მედიამონიტორინგი 09.10.2018
ტელევიზია
08.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია. დავით სერგეენკოს კომენტარი (მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5604205
მაესტრო - ახალი ამბები 15:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5603891
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5603525
---
08.10.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული პირები მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტს რეგიონულ ოფისებში შეძლებენ. როგორც ცნობილია, რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა 15 ნოემბერია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის იუსტიციის სახლს 30 ათასამდე კომოპანიამ მიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5604665
---
08.10.2018
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
ტყიბულის შახტში არსებული შრომის პირობების ინსპექტირებას გერმანული კომპანია DMT Group-ი უახლოეს დღეებში დაიწყებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა. ინსპექტირების პროცესი 4-5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ქართველებიც ჩაერთვებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5604662
---
08.10.2018
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
იუსტიციის სამინისტროში მომზადებული ცვლილებების მიხედვით ბავშვთა რეფერირების ცენტრი შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს რეფერირების პროცესის კოორდინაციას. რეფერირების პროცესში ცენტრთან ერთად ჩაერთვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, დევნილთა და ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები, ასევე მათი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირები, საქართველოს პროკურატურა და დამოუკიდებლად მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირები. აღნიშნული უწყებები მოახდენენ რთული ქცევის მქონე ბავშვის იდენტიფიკაციას და მას გადაამისამართებენ ბავშვთა რეფერირების ცენტრში, რომელიც ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5603893
---
08.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ჩაჩავას კლინიკის ექიმი, რომელმაც კანდიდატს 20 ათასი შესწირა ამბობს, რომ მისი მხარდამჭერი არ არის
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5604481
---
ინტერნეტი
09.10.2018
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/10-oqtombers-tbilisshi-dasaqmebis-phorumi-gaimarteba/
10 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
10 ოქტომბერს, დასაქმების ფორუმი კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – CBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება. მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N18/22 („საქართველოს ბიზნესის აკადემია – CBA”-ს). ხანგრძლივობა: ფორუმი 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება . დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ანალოგიური ფორუმები, თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge – ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
---
09.10.2018
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტრო გახდა
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გახდა. სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ მოაწერეს ხელი. „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართება. „Meliora - ლათინური სიტყვაა და საუკეთესოს ნიშნავს; კოკნურსს Meliora ყოველწლიური სახე ექნება და გამოავლენს და დააჯილდოებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში განხორციელებულ საუკეთესო ინიციატივებსა და პროექტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსის ჟიური შედგება წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, რომლებიც შეაფასებენ ნომინანტებს და გამოავლენენ საუკეთესო CSR-ინიციატივებს. კონკურსის ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. ჟიურის წევრი, ელენ კოენი კონკურსის შესახებ - „მინდა წავახალისო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ CSR კონკურსში, რადგან ის კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, უნდა გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს შენი კომპანია საზოგადოების საკთილდღეოდ და ამისათვის დაფასება და აღიარება არის ნაწილი შენი კომპანიის ზრდისა“ - ელენ კოენი შესულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მდგრადი განვითარების ლიდერთა ათეულში“, - აცხადებენ სამინისტროში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი, ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით იმართება, როგორიც არის: საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დასვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) და თბილისის მერია. „კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 11 ოქტომბრამდე, ვებგვერდის - www.meliora.ge- საშუალებით, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები. კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე / საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და რომელსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა მრავალი საინტერესო სტუმარი. WWW.MELIORA.GE კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ“, - აცხადებენ სამინისტროში.
08.11
პია.ჯი- https://pia.ge/post/227649--saqartvelos-pasuxismgebeli-biznesis-konkursi-meliora-
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72637
---
09.10.2018
აუდიტის სამსახური ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის განხორციელებული შემოწირულების საკითხს შეისწავლის და ამასთან დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართავს
---
09.10.2018
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/39971/kanafis-tsarmoebastan-dakavshirebuli-kanonproeqtis-gankhilva-2-tvit-gadaido
კანაფის წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადაიდო
---
08.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515619-davit-sergeenko-salome-zurabishvilistvis-tanxis-gadaricxva-ekimebis-piradi-gadacqvetilebaa
დავით სერგეენკო - სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვა ექიმების პირადი გადაწყვეტილებაა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს. „იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.
