მედიამონიტორინგი 05.10.2018
ტელევიზია
05.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სპეკულაცია, ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძი ბრიფინგი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598297
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598258
---
04.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
კრემლის მორიგი შტურმი საქართველოზე - მოსკოვის მტკიცებით, თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5597027
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5597226
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5596852
---
04.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
კლინიკების ნაწილი ტურისტების მხრიდან მათ მიმართ არსებულ დავალიანებაზე საუბრობს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტები, რომლებსაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ, სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, თანხას კი არ იხდიან. სად არის გამოსავალი და რამდენად მასშტაბურია პრობლემა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5597377
---
04.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საკონსტიტუციო სასამართლო ფსიქიატრიული დაწესებულების ყოფილი პაციენტის საჩივრის განსახილველად ემზადება. მოსარჩელე ითხოვს, კანონში დაზუსტდეს ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებითი მკურნალობა. კანონმდებლობის არსებულ ჩანაწერს სარჩელის ავტორი ბუნდოვნად მიიჩნევს. შენიშვნას პარლამენტში არ იზიარებენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5597252
---
ინტერნეტი
05.10.2018
ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის შენაძენია, რუსეთის მხრიდან კი, ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება
ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია. ჩვენი მეზობელი ქვეყნის - რუსეთის მხრიდან კი, ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ბოლო სამი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული მედია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით და შეეხნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამას საქართველოში - c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. რადგან ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური წრეების თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის დისკრედიტაცია მოხდეს. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობაა. ის ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც მიმართულია სწორედ ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და იდენტიფიცირებისაკენ. დიახ, აქ ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე ათეული საერთაშორისო მნიშვნელობის საერთაშორისო კვლევა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ამით ჩვენ ვამაყობთ. პარტნიორები გახლავთ აშშ-ს, ინგლისის, გერმანიის, ნორვეგიის და კიდევ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დიახ, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები", - განაცხადა გამყრელიძემ. პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრში ამ ვირუსით დაავადებულთა მკურნალობა არ ხდება. "დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგზე, ინფექციის კონტროლზე, სისხლის გადასხმის კონტროლზე, მაგრამ არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია. ჩვენი მეზობელი ქვეყნის მხრიდან კი ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამერიკელებისთვის, რომ არ დავუშვებთ მათი სამხედრო ბიოლოგების გაურკვეველ საქმიანობას რუსეთის საზღვრებთან“, - განაცხადა ერმაკოვმა. შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/39889/gamyrelidze-lugaris-laboratoriaze-dezinformatsiis-mizania-chrdili-miayenos-tsentrs
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72481
---
05.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/imnadze-lugaris-centrshi-aramkholod-adamianebze-ckhovelebzec-ki-ar-tardeba-eqsperimentebi/
იმნაძე: “ლუგარის ცენტრში” არამხოლოდ ადამიანებზე, ცხოველებზეც კი არ ტარდება ექსპერიმენტები
“ლუგარის ცენტრში” არათუ ადამიანებზე, ჯერჯერობით ცხოველებზეც არ ტარდება ექსპერიმენტები”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “აიპრესთან” რუსული მედიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შესახებ განაცხადა. პაატა იმნაძის განმარტებით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს “ლუგარის ცენტრში” ადამიანებზე ხორციელდება ექსპერიმენტები, ბინძურ სიცრუეს წარმოადგენს. „ეს არის ბინძური ტყუილი. რამდენმა ათასმა ადამიანმა იმკურნალა C ჰეპატიტზე, საქართველოში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა და ჰკითხეთ აბა რომელიმეს, თუ იმკურნალა ლაბორატორიაში, რა უნდა ლაბორატორიაში მკურნალობას. ავადმყოფები მკურნალობას გადიან საავადმყოფოში. ეს არის მათ განცხადებებზე პასუხი, რა შუაშია აქ “ლუგარის ცენტრი” და მკურნალობა. ის, რომ “ლუგარის ცენტრში” ხორციელდება ადამიანზე ექსპერიმენტები, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის საქართველო, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ნათესავია, არათუ ადამიანებზე, ცხოველებზეც არ ტარდება. რა უნდა ვუთხრა რუსულ მედიას და რუს მაღალჩინოსნებს, როდესაც რუსული მასმედიის წარმომადგენლები, “ლუგარის ცენტრში” სტუმრად გვყავდა, ისინი, აქ იღიმებოდნენ შემეგ კი, სიბინძურეები გაავრცელეს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
---
05.10.2018
თამარ ბარკალაია - რეგისტრაციის გაუვლელობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ კომპანიებს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შრომის ინსპექტირება ჩაუტარდეთ
„რეგისტრაციის გაუვლელობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ კომპანიებს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან შრომის ინსპექტირება ჩაუტარდეთ. შესაბამისად, შრომის ინსპექცია ნებისმიერ შემთხვევაში შევა ასეთ კომპანიებში და მათი დაჯარიმება მოხდება", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომელმაც მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის განყოფილების აუცილებლობაზე ისაუბრა. ბარკალაიამ მოუწოდა კომპანიებს, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს აწარმოებენ, მიმართონ სოცმომსახურების სააგენტოს და გაიარონ კონსულტაცია მათთან. „მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომლის თანახმადაც, დამსაქმებლებს, რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სექტორში მუშაობენ, დამატებით რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. სამწუხაროდ, ბევრმა დამსაქმებელმა რეგისტრაციის ეს ვალდებულება ბოლო დღემდე მიიყვანა, რამაც დიდი რაოდენობის მსურველთა ტალღა გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვადის გასაგრძელებლად პარლამენტს მივმართეთ, რაზეც დაგვთანხმდა და რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამდენად, მათ, ვისაც ჯერ არ გაუვლია რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთვის, როგორ და სად დარეგისტრირდნენ და აქვთ თუ არა რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე, შეუძლიათ ცხელ ხაზზე მიიღონ ეს ინფორმაცია, დამატებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს მიმართონ. ჩვენი თანამშრომლები მზად იქნებიან უპასუხონ კითხვებს რეგისტრაციის ვალდებულებასთან და პროცედურებთან დაკავშირებით. რეგისტრაციის გაუვლელობა ბიზნესს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან შრომის ინსპექტირება ჩაუტარდეთ. შესაბამისად, შრომის ინსპექცია ნებისმიერ შემთხვევაში შევა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ ბიზნესში და მოხდება დაჯარიმება მათი, რომლებიც რეგისტრაციას 15 ნოემბრამდე ვერ გაივლიან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 1000 ლარი, განმეორებით - 2000 ლარი იქნება. ბარკალაიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის სამინისტრომ 30-ზე მეტი კომპანიის მონიტორინგი განახორციელა. ძირითადად გამოვლენილია დაბალი და საშუალო რისკის დარღვევები, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციები გაეცა, გამართონ შრომის უსაფრთხოების სისტემები. ბარკალაიას განცხადებით, 2 თვის განმავლობაში უკვე ასეთი ტიპის 28 ათასი კომპანია დარეგისტრირდა. სულ სამინისტროში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს განმახორციელებელ 42 ათასამდე კომპანიის დარეგისტრირებას ვარაუდობენ.
---
05.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515216-kobuletis-sascrapo-samedicino-daxmarebas-axali-shenoba-akvs
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა აქვს
ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ იყო უზრუნველყოფილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამ დრომდე, ახალი შენობები გადაეცა ფოთის, ბორჯომისა და ხონის რაიონულ სამსახურებს.
ექსკლუზივნიუს.ჯი- http://exclusivenews.ge/post/111522
პია.ჯი- https://pia.ge/post/227154-qobuletis-saswrafo-samedicino-daxmarebas-axali-senoba-aqvs
---
04.10.2018
კომპანია “საქნახშირი“ მეშახტეებს ხელფასს აღარ გადაუხდის - ტყიბულელები გაფიცვას აანონსებენ
"კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა, რომ ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომრიდან ხელფასის გარეშე რჩებიან და ამის გამო რამდენიმე დღეში გაფიცვას აანონსებენ. მეშახტე გაგა ისაკაძე ჩვენთან მიმდინარე პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მათი ბედი ისევ გაურკვეველია. "არ ვიცით რა ბედი გვეწვევა. გაურკვევლობაში ვართ და თუ ამ დღეებში ისევ არაფერი გაირკვა, ვაპირებთ კვლავ ქუჩაში გავიდეთ. არავინ არაფერს გვეუბნება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "საქნახშირს" ჰქონდა მოლაპარაკება მთავრობასთან, გარკვეულ ადგილებში (იქ, სადაც აფეთქება არ მომხდარა) სამუშაოები თუ არ აღდგებოდა, მაშინ 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს აღარ დაგვირიცხავდნენ. მთავრობა დუმს. ფინანსური პრობლემები კი ჩვენთვის დღეს ყველაზე მტკივნეულია",- აღნიშნავს გაგა ისაკაძე. მისივე თქმით, ხელფასების გარეშე დარჩენას, ყველა მეშახტეს ურჩევია ნებისმიერ პირობებში სამუშაოები გაგრძელდეს და ამიტომ მზად არიან შახტში ჩასასვლელად. გაგა ისაკაძე: "ჩვენც გვაწუხებს უსაფრთხოება და ყველას ეშინია ოჯახის წევრის დაკარვის, მაგრამ ფინანსების გარეშე ლუკმა-პურის გარეშე ვრჩებით. ესეც სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ, ორი ცუდი ვარიანტიდან ვირჩევთ სამუშაოების აღდგენას. სხვა რა გზა გვაქვს?!". ტყიბულის მაღაროში დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომერსანტი საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წრმომადგენლებსაც ესაუბრა. ორგანიზაციის წევრმა დავით დოლაბერიძემ დაგვიდასტურა, რომ მეშახტეებს ხელფასები ნამდვილად აღარ ჩაერიცხებათ. მისივე თქმით, "საქნახშირი"-ს გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ 15 ივნისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნახშირმოპოვება შეჩერებულია, ივლისის და აგვისტოს ხელფასები გადაიხადა, მაგრამ თუ ნახშირმიპოვება არ განახლდა, კომპანია 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გასცემს. კომპანიის ადმინისტრაციაში შემუშავდა სპეციალური ტექსტიც, რომელზეც ხელმოწერებს აკეთებენ მეშახტეები და მისი ძირითადი პათოსი სამუშაოების განახლების სურვილის დაფიქსირებაა. დავით დოლაბერიძე: "მეშახტეებს აქვთ უმუშევრობის შიში და ითხოვენ დასაქმებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების საშუალება არ არის. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, მაშინვე ითხოვდა მხარეების მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის შედგენას, როდესაც პრემიერ-მინისტრმა 16 ივნისს ნახშირმოპოვებითი სამუშაოების გაჩერებისა და მეშახტეების იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე ანაზღაურების გაცემის ბრძანება გასცა. პრემიერმა პროფკავშირის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რის შესახებაც ჩვენ ბახტაძეს წერილობით შევახსენეთ, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება მაინც არ ყოფილა. ტყიბულის კრიზისისადმი მთავრობის ამგვარი დამოკიდებულების გამო, ტყიბულში იძულებითი შრომის გარემო შეიქმნა, ანუ, მეშახტეები ითხოვენ მუშაობის განახლებას მიუხედავად იმისა, როგორი შრომის უსაფრთხოების გარემო იქნება შახტებზე..." გარდა იმისა, რომ მეშახტეები რჩებიან ხელფასების გარეშე, მეორე პრობლემა უკავშირდება იმ გერმანულ კომპანიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ადგილზე უნდა შეესწავლა შახტის მდგომარეობა და დაეგინა, შესაძლებელია თუ არა სამუშაოების გაგრძელება მომავალში. ირკვევა, რომ ეს კომპანია ჯერ არც კი ჩამოსულა; მეტიც ჩამოსვლის თარიღი ისევ უცნობია. "პროფკავშირების" წარმომადგენელი ნიკა კაკაშვილი: "დიახ, ეს ექსპორტიორი კომპანია უკვე რახანია შერჩეულია, მაგრამ ჯერ არავინ ჩამოსულა. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ამას სჭირდება ტექნიკური საკითხების მოგვარება, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც არ ვიცით როდის ჩამოვლენ და ამასობაში რა ბედი ეწევათ მეშახტეებს". დავით დოლაბერიძე: "მიმდინარე წლის 7 სექტემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეული იქნა გერმანული საექსპერტო კომისია GMთ ჯგუფი, რომელმაც საფრთხეების და რისკების შეფასების მიზნით, შახტების ინსპექტირება უნდა განახორციელოს და, სავარაუდოდ, არსებული მეთოდოლოგიით ქვანახშირის მოპოვების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებაც უნდა გააკეთოს შეფასება. გერმანულ კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 5 კვირა დაჭირდება, შესაბამისად, ისიც გაურკვეველია, იძულებითი მოცდენის პერიოდს ვინ აანაზღაურებს, როცა "საქნახშირი" ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა არ აქვს". "კომერსანტის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტყიბულის შახტი დაილუქა, ორ კონკრეტულ ლოკოლაციაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ესენია - ვენტილაციისა და წყლის ამოტუმბვის ადგილები, სადაც დარგის სპეციალისტების თქმით, სამუშაოების შეჩერება ფიზიკურად შეუძლებელია. მართალია აღნიშნული ლოკაციები იმდენად საფრთხის შემცველი არ არის, რამდენადაც უშუალოდ აფეთქების ადგილები, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები არც იქ არის ბოლომდე დაცული. რა ბედი ეწევათ ტყიბულელ მეშახტეებს - მიუხედავად იმისა, რომ პროცესებში უშუალოდ პრემიერ -მინისტრი გიორგი ბახტაძეც ჩართულია, შეკითხვა მაინც აქტუალური და პასუხგაუცემელია. დეტალების გასარკვევად, "კომერსანტი" დაუკავშირდა "საქნახშირს", მთავრობის ადმინისტრაციას, ეკონომიკის სამინისტროს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გვაცნობებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. რაც შეეხება თავად საქნახშირს, პასუხის მიღებისთანავე ინფორმაციას მოგაწვდით.
---
04.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/39884/chven-mivighebt-diplomatiur-da-samkhedro-zomebs-moskovi-lugaris-laboratoriaze
„ჩვენ მივიღებთ დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს“: მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაზე
რუსეთი დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს მიიღებს იმ ფართო ბიოლოგიური ექსპერიმენტების საპასუხოდ, რომელსაც აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, კონკრეტულად კი საქართველოში აწარმოებს. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ დუმაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. მოსკოვში აცხადებენ, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ, ასევე ,მზადდება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი. „ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ თვალები დავხუჭოთ, ვიცით, რომ რაღაც პირდაპირ ეხება ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოებას. მივიღებთ დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს“ ,-განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შამანოვმა. მისი თქმით, თავდაცვის კომიტეტის რეკომენდაციაა გაერომ შეამოწმოს ლუგარის ლაბორატორია საქართველოში. აღნიშნულის შესახებ რუსმა დიპლომატმა სექტემბერშიც გააკეთეს განცხადებები. კომენტარები მოსკოვში ამ თემაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და საქართველოს მიერ ტერორიზმში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. გიორგაძის განცხადებით, მას აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ამერიკელები საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს. ლუგარის ცენტრი ქვეყნის დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა. ის მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ცენტრში ხდება ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირება. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. ლუგარის ცენტრი ერთადერთი BSL-3 ლაბორატორიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებში ასახულია ინფორმაცია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ. ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ხშირად, მიზანმიმართულად ხდება „ლუგარის ლაბორატორიის“ საფრთხესთან გაიგივება.
---
04.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515195-pentagoni-lugaris-centri-ashsh-is-obiektebs-ar-ganekutvneba/
პენტაგონი - „ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება
„ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა განაცხადა. „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მდებარეობს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში და ეკუთვნის მას“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. პაჰონის თქმით, ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეოდ. დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ საქართველო და აშშ იმედია განმარტავენ, თუ რატომ ინახება „ლუგარის ლაბორატორიაში“ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საბრძოლო მასალა.
---
04.10.2018
„სადაზღვევო ასოციაცია" ადასტურებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის არმქონე ტურისტების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ამოღებაში კლინიკებს პრობლემები აქვთ
„საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განაცხადებით, საქართველოში უცხოელების მიერ თვეში 2 ათასი სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება, მათგან ნაწილი კი, სამედიცინო კლინიკებშიც ხვდება. ამის შესახებ ხეჩინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის გარეშე შემოსული ტურისტების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პრობლემას მიეძღვნა. მისივე თქმით, გაუდაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მათ უფასოდ მოემსახუროს. მისივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ ტურისტებს, მიუხედავად იმისა, სარგებლობენ თუ არა უვიზო რეჟიმით, ქვეყანაში შემოსვლისას დაზღვევას არავინ სთხოვთ, თუმცა, ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში დაზღვევა არის ნახსენები. რაც შეეხება იმ ტურისტებს, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თავისთავად არავინ არ ეუბნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა იქონიონ. თვეში უცხოელების მიერ 2 ათასი სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება. ისინი ამას თავად აფინანსებენ, რადგან 50 ლარამდე ღირს. ეს 2 ათასი შემთხვევა არ არის ცოტა. მათგან რაღაც ნაწილის კლინიკებში გადაყვანა ხდება. შემდეგ კი პროცესი რაღაც ინსტიტუციურ მოდელს აღარ ექვემდებარება - როგორც ახერხებენ, ისე ხდება ამ თანხების ამოღება. ვიღაც თავის ჯიბიდან ადვილად იხდის, ვიღაცას ამ თანხების გადახდა ურთულდება. მაგალითად, ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებაში, რომლებიც თავის ქვეყანაში დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ირანულ სადაზღვევო კომპანიას აქ ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რამდენი ასეთი შემთხვევაა და რა თანხაზე გავდივართ. ეს ფაქტები უდაოდ ხდება. ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვს ფულის ამოღების პრობლემა", - განაცხადა ხეჩინაშვილმა. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეიძლება, რადგან ანალოგიური პრობლემები იყო უცხო ქვეყნაში რეგისტრირებული ავტომანქანების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაშიც. ამ მიზნით შექმნილი ახალი სისტემა საქართველოში ნახევარი წელია უკვე მოქმედებს.
---
04.10.2018
მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი - სამოგზაურო დაზღვევის უქონლობის გამო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ძირითადად რუსეთის მოქალაქების მომსახურებისას, კლინიკები ფინანსურად ზარალდებიან
სამოგზაურო დაზღვევის უქონლობის გამო, კლინიკები ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქის მომსახურებისას, ათობით ათასი ლარის ოდენობით ზარალს ღებულობენ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნიკა ჭელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ტურისტები ძირითადად რუსეთის ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც გადაუდებელი სახის ქირურგიული ოპერაციები ან ტრავმატოლოგიური სახის სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნიკა ჭელიძის განმარტებით, უცხოელი მოქალაქე კმაყოფილია, თუმცა თანხების უქონლობის გამო, ისინი ხარჯის დაფარვაზე უარს აცხადებენ. „სამედიცინო დაწესებულებისთვის სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩება, რადგან საქმე გვაქვს ძირითადად რუსეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებთან. ეს წარმოადგენს ზოგად პრობლემას და არა მარტო რომელიმე ერთი კლინიკის. გამოსავალი იქნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში შემოსულ ყველა პირს ჰქონდეს. ამ შემთხვევაში კი, ძირითადი ზარალი კლინიკებზე მოდის", - განაცხადა ნიკა ჭელიძემ. მისივე თქმით, 15 ათასი ლარის ოდენობით გაწეული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე სასამართლო დავა ამ მომენტშიც აქვთ. სულ კლინიკას რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჰქონდა.
---
04.10.2018
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/228114-sakartveloshi-organogadanergili-344-adamiani-cxovrobs-vis-sheuzlia-iqos-donori-da-ra-girs-operaciebi/
საქართველოში ორგანოგადანერგილი 344 ადამიანი ცხოვრობს - ვის შეუძლია იყოს დონორი და რა ღირს ოპერაციები
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი, საქართველოც შედის. ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ თირკმლისა და ღვიძლის გადანერგვაა შესაძლებელი. ტრანსპატოლოგთა ასოციაციის სტატისტიკით, საქართველოში 1977 წლიდან დღემდე ორგანოგადანერგილი 344 ადამიანი ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად, ვინ შეიძლება იყოს დონორი, რა ღირს ორგანოთა გადანერგვა და რა არის აკრძალული - ამ საკითხებზე Allnews.ge საქართველოს ტრანსპანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, გია თომაძეს ესაუბრა: - რომელი ორგანოების გადანერგვა ხდება მსოფლიოსა და საქართველოში? - მსოფლიოში ხდება 6 ძირითადი ორგანოს გადანერგვა. ყველაზე ხშირად ინერგება - თირკმელი, ღვიძლი, მერე გული, ფილტვი, პანკრეასი და ბოლოს წვრილი ნაწლავი. ჩამოთვლილი ორგანოებიდან საქართველოში მხოლოდ 2 ორგანოს გადანერგვა ხდება: თირკმლისა და ღვიძლის. თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 1977 წელს ჩატარდა, ხოლო 1995 წლიდან რეგულარულად მიმდინარეობს. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია კი პირველად 2014 წელს ჩატარდა. - რა ჯდება აღნიშნული ოპერაციები? - თირკმლის გადანერგვის ოპერაცია დაახლოებით 25 000 ლარი ღირს, რასაც მთლიანად სახელმწიფო იხდის. ღვიძლის გადანერგვა უფრო ძვირია, 120 000 ლარი და ნახევარზე მეტს იხდის სახელმწიფო. - ვის შეუძლია იყოს დონორი? - საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით, უპირატესობა ენიჭება ოჯახის წევრს, ახლობელს, ნათესავს, მეუღლეს. 2015 წელს მიღებული უფლებებით უკვე მეგობარიც შეიძლება იყოს. სხვა შემთხვევაში კანონით ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია და ითვალისწინებს პატიმრობას. რაც შეეხება გვამურ დონაციას, საქართველოში ჯერ არ დაწყებულა.
---
04.10.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/423347
„ჩერნოვეცკის“ ფონდი დიღმელაშვილების ოჯახის დასახმარებლად ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება – 38 წლის თეა დიღმელაშვილი, მისი ხანდაზმული დედა და სამი შვილი მოკლებულნი არიან ელემენტარულ ადამიანურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ. ისინი ცხოვრობენ ერთ ოთახში სველი წერტილების გარეშე, ავეჯი ამორტიზირებულია, ხოლო კედლები და ჭერი, როგორც ჩანს, არც არასდროს ყოფილა მწყობრში. სახელმწიფომ მათ სწორედ ასეთი ფართი გამოუყო, რომელიც უშიშროების აკადემიის ყოფილი საერთო საცხოვრებელის შენობაში მდებარეობს. თეა დიღმელაშვილი მარტოხელაა დედაა. მან გაზარდა სამი შვილი, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის და უამრავი პრობლემის გამო შვილებს სათანადო პირობები ვერ შეუქმნა. ანა, უფროსი ქალიშვილი, ამჟამად 18 წლისაა და სტილისტის პროფესიას ეუფლება; 16 წლის გიორგიმ მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა და შემდეგ მიატოვა სწავლა; ყველაზე უმცროსი – ბარბარე, ახლა 8 წლის არის, სწავლობს სკოლაში, თუმცა გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო ხშირად აცდენს. საქმე ის არის, რომ დიღმელაშვილების საცხოვრებელი არ თბება და ბავშვები ბეტონის ცივ იატაკზე წვანან. თავად თეა და მისი ხანდაზმული დედაც ხშირად ავადმყოფობენ, არ აქვთ საშულება შეიძინონ ელემენტარული წამლები, რომ არაფერი ვთქვათ სტაციონალურ მკურნალობაზე. ეს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მიზერული ფულადი შემწეობა, რომელიც აუცილებელ პროდუქტებზე ეხარჯებათ. „მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ოჯახს, რომელსაც არც საწოლი გააჩნია და არც სხვა სახის ავეჯი, ხშირად შიმშილობს და მხარდაჭერას ითხოვს. ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დიღმელაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოევცკის ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/369-digmelashvili/ “,- აცხადებენ ფონდში.
---
04 .10.2018
მედიასაშუალება: http://oc-media.org/14752/
„კეთილი ხალხის იმედად ვარ“: სიღარიბე ქართველ მოხუცებში
---
ბეჭდვითი მედია
05.10.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
კომპანია “საქნახშირი“ მეშახტეებს ხელფასს აღარ გადაუხდის
„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომრიდან ხელფასის გარეშე რჩებიან და ამის გამო რამდენიმე დღეში გაფიცვას აანონსებენ. მეშახტე გაგა ისაკაძე ჩვენთან მიმდინარე პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რომ მათი ბედი ისევ გაურკვეველია. „არ ვიცით რა ბედი გვეწვევა. გაურკვევლობაში ვართ და თუ ამ დღეებში ისევ არაფერი გაირკვა, ვაპირებთ კვლავ ქუჩაში გავიდეთ. არავინ არაფერს გვეუბნება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირს“ ჰქონდა მოლაპარაკება მთავრობასთან, გარკვეულ ადგილებში (იქ, სადაც აფეთქება არ მომხდარა) სამუშაოები თუ არ აღდგებოდა, მაშინ 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს აღარ დაგვირიცხავდნენ. მთავრობა დუმს. ფინანსური პრობლემები კი ჩვენთვის დღეს ყველაზე მტკივნეულია“,- აღნიშნავს გაგა ისაკაძე. მისივე თქმით, ხელფასების გარეშე დარჩენას, ყველა მეშახტეს ურჩევია ნებისმიერ პირობებში სამუშაოები გაგრძელდეს და ამიტომ მზად არიან შახტში ჩასასვლელად. გაგა ისაკაძე: „ჩვენც გვაწუხებს უსაფრთხოება და ყველას ეშინია ოჯახის წევრის დაკარვის, მაგრამ ფინანსების გარეშე ლუკმა-პურის გარეშე ვრჩებით. ესეც სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ, ორი ცუდი ვარიანტიდან ვირჩევთ სამუშაოების აღდგენას. სხვა რა გზა გვაქვს?!“. ტყიბულის მაღაროში დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომერსანტი საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წრმომადგენლებსაც ესაუბრა. ორგანიზაციის წევრმა დავით დოლაბერიძემ დაგვიდასტურა, რომ მეშახტეებს ხელფასები ნამდვილად აღარ ჩაერიცხებათ. მისივე თქმით, „საქნახშირი“-ს გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ 15 ივნისის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნახშირმოპოვება შეჩერებულია, ივლისის და აგვისტოს ხელფასები გადაიხადა, მაგრამ თუ ნახშირმიპოვება არ განახლდა, კომპანია 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გასცემს. კომპანიის ადმინისტრაციაში შემუშავდა სპეციალური ტექსტიც, რომელზეც ხელმოწერებს აკეთებენ მეშახტეები და მისი ძირითადი პათოსი სამუშაოების განახლების სურვილის დაფიქსირებაა. დავით დოლაბერიძე: „მეშახტეებს აქვთ უმუშევრობის შიში და ითხოვენ დასაქმებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების საშუალება არ არის. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, მაშინვე ითხოვდა მხარეების მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის შედგენას, როდესაც პრემიერ-მინისტრმა 16 ივნისს ნახშირმოპოვებითი სამუშაოების გაჩერებისა და მეშახტეების იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე ანაზღაურების გაცემის ბრძანება გასცა. პრემიერმა პროფკავშირის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რის შესახებაც ჩვენ ბახტაძეს წერილობით შევახსენეთ, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება მაინც არ ყოფილა. ტყიბულის კრიზისისადმი მთავრობის ამგვარი დამოკიდებულების გამო, ტყიბულში იძულებითი შრომის გარემო შეიქმნა, ანუ, მეშახტეები ითხოვენ მუშაობის განახლებას მიუხედავად იმისა, როგორი შრომის უსაფრთხოების გარემო იქნება მარაროებში...“ გარდა იმისა, რომ მარაროელები რჩებიან ხელფასების გარეშე, მეორე პრობლემა უკავშირდება იმ გერმანულ კომპანიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ადგილზე უნდა შეესწავლა შახტის მდგომარეობა და დაეგინა, შესაძლებელია თუ არა სამუშაოების გაგრძელება მომავალში. ირკვევა, რომ ეს კომპანია ჯერ არც კი ჩამოსულა; მეტიც ჩამოსვლის თარიღი ისევ უცნობია. „პროფკავშირების“ წარმომადგენელი ნიკა კაკაშვილი: „დიახ, ეს ექსპორტიორი კომპანია უკვე რახანია შერჩეულია, მაგრამ ჯერ არავინ ჩამოსულა. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ამას სჭირდება ტექნიკური საკითხების მოგვარება, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც არ ვიცით როდის ჩამოვლენ და ამასობაში რა ბედი ეწევათ მეშახტეებს“. დავით დოლაბერიძე: „მიმდინარე წლის 7 სექტემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეული იქნა გერმანული საექსპერტო კომისია GMT ჯგუფი, რომელმაც საფრთხეების და რისკების შეფასების მიზნით, შახტების ინსპექტირება უნდა განახორციელოს და, სავარაუდოდ, არსებული მეთოდოლოგიით ქვანახშირის მოპოვების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებაც უნდა გააკეთოს შეფასება. გერმანულ კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 5 კვირა დაჭირდება, შესაბამისად, ისიც გაურკვეველია, იძულებითი მოცდენის პერიოდს ვინ აანაზღაურებს, როცა „საქნახშირი“ ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა არ აქვს“. „კომერსანტის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ტყიბულის შახტი დაილუქა, ორ კონკრეტულ ლოკოლაციაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ესენია - ვენტილაციისა და წყლის ამოტუმბვის ადგილები, სადაც დარგის სპეციალისტების თქმით, სამუშაოების შეჩერება ფიზიკურად შეუძლებელია. მართალია აღნიშნული ლოკაციები იმდენად საფრთხის შემცველი არ არის, რამდენადაც უშუალოდ აფეთქების ადგილები, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები არც იქ არის ბოლომდე დაცული. რა ბედი ეწევათ ტყიბულელ მეშახტეებს - მიუხედავად იმისა, რომ პროცესებში უშუალოდ პრემიერ -მინისტრი გიორგი ბახტაძეც ჩართულია, შეკითხვა მაინც აქტუალური და პასუხგაუცემელია. დეტალების გასარკვევად, „კომერსანტი“ დაუკავშირდა „საქნახშირს“, მთავრობის ადმინისტრაციას, ეკონომიკის სამინისტროს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გვაცნობებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. რაც შეეხება თავად საქნახშირს, პასუხის მიღებისთანავე ინფორმაციას მოგაწვდით.
რეზონანსი-
---
05.10.2018
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
დასაქმების ფორუმი თეთრიწყაროში
28 სექტემბერს, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების რეგიონალური ფორუმი ჩაატარა. შეხვედრა კოდის დევნილთა ჩასახლების სათემო ცენტრში გაიმართა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მასში, ქვემო ქართლის 15-მდე მსხვილმა დამსაქმებელმა 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. ფორუმში თეთრიწყაროს, მარნეულისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა სამუშაოს მაძიებლებმა და ქვემო ქართლის რეგიონის მსხვილმა დამსაქმებლებმა მიიღეს მონაწილეობა. დასაქმების ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნელი რევაზიშვილი, RDFG_ის დასაქმების პროგრამის მრჩეველი ლელა მაისურაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. გამომსვლელებმა ყურადღება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს ყველა იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორცილებს. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ფორუმი დადებითად აისახება თეთრიწყაროს მოსახლეობაზე, მათ მიეცათ საშუალება ერთ სივრცეში დაკავშირებოდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ, გაცნობოდნენ დამსაქმებლის შეთავაზებებს და პირობებს, რომ შემდგომში დასაქმდნენ და გაიუმჯობესონ სოციალური პირობები. სააგენტო მუდმივად ფიქრობს საზოგადოების მოთხოვნებზე ამ კუთხით და ზრუნავს სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებზე“ - განცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. „უმუშევრობის პრობლემა უდიდეს გამოწვევად რჩება თანამედროვე საზოგადოებისათვის. იგი აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვისაც, განსაკუთრებით რეგიონებში მაცხოვრებელთათვის. ჩვენი ორგანიზაცია მას კომპლექსურად განიხილავს და ერთი მხრივ, ეხმარება საზოგადოების მოწყვლად ფენებს, რომ გახდნენ დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანნი, მეორე მხრივ კი მუშაობს დამსაქმებლებთან. აღნიშნული ფორუმიც ერთ-ერთი ინტერვენცია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლელა მაისურაძემ. ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა რეგიონში მოქმედ კომპანიებს და აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღო ინფორმაცია. მოცემული ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს.
---
05.10.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
როგორ ვცხოვრობთ?! ჯანდაცვის გაძვირება მთავრობის უუნარობისა და კორუფციული გარიგებების ბრალია?!
