებს, რომ სწორედ ბავშვებსა და ქალებში გვხვდება იოდის დეფიციტის პრობლემა. „იოდდეფიციტი ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველო არის იოდდეფიციტის ენდემური ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ წყალსა და ნიადაგში იოდი ნაკლებად გვაქვს და ასევე, შესაბამისად, ნაკლებად გვაქვს იოდი საკვებში. თუმცა, 2017 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა იოდდეფიციტის სტატუსი ქვეყანაში და ძალიან ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოდდეფიციტი საქართველოში დაძლეულია. საქართველოში იოდის დეფიციტი აღარ გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ბავშვებში, ასევე ორსულ ქალებში ის არის ნორმის ფარგლებში. საქართველოში არ არსებობს იოდდეფიციტის პრობლემა და ეს დაადასტურა კვლევამ, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად ჩაატარა და ასევე ჩართული იყვნენ იოდის საერთაშორისო გლობალური ქსელის წარმომადგენლები“,- განაცხადა სტურუამ.

მთავარი.ჯი- http://mcm.ge/%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4/

---

 

03.10.2018

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=185415-%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

აჩიკო ბაირამოვი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება- 29 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

უკვე 4 წელია, რაც 29 წლის აჩიკო ბაირამოვი საწოლს არის მიჯაჭვული, იგი უგონო მდგომარეობაშია, არაფერზე რეაგირებს და ფაქტიურად სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. 2014 წლის 6 სექტემბერი აჩიკოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა! სახლთან ახლოს ის უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა. მაშველები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ყმაწვილის გამოყვანას დამსხვრეული მანქანიდან. უგონო მდგომარეობაში მყოფი აჩიკო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი 3 თვის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატს იყო მიერთებული და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. უფლის წყალობით ექიმებმა შეუძლებელი შესძლეს და აჩიკო ბაირამოვი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს. მას შემდეგ 4 წელი გავიდა... სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, იგი კვლავ უგონო მდგომარეობაში იმყოფება, სუნთქავს და იკვებება ტრაქეაში და კუჭში ჩადგმული სპეციალური მილებით. მას ხშირად მოსდის შეტევები, ეწყება ეპილეფსიური კრუნჩხვები, ფეხები ფაქტიურად ატროფირებული აქვს, გარემოს აბსოლუტურად ვერ აღიქვამს. „როდესაც შემატყობინეს ამ უბედური შემთხვევის შესახებ, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილი, რომელიც სახლიდან ორიოდე საათის წინ გავიდა, თავისი ფეხით ვერ დაბრუნდებოდა...არადა იგი ავარიამდე ცოტა ხნით ადრე სამომავლო გეგმებს აწყობდა, ოჯახის შექმნას აპირებდა, იყო ბედნიერი და სრულიად ჯანმრთელი. აი ასე, ერთ წუთში დაინგრა გეგმებიც და მთელი მისი სიცოცხლე...“, - ამბობს აჩიკოს დედა ჯამილა. ბაირამოვების ოჯახი შეჭირვებულად ცხოვრობს. დედა ვერ მუშაობს, რადგან 24 საათი ავადმყოფ შვილს უვლის, ხოლო მამას ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ მუშაობა დაიწყოს. ოჯახში კიდევ 2 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება. დიახ, მატერიალური სიდუხჭირის გამო აჩიკო ბაირამოვის ოჯახს უჭირს ძვირადღირებული მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სპეციალური კვების შეძენა, ვერ უტარებენ ავადმყოფს მასაჟებს და სათანადო მკურნალობას. ამ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობის თანხა მოუხსნა. მიზეზად დასახელდა ოთახის გამათბობლის გამოყენება. რომ არა კეთილი ადამიანები, აჩიკო დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ყმაწვილს დახმარების ხელი! დავირაზმოთ მის ირგვლივ, არ დავრჩეთ გულგრილნი, არ ავუაროთ გვერდი მის გასაჭირს, გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აჩიკო ბაირამოვი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/368-bairamov/

--- 

 

03.10.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/423133

“რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი დირექტორი ჰყავს

,,აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას” ახალი გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან გოფოძე უხელმძღვანელებს. სამედიცინო დაწსსებულების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოფოძე 1984 წლიდან დღემდე მოღვაწეობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში. 1985 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასოცირებული პროფესორია; გახლავთ 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ცნობისათვის, ლევან გოფოძემ ავთანდილ იმედაძე შეცვალა. „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა, „ კლინიკების განვითარების კომპანიამ“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ამა წლის 21 სექტემბერს კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევების გამო მიიღო.

 

 

ბეჭდვითი მედია

04.10.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

"საყოველთაო ჯანდაცვა უძირო ქვევრად იქცა"

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე, 2019 წლის ბიუჯეტს აფასებს, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, კიდევ 50 მილიონით გაიზრდება და 754 მილიონი ლარი გახდება. მისი შეფასებით, რაც არ უნდა გაზარდონ დაფინანსება, პროგრამა ხარჯთეფექტური ვერ გახდება. "პრობლემა ისაა, რომ რის გამოც ხარჯი გარბის, იმ მიზეზებს არ ებრძვიან“, - აღნიშნა ჩიხლაძემ. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის სეგმენტის რეფორმირება, რათა დაავადებები ადრეულ სტადიაზე გამოვლიდეს, რაც ძვირადღირებული სამედიცინო ჩარევებზე მოსახლეობის მიმართვიანობას შეამცირებს, გაძლიერდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რგოლი და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში მივიდნენ კომპეტენტური კადრები, რომლებიც სწორ მენეჯმენტს განახორციელებენ. ჩიხლაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული სისტემის დანერგვა, რომლითაც პროგრამის სრულყოფილი მონიტორინგი მოხერხდება. "თუ ეს ყველაფერი არ გაიმართა, მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვერ იმუშავებს, ამ ყველაფერს კომპლექსური ხედვა სჭირდება, რაც არ გააჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში", - აღნიშნა ჩიხლაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5594882&name=04.10.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

04.10.2018

მედიასაშუალება:

04.10.2018

მედიასაშუალება:

04.10.2018

მედიასაშუალება:

04.10.2018

მედიასაშუალება:

04.10.2018

მედიასაშუალება:

04.10.2018

მედიასაშუალება: