მედიამონიტორინგი 0 8.10.2018
ტელევიზია
07.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი
კრემლის ახალი ბრალდებების მიზეზი ამჯერად ლუგარის ლაბორატორია გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ საქართველოში ბიოლოგიური იარაღი მზადდება. ლაბორატორიას კი მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატები მართავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5602421
---
07.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში, ბევრი ადამიანი, რუსული პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი გახდა. შეგნებულად, თუ ძალა უნებურად, მათ დაიჯერეს, რისეთის საგარეო სამინისტროს ზღაპრები, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები თბილისში, ლუგარის ცენტრში, საიდუმლოდ აწარმოებს ბიოლოგიური იარაღს და ეს რუსეთისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5602470
---
07.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
მცოცავი ოკუპაცია, მავთულხლართები, გატაცებები, რუსული სამხედრო წვრთნები, კიბერ შეტევები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე. ეს რუსული ნაბიჯების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც მოსკოვი თბილისის წინაღმდეგ იყენებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5602474
---
07.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
საუბარია რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5602242
---
07.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
სოციალურად დაუცველი დედა-შვილი მარტვილის მუნიციპალიტეტში. კურიერი იმ ოჯახების მონახულებას განაგრძობს, რომელთაც განსაკუთრებით რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. სახლის პრაქტიკულად არ არსებობის გამო მათ პოლიეთილენის პარკებში გახველებს უწევთ ძილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5602299
---
07.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
მარიხუანა არ არის ის ნარკოტიკი, რომელმაც შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5602267
---
06.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს მწვავე ლეიკემია დაუდგინეს. მას თურქეთში მკურნალობის დაფინანსება სასწრაფოდ სჭირდება. ოჯახს საკმარისი თანხა არ გააჩნია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5601448
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5601396
---
06.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ლუგარის ლაბორატორიის შესახებ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5601343
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5601163
---
06.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 13:45
ქართული კლინიკების ნაწილი ტურისტების მხრიდან მათ მიმართ არსებულ დავალიანებაზე საუბრობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5600769
---
05.10.2018
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა აქვს. შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599061
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598389
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598756
---
05.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 15 ნოემბრამდე გახანგძლივდა. მიზანი სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598765
რუსთავი 2- კურიერი 15:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599131
ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5600101
---
05.10.2018
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე
მოსახლეობის საყოვალთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მომავალ წელს 50 მილიონი ლარით იზრდება. ,2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პროგრამაზე მომავალ წელს 754 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2014 წელს 200 მილიონი ლარი იყო. პირველივე წელს რეალურმა ხარჯმა 330 მილიონს გადააჭარბა. ეს ტენდენცია საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის ტრანდიციულია, პროგრამამ ვერც ერთ წელს ვერ შეძლო თავდაპირველად დამტკიცებულ პარამეტრებში ჩამჯდარიყო და მუდმივად საჭიროებდა დაფინანსების ზრდას. თემაზე საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599429
---
05.10.2018
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 14:00
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გაიმართა. რუსეთს თავდაცვის სამინისტრო საკითხის შესაწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობიგ სსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ამირან გამყრელიძე(მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598769
---
05.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
აბსურდული ბრალდება, ცილისწამება და სპეკულაცია - ასე პასუხობენ თბილისში რუსეთის ბრალდებებს საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ. ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ბოლო 2 კვირაა, რუსული პროპაგანდის სამიზნეა, დღეს ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მოადგილემ დაათვალიერებინეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5600029
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599910
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599949
მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599883
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599931
კავკასია - ბარიერი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5600093
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599809
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599735
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599688
მაესტრო - ახალი ამბები 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599563
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599559
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599450
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599387
I არხი- მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598973
რუსთავი 2- კურიერი 15:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599050
I არხი-მოამბე 12:00- https://1tv.ge/video/amiran-gamyrelidzis-ganckhadeba-2/
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598593
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598505
ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598796
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598989
რუსთავი 2- კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598297
მაესტრო - ახალი ამბები 12:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598258
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599259
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5599060
---
05.10.2018
არხი: ტელეკომპანია იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
ტყიბულელ მაღაროებს დაპირებებს არ უსრულებენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5598838
---
ინტერნეტი
08.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515540-samushaos-mazieblebistvis-gadamzadebis-programis-axali-etapi-icqeba
სამუშაოს მაძიებლებისთვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას ითვალისწინებს, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მიმდინარე წელს, უკვე მეორე ნაკადის მიღება განხორციელდება. პროგრამაში ჩართვისათვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები შერჩეულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მეორე ეტაპში ჩართულია 33 დაწესებულება, სულ 29 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებელი. სადაც მსურველები გაივლიან 17 მოთხოვნად პროფესიაზე სწავლებას. პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და ერთვებიან მომზადება-გადამზადების მოკლევადიან სასწავლო კურსში. სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, პრობაციონერებს, ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სახელმწიფო მსურველებს ეხმარება, მოკლე დროში, მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მოკლევადიანი კურსებით სამუშაოს მაძიებლები: პრაქტიკოსი ექთანის, სარეკლამო აგენტის, სტილისტის, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, კომპიუტერული ქსელების, სისტემების ტექნიკოსის, მზარეულის, ფილადმწყობის, სავალი ნაწილის ტექნიკოსის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალიტის და ზეინკალ-სანტექნიკოსის და სხვა მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადდებიან. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-დან 4 თვემდე გაგრძელდება. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისათვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1000 ლარს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/80388/propesiuli-momzadebagadamzadebis-programis-akhali-etapi-itskeba
---
07.10.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/49444-rodis-itsureba-mdzime-mavne-da-sashishpirobebiani-samushaoebis-registraciis-vada.html?lang=ka-GE
როდის იწურება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა?
მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 15 ნოემბრამდე უნდა განახორციელონ. ახალი ვადა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით წესდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. ცვლილებების პროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი. დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - ე.ი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა. როგორც ინიციატორები განმარტავენ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. “საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, წარმოიშვა საჭიროება ამ პირებს მიეცეთ დამატებითი დრო რეგისტრაციისთვის, რაც მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, პირებს, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, დამატებით მიეცეთ გონივრული ვადა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რეგისტრაციის განხორციელებისთვის“, - განმარტავენ პროექტის ავტორები. მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე იწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.
---
06.10.2018
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის ინფორმაცია არის სრული აბსურდი და პროპაგანდის ნათელი მაგალითი
თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. „ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი. აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან, ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
კკვირა.ჯი- http://kvira.ge/423854
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=81637
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/309440/
---
06.10.2018
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემას აშკარად პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს - ზურაბ აბაშიძე
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემას აშკარად პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. როგორც აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით მიდის ძალიან მძაფრი კრიტიკა, ამიტომ მათ სჭირდებათ თემა ყურადღების გადასატანად, ამისთვის არის გამოყენებული ლუგარის ლაბორატორიაც. „ჩვენ რა არგუმენტებიც უნდა წარვუდგინოთ, ეს ამ კრიტიკას რუსეთის მხრიდან ჯერ ალბათ ვერ გააჩერებს. თუმცა, ჩვენი არგუმენტები არის აბსოლუტურად მარტივი და ყველასთვის გასაგები, ჩვენ ვეუბნებით – ჩამოდიოდნენ თქვენი ექსპერტები, ნახულობდნენ, მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ლაბორატორიას; ახლაც შეგიძლიათ, ჩამოხვიდეთ 14-15 ნოემბერს, მიიღოთ მონაწილეობა სემინარში, წვრთნებში. 20-ზე მეტი ქვეყანა ამაში მონაწილეობს და თუ თქვენი სპეციალისტებიც იქნებიან, მიიღებენ სრულ ინფორმაციას. გარდა ამისა, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს არანაირი ამერიკული ლაბორატორია არ არის. ეს არის საქართველოს საკუთრება. იქ მუშაობენ ქართველი სპეციალისტები ძალიან ტრანსფარენტულად და მისი კარი ღიაა; აღარაფერს ვამბობ ისეთ აბსურდზე, როგორიც არის ადამიანებზე ვითომდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება. თურმე, ფაროსანც იქ გამოგვიყვანია და მერე რაღაცნაირად ჩრდილოეთისკენ მიფრინავენ ეს ფაროსანები უხერხულიც კი არის ამაზე საუბარი“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. ამასთან, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემას იყენებს როგორც პოზიციას, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. „როგორც ხედავთ, არავინ აიტაცა ეს თემა, არც დასავლეთში და არც ჩვენში. იმდენად აბსურდია, რომ ვერავინ დაიჯერა. ამირან გამყრელიძის პრესკონფერენციაზე იყვნენ რუსი ჟურნალისტებიც და მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები, მაგრამ რუსეთს სხვა პოლიტიკური ამოცანა აქვს. ასეთი ლაბორატორიები არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში, თავად რუსეთში. ზუსტი ციფრი არც კი ვიცი, იმდენად ბევრია. ჩვენი პოზიცია კარასინთან შეხვედრაზეც დავაფიქსირე. შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ მათი კომენტარი, რომ არ აპირებენ 14-15 ნოემბერს ჩამოსვლას. ეს არის მათი პასუხი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მათი ამოცანა, თავსატკივარი არის არა ლაბორატორია, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურა დასავლეთთან დაკავშირებით. მათ აჟიოტაჟი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ჭეშმარიტების გარკვევა, ძალიან მარტივად იკითხება ეს ყველაფერი“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.
---
06.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/sergi-kapanadze-lugaris-laboratoriis-tema-aris-ert-erti-propagandistuli-sakitkhi-romelic-rusetis-mkhridan-gaaqtiurda/
სერგი კაპანაძე - ლუგარის ლაბორატორიის თემა არის ერთ-ერთი პროპაგანდისტული საკითხი, რომელიც რუსეთის მხრიდან გააქტიურდა
ლუგარის ლაბორატორიის თემა არის ერთ-ერთი პროპაგანდისტული საკითხი, რომელიც რუსეთის მხრიდან გააქტიურდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადებები მოკლებულია ფაქტებს. „ყველამ კარგად იცის, რა არის ეს ლაბორატორია, არანაირი კავშირი არ აქვს არც ვირუსების წარმოებასთან და მით უმეტეს ადამიანებზე ექსპერიმენტებთან, მაგრამ რუსეთმა ასეთი გზა აირჩია. ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი ყველაზე უაზრო და აბსურდულ ბრალდებებს ისვრის და შემდეგ ცდილობს, ეს თავის მოსახლეობას დააჯეროს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
---
06.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tamar-khulordava-lugaris-laboratoriaze-rusetis-ganckhadeba-propagandis-ert-erti-elementia/
თამარ ხულორდავა - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადება პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტია
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არავინ უნდა აჰყვეს. „რუსულ რბილ ძალაზე არ საუბრობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც საზღვარს იყოფენ რუსეთთან და პირდაპირ ცეცხლის ხაზზე არიან. უკვე იმდენად მომწიფებულია სიტუაცია და ისეთი შეცვლილია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნებში, რომ ეს არის პრობლემა, რომელზეც ხმამაღლა საუბრობს ყველა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული სრული პროვოკაციაც არის ერთ-ერთი ელემენტი. აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დაცვა ასეთი ტიპის საფრთხეებისგან და აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს არ ავყვეთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
---
06.10.2018
საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება იზრდება - რამდენად ეფექტურად იხარჯება თანხები და იქნება თუ არა საკმარისი ახალი ბიუჯეტი
2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მლნ ლარით იზრდება. როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, მომავალი წელს აღნიშნული პროგრამისთვის 754.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ახალი ბიუჯეტით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდა და ის 20 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და მას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. მისი ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის თანხების მოძიება კი თავად დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, შესრულებული ხარჯები მაინც ყოველთვის მნიშვნელოვნად აჭარბებს გეგმას. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისეთი სერიოზული ფაქტორების არსებობა, როგორიც სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდაა. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, მაგრამ პროგრამის 31 დეკემბრამდე უხარვეზოდ მიღწევისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და წლის ბოლომდე დამატებითი თანხების მოძიება გახდა საჭირო. საბოლოო ჯამში კი პროგრამის რეალურმა ხარჯმა 623 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელს დაფინანსების გეგმა 660 მლნ ლარი იყო, თუმცა პროგრამის შესრულებულმა ხარჯმა 710 მლნ ლარს მიაღწია. წელს პროგრამის ბიუჯეტი, პირველადი ვარიანტით, 704 მლნ ლარია. ამგვარი გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად ეფექტურად ახერხებს სამინისტრო წელს პროგრამის ხარჯების შეკავებას და იქნება თუ არა საკმარისი მომავალი წლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი? ჩვენს კითხვებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი პასუხობს. რამდენად ადეკვატურია მომავალი წლის ბიუჯეტის 50 მლნ ლარის ოდენობით მატება ? პროგრამის ამოქმედების დღიდან, მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება პროგრამის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისას. სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყოფდა ხარჯების ეფექტიან დაგეგმვას, რაც დამატებითი სახსრების მოძიების აუცილებლობას წარმოშობდა. წლების განმავლობაში პროგრამის გეგმიურ და ფაქტიურ მაჩვენებლებს შორის არსებული განსხვავებები, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული მაჩვენებლის შესაბამისობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კვლავ არის კითხვები, რამდენად არის ამ მაჩვენებელში გათვალისიწინებული, ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდის ტენდენციები, თუ პროგრამის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს წელს ხარჯების შეკავება და როგორ ფიქრობთ, მოუწევს თუ არა სამინისტროს დამატებითი სახსრების მოძიება? მიდინარე წლის ბიუჯეტის გეგმით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 704 მილიონი ლარი, რაც მოგვიანებით დაზუსტდა და ამჟამად 9 მლნ ლარით მეტს, 713 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ათვისებულია დაახლოებით ამ თანხის 77,5%. ეს მაჩვენებელი, არ გამორიცხავს რომ წლის ბოლოს სამინისტროს კვლავ მოუწიოს გარკვეული სახსრების მოძიება. რა ხარვეზები იკვეთება პროგრამის ეფექტური მართვის მიმართულებით? ხარჯების რაციონალური განკარგვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროგრამის ეფექტურ მართვაზე. ზოგადად პროგრამის მასშტაბები, სამედიცინო დაწესებულებების სრულფასოვანი კონტროლის შეუძლებლობის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს. მაგალითად, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების რიცხვის მკვეთრი მატებები ბადებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად უმკლავდება სააგენტო, სამედიცინო დაწესებულებების მიერ დამატებითი ანაზღაურების მიღების მოტივით, პაციენტის დიაგნოზის ხელოვნურად დამძიმების შემთხვევების მონიტორინგს. პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ, უკვე დღეს, რა არის მისი მთავარი გამოწვევები? პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგაც, ყველაზე პრობლემურად სახელმწიფო მხრიდან პროგრამის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა უნდა შეფასდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისას, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სტრატეგიისა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის არსებობის პირობებში, მეტი სტაბილურობა ექნებოდა როგორც პროგრამას, ასევე, კერძო სადაზღვევო სექტორს. პროგრამის ეფექტური მართვის თვალსაზრისით, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგის არსებული სისტემა, რომელიც მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს. კონკრეტულად, რამდენად სრულფასოვნად არის უზრუნველყოფილი სამედიცინო დაწესებულებების კეთილსინდისიერი საქმიანობა.
---
06.10.2018
წუხელ ღამით ხაშურის მერიის წინ მოქალაქემ თავის დაწვა სცადა
ადგილობრივმა დავით კილაძემ თავის დაწვა, მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო სცადა. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,დია” ავრცელებს. ის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას და საკუთარ პრობლემაზე გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ამბობს, გიორგი გურასპაშვილი არ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიემართა. “რაღაც პირადული მიზეზით მომიხსნეს სოციალური დახმარება. ვცხოვრობ ქირით, ფეხმძიმე მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სხვა გზა არ დამიტოვეს, მშიერი შვილების ყურება აღარ შემეძლო უბრალოდ. მივედი მერიაში და მერთან შეხვედრა ვითხოვე, მინდოდა წამოსულიყო ჩემს საცხოვრებელში და ენახა რა პირობებში ვცხოვრობთ, საიდანაც ალბათ, მალე გამოგვასახლებს ბინის მეპატრონე და მისი თანამშრომლებისგან მხოლოდ დაცინვა მივიღე“- გვითხრა დავით კილაძემ. დავით კილაძე აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მისი პრობლემის მოსმენის ნაცვლად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიცია გამოიძახა. “გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მამწარებდნენ. პრობლემის გულთან მიტანის ნაცვლად პოლიციას უთხრეს, რომ გიჟი ვარ და სათანადო დაწესებულებაში წავეყვანე. მერი არ უნდა მოსულიყო? როდესაც მისი სამსახურის წინ ადამიანი სუიციდს ცდილობს, მან სამუშაო საათების დასრულება უნდა მოიმიზეზოს და არ დაინტერესდეს რა ხდება? არ მჭირდება მათი დახმარება, ნება იბოძონ და დაგვასაქმონ. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელბი და შრომისუნარიანები ვართ. არ გვეზარება მუშაობა, მთავარია საარსებო საშუალება გაგვიჩნდეს“-განაცხადა დავით კილაძემ. ის ამბობს, რომ თუ ხელისუფლება და შესაბამისი სამსახური საჭირო ზომებს არ მიიღებს, ისევ დაბრუნდება მერიასთან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
---
05.10.2018
ამირან გამყრელიძე - რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით
უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას. „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება. ცენტრი, ისევე როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოს და აშშ სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში. ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს. ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. ქართველ მეცნიერებს მჭიდრო კავშირები აქვთ სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, ნორვეგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, ეგვიპტე და სხვა) მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) კოლეგებთან. ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით. საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს. „აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს – სამწუხაროდ მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე. რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ატარებდნენ ლაბორატორიაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გრძელდება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა უსაფუძვლო დეზინფორმაცია რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი მსგავსი დეზინფორმაციის წყარო გახლდათ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც გაავრცელა მორიგი ცრუინფორმაცია ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ცდების ჩატარების თაობაზე. საქართველოს მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების კვლევები არ ჩატარებულა და არ ტარდება, მით უმეტეს ამერიკელი ექსპერტების მიერ. ამასთან, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა როგორც საქართველოსი, ასევე რეგიონალური ბიოუსაფრთხოების განმტკიცების კუთხით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/423591
ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/309056/
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/80048/amiran-gamkrelidzem-lugaris-laboratoriaze-rusetis-braldebas-upasukha
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/39889/gamyrelidze-lugaris-laboratoriaze-dezinformatsiis-mizania-chrdili-miayenos-tsentrs
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72481
---
05.10.2018
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები რუსული პროპაგანდის მორიგი სიცრუეა
რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადება ემსახურება მიზანს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს თანამშრომლობას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. როგორც საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორის მისამართით არის აბსურდული ბრალდებები. „ამაზე განცხადებები გააკეთა შესაბამისმა დარგობრივმა უწყებამ, მათ შორის დღესაც. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი. ჩვენი შეფასება ასეთია, რომ ეს არის მორიგი პროპაგანდა იმ სიცრუისა, რასაც მუდმივად ეწევა რუსეთის ფედერაცია და ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში ჩრდილი მიაყენოს ჩვენს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება იმ ინსტრუმენტებისა და ბერკეტების გათვალისწინებით, რაც საგარეო უწყებას აქვს”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/80062/sagareo-utskebam-lugaris-laboratoriis-tsinaagmdeg-agorebuli-kampania-sheapasa
---
05.10.2018
მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/212563
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. „ეს აბსურდული ბრალდებები და ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც რუსეთი ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით პერიოდულად ავრცელებს. მათი ინტერესია, რომ რაღაც არასწორი წარმოდგენა შექმნან. ეს ყველაფერი მორიგი ტყუილია”, – დასძინა ჩუგოშვილმა. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/423647
---
05.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tornike-sharashenidze-lugaris-laboratoriaze-dezinformaciis-gavrcelebit-ruseti-antidasavluri-ganwyobebis-danergvas-cdilobs/
თორნიკე შარაშენიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელებით რუსეთი ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს და საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობების დანერგვას ცდილობს. როგორც ჟურნალისტებს შარაშენიძემ განუცხადა, წესით, რუსეთის მსგავსი ბოდვის არავის არ უნდა სჯეროდეს. „მითუმეტეს რუსეთის დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიაში ბევრჯერ ყოფილა. ბოლო პერიოდში, რუსეთი ბევრ სკანდალში გაეხვა, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებისა და მოწამვლის სკანდალში, “სკრიპალის საქმეს” ვგულისხმობ. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ამბის გადაფარვას ცდილობს და სურს, ამერიკას შეედაოს, რომ საქართველოში ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს. ალბათ, იმის იმედი აქვს, რომ საქართველოში ზოგიერთი არაინფორმირებული ადამიანი ამას დაიჯერებს, მითუმეტეს, არჩევნების წინ. ცდილობენ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობები დანერგონ. ამით რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი იხეირებს, კარგად ხვდებით. ასეც რომ არ იყოს, შიზოფრენიითა და შეთქმულების თეორიებით ანტიამერიკული განწყობების დათესვა ახალი არ არის და სამწუხაროდ, ხანდახან მუშაობს ხოლმე”, – განაცხადა შარაშენიძემ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
---
05.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/imnadze-lugaris-centrshi-aramkholod-adamianebze-ckhovelebzec-ki-ar-tardeba-eqsperimentebi/
იმნაძე: “ლუგარის ცენტრში” არამხოლოდ ადამიანებზე, ცხოველებზეც კი არ ტარდება ექსპერიმენტები
“ლუგარის ცენტრში” არათუ ადამიანებზე, ჯერჯერობით ცხოველებზეც არ ტარდება ექსპერიმენტები”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “აიპრესთან” რუსული მედიისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შესახებ განაცხადა. პაატა იმნაძის განმარტებით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს “ლუგარის ცენტრში” ადამიანებზე ხორციელდება ექსპერიმენტები, ბინძურ სიცრუეს წარმოადგენს. „ეს არის ბინძური ტყუილი. რამდენმა ათასმა ადამიანმა იმკურნალა C ჰეპატიტზე, საქართველოში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა და ჰკითხეთ აბა რომელიმეს, თუ იმკურნალა ლაბორატორიაში, რა უნდა ლაბორატორიაში მკურნალობას. ავადმყოფები მკურნალობას გადიან საავადმყოფოში. ეს არის მათ განცხადებებზე პასუხი, რა შუაშია აქ “ლუგარის ცენტრი” და მკურნალობა. ის, რომ “ლუგარის ცენტრში” ხორციელდება ადამიანზე ექსპერიმენტები, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის საქართველო, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ნათესავია, არათუ ადამიანებზე, ცხოველებზეც არ ტარდება. რა უნდა ვუთხრა რუსულ მედიას და რუს მაღალჩინოსნებს, როდესაც რუსული მასმედიის წარმომადგენლები, “ლუგარის ცენტრში” სტუმრად გვყავდა, ისინი, აქ იღიმებოდნენ შემეგ კი, სიბინძურეები გაავრცელეს”, – აცხადებს პაატა იმნაძე.
