მედიამონიტორინგი 06.11.2018
ტელევიზია
06.11.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
იუნისეფი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5670274
---
05.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას კონკურსის წესით იყიდის. მენაშენეების საკონკურსო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5668829
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5667955
რუსთავი 2 -კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669046
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669425
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669877
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669133
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5668899
---
05.11.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ლარის გაუფასურების კვალდაკვალ კი ძვიდება მედიკამენტებივ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრი აცხადებს რომ მას არ ქავს ბერკეტები კერძო კომპანიების ფას წარმოქმა აკონტროლოს. დავით სერგეენკოს თქმით ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდა 2012 წელს 70% იყო ეს ციფრი კი ახალ 56% ჩამოსული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669521
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669469
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669419
---
05.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
მთავრობამ მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მუშაობა უნდა დაიწყოს - ამის შესახებ სპეციალისტების ნაწილი აცხადებს. მათი თქმით, წამლებზე ფასების დასტაბილურების ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციების დაწესებაა. ექსპერტები ხელისუფლებას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ურჩევენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669468
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5668443
---
05.11.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას გაზარდოს სოციალური დახმარება ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის - ამის შესახებ იუნისეფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ღარიბ ოჯახს და ბავშვის დანამტთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას. როგორც ცნობილია, კვირიკაშვილის მთავრობა გადაყვა იუნისეფის კვლევას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5668019
---
05.11.2018
არხი: კავკასია
გადაცემა: სტუდია სპექტრი
ლტოლვილების პრობლემები, სტუმრად: ლევან ხაბეიშვილი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669607
---
05.11.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ გასხვისდება - განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. გუშინ გამართულ აქციაზე საავადმყოფოს ექიმებმა ახალი ინვენტარის შეძენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ მოძველებული ტექნიკა კლინიკის გაკონტრებას გამოიწვევს. რასაც საავადმყოფოს გასხვისება და კერძო კომპანიის მმართველობაში გადასვლა მოყვება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669441
---
05.11.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
პენსიის ზრდის მიბმა ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციაზე, როგორც ამას ქართული ოცნება აპირებს ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა უმნიშვნელოდ 8-12 ლარით მოხდება ხოლმე, ეს კი ვერ დააკომპენსირებს იმ ზარალს, რაც პენსიონირებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მიაყენა ლარის კურსით მერყეობით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5668415
---
05.11.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
კანაფის კულტივირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად გაწვეულია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5669161
---
ინტერნეტი
06.11.2018
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში აისახა
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პირველ ვერსიასთან შედარებით 73.9 მლნ ლარით იზრდება და 3 937.0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.3%) შეადგენს. ბიუჯეტის პროექტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისათვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტის შემოღებით. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, შემოღებული იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება. დახმარების ფარგლებში 20 ლარი (დღეს არსებული 10 ლარის ჩათვლით) იქნება ფულადი სარგებელი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი, რისთვისაც გათვალისწინებულია 70 მლნ ლარამდე. სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 763.7 მლნ ლარი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებულია 1 044.6 მლნ ლარამდე. მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის - 754.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 11.0 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.7 მლნ ლარამდე; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამა - 12.5 მლნ ლარზე მეტი; ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა - 12,2 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია - 36.3 მლნ ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობა - 24.0 მლნ ლარი (გაზრდილია 3,0 მლნ ლარით); დიაბეტის მართვა - 13.5 მლნ ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება - 44.7 მლნ ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 20.0 მლნ ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 20.0 მლნ ლარი (გაორმაგდა პროგრამის დაფინანსება) და სხვა. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი. იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზნობრიობით საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი. შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა 92,7 მლნ ლარს შეადგენს.
---
06.11.2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, საჭიროა ვაქცინაცია. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არც საქართველოში და არც ევროპაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის ცირკულირებს რინო ვირუსები. „მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ზედამხედველობა. ცირკულირებს სხვა რესპირაციული და რინო ვირუსები, რაც იწვევს გრიპის მაგვარ დაავადება, სურდოს, ხველას, ყელის ტკივილსა და არც ისე მაღალ ტემპერატურას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
---
05.11.2018
მედიასაშუალება: http://expressnews.com.ge/?id=74201
სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. საკონკურსო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ჩვენ სურვილი გვაქვს, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს ვეტერან-დევნილებზე და მეტად შევუწყოთ ხელი ასეთ ოჯახებს“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. კომისიის სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. ასევე დაადგინდა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები და ვადები. ამ ეტაპზე, სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის. პრიორიტეტი კი თბილისს მიენიჭება. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით გამოცხადდა. მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა. 8 ნოემბერს, მენაშენეებისთვის ღია კარი დღე გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შედიან. ბინების შესყიდვის პროცესის კიდევ უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა.
1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-devnili-ojakhebistvis-400-binas-sheisyidis/
კვირა.ჯი- http://kvira.ge/429568
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/519605-devnili-ojaxebis-gansaxlebis-miznit-menasheneebisgan-400-binas-sheisqidian/
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/dddavit-sergeenko-ackhadebs-rom-binebis-gadacemisas-aqcenti-veteran-devnilebze-gaketdeba/
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბინების გადაცემისას აქცენტი დევნილ ვეტერანებზე გაკეთდება
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენას ითვალისწინებს, 20 მილიონი ლარით გაიზარდა,- ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტით უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილების საშუალება იქნება. „კომისიის დღევანდელი სხდომის ამოცანაა, მიმდინარე წლის განმავლობაში შეირჩეს სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე ახორციელებენ საცხოვრებელი ბინების მშენებლობასა და რემონტს იმისათვის, რომ დევნილებისთვის მოხდეს ამ ობიექტების შეძენა. წლის განმავლობაში ბიუჯეტით მხოლოდ 10 მლნ-ის შესაძლებლობა გვქონდა, შემოსავლების გენერირებამ კი, მოგვცა საშუალება, რომ აღნიშნულ პროექტზე 20 მლნ ლარი დამატებულიყო, შესაბამისად, მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, აქცენტი ვეტერან დევნილებზე გაკეთდება, დეველოპერების შერჩევისას კი, რამდენიმე პარამეტრი იქნება გათვალისწინებული. „სურვილი გვაქვს, დევნილთა საზოგადოებიდან ვეტერან დევნილებზე მეტი აქცენტირება გავაკეთოთ და მეტად შევუწყოთ ასეთ ოჯახებს ხელი, რომ მიიღონ ბინები. შემდეგი სიახლე ამ მხრივ ის არის, რომ ბინების ჩაბარების ბოლო ვადა იქნება 2019 წლის პირველი დეკემბერი, თუმცა უფრო ადრეც დაიწყება ეს ყველაფერი. დეველოპერებთან პირობები იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ობიექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და რა თქმა უნდა, ყველა სანებართვო პირობებს აკმაყოფილებს, ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც გათვალისწინებულია ასეთი ინფრასტრუქტურისათვის“,- განაცხადა სერგეენკომ. კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-koabitacia-gardamaval-etapze-raghac-dozit-sachiro-iyo-tumca-iyo-tu-ara-shecdoma-amis-shefaseba-gamichirdeba/
დავით სერგეენკო - კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცდომა, ამის შეფასება გამიჭირდება
კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცნობა, ამის შეფასება გამიჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „2012 წლის ბევრი მიღწევისგან ერთ-ერთი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. გვახსოვს, რომ იქამდე ამის გაკეთება რეალურად შეუძლებელი იყო მღელვარების გარეშე. კოაბიტაცია გარდამავალ ეტაპზე ალბათ, რაღაც დოზით საჭირო იყო, თუმცა იყო თუ არა შეცდომა, მართლაც გამიჭირდება შეფასება, რადგან ექვსი წელი, რაც მე ვმსახურობ ჯანდაცვის მინისტრად, ჩემი დროის პრაქტიკულად ასი პროცენტი მიაქვს მიმდინარე პროექტების მართვას”, – განაცხადა სერგეენკომ. თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო.
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ver-gavakontrolebt-kerdzo-kompaniebs-tu-ra-mosazrebebit-cvlian-medikamentebze-fasebs
" ვერ გავაკონტროლებთ კერძო კომპანიებს თუ რა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს”
ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს იმის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომ აკონტროლოს კერძო კომპანიები რა მარკეტინგული თუ სხვა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრი არ აკონკრეტებს, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება წამლების ფასის მომატებაზე. „მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, რომლიდანაც მთავარი არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც ყოველ წელს იზომება. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე ეს იყო 70%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ამის შემდეგ შემცირდა და შარშანდელი მაჩვენებელი არის 56%, მაგრამ ესეც ძალიან მაღალია. 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს შეადგენს, სამწუხაროდ, მედიკამენტებზე დანახარჯები. სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება. ეს არის კერძო ინდუსტრია. სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დავიწყეთ შარშან, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის, შემდგომ პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ 1 ლარად აქვთ გარკვეულ მედიკამენტებზე წვდომა, პენსიონერებს იმ ფასის ნახევრად აქვთ, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე ეხებათ შშმ პირებს. უახლოესი კვირების განმავლობაში მედიკამენტების ჩამონათვალი (23 მედიკამენტი) გაიზრდება, წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს მედიკამენტებზე რეალურად გავუნულოთ ეს ხარჯები,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/ver-gavakontrolebt-kerdzo-kompaniebs-tu-ra-mosazrebebit-cvlian-medikamentebze-fasebs/
---
05.11.2018
მედიასაშუალება: http://kvira.ge/429528
დავით სერგეენკო: მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსები მაღალია
ის, რაც მოხდა არჩევნების პირველ ტურში, რომ განსხვავება 1%-ზე ნაკლები იყო, ერთის მხრივ, დასაფიქრებელია, ხოლო მეორეს მხრივ, არის დადასტურება იმისა, რომ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები იყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. სერგეენკოს თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსები მაღალია. კითხვაზე, “ქართული ოცნების” ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაცია იყო თუ არა შეცდომა, სერგეენკომ კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა. „ჩემთვის მართლაც რთულია ამისი თქმა. 2012 წლის ბევრი მიღწევიდან ერთ-ერთი იყო არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. გვახსოვს, რომ იქამდე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მღელვარების გარეშე. გარდავალ ეტაპზე რაღაც დოზით კოჰაბიტაცია, ალბათ, საჭირო იყო, თუმცა ეს შეცდომა იყო თუ არა, გამიჭირდება შეფასება, იმიტომ, რომ ის ექვსი წელი, რაც მე ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობ, ჩემი დროის, პრაქტიკულად, 100% მიაქვს მიმდინარე პროექტების მართვას”, – განაცხადა სერგეენკომ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/519624-davit-sergeenko-meore-turshi-salome-zurabishvilis-gamarjvebis-shansi-magalia/
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/qronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebit-uzrunvelyofis-programas-23-medikamenti-daemateba/
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას 23 მედიკამენტი დაემატება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას უახლოეს მომავალში 23 მედიკამენტი დაემატება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „სოციალურად დაუცველების შემდგომ, ახლა, სექტემბერში პენსიონერების და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. როდესაც სოციალურად დაუცველებს, მაქსიმუმ ერთ ლარად აქვთ გარკვეული ჩამონათვალის მედიკამენტებზე წვდომა. პენსიონერებისთვის მაქსიმუმ ნახევარ ფასად, ნაცვლად იმისა, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. უახლოესი კვირების განმავლობაში ეს ჩამონათვალი გაიზრდება 23 მედიკამენტით. წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს, ვისთვისაც ძალიან მაღალია ფინანსური დანახარჯი მედიკამენტებზე, ფაქტობრივად გავუნულოთ ეს ხარჯები“,- განაცხადა სერგეენკომ. მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ პროექტით ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების ხარჯები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მნიშვნელოვნად შეუმცირდება. სერგეენკო განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებამდე ეს ხარჯები 70%-ს შეადგენდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი 56%-მდე შემცირდა. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების მხოლოდ 25%-ი უნდა იხარჯებოდეს, რისთვისაც სამინისტრო, მისივე თქმით, მუშაობს.