ფონდი „კურაციოს” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლამდე წამლებზე დანახარჯი წელიწადში საშუალოდ 7,5%-ით შეიძლება გაიზრდოს. ამავე კვლევაში, რომელიც 2018 წლის ივნის-ივლისს მოიცავს, ნაჩვენებია, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში 36% მედიკამენტებს უკავია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წამლების საფასურის 97%-ს მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან, ხოლო სახელმწიფოს წილი სულ 1%-ია. ხარჯის უდიდესი წილი 70% ქრონიკულ მედიკამენტებზე მოდის, რაც ადამიანებისთვის მუდმივ ხარჯს წარმოადგენს. ბაზრის 75% 3-4 ფარმაცევტულ კომპანიას უკავია, რაც ბაზარზე კონკურენციას ზღუდავს და მათ შორის ფასებზე შეთანხმების ალბათობას ზრდის. ჯანდაცვის ხარჯების ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით „კომერსანტი” ჯანდაცვის სფეროს მკვლევარს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა: ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ჯანდაცვაზე სულ უფრო მეტს ხარჯავენ ჯიბიდან და მათ შორის ყველაზე წამლებზე დანახარჯები განსაკუთრებით დიდი ტვირთია. მიუხედავად იმისა, სახელმწიფო მეტს ხარჯავს და მშპ-ს უფრო დიდი ნაწილი მიემართება ჯანდაცვაზე, გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, რომელთაც კატასტრფული დანახარჯები აქვთ ჯანდაცვაზე. როგორ პასუხობს სახელმწიფო ამ გამოწვევევს? სახელმწიფომ დაიწყო იაფი წამლების პროგრამა, მაგრამ ის არასათანადოდ განხორციელდა. წამლების პროგრამა, რომელიც 2017 წელს 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 150 ათასი კაცის ნაცვლად მოიცვა 13 ათასი კაცი. 10%-იან მოცვაც კი ვერ აჩვენა. ამასთან, ამ 10%-იან სარგებელზე გათვალისწინებულზე უფრო მეტი საბიუჯეტო დანახარჯები ჰქონდა. ჯანდაცვის ხარჯების და მათ შორის წამლების წილის ზრდას აჩვენებს UNICEF-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევებიც. UNICEF-ის 2017 წლის გამოკვლევის თანახმად, 2012 წლიდან მედიკამენტებზე ფასები მუდმივად იზრდება და ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი (69%) სწორედ წამლებზე მოდის. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის უღარიბესი ადამიანების 20%-თვის მთლიან ხარჯებში ყველაზე დიდი წილი მედიკამენტებს უკავია. ჯანდაცვის ფასების ზრდას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. -რა იწვევს ფასების ზრდას ჯანდაცვაზე. იმპორტის გაძვირება, ინფლაცია თუ კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს? - ფასების მატება განპირობებბულია ოლიგოპოლიური ბაზრით და ასევე იმით, სახელმწიფოს არ გააჩნია სარეგულაციო მექანიზმი, როგორც არის ნებისმიერ ქვეყანაში. ამის მიზეზი არის კორუფციული გარიგებები, უუნარობა, ცოდნისა და კომპეტენციის არარსებობა. სამედიცინო ხარჯების ზრდას ისიც განაპირობებს, რომ საყოვეველთაო ჯანდაცვის, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ხარჯები ვერ კონტროლდება, ეს იმის გამო, რომ სისტემა არ არის აწყობილი. ქვეყანაში არ არსებობს პირველადი ჯანდაცვა, ამიტომ ადამიანები ჰოსპიტალს უკვე შორს წასულ შემთხვევებში მიმართავენ და შესაბამისად, ძვირადღირებულ სერვისების გამოყენება უწევთ. ასე თუ გაგრძელდება, სამედიცინო ხარჯები ყოველთვის მოიმატებს. არ ტარდება პრევენციული ღონისძიებები, რაც პირველადი ჯანდაცვის ნაწილია. მაგ, სიმსივნური დაავადებები ყოველთვის არის გვიან სტადიებზე აღმოჩენილი, რასაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და შედეგიც სავალალო დგება. პროგრამებში წამლების კომპონენტი არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად დარეგულირებული. სამედიცინო ბაზარზე არ არსებობს კონკურენცია. ფარმაცევტული ბაზარი რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიას აქვს გადანაწილებული. არის ვერტიკალური მონოპოლიები, როცა სადაზღვევო კომპანიები, კლინიკები, აფთიაქები, საცალო თუ საბითუმო ქსელი, რომელსაც ბანკი უდგას სათავეში, ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. ასეთი კონგლომერანტების არსებობა გამორიცხავს კონკურენციას და ფასების შემცირებას. ასეთი მსხვილი ოლიგოპოლიები იქით კარნახობენ სახელმწიფოს თამაშის წესებს. ამას ემატება ინფლაცია, კურსის დევალვაცია და არაჯანსანსაღი მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც ჰყავს უუნარო მენეჯმენტი და ხდება კორუფციული გარიგებები. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს იმას, რომ ჯანდაცვის ხარჯები ვერ ან არ კონტროლდება. ბოლო მოვლენებმაც აჩვენა, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ კორუფციულ გარიგებებს, რომელიც კიდევ უფრო დიდ გამოძიებას ითხოვს. ტენდერები, მომსახურების შესყიდვები, წამლების საცალო ვაჭრობა და სხვა მიმართულებები უფრო ღრმა ანალიზსა და გამოძიებას საჭიროებს.