---
05.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/daavadebata-kontrols-centri-rusul-mediashi-kvlav-gaaqtiurda-sicruis-niaghvari/
დაავადებათა კონტროლს ცენტრი: რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა სიცრუის ნიაღვარი
“ბოლო 3 კვირის განმავლობაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი “რიჩარდ ლუგარის” სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ, რასაც მხარი აუბა რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა,” – ასე აფასებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ამავე უწყების მაღალჩინოსნების გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, “რიჩარდ ლუგარის” სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულებაა. ცენტრი, როგორც ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სხვა ლაბორატორიები, აშენებულია საქართველოსა და აშშ-ს სამთავრობო ხელშეკრულებების ფარგლებში. “რიჩარდ ლუგარის” ცენტრი მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან “რიჩარდ ლუგარის” სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლაბორატორიული ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. “საქართველო ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაერო-ს კონვენციის შესაბამისად. “რიჩარდ ლუგარის” სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ტრანსფარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს”, – აცხადებენ ცენტრში.
---
05.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/qobuletshi-saswrafo-dakhmarebis-akhali-centri-gaikhsna/
ქობულეთში სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა
ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. მისივე თქმით, ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი. „ჩვენი მედპერსონალისთვის, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ემსახურება მოქალაქეებსა და ჩამოსულ ტურისტებს, მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ახალი ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს სერვისის გაუმჯობესებას და გაზრდის ოპერატიულობას. ეს არის ერთ-ერთი პირველი ახალი ცენტრი, რომელიც რეგიონში გაიხსნა. რა თქმა უნდა, ამით არ დავკმაყოფილდებით და მაღალმთიან აჭარაშიც ვგეგმავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას“ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ka/article/515216-kobuletis-sascrapo-samedicino-daxmarebas-axali-shenoba-akvs
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/qobuletshi-saswrafo-samedicino-daxmarebis-axali-centri-gaixsn
პია.ჯი- https://pia.ge/post/227154-qobuletis-saswrafo-samedicino-daxmarebas-axali-senoba-aqvs
კვირა.ჯი- http://kvira.ge/423556
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/212522
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/qobuletshi-sastsrapho-samedicino-dakhmarebis-akhali-shenoba-gaikhsna/
რეგიონ.ჯი- http://region.ge/5995-qobulethis-sastsrafo-samedicino-dakhmarebas-akhali-shenoba-aqvs.html
ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/161872/
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=8946
---
05.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/safrtkhis-shemcveli-samushaoebis-registraciis-vada-savaraudod-15-noembramde-gakhangrdzlivdeba/
საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა სავარაუდოდ 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაციის ბოლო ვადად 15 ნოემბერი განისაზღვრება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება, დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებშია შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდებენ ინფორმაციას რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ორგანიზაციების შესაბამისი კლასიფიკატორების შესახებ. „რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება. ის დაწესებულებები, რომლებსაც ოთხნიშნა ან ხუთნიშნა კოდები აქვთ მინიჭებული, ვალდებულები არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ. მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისა და შესაბამისი კლასიფიკატორების ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, რეგისტრაციის წესის შესახებ ინფორმაციის მიღება 24 საათის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15 05) მეშვეობით. 2018 წლის 1 აგვისტოდან, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ყველა კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, დაარეგისტრიროს საქმიანობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, შესაბამისი კლასიფიკატორის მითითებით. მწარმოებლების ნუსხა საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული. კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციები მიზნად ისახავს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვას და პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროულ გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას. რეგისტრაციის გარეშე სამუშაოების განხორციელება არ ათავისუფლებს დაწესებულებას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/423570
---
05.10.2018
მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/quotshromis-inspeqtori-unda-iyos-maqsimalurad-avtonomiuri-tavis-saqmianobashiquot/25308
"შრომის ინსპექტორი უნდა იყოს მაქსიმალურად ავტონომიური თავის საქმიანობაში"
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, კანონპროექტის წარმოდგენა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. „პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით შრომის უსაფრთხოებას სახელმწიფო არეგულირებს ორგანული კანონით და ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომელიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, კანონპროექტი განხილული იყო ფართო სამოქალაქო ჩართულობის ფორმატში. კანონის გავრცელების სფეროში, პირველ რიგში, შედის მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები. გათვალისწინებულია 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან კანონპროექტის მოქმედების არეალის გაფართოება და კანონი გავრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის ორგანული კანონით საქართველოს შრომის კოდექსი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ, თუმცა რეგლამენტები და სტანდარტები ამ სფეროებზე იქნება ბევრად უფრო დაბალი. კანონპროექტით ჩნდება საწარმოებში შრომის ინსპექტორის უპირობო დაშვების ვალდებულება. „იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექტორი უნდა იყოს მაქსიმალურად ავტონომიური თავის საქმიანობაში და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს მყისიერი მოქმედება რისკებზე რეაგირების მიზნით, უნდა იყოს ინსპექტორის უპირობო დაშვება საწარმოებში, რომლის გადაზღვევა მერე ხდება ინსტიტუციების მხრიდან“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მომხსენებელი სხდომის მონაწილეებს ამ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე ესაუბრა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
---
05.10.2018
2 წლის ლილეს მძიმე ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა - ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ლილე, არის 2 წლის და 3 თვის. 1 წლის წინ დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი: ნეფრობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, ბავშვთა ასაკის თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობა დაიწყო საქართველოში, შემდეგ გადაიყვანეს თურქეთში, ამოიკვეთა მოცულობითი წარმონაქმნი, ჩატარდა ნეფრექტომია. თურქეთში დაწყებულ იქნა ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც გაგრძელდა საქართველოში. დაახლოებით 1 თვის წინ, დასრულდა ქიმიოთერაპიის კურსი, თუმცა რენტგენოლოგიური და გულმკერდის CT კვლევით ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვის ქსოვილში სიმსივნის მეტასტაზირებაზე. ამ ეტაპზე ლილე მოთავსებულია ანკარის ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიურ საავადმყოფოში, Relaps Wilms Tumor დიაგნოზით. პროტოკოლით დაიწყო რეციდივის ქიმიოთერაპია, იგეგმება ძვლის ტვინის გადანერგვა და ხანგრძლივი მკურნალობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან. პატარა ლილეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშძე: საქართველოს ბანკი - GE97BG0000000313531000 მიმღები - თორნიკე ჩახმახაშვილი
---
ბეჭდვითი მედია
08.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
თვალავაძე პატიოსანი
ჩაშლა ემუქრება საპრეზიდენტო არჩევნებს, ჩაშლა! ყოველ შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით თუ არა, გურიის მასშტაბით მაინც! მთლად გურიის თუ არა, ლანჩხუთის მასშტაბით მაინც! თუ არ გჯერათ, აგერ ნახეთ "გურია თუდეის" 5-6 ოქტომბრის ნომერში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს როგორ მიმართავენ: "თქვენი პიროვნებისადმი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, რომელიც ლანჩხუთელებმა არაერთხელ დაგიმტკიცეთ, ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვაპირებთ.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
მედიაციის სამსახური დატუსაღებული გია თვალავაძის მოადგილის თენგიზ გაბიჩვაძის ხელჩი ჩავარდა, რომელსაც ყასაბ- უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის ძმა კურირებს!
ქართველი ყასაბ-უროლოგების მიერ აკეპილი, სიცოცხლეგამწარებული და დაინვალიდებული შოთა კაპანაძე, რომელსაც "პროფესორმა" ზაზა ჭანტურიამ შარდის შემაკავებელი სფინქტერი გადაუჭრა, ხოლო "პროფესორმა" გურამ ქარაზანაშვილმა გაფუჭებული ხელოვნური "ვინტილი" მიუერთა, მინისტრ სერგეენკოს დაპირების მიუხედავად, კვლავ ბედის ანაბარაა დარჩენილი. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე, საკუთარ კაბინეტში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, პაციენტი შოთა კაპანაძე, "ასავალ-დასავალს" პირველ ინტერვიუს აძლევს და ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ჯანდაცვის უწყებას არა დავით სერგეენკო, არამედ სინამდვილეში სწორედ გია თვალავაძე მართავდა! ბატონი შოთა, რომლის დაზიანებული "კუტალაც" ჯანდაცვის სამინისტროს თავზე მართლაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, დარწმუნებულია, რომ თვალავაძეს უკან ბევრი მოჰყვება. შოთა კაპანაძე: - ჩემთვის ცხადზე უცხადესია, რომ გია თვალავაძე ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ მედიაციის სამსახურის უფროსი არ ყოფილა! მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ გია თვალავაძე სინამდვილეში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო და ამოდენა სისტემას სწორედ ის მართავდა! სამწუხაროდ და საუბედუროდ, სერგეენკო ჩამოყალიბებული ლოთია, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და სისტემას მართავს მაფია, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური რგოლი, ჩემი აზრით, სწორედ გია თვალავაძე იყო! იმის მიუხედავად, რომ დატუსაღებული თვალავაძის პირველი მოადგილე გვარად პირველაშვილია, მედიაციის სამსახური, ფაქტობრივად, გია თვალავაძის მეორე მოადგილის თენგიზ გაბიჩვაძის ხელში ჩავარდა, რომელსაც ყასაბ -უროლოგ გურამ ქარაზანაშვილი კურირებს! ჯერჯერობით აღარაფერს ვამბობ ლობჟანიძესა და სხვა "ასო"-ელებზე... მანდ კიდევ ნინო ხუციშვილი როა, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, მაგასაც მალე მოეკითხება! ... თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ნარკოტიკების გაყიდვაში, რისთვისაც თვალავაძე დაიჭირეს, სერგეენკოც არის გარეული! შესაძლებლობა არ მაქვს, თორემ ჯანდაცვის სამინისტროს გადავბუგავდი!
---
08.10.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
უკავშირდება თუ არა გია თვალავაძის დაკავება შიდასახელისუფლებო დაპირისპირებას
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თავმჯდომარე გია თვალავაძის დაკავებას გასულ კვირას საპროტესტო აქციები მოჰყვა - კიკვიძის ბაღში მისი ახლობლები შეიკრიბნენ და თვალავაძის დაკავება გააპროტესტეს. თვლიან, რომ იგი ვიღაცის ინტერესებს შეეწირა. საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ საქმეშიც გაიჟღერა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გვარმა. ერთ-ერთი ვერსიით, ფარცხალაძეს ბიზნესინტერესები აქვს ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის კუთხით და მისი და თვალავაძის ინტერესები გადაიკვეთა... გამოძიება თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე დანაშაულს არ აღიარებს. მისი ქალიშვილის თამთა თვალავაძის თქმით, ბატონ გიას ჯანმრთელობა გამოძიების დაწყების შემდეგ შეერყა. - ამ საქმეს მაისიდან იძიებდნენ. პირადად მამაზე არ ყოფილა საქმე აღძრული. თავიდან რაღაც თანხებზეც იყო საუბარი, მაგრამ მიხვდნენ, რომ ფულთან მამას შეხება არ ჰქონია. არ ყოფილა შემთხვევა, დაებარებინოთ დაკითხვაზე და მამაჩემი არ მისულიყო. რაც ხდებოდა, ძალიან განიცდიდა, რადგან მამაჩემისთვის ღირსება და სახელი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო თვეებში მამას წინააღმდეგ ერთადერთი ადამიანი ეწეოდა ანტიკამპანიას, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც თავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ასაღებს. მუხიგულაშვილი მინისტრ სერგეენკოსაც ებრძვის. მამა ამბობდა, რაღაც ხდება ჩემს თავს, მაგრამ ვერ ვხვდები, რაო. არ მინდა დავიჯერო, რომ ვიღაც ცუდ რამეს ამზადებსო. დაკითხვიდან შინ დაბრუნებული აანალიზებდა დასმულ კითხვებს. სულ იმეორებდა, რატომ მაკავშირებენ ამ აფთიაქებსო. - მას აფთიაქების ლობირებას ედავებოდნენ. დოკუმენტში ისიც წერია, რომ ერთ-ერთი აფთიაქის მეპატრონეს ოკუპირებული ტერიტორიიდან ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა და მამათქვენის მეგობარი, ნუგზარ ჯანჯღავა იყო შუამავალი. - ჯანჯღავას გვარმა რომ გაიჟღერა, მახსოვს, მამა გაოგნდა, ძალიან გაბრაზდა, რატომ ითქვა ჩემი კურსელისა და მეგობრის გვარი, მე რატომ მიკავშირებენ, ვინმე ჩემს სახელს ხომ არ იყენებდაო. მამას ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებთ და ნურაფერს მთხოვთო. პროკურორი ამბობს, სარგებელი არ უნახავს გია თვალავაძესო, აფთიაქების