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-77-atasi-bavshvi-shimshilobs-300-bavshvi-yovelwliurad-shimshilit-igupeba
საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება
გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც გოგიტა აბაშიძის ბედს გაიზიარებენ. ამ მონაცემების შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში იუწყებოდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრობლემა მხოლოდ 1 წლის გოგიტას დაღუპვის შემდეგ მოექცა. სულ, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამისხელმძღვანელი მაია ქურციკიძის ინფორმაციით, რომელიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობა, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“. ამავე კვლევის დასკვნაში წლიური მაჩვენებლის შესახებ ვკითხულობთ: „ყოველწლიურად 800 ბავშვი იღუპება 5 წლამდე ასაკის. აქედან 700 იღუპება პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან იღუპება დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებისათვის. აქედან 300 უკავშირდება ამა თუ იმ კვებასთან დაკავშირებულ დეფიციტს, როგორიცაა, მცირეწონიანობა, ანემიასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ“.-აცხადებს მაია ქურჩიკიძე. გაეროს რეკომენდაციები აეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის ფქვილის ფორტიფიკაცია, ანუ – გამდიდრება რკინით, ფოლიუმის მჟავით. ასევე ზოგადად საზოგადოების განათლება, რომ მან იცოდეს, გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ვიტამინები და მიკროელემენტები მათი ჯანმრთელობისთვის. საზოგადოებისგანაც უნდა წამოვიდეს გარკვეული მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელიც დღესდღეობით, სამწუხაროდ, არ არის. ეს რაც შეეხება გაეროს რეკომენდაციებს, ახალ მთავრობას წერილობით მიმართა ასევე საქართველოში იუნისეფის ბავშვთა ფონდმაც, სადაც კონკრეტული სამოქმედო მიმართულებებია წარმოდგენილი, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა. რეკომენდაციები მდგომარეობს შემდეგში: „უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს არსებული სოციალური შეღავათების სისტემის ეფექტურობა. მეორე – შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადახედავს საჭიროებების შეფასების ფორმულას, ანუ, იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხდება გარკვეულწილად ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭება. აქ უნდა მოხდეს ბავშვის საჭიროებების უფრო მეტად გათვალისწინება ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულების მინიჭებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს და მჭიდრო გახდეს კავშირი სოციალურ აგენტებს და სოციალურ მუშაკებს შორის“… ასევე, მთავარია დაფინანსების გაზრდა სოციალურ პროგრამებში, „ ჩვენი გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფოს დაუჯდება სულ 25 მილიონი ლარი, ყველაზე მეტად ეფექტური იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში. მაგალითად, თუ უკიდურესი სიღარიბე არის 9.1 პროცენტი, ის ჩამოვა 3.9 პროცენტამდე. ყველაზე უფრო ეფექტური ინტერვენცია ამ ეტაპზე იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი, ანუ შემწეობა, რასაკვირველია, პენსიების ზრდასთან ერთად“- აღნიშნავს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.
---
05.11.2018
მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების გაზრდის თაობაზე
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ადრეული განვითარების, სკოლამდელი განათლების მიმდინარე რეფორმაზე, განათლების სექტორში შეფასების სისტემის გადახედვის აუცილებლობასა და ასევე, ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ პრიორიტეტულ ღონისძიებებზე. დოქტორი ხალილი სულ რამდენიმე კვირაა რაც საქართველოში ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა UNICEF-ის ოფისს. როგორც თავად აღნიშნა, ის მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ბავშვთა უფლებების დაცვისა და განვითარების მიმართულებებით. „გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ახალგაზრდობის საკითხები ხდება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გლობალური პოლიტიკის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განათლების და ზოგადად, ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა UNICEF-თან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი თანამშრომლობის სფერო გახდება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, UNICEF-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდას ეხება. კომენტარები
---
05.11.2018
პრემიერი ოპონენტების მიერ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის არჩევნებთან დაკავშირებას უპასუხისმგებლობად აფასებს
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპონენტების მიერ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის არჩევნებთან დაკავშირებას უპასუხისმგებლობად აფასებს. როგორც მთავრობის მეთაურმა შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა, ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ეს ვალდებულება მან Unicef-ის კვლევის შემდეგ, პაღლამენტში მთავრობის დამტკიცებისას აიღო. “ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახასოვს, რომ Unicef-ის კვლევის შემდეგ მე ავიღე ეს ვალდებულება პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას და ჩვენ ეს გავაკეთეთ. როდის უნდა გაგვეკეთებინა ეს, თუ არა მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ახალი ბიუჯეტის განხილვა და მისი პარამეტრები შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი პოლიტიკური მიდგომის ნაწილია. ჩვენ სოციალურ პოლტიკას დავაკორექტირებთ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ეს რესურსი გამოჩნდა, ვინაიდან ეკონომიკის ზრდა თავდაპირველ ბიუჯეტში დაგეგმილზე მაღალი იყო და შემოსავლის მობილიზაციამაც მოსალოდნელ მაჩვენებელს გადააჭარბა.
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/socialuri-momsaxurebis-saagentos-xelmdzgvanelma-tanamdeboba-datova
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაუდასტურა. მისი თქმით, დღემდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა და მოხდა ამ ორი თანამდებობის გამიჯვნა. „ბოლო ორი წლის ან ორწლინახევრის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მინისტრის მოადგილისა და სააგენტოს დირექტორის პოზიცია შეგვეთავსებინა. რეალურად ეს არ უნდა იყოს შეთავსებული, რადგანაც სოციალური მომსახურების სააგენტო არის ინსიტუტი, რომელიც პრაქტიკულად სამინისტროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტს ხარჯავს. ეს არის მთავარი აღმასრულებელი. ეს იყო დროებითი ამოცანა, რომელსაც მოადგილე ითავსებდა. ჩვენ უკვე დავამთავრეთ რეფორმის სტრატეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ექსპერტებთან ერთად, სტრატეგიის განხორციელება დაიწყება დეკემბერში და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ერთ ადამიანზე ორი ასეთი პასუხისმგებლობის შეთავსება დროებითი მოვლენა იყო და ეს დგება თავის კალაპოტში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შესაბამისად, გიორგი წოწკოლაური მინისტრის მოადგილედ რჩება, სოციალური მომსახურების სააგენტოს პოსტი კი ვაკანტურია. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა ზუსტად ორი თვის წინ შეცვალა.