---
05.10.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
ტურისტები კლინიკებს ფულს არ უხდიან, მათზე არც ვიდეოჯარიმები ვრცელდება
ტურისტების დიდი ნაწილი გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის გადასახადზე უარს ამბობს. ჯარიმებისაგან თავის აცილებას ცდილობენ ის მძღოლებიც, რომლებიც უცხოური სანომრე ნიშნით გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ვიზიტორები, საიდანაც თითქოს ქვეყანა დიდ შემოსავალს ელოდება, მომსახურებაში თანხის გადახდას თავს არიდებენ. 2017 წელს საქართველომ 7.9 მლნ საერთაშორისო მოგზაური მიიღო. ეს რიცხვი, მინიმუმ, ორჯერ აღემატება ქვეყნის მოსახლეობას. თითქოს ამით ქვეყანამ დიდი სარგებელი უნდა მიიღოს, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში უმეტესად ხელმომჭირნე ტურისტები შემოდიან. ასეთი კატეგორია კი გაწეული მომსახურებისათვის გადახდას თავს არიდებს. სფერო, რომელიც "ტურისტულ ნავთობად" იწოდება, როგორც ჩანს, კანონდარღვევის ველად გადაიქცა. საქართველოში ჩამოსული ტურისტები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, თანხას კი არ იხდიან. ამას პირდაპირ ადასტურებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ნიკა ჭელიძე: "კლინიკა ვალდებულია, მოემსახუროს პაციენტს, თუმცა თანხის ანაზღაურება არ ხდება. ძალიან ხშირად უცხოელი პაციენტი უარს ამბობს თანხის გადახდაზე. მათ არ გააჩნიათ სამოგზაურო დაზღვევა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები - სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი", - ამბობს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი. უშუალოდ მათ შემთხვევაში სასამართლო დავა ამჟამადაც მიმდინარეობს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომელსაც სამედიცინო ცენტრის მიმართ დავალიანება 15 ათას ლარამდე აქვს. მსგავს ფაქტებს ადასტურებს "საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილიც. მისი თქმით, გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ყველას (მათ შორის უცხოელსაც) უფასოდ მოემსახუროს. მათი ნაწილი კი შემდეგ თანხის გადახდას თავს არიდებს. "ქვეყანაში შემოსვლისას დაზღვევას არავინ სთხოვს, თუმცა ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში იგი ნახსენებია. რაც შეეხება ტურისტებს, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თავისთავად არავინ ეუბნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა იქონიონ. თვეში უცხოელების მიერ 2000 სასწრაფო დახმარების გამოძახება აღინუსხება. ისინი ამას თავად იხდიან, რადგან 50 ლარამდე ღირს. მათგან რაღაც ნაწილის კლინიკებში გადაყვანა ხდება, მაგრამ ნაწილი სტაციონარულ მომსახურებაში თანხას აღარ იხდის. ნამდვილად ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებით. ისინი თავის ქვეყანაში დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ირანულ სადაზღვევო კომპანიას აქ ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რამდენი ასეთი შემთხვევაა და რა თანხაზე გავდივართ. ეს ფაქტები უდავოდ ხდება. ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვთ ფულის ამოღების პრობლემა", - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" ხეჩინაშვილმა. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია პრობლემას სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არარსებობაში ხედავს. მსგავსი შემთხვევის შესახებ მასაც არაერთხელ სმენია, მიზეზი კი საზღვარზე დოკუმენტაციის წარდგენის იგნორირებაა. "ყველა ქვეყანა ითხოვს, რომ ტურისტი იყოს დაზღვეული იმ კომპანიის მიერ, რომელსაც მიმღები ქვეყანა ცნობს. ეს საერთაშორისო ნორმაა და აუცილებელია, ასე ხდებოდეს ყველგან. საზღვარზე უნდა მოწმდებოდეს, აქვს თუ არა სადაზღვევო პოლისი, რომელიც ქართულია ან საერთაშორისოდ აღიარებული, რათა შემდეგ მსგავს პრობლემებს ყველა ფეხის ნაბიჯზე არ შევეჩეხოთ. მეზობელ ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ შენგენის ზონაზე, არსებობს საკანონმდებლო ბაზის 3-ტომეული, რომელიც ტურიზმის სფეროს არეგულირებს. ასე ჰქვია, ფაქტობრივად, ყველგან. საქართველოში კი სულ სამი ჩანაწერია ტურიზმის რეგულირების მხრივ კანონში. პრობლემა რომ არსებობს და გადასაჭრელია, ეს უკვე ფაქტია. სახელმწიფოსთან ერთად ამაში უნდა ჩაერთოს ბიზნესიც. სადაზღვევო კომპანიებმა გადაჭრის გზები უნდა მონახონ. მაგალითად, თუკი ტურისტი საზღვარზე ვერ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიებისაგან იქვე შეიძინონ პოლისი, რათა, ერთი მხრივ, პრობლემა არ შეექმნას ვიზიტორს შემოსვლაში, მეორე მხრივ კი - ქვეყანას", - განუცხდა "რეზონანსს" კვარაცხელიამ. პრობლემა მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას არ ეხება. დიდი ხანია, ცნობილია, რომ ქვეყანაში უცხონომრიანი ავტომობილების მფლობელები თავს არიდებენ ჯარიმების გადახდას საგზაო წესების დარღვევისთვის. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ გზებზე კამერებითა და რადარებით უცხოური სანომრე ნიშნების მქონე მანქანების დაჯარიმების რეალური მექანიზმი არ არსებობს, რაც იციან ტურისტებმაც. "უცხო სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების დაჯარიმება ქვეყანაში ნამდვილად ხდება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა პატრული უშუალოდ აჩერებს მანქანას, ხოლო ვიდეოკამერებისა და რადარების მეშვეობით დაჯარიმებული ტურისტებისგან თანხის ამოღების მექანიზმი არ არსებობს. ეს იცის, პრაქტიკულად, ყველა შემომსვლელი ავტომობილის მძღოლმა. ჩვენ შარშან ზაფხულში არაერთი ავტოკატასტროფის მომსწრენი გავხდით, სადაც ფიგურირებდნენ ტრაილერებიც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებით. შემთხვევების ნაწილი დასრულდა ფატალურადაც. ასე რომ, ეს საკითხი არის სასწრაფოდ დასარეგულირებელი. ამ ქვეყანაში კანონი ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს - ადგილობრივი მოქალაქისთვისაც და უცხოელი ტურისტისთვისაც", - აცხადებს "რეზონანსთან" მესხიშვილი.
---