მეპატრონეები ამბობენ, გია თვალავაძეს არც ვიცნობთო, ჯანჯღავაც კატეგორიულად უარყოფს ასეთ რამეს. თურმე სხვადასხვა ოთახში ერთდროულად იკითხებოდნენ მამა და ჯანჯღავა. მაშინ რის საფუძველზე ჰყავთ დაკავებული? ყველამ იცის, რა ქონების პატრონიც ვართ. 14 წელია კაცი მუშაობს ამ თანამდებობაზე, 6 მინისტრი გამოიცვალა, იმიტომ, რომ პატიოსანია. ბოლო 8 წელია შვებულებაშიც არ გასულა და უცებ ამხელა ბრალდება. ამდენი მილიონი რომ ჰქონოდა მისაკუთრებული, ქვეყანას არ დატოვებდა და დაელოდებოდა დაკავებას? - ჯანმრთელობის პრობლემა ადრეც ჰქონდა? - ბოლო დაკითხვის დროს კლინიკაშიც იწვა. სერგეენკომაც სთხოვა, ჯანმრთელობას მიხედეო, იმდენად ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. ივნისიდან მოყოლებული 25 კილოგრამი დაიკლო. ჩაფიძის კლინიკაში იყო, სანამ უკეთესად არ გახდა, მერე ციხეში დააბრუნეს. ახლა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა ღუდუშაურში. დარწმუნებული ვარ ექსპერტი იტყვის, რომ არ შეიძლება მისი ციხეში ყოფნა. სისტემატურად შედიან მამასთან სასულიერო პირები, მის სულიერად გაძლიერებას ცდილობენ, მაგრამ ყველასთან ამბობს, არ ვიცი, აქ რატომ ვზივარ, არ ვიცი, ვინ მებრძვისო. - ამბობენ, რომ მას თანამშრომელი ქალი ამხელს, რომელიც ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. - ის ქალი რას ამბობს, არ ვიცი. ვერავინ იტყვის, რომელიმე აფთიაქს მფარველობდაო. ყველა ის აფთიაქი თავის დროზე დაჯარიმებული ჰყავს. - ერთ-ერთი ვერსიით, მამათქვენისა და ოთარ ფარცხალაძის ინტერესები გადაიკვეთა, მეორე ვერსიით, მისი თანამდებობა უნდოდათ, მესამე ვერსიით, ამ გზით სერგეენკოს ებრძვიან... - მეც მოვისმინე ფარცხალაძეზე ვერსია. ამაზე მამას ჩვენთან არ უსაუბრია. მთელი ლანჩხუთი, გურია ფეხზე დგას, ამბობენ, ბოიკოტს გამოვუცხადებთ არჩევნებსო. მამა სერგეენკოს მარჯვენა ხელი იყო და ამ გზით შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრს ებრძვიან, ან მამაჩემის სკამს ვიღაც უმიზნებდა. მედიაში დაიწერა, ამის უკან პრემიერ-მინისტრ ბახტაძის ინტერესებიც დგას, ასე ებრძვის ის სერგეენკოსო. როგორც ამბობენ, ბახტაძის ნათესავი გახვეულა `სააფთიაქო ნარკომანიის~ სკანდალში. პრესაში დაიწერა კიდეც ეს, გაიხსენეს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის დაკავება. მაშინ მას ედავებოდნენ, თითქოს ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც მიმოქცევაში მოხვდა საჭიროზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტიო. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მეპატრონე ბახტაძის ნათესავი იყო. ჩემი აზრით, მამას დაკავება ან გაუგებრობაა, ან ვიღაცის ინტერესი.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რა ვალდებულებების დაკმაყოფილება მოუწევთ სამშენებელო პროდუქტების იმპორტიორებს 15 ნოემბრიდან
მთავრობამ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი “ დაამტკიცა. მთავრობის 1-ლი ოქტომბრის რეგლამენტში მათ შორის გაწერილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც სამშენებლო ობიექტებს მოუწევთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამ რეგლამენტის ამოქმედებით შემოვა, ეს არის სამშენებლო პროცესებით გამოწვეული ხმაურის რეგულირება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს ხმაურისგან საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს. ამასთან, როგორც ტექნიკურ რეგლამენტშია აღნიშნული, სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს ენერგოეფექტური, მათი მშენებლობისა და დემონტაჟის დროს შეძლებისდაგვარად მცირე ენერგია უნდა გამოიყენებოდეს. „სამშენებლო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს. როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას. სამშენებლო ობიექტები და მათი გათბობის, კონდიცირების, განათებისა და ვენტილაციის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების რაოდენობისა და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ენერგიის მოცულობა იყოს მინიმალური. სამშენებლო ობიექტების დაპროექტება, აშენება და დემონტაჟი უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პირობებში, კერძოდ, შესაძლებელი უნდა იყოს: ა) დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ობიექტების ნაწილებისა და მასალების განმეორებით გამოყენება ან გადამუშავება; ბ) სამშენებლო ობიექტების მდგრადობის შენარჩუნება; გ) გარემოსთან თავსებადი ნედლეულის და მეორადი მასალების სამშენებლო ობიექტებში გამოყენება,“-აღნიშნულია რეგლამენტში. ცნობისთვის, აღნიშნული დადგენილება 2018 წლის 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
ჯეფრი სილვერმანი: ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა შეთანხმებულია როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, იე მთავრობასთან!