პია.ჯი- https://pia.ge/post/232149-socialuri-momsaxurebis-saagentos-xelmzrvanelma-tanamdeboba-datova
1ტივი.ჯი- https://1tv.ge/news/socialuri-momsakhurebis-saagentos-khelmdzghvanelma-tanamdeboba-datova/
---
05.11.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/umravlesoba-socialuri-mewarmeobis-ganvitarebis-miznit-specialuri-kanonis-migebis-iniciativit-gamodis
უმრავლესობა სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სპეციალური კანონის მიღების ინიციატივით გამოდის
უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფი სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით სპეციალური კანონის მიღების ინიციატივით გამოდის. “სოციალური მეწარმეობის შესახებ“ - ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მერაბ ქვარაია, პაატა მხეიძე, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი მოსიძე, გიორგი კოპაძე, დიმიტრი მხეიძე და ცოტნე ზურაბიანი. პროექტის ავტორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და ლევან ალაფიშვილი. კანონპროექტის მიხედვით, სოციალური საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისთვის, აგრეთვე სოციალური მიზნების მისაღწევად განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში; ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მისი შემოსავლების დიდ ნაწილს სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები შეადგენს; მოგების არანაკლებ 70%-ის რეინვესტირებას სოციალური მიზნების მიღწევისათვის წარმოებულ საქმიანობაში ახორციელებს. “საქართველოში სოციალური მეწარმეობა მზარდ ხასიათს ატარებს. სოციალური მეწარმეობის განვითარებისა დახარჯულმა თანხამ 2017 წლის მდგომარეობით 7 მლნ ლარს გადააჭარბა. ხაზგასასმელია, რომ 2012-2017 წლებში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტის, მუნიციპალიტეტებისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სხვადასხვა საბიუჯეტო ასიგნებების სახით, რამაც ჯამურად 1.6 მლნ. ლარს აჭარბებს. საქართველოში სოციალური მეწარმეობის მიზნის მქონე 90 ორგანიზაციაა დაფუძნებული, რომელთაგან 70 არის აქტიური და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს. სოციალურ საწარმოებში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 500 გადააჭარბა და დასაქმებულთაგან ყოველი მე-5 არის მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი (დევნილი, შშმ პირი და სხვა). სოციალური მეწარმეობის პრაქტიკამ წარმოაჩინა სხვადასხვა პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად უპირველესად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემოს ადაპტაცია, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში სოციალური მეწარმეობის ერთიანი ჩარჩოს და სტანდარტების შექმნა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. “სოციალური მეწარმეობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
---
05.11.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/kaladze-chemi-txovna-iqneba-socialuri-daxmarebis-zrda-archevnebs-ar-daukavshirot/26260/
კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, სოციალური დახმარების ზრდა არჩევნებს არ დაუკავშიროთ
ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, პრემიერმინისტრის მიერ პარასკევს გაკეთებული დაპირებების არჩევნებთან დაკავშირება არ მოხდეს. ბახტაძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 2019 წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები არასრულწლოვნები 50 ლარამდე გაზრდილ შემწეობებს მიიღებენ. დღეს ამ კატეგორიის ბავშვების შემწეობა 10 ლარს, ანუ დღეში 33 თეთრს შეადგენს. “არ დაუკავშიროთ არჩევნებს ჩემი თხოვნა იქნება. იმიტომ რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, აი თუნდაც პრემიერმა ისაუბრა, ცვლილებებზე რომელიც დაახლოებით 150 ათას სოციალურად დაუცველ ბავშვს ეხება და 50 ლარი იქნება დახმარება. ასევე, სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში, დახმარებები არ შეუწყდებათ. ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები ჯერ კიდევ მაისში იყო პარლამენტში გაჟღერებული, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება არჩევნებს ნუ დაუკავშირებთ ამას,”- ამბობს კალაძე. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარებების ზრდას დაახლოებით 70 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება დასჭირდება. ამასთანავე, მაჭავარიანი ამბობს, რომ მთავრობა შშმ პირთა სოციალური დახმარების ზრდის შესაძლებლობასაც განიხილავს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში 125 ათასი ბავშვი იღებს თვეში 10 ლარიან შემწეობას.
---
05.11.2018
ბიძინა ივანიშვილი - პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს, მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა
პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს, მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსები საქმეა და ეს უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, მიუხედავად წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. „მიუხედავად წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები პირველ რიგში სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ეს უნდა შევძლოთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამასთან, ივანიშვილის თქმით, უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები. „2012 წელს ჩვენ მოვიშორეთ ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი. გავიარეთ ურთულესი პერიოდი და თან ვცდილობდით, ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებზე გადაგვეყვანა. ამ გზაზე ბევრ მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიეთ. სახელმწიფო რეკეტისგან გათავისუფლდა ბიზნესი, თავისუფალი მედია, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა, ურთულეს ეკონომიკურ გარემოში მოვიპოვეთ რეგიონალური ლიდერობა და მრავალი სხვა. საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები სულ უფრო რეალურ პერსპექტივაში განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრირებას. უამრავი რისკის მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კვირა.ჯი-http://kvira.ge/429515
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/214624
---
05.11.2018
რა დემოგრაფიული საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს
საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. გასულ წელს გაეროს სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ჩვენ იმ ხუთ ქვეყანას შორის აღმოვჩნდით, რომელსაც 2050 წლისთვის გადაშენება ემუქრება. ქართველი დემოგრაფების ერთ ნაწილს გაეროს მძიმე პროგნოზი რეალურად არ მიაჩნია, და არც იმას ადასტურებენ, რომ მილევის რეჟიმში მყოფი ერი ვართ. ამის მიუხედავად, ყველა აღიარებს, რომ ჩვენთან კატასტროფულად მაღალია ის მაჩვენებლები, რაც დემოგრაფიულ საფრთხეებს განაპირობებს. რატომ არ ხდება თაობათა განახლება, რატომ მოვხვდით დაბერებული ქვეყნების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზე და რატომ ვრჩებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით გასული საუკუნის 60-იანი წლების ნიშნულზე? „პრაიმტაიმი“ დემოგრაფებს გია მელაძესა და ანზორ თოთაძეს ესაუბრა. როგორც ირკვევა, ჩვენი მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე გაეროს კვლევა გვიწინასწარმეტყველებს. ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა ისე იკლებს, თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის, სამწუხაროდ, ალბათ, ორი მილიონი ვიქნებით. გია მელაძე, დემოგრაფი, თსუ-ს პროფესორი: – ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ის პროგნოზი, რაც გაეროს მიერ გასულ წელს გამოქვეყნდა, ნამდვილად საგანგაშოა, თუმცა გეტყვით, რომ ასეთი გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება დემოგრაფიაში სარისკო საქმეა. ზოგადად, პროგნოზების გაკეთებას მეცნიერული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიან გრძელვადიან პროგნოზებში მისი ალბათობა იკლებს. არავინ არ იცის, როგორი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება საქართველოში 32 წლის შემდეგ, ან 2100 წლისთვის, რაზეც ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ, საქართველოს მოსახლეობა მომავალში ნამდვილად შემცირდება, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, როგორიც გაეროს პროგნოზია, რომლის მიხედვითაც გაქრობისა და გადაშენების პირას ვართ. იმ ქვეყნებსა და ერებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მოხვდნენ ამ ჩამონათვალში, იაპონიას, ბულგარეთს, უკრაინას აქვთ ისეთი ენერგია, რომლითაც ეს ერები აუცილებლად გადარჩებიან. მათ შორის ვართ ჩვენც. ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთი მძიმე ყოფილა წარსულშიც, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა 750 ათასს შეადგენდა, მაგრამ გავიდა დრო და ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდა. რეგიონში ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს შესაშური მდგომარეობა, ასეთივე მდგომარეობაა სომხეთშიც, უკეთესი სიტუაციაა აზერბაიჯანში, თურქეთში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური ვითარება უფრო მაღალ დონეზეა. ამას გარდა, დიდ როლს თამაშობს რელიგიური ფაქტორიც. მოგეხსენებათ, მუსლიმანურ ქვეყნებში შობადობა უფრო მაღალია. – თუ ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, ასე გაგრძელდება, ნამდვილად მძიმე შედეგებამდე მივალთ. ჩვენთან ყველა მაჩვენებელი, რომელიც დემოგრაფიულ მდგომარეობას განსაზღვრავს, ხომ საგანგაშოა. – 2014 წელს საქართველოში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რომელმაც ბოლო 2002 წლის აღწერის ფონზე ძალიან მძიმე სურათი აჩვენა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ აღწერის დროს ათწლიანი ვადა დაირღვა და ბოლო აღწერა დაგვიანებით მოხდა. 2014 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობამ 3 713 800 ადამიანი შეადგინა, მაშინ როცა 2002 წლის აღწერით 4 371 500 იყო დაფიქსირებული. ამ ორი აღწერის შედეგებს თუ შევადარებთ, განსხვავება კოლოსალური იყო – დაახლოებით 750 ათასის ფარგლებში. ასეთი დიდი განსხვავება წარმოუდგენელია, ასეთი კლება ხდება ეპიდემიების, გლობალური მასშტაბის კატაკლიზმების დროს. საქმე ის გახლავთ, რომ 2002 წლის კვლევის მაჩვენებელი არ იყო ზუსტი. 1999-2001 წლებში მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა საქართველოდან. ვინაიდან ისინი არალეგალურად იყვნენ წასულები, მათი ოჯახის წევრებმა დამალეს და თქვეს, რომ ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ. 2002 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა 4 მილიონს არ აღემატებოდა, ეს მაჩვენებელი საბოლოოდ შეფასდა 3 991 300-ით სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, რომელმაც შეასწორა 2002 წლის აღწერის მასალები. თანამედროვე პერიოდს თუ შევაფასებთ, 90-იანი წლების დასაწყისიდან 2015 წლამდე საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის კლება აღინიშნებოდა, 2015-2016 წლებში მოხდა მოსახლეობის რაოდენობის უმნიშვნელო მატება, დაახლოებით 7 ათასით. 2017 წელს რაოდენობა ისევ შემცირებისკენ წავიდა, წელს ისევ უმნიშვნელოდ გაიზარდა. საუბარია, დაახლოებით 2000 ადამიანზე, რაც დემოგრაფიული მდგომარეობისთვის უმნიშვნელო მაჩვენებელია. ძალიან დიდი სიზუსტით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა მომავალ წლებში კიდევ უფრო შემცირდება, რადგან კიდევ უფრო დაიკლებს შობადობა. – იმის მიუხედავად, რომ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფომ დაიწყო გარკვეული პროგრამების განხორციელება? – ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს დაიბადა 53 300 ბავშვი, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი იყო უფრო მეტი – 56 700. ცნობილია, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტ ბავშვს აჩენენ 20-24 წლის, ასევე, 25-29 წლის ასაკში მყოფი ქალები. ამ ასაკში შევიდა ის თაობა, რომელიც დაიბადა 90-იან წლებში და ისინი იმ პერიოდში დაიბადნენ ძალიან მცირე რაოდენობით. თუ 1994 წელს 20-24 წლის ასაკის ქალების რაოდენობა იყო 190 000, 2018 წელს ამ ასაკის ქალების რაოდენობაა 107 000. ქალისთვის ეს არის ყველაზე აქტიური რეპროდუქციული ასაკი, იგივე კოლოსალურად განსხვავებული მაჩვენებელია 25-30 წლის ასაკის ქალებში, 1994 წელს იყო 204 000 ქალი, დღეს გვყავს 136 000 ქალი. ცხადია, ასეთი განსხვავებული მაჩვენებელი აუცილებლად აისახება შობადობის შემცირებაზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, შობადობა უფრო და უფრო შემცირდება. – ახალგაზრდებზე მოდის ემიგრაციის დიდი წილიც. ალბათ, ესეც განსაზღვრავს ამ მაჩვენებელს, იმ ფონზე, როდესაც ემიგრაცია ჩვენს მძიმე დემოგრაფიულ სტატისტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. – ემიგრაციაში უმეტესად მიდიან ადამიანები 50 წლამდე, მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი დაბალი არ უნდა იყოს. ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა მაღალი მოკვდავობა, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის კლებას. ეს მონაცემები ძალიან მძიმე დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, ჩვენთან მაღალია სამუშაო ასაკის 25-30, 34-40 წლის მოსახლეობის მოკვდავობა. 