ჯეფრი სილვერმანი, ამერიკელი ჟურნალისტი: - არაეღთხელ განვაცხადე, ეს ლაბორატორია თბილისის აეროპორტთან ახლოს იმიტომ გააკეთეს, რომ თვითმფრინავების მეშვეობით ადვილად მოხდეს ვირუსების გადატანა ან, პირიქით, ვირუსების შემოტანა- მეთქი. ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა შეთანხმებულია როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე მთავრობასთან. ... დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სხვა განცხადების გაკეთებას ვერც გაბედავს. რუსეთს უკვე გააჩნია დოკუმენტებიო, რომ,ლის მიხედვითაც ლუგარის ლაბორატორია სამედიცინო დახმარების გაწევას არ ემსახურება. ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ვირუსითა და იმ ექსპერიმენტული ვაქცინებით, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს, ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე. ხმამაღლა ვისაუბრე, როგორ დაინფიცირდა ამ ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც საიდუმლოდ გადაიყვანეს "არამიანცის" საავადმყოფოში. ეს ამბავი მედიას რომ არ გაევრცელებინა, ფულიც გადაიხადეს. მოგახსენებთ ექსპერიმენტული ნარკოტიკების დანერგვაზე საქართველოში, რომლის კლინიკური ტესტირებაც დასავლეთის ქვეყნებში ვერ მოახერხეს, მაგრამ ქართველ მოსახლეობას შემოუტანეს და მათზე ცდიან. საქმის კურსში არიან ქართული ფარმაცევტული კომპანიებიც, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულია ყველაფერი. გგონიათ, უცხოეთში ვინმეს აინტერესებს, აქ ვინ გაიმარჯვებს ან ეს გამარჯვება რაიმეს გადამწყვეტი იქნება? მთავრობას სალომე ზურაბიშვილის გაყვანა უნდა - კანდიდატებს შორის ზურაბიშვილი ყველაზე განათლებული და დაბალანსებულია.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია ხდება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია და ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება რუსეთის მხრიდან. ამირან გამყრელიძის თქმით, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ბოლო სამი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული მედია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით და შეეხნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამას საქართველოში – c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. რადგან ეს თემა აიტაცეს რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა, გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ ყველა ის ინფორმაცია, რაც რუსეთის ოფიციალური წრეების თუ მასმედიის საშუალებით ვრცელდება, არის მტკნარი სიცრუე. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის დისკრედიტაცია მოხდეს. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობაა. ის ასევე სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის ნაწილია, რომელიც მიმართულია სწორედ ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და იდენტიფიცირებისაკენ. დიახ, აქ ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე ათეული საერთაშორისო მნიშვნელობის საერთაშორისო კვლევა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ამით ჩვენ ვამაყობთ. პარტნიორები გახლავთ აშშ-ს, ინგლისის, გერმანიის, ნორვეგიის და კიდევ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. დიახ, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგზე, ინფექციის კონტროლზე, სისხლის გადასხმის კონტროლზე, მაგრამ არამც და არამც ჩვენ ლუგარის ცენტრში არ ვაწარმოებთ ავადმყოფთა მკურნალობას, რაც თავის გამოსვლაში რამდენჯერმე აღნიშნა იგორ გიორგაძემ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის და მეცნიერების სისტემის ძალიან დიდი შენაძენია. ჩვენი მეზობელი ქვეყნის მხრიდან კი ამ შენაძენის დისკრედიტაცია ხდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
რუსული ისტერია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ
ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კირილოვმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშობა მიმდინარეობს და რომ თითქოს ლაბორატორიაში ცდებს ადამიანებზე ატარებენ, რასაც რუსულ მედიასაშუალებებში სრული ისტერია მოჰყვა. ეს, ალბათ, რუსი ჯაშუშების მიერ ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის საქმის გადაფარვის ცდაა. "ეს არის აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი", -ვკითხულობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: მთელი კვირა (რეზონანსი)
სოციალური შემწეობის მოხსნის გამო კაცმა თავის დაწვა სცადა
მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო, ხაშურის მცხოვრებმა დავით კილაძემ თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს. კილაძე მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა და საკუთარ პრობლემაზე გასაუბრება სურდა, თუმცა, როგორც ამბობს გიორგი გურასპაშვილი არ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიემართა. "გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მამწარებდნენ. პრობლემის გულთან მიტანის ნაცვლად პოლიციას უთხრეს, რომ გიჟი ვარ და სათანადო დაწესებულებაში წავეყვანე. მერი არ უნდა მოსულიყო? როდესაც მისი სამსახურის წინ ადამიანი სუიციდს ცდილობს, მან სამუშაო საათების დასრულება უნდა მოიმიზეზოს და არ დაინტერესდეს რა ხდება? არ მჭირდება მათი დახმარება, ნება იბოძონ და დაგვასაქმონ. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელბი და შრომისუნარიანები ვართ. არ გვეზარება მუშაობა, მთავარია საარსებო საშუალება გაგვიჩნდეს", - განაცხადა დავით კილაძემ. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება და შესაბამისი სამსახური საჭირო ზომებს არ მიიღებს, ისევ დაბრუნდება მერიასთან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
---
06.10.2018
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა
ახალი სამსახურის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. სტუმრებმა ახალი შენობა და სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ პერსონალს და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქობულეთისთვის, როგორც საკურორტო ქალაქისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სასწრაფო სამედიცინო ცენტრის არსებობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი.
---