65 წლამდე ასაკის ადამიანის გარდაცვალება ნაადრევ მოკვდავობად ითვლება, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 65 წლამდე ასაკის ადამიანების მინიმალური მოკვდავობაა, ჩვენთან ეს მაჩვენებელი კატასტროფულია. 2016 წლის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან ნაადრევად გარდაიცვალა 1788 ქალი, ხოლო მამაკაცებში – 5777, საერთო ჯამში 7565 ადამიანი. ამ ციფრებს თუ პროცენტებში გადავიყვანთ, 65 წლამდე ნაადრევად კვდება ქალების 47% და მამაკაცების 61%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. ასეთი მაღალი მოკვდავობის მიზეზია ჯანდაცვაში არსებული პრობლემები, სტრესები, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას 90-იანი წლებიდან. 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო ევროპული ქვეყნების დონეზე. – სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამ მხრივაც პრობლემები გვაქვს, რატომ არის ჩვენი კიდევ ერთი პრობლემა ერის სწრაფად დაბერების პროცესი? – 1960 წლიდან 2017 წლამდე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში გაიზარდა 0,1 წლით, პრაქტიკულად ჩვენ ვართ გასული საუკუნის 60-იანი წლების დონეზე, ქალებში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2 წლით. 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო ევროპული ქვეყნების დონეზე, 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო რევოლუციური ცვლილებები გარდაცვალების მიზეზებში – წინა პლანზე წამოვიდა შინაგანი ორგანოებით, ენდოგენური დაავადებებით გამოწვეული გარდაცვალებები, მაშინ როცა მანამდე მაღალი იყო ეგზოგენური დაავადებების მაჩვენებელი, რომლის მკურნალობაც უფრო ადვილად ხდებოდა. მაშინ ამ დაავადებებს საქართველოში მარტივად უმკლავდებოდნენ, იმ პერიოდში ძლიერმა ქვეყნებმა ჯანდაცვაში ჩადეს უზარმაზარი თანხები, შექმნეს ახალი პრეპარატები, ჩვენთან ასე არ იყო – ჯანდაცვაში იხარჯებოდა შეიარაღებიდან მორჩენილი თანხები, მაგალითად, ერთ ადამიანზე 70-იან წლებში 35 მანეთი იხარჯებოდა, რაც მცირე თანხა იყო იმ პერიოდისთვისაც კი. ამას მოჰყვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსივნეების ზრდა, რასაც სხვა დონის მკურნალობა სჭირდებოდა. ეს პრობლემა ევროპის ქვეყნებმა დაძლიეს, ჩვენ ვერ დავძლიეთ, ამიტომაც ეს დაავადებები დღემდე რჩება სიკვდილის გამომწვევ მთავარ მიზეზებად. თუ ჩვენ ამერიკის ან ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს ავიღებთ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამ წლების მანძილზე 8-9 წლით არის გაზრდილი. 2017 წლის მონაცემებით, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69,2 წელია, ქალებში – 77,8 წელი, ეს მაჩვენებელი ევროპული მასშტაბით ძალიან დაბალია. იმ მოცემულობას, რაც არის ჩვენთან, დემოგრაფები ვეძახით მოკვდავობის კრიზისს. ის, რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები, მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა. ეს დაკავშირებულია ქალის გენეტიკასთან, ქალის ორგანიზმი უფრო გამძლეა მედეგი სტრესების მიმართ, ეს ბოლო წლებში ქართულმა რეალობამაც დაამტკიცა, როცა ქალებმა, რომლებიც უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ, ოჯახების შენახვის ტვირთი აიღეს თავის თავზე. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საქართველოდან წასული ადამიანები, მივცეთ მათ ღირსეული ცხოვრების საშუალება, ყველა აქეთ აღარ დაბრუნდება, მაგრამ ნორმალურ, ევროპულ დონესთან მიახლოებული სამუშაო ადგილების შექმნა და ადამიანების დაბრუნება, კიდევ ერთი რესურსია ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად. რაც შეეხება ერის დაბერების პროცესს, ამ მხრივ, ცოტა უცნაური და პარადოქსული ვითარება გვაქვს. რამდენიმე წლის წინათ საქართველო იყო დაბერებული ერების ოცეულში, ერის დაბერებას იწვევს დაბალი შობადობა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მატება. როგორც გითხარით, ჩვენთან შობადობა დაბალია, მაგრამ იმდენად დაბალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც, გასაკვირია, რომ უნდა გვქონდეს დაბერების ასეთი მაღალი მაჩვენებელი. იმ ქვეყნებში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მაღალ დონეზეა, დაბერების მაჩვენებელი მაღალია, იქ ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, ჩვენ ვერც ამ პარამეტრს ვაკმაყოფილებთ. დემოგრაფიული დაბერება ძლიერ, ეკონომიკურად მაღალ დონეზე მყოფ ქვეყნებს ახასიათებს. ჩვენი ქვეყნის ერთი დიდი გასაჭირი ის გახლავთ, რომ უფრო ადრე დაბერდა, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკურად განვითარდებოდა. ჩვენი დემოგრაფიული დაბერება არ მომხდარა ბუნებრივად. ეს მოხდა მაღალი მიგრაციის ხარჯზე, სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაში ახალგაზრდა ხალხის გადინებით. ძალიან მალე, 2026-2027 წლებისთვის, ხანდაზმული მოსახლეობა გადააჭარბებს 15 წლამდე მოსახლეობას, ეს არის დიდი ტვირთი და საფრთხე, ურთულესი პრობლემა სახელმწიფოსთვის. ამ ტიპის პრობლემები აქვთ იტალიას, იაპონიას, ეს ორი ქვეყანა ჩვენზე მეტად არის დაბერებული, მაგრამ მათი ეკონომიკა ვიცით, რა დონეზეა, ჩვენთან ვინ უნდა შექმნას ეკონომიკური დოვლათი – ხანდაზმულებმა? რომელთა პენსიას ვერ აუვა სახელმწიფო და საფინანსო სექტორი. – პენსიას დაეძებთ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან მაღალია სიკვდილიანობა ბავშვებში, მართლაც მძიმე რეალობისკენ მივდივართ. – ახალდაბადებულ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღარ არის ისეთი კრიზისული, როგორიც წინა წლებში იყო, თუმცა ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ. თუ შევამცირებთ მოკვდავობას, მით უმეტეს ბავშვებში, გაიზრდება ბუნებრივი მატება. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი დიდი პრობლემა, საქართველოში კატასტროფულად არის გაზრდილი განქორწინებათა რიცხვი. ბოლო წლებში ამან პანდემიური ხასიათი მიიღო. 90-იან წლებში წელიწადში, საშუალოდ, 2800 განქორწინება იყო, ბოლო 4-5 წელიწადში საოცრად მოიმატა ამ რიცხვმა – 2017 წლის მაჩვენებლით, 10222 განქორწინებაა. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით დასრულდება, რაც ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა მოძებნოს გზა და გამოსავალი. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ არსებულ სიტუაციაში? მივიღოთ დემოგრაფიულ საშიშროებათა გამოწვევები თუ მოლოდინის რეჟიმში ვადევნოთ თვალი პროცესების თვითდინებით განვითარებას? მეორე გზა სრულიად უპერსპექტივოა, პირველს აქვს გარკვეული შანსი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გადავრჩეთ. ანზორ თოთაძე, დემოგრაფი, პროფესორი: – ჩვენი მდგომარეობა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე გაეროს კვლევა გვიწინასწარმეტყველებს, მოსახლეობის რაოდენობა ისე იკლებს, 2050 წლისთვის, ალბათ, ორი მილიონი ვიქნებით. ეს არის კატასტროფული სიტუაცია, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო, თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა და პროცესები ისეთი ჩქარი ტემპით მიდის, თუ რამე არ შეიცვალა, დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია. 1989 წელს საქართველოში ცხოვრობდა 5 401 000 ადამიანი, ერთი ეკონომიკური სივრცის რღვევას და ახალ ფორმაციაზე გადასვლას მოჰყვა ეკონომიკური და ინდუსტრიული კავშირების გაწყვეტა, ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროცესი, რაც აისახა როგორც ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე, ისე დემოგრაფიაზე. ბოლო ათწლეულებში, ყოველ ათ წელიწადში 800-900 ათასი კაცით იკლებს მოსახლეობის რაოდენობა. თუ ჩვენ ავიღებთ 26 წელიწადს 1990 წლამდე, ისე რომ განვითარებულიყო პროცესები, 1990 წლის შემდეგ 26 წელიწადში როგორც იყო მაშინ, ახლა საქართველოში 6 700 000-მდე ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მოსახლეობა თითქმის განახევრებულია. ძალიან დაბალ შობადობას ემატება კატასტროფულად მაღალი მოკვდავობის მაჩვენებელი მწარმოებლურ ასაკში, განსაკუთრებით მამაკაცებში. თუ გავითვალისწინებთ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, რაც ძალიან მოქმედებს დემოგრაფიაზე, ცხადია, როგორი ვითარებაც გვაქვს. განათლების დონეც კი გადამწყვეტი შეიძლება იყოს. რაც უფრო დაბალი განათლება აქვს ქალს, მით უფრო ბევრი შვილი ჰყავს, რაც უფრო მაღალი განათლება აქვს – ცოტა. – ეს ტენდენცია, ალბათ, შეიცვალა. საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა სად გვაქვს? – ეს ტენდენცია არ შეცვლილა, მთელ მსოფლიოში ასეა, განათლებულ ქალს თავისი კარიერა აქვს მისახედი, მას ბავშვებისთვის არ სცალია. თუ შევადარებთ შობადობის მაჩვენებელს თბილისსა და რეგიონებში, აქ ეკონომიკური ფაქტორი იმდენად მოქმედებს, რომ თბილისში შობადობა უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთ რეგიონში. მაგალითად, რაჭაში, სადაც მიგრაციული პროცესი იმდენად მძლავრია, რომ მოსახლეობის რაოდენობა ძალიან შემცირდა. უკვე ნახევარი საუკუნეა, რაჭაში ყოველწლიურად გარდაცვალებულთა რიცხვი სჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაჭაში მე-19 საუკუნის ბოლოს 65 ათასი კაცი ცხოვრობდა, ახლა 6000 ცხოვრობს. ძალიან ხალხმრავალი რეგიონია იმერეთი, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, 4 ათეულ წელიწადში იმერეთიც კი გაუკაცრიელდება. 1989 წელს იმერეთში 767000 ადამიანი ცხოვრობდა, 2002 წელს – 70000, ხოლო 12 წლის შემდეგ – 534000, 25 წელიწადში იმერეთის მოსახლეობა თითქმის 240 ათასით შემცირდა. ასეთი მდგომარეობა გვაქვს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ძირითადი მაცხოვრებლები არიან ქართველები. საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების მოსახლეობა 41 წელიწადში გაუკაცრიელდება. ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, სიკვდილიანობის მომატება და რეგიონებში სხვა ეროვნების მოსახლეობის შემოსვლა იმდენად აქტიურად მიმდინარეობს, ასე თუ გაგრძელდა, არ აგვცდება ემიგრაციული და იმიგრაციული სიკვდილი.
---
ბეჭდვითი მედია
06.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
უცხოელები C ჰეპატიტის უფასო პროგრამის გულისათვის საქართველოს აწყდებიან "თუკი რამე სარგებელი არსებობს, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ"
უცხოელი მოქალაქეების, კერძოდ, ირანელების მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი C ჰეპატიტის უფასო პროგრამაში ჩართვაა. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ირანელთა მოზღვავება საქართველოში, რასაც ბოლო 3 წელიწადში სისტემატურად აქვს ადგილი. იმისათვის, რომ უფასო მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეთ, ისინი უძრავ ქონებას ყიდულობენ, იღებენ მოქალაქეობას და გზას უხსნიან თანამოქალაქეებსაც, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, ინფიცირებული იყოს. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსმა" ინფორმაცია სანდო წყაროსაგან მიიღო და სცადა, იგი ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაემოწმებინა, თუმცა, რატომღაც, დაპირებული ინფორმაციის მიღება ვერ მოხერეხდა. ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ უწყების წარმომადგენლები არ ასრულებენ თავიანთ ელემენტარულ მოვალეობას, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიასთან და დასმულ კითხვებზე პასუხი გასცენ. ამდენად, იძულებული გავხდით, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით გაგვეგო ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მოსაზრება და მათი დამოკიდებულება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, სწორედ პროგრამის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. არაეფექტურობა ჩანს იმაშიც, რომ 100 ათასი ადამიანი პროგრამის მიღმა დარჩა. აქედან 90-მა პროცენტმა არ იცის, რომ დაავადებულია და თავისი სტატუსის დადგენას არ ჩქარობს. ეს ცნობილი ფაქტია. სახელმწიფო ერთი ხელით აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, რასაც ელიმინაცია ჰქვია, მაგრამ, მეორე მხრივ, უშლის და ბლოკავს ძირითად პროცესს, რამაც უნდა გამოიწვიოს ამ ადამიანების ჩართვა უფასო პროგრამაში. რაც შეეხება უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობას პროგრამაში, სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს და რეზერვი, რაც პროგრამით გათვალისწინებულია, საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარდეს. როგორც ორგანიზაციის "გახსოვდეს ჰიპოკრატე" წარმომადგენელი მარინა ბერიძე ამბობს, ხელისუფლების მხრიდან უცხო ეროვნების მოქალაქეების C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა არის დიდი შეცდომა (მეტი თუ არა), რადგან ეს საქართველოსათვის ეკონომიკურად წამგებიანია და პოლიტიკურადაც მიზანშეწონილი არ არის. "ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაცია რეალურად ჯანდაცვის პროგრამებით არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში, თუკი რამე სარგებელი არსებობს, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენთვის ყველაზე გამოუსწორებელი შეცდომაა, რომ ს ჰეპატიტით სარგებლობენ ადამიანები, რომლებმაც უკვე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და აქვთ ბინადრობის უფლება. ერთი შეხედვით, ეს კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ საქმე ეხება ინფექციას და პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ ყველა ადამიანი ნამკურნალევი იყოს. ევროპაში, როცა საქართველოდან ჩადიოდნენ ინფეცირებული ადამიანები, მათ მკურნალობდნენ, რადგან ეს იყო პრევენციის ნაწილი, თუმცა ევროპას აქვს ამის ფუფუნება და ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ეს მიზნობრივად ქართველებისათვის გაკეთებული პროგრამაა, ჩვენი მოქალაქეებისათვის და რაც არ უნდა ჰუმანურები ვიყოთ, არსებობს ფინანსები, რომელიც დათვლადია და უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიტიკურადაც არ არის მიზანშეწონილი, მოქალაქეობის მანდატს ამოფარებულ, უცხო ეროვნების ადამიანებს უფასოდ ვუმკურნალოთ", - ამბობს ბერიძე და დასძენს, რომ ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, რათა პროგრამამ ეფექტურად იმუშაოს. "უამრავი პრობლემაა ჯანდაცვის მიმართულებით გასაკეთებელი, რომ ჩვენი პაციენტები არ მიდიოდნენ საზღვარგარეთ და იქაც არ იხარჯებოდეს ფული. მით უმეტეს, აქ სხვების ჩამოსვლისათვის სპეციალურად ამ პროგრამაში ჩასართველად დიდი ბარიერი უნდა იყოს. ამიტომ სანამ ადამიანი მოქალაქეობას მიიღებს, მკაცრად უნდა შემოწმდეს, რაც ერთგვარი პრევენციაა მსგავსი მაქინაციებისაგან დასაცავად. უნდა გამკაცრდეს კონტროლი მოქალაქეობის მიღებაზე. სახელმწიფოს ევალება არა მარტო საზღვრების დაცვა, არამედ - მასში მცხოვრები ადამიანების დაცვაც ყოველგვარი მსგავსი საფრთხისაგან. ჯანდაცვის განვითარების ნომერი პირველი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ. სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ", - აღნიშნავს ბერიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას. პროგრამაში ირანელი ეროვნების მოქალაქეების უფასოდ მონაწილეობას რისკ-ფაქტორად მიიჩნევს ჯანდაცვის დარგის ეკონომისტი კახაბერ ჯაყელი. მისი აზრით, სახელმწიფოში უნდა ფუნქციობდეს უცხოელთა აღრიცხვის პოლიცია, რომელიც მოქალაქეობის მიმღებ ადამიანებზე მკაცრ კონტროლს განახორციელებს. "სახელმწიფო ვალდებულია, ყველანაირად გააკონტროლოს უცხოელთა შემოსვლა, მათი წარმოშობა და მიზნები, ასევე მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელსაც დაერქმევა უცხოელთა აღრცხვის პოლიცია, რომელიც ცალკე დაინტერესდება მათი შემოსვლით, დასახლებითა და კავშირებით. ყველა ქვეყანაში არსებობს ასეთი ორგანიზაცია და საქართველოშიც უნდა შეიქმნას. არ ვამბობ, რომ მათ ავუკრძალოთ ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ ირანელების თუ სხვათა დასახლება რაიმე ეკონომიკურ ეფექტთან უნდა იყოს დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკი ძალიან მაღალია. ისინი ჩამოვლენ, ჩამოიყვანენ თავიანთ მოქალაქეებს, ახლობლებს და ნახევარი ირანი რომ საქართველოში გამოიქცეს, საქართველო აღარ იქნება! C ჰეპატიტის პროგრამაში უცხო ეროვნების მოქალაქეების ჩართვამ შეიძლება, დიდი პრობლემა მოუტანოს პროექტს, რადგან ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება. ჩვენი ქვეყანა ამას აფინანსებს საშემოსავლო გადასახადებითა და საბიუჯეტო სახსრებით და თითოეულ თეთრს უნდა გავუფრთხილდეთ. მთავარია, რომ პროგრამა არსებობს და იგი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ უნდა მივმართოთ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელი. ეს არ არის ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ქვეყანა პროექტთან დაკავშირებით აწყდება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე, გარდა იმისა, რომ ამ ფაქტორს რისკად მიიჩნევს, ამბობს, რომ პროგრამის განხორციელებისას ბევრი ხარვეზი დაუშვეს. "ადამიანმა, ირანელი იქნება თუ სხვა ეროვნების, თუკი მოქალაქეობა მიიღო, პროგრამაში მონაწილეობას ვერ დაუშლი, მაგრამ ვინ მიიღო და რისთვის, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, რისკი არის. როგორ მიიღო მოქალაქეობა და რა მიზნით შემოვიდა ქვეყანაში, ეს ნამდვილად გამოსაკვლევია. ელიმინაცია მაღალბიუჯეტიანი პროგრამაა და მასში მონაწილეობისათვის ბევრი რისკზე წავა, ეს ბუნებრივია. თუ რაღაც დარღვევა ხდება, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ მის აღმოფხვრაზე. ეს პრობლემა ჯანდაცვას არ უკავშირდება, მაგრამ პროგრამაში ბევრი ხარვეზი სწორედ ამ უწყების არაეფექტური მუშაობის შედეგია", - ამბობს ჩიხლაძე. მისი თქმით, ს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, სპეციალური პოპულაციური კვლევით, 150 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო. სამი წლის განმავლობაში მკურნალობა 50 000-მდე პაციენტმა დაასრულა. მათი განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტია. პოტენციურად დარჩენილია კიდევ 100 000 ადამიანი, რომელთა გამოვლენასაც სახელმწიფო პრაქტიკულად გეგმავს. ისინი ჯერაც გამოსავლენია, თუმცა, ამასობაში, ძვირად ღირებული მედიკამენტების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც 2000 პაციენტისთვის იყო გათვლილი, ვადა გაუვიდა. "სახელმწიფომ ამ კონკრეტული ფაქტით ათეულობით მილიონის ზარალი ნახა. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ თავის თავზე იღებს პაციენტების მოძიებას და ჩართვას პროგრამაში, მაგრამ ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს. არადა, ვიცით, რომ ბევრია ინფიცირებული და სერიოზული პრობლემა. ცალკე საკითხია დიაგნოსტირების ფასი. მართალია, თითქმის სამჯერ შემცირდა ეს თანხა, მაგრამ ბევრისათვის ეს 100-120 ლარიც დიდი ფულია. აღსანიშნავია ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმის არაეფექტური მუშაობა, რადგან მათი მოვალეობაა, მოიძიონ პაციენტები და დაეხმარონ პროგრამაში ჩართვაში, მაგრამ არ აკეთებენ. ვერც საინფორმაციო კამპანია აწარმოეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ყველაფერი ეს ერთად განაპირობებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულება ვერ სრულდება და საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან. ასე ვერანაირ ელიმინაციას ვერ მივაღწევთ", - განუცხადა ჩიხლაძემ "ბიზნეს-რეზონანსს".
---
06.11.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა 2 თვეში დატოვა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა. „ბოლო ორი წლის ან ორწლინახევრის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მინისტრის მოადგილისა და სააგენტოს დირექტორის პოზიცია შეგვეთავსებინა. რეალურად ეს არ უნდა იყოს შეთავსებული, რადგანაც სოციალური მომსახურების სააგენტო არის ინსიტუტი, რომელიც პრაქტიკულად სამინისტროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტს ხარჯავს. ეს არის მთავარი აღმასრულებელი. ეს იყო დროებითი ამოცანა, რომელსაც მოადგილე ითავსებდა. ჩვენ უკვე დავამთავრეთ რეფორმის სტრატეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ექსპერტებთან ერთად, სტრატეგიის განხორციელება დაიწყება დეკემბერში და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ერთ ადამიანზე ორი ასეთი პასუხისმგებლობის შეთავსება დროებითი მოვლენა იყო და ეს დგება თავის კალაპოტში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა ზუსტად ორი თვის წინ შეცვალა.