---
08.10.2018
დავით სერგეენკო „ომეგა ჯგუფზე“ - ეს საგადასახადო საკითხია, რომელიც პოლიტიზირდა, იმისთვის, რომ ამ კომპანიის მფლობელს, სავარაუდოდ, გადასახადის გადავადება უნდა
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმის პოლიტიზება მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, უნდა დაიკითხოს, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, სერგეენკო განმარტავს,რომ ეს გამოძიების საკითხია. „ფაქტია, რომ ბოლო დროს, მედია სივრცეში „იბერიის“ საქმე დომინირებს. რამდენადაც ვიცი და რამდენადაც ჩახედული ვარ, ეს არის სუფთა საგადასახადო საკითხი, რომელიც ერთგვარად გამდიდრდა, პოლიტიზირდა, იმისთვის, რომ სავარაუდოდ, გადასახადის გადავადება უნდა ამ კომპანიის მფლობელს. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა დაიკითხოს, ან ვინ -არა, ეს, ალბათ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე გამიჭირდება ამაზე კომენტარი გვაკეთო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე აუდიოჩანაწერი გავრცელდა,რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 4 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური და მონტაჟის კვალი.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/davit-sergeenko-pirovnebebze-shekheba-da-marginalur-fashisturi-ganckhadebebi-chemtvis-calsakhad-miughebelia/
დავით სერგეენკო - პიროვნებებზე შეხება და მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის ცალსახად მიუღებელია
წინასაარჩევნო პროცესში ყოველთვის იწევს ტემპერატურა, მაგრამ პიროვნებებზე შეხება, პროვოკაცია და მარგინალურ-ფაშისტური განცხადებები ჩემთვის ცალსახად მიუღებელია,- ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, პროვოკაციები ნებისმიერი სახით მიუღებელია. „ყველა უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკა პოლიტიკაა და პიროვნული პიროვნულია“,- განაცხადა მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. სერგეენკოს თქმით, პირად გადაწყვეტილებაში ექიმები თავისუფალნი არიან. „ის, რომ გადარიცხეს გავიგე, მაგრამ არ მსმენია, რომ მათ ეს ვინმემ აიძულა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
---
08.10.2018
დავით სერგეენკო: "ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი"
„მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საპარეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, სიღნაღში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სერგეენკომ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და თითოეულ მათგანს არჩევნებზე წასვლისკენ და ხმის მიცემისკენ მოუწოდა. "მართალი გითხრათ, ჩემი ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა თითოეულ თქვენთაგანს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ის, რომ არცერთი თქვენთაგანის ტკივილი თუ გაჭირვება არ რჩება ჩვენს გვერდით, ასე არ ხდება, შეიძლება ყველაფერს ერთბაშად ვერ ვერევით, მაგრამ, დამერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც ტკივა და ეს ტკივილი ჩვენთვის სულერთია და არაფერს არ ვაკეთებთ ამის გამოსასწორებლად. რაც შეეხება შეხვედრის მთავარ მიზანს, მომავალ არჩევნებს, 28-ში საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. მე, მჯერა და თითოეულ თვენთაგანს გაქვთ ისეთი გამოცდილება, რომელიც უტყუარ არჩევანს გაგაკეთებინებთ. მე, არაფერს არ გთხოვთ. ერთადერთი, ალბათ ყველას ვთხოვ, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენ არ შეგეშლებათ სწორად გაიგოთ ვინ რისთვის ცდილობს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ვის აქვს ღვარძლი, ძველი რაღაც მოუნელებელი, რევანშის სურვილი და ვის რეალურად უნდა თავის ქვეყნისთვის რაღაც გააკეთოს. მე, მჯერა, გულწრფელად მჯერა ამას რომ ვამბობ თითეულ თვენთაგანს, არჩევანის გაკეთება არ შეგეშლებათ. მე, მინდა ვთქვა მოკლე ისტორია, სულ რამოდენიმე თვის წინ ასე მოხდა, რომ პირველად მომიწია ლევილში ყოფნა, ლევილის მამულში და ლევილის სასაფლაოზე, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი არაჩვეულებრივად გვიხsნიდა იმ ისტორიას, იცოდა თითოეული ადამიანის ბედი, თითოეული ადამიანის განვლილი ცხოვრება, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, იქ მუშაობდნენ და შემდგომში განისვენებენ ლევილის სასაფლაოზე და გულწრფელად გეუბნებით, რომ მაინცდამაინც დიდად, როგორ გითხრათ, ემოციური არ ვარ, მაგრამ იქ ძალიან დავიტვირთე ამ ემოციით რომ ვუყურებდი იმ ადამიანების საფლავებს, რომლებმაც დატოვეს საქართველო და მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ და იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გამხდარიყო და მათ შეძლებოდათ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ, იმ ადამიანებმა, ვინც იქ განისვენებენ, ამის გაკეთება ვერ შესძლეს, მაგრამ მე, მართალი გითხრათ, ემოციურად ძალიან მიხარია, რომ ქალბატონმა სალომემ, რომელიც შთამომავალი არის იმ დიდებული ადამიანების, შეძლო არამარტო ჩამოსულიყო დამოუკიდებელ საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის და არცერთი ნაბიჯი, არცერთი კომპრომის არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ებრძოლა უსამართლობისთვის და ებრძოლა თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. მე, მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ქალბატონი სალომე იქნება საუკეთესო პრეზიდენტი და მინდა ვუსურვო მას წარმატებები. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.
ექპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72616
---
08.10.2018
მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ka/article/515574-batumshi-binis-migebis-motxovnit-devnili-ojaxebis-ganacxadebis-shevseba-daicqo
ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. „იმის გამო, რომ ბინების გარკვეული რაოდენობა გასანაწილებელი დარჩა, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდა. ამჯერად, განაცხადების შევსება როგორც აჭარაში რეგისტრირებულ, ისე თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება 2018 წლის 8 ოქტომბერს იწყება და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში. სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს 2018 წლის ბოლომდე გადაეცემა.
იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/80414/batumshi-binis-migebis-motkhovnit-devnili-ojakhebis-ganatskhadebis-shevseba-daitsko
ნიუს.ჯი- https://news.ge/batumshi-binis-migebis/
---
08.10.2018
პირებს, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, რეგისტრაციისთვის ვადა 15 ნოემბრამდე ექნებათ
პირებს, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, რეგისტრაციისთვის ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნულ პირებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისთვის ვადა მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე ჰქონდათ. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ანრი ოხანაშვილი არიან. ინიციატორები განმარტავენ, რომ საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისთვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა, რაც ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა, იუსტიციის სახლის რესურსი კი, ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. „საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროება წარმოიშვა, ამ პირებს რეგისტრაციისთვის დამატებითი დრო მიეცეთ, რაც მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კანონპროექტში. კანონის გათვალისწინებით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/49471-shromis-inspeqcia-shromithi-uflebebis-dacvis-kontrols-ver-ganakhorcielebs.html?lang=ka-GE
შრომის ინსპექცია შრომითი უფლებების დაცვის კონტროლს ვერ განახორციელებს
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბდუსმენის 4 შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა. საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს რეკომენდაციით მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიმართა. რეკომენდაცია 4 კრიტიკულ საკითხს მოიცავდა, რომელთაგანაც 2 უკვე გათვალისწინებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. შედეგად, შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექცია) არ ექნება შრომითი უფლებების დაცვის კონტროლის უფლებამოსილება და მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა არ იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. „მიუხედავად ამისა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ისევ აქტიურად აგრძელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კერძო სექტორის მოთხოვნებს და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ახალი რეკომენდაციით მიმართვას. ჩვენი აზრით, დაგეგმილ ცვლილებებში კვლავ რჩება 2 კრიტიკული საკითხი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორთა სულისკვეთებას და ვთვლით, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხები, რომელიც ისევ რჩება შემოთავაზებული წინადადებებს შორის, დამატებით გააზრებას საჭიროებს, ვინაიდან მათი პრაქტიკაში რეალიზებისთვის არც მაკონტროლებელი ორგანო (შრომის ინსპექცია) და არც ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის,“-აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
---
08.10.2018
შრომითი ინსპექციის გაზრდილი უფლებები და კომპანიები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და საშიშპირობებიანი საქმიანობების ჩამონათვალში ხვდებიან
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის კომპანიების რეგისტრაცია, რასაც წინა კვირას იუსტიციის სახლში მოქალაქეთა დიდი რიგები მოჰყვა, 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. მთავრობის ახალი დადგენილებით განსაზღვრული ნუსხა დაახლოებით 46 ათას კომპანიას ეხება. მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ ოფისებში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. კომპანიებს ეს ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში ეკისრებათ, რომელიც ძალაში 2018 წლის მარტში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება შრომითი ინსპექციის უფლებები და მომავალი წლიდან უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. კონკრეტულად რა ცვლილებებს მოიცავს ახალი რეგულაცია, როგორ მოხდება მონიტორინგი და რა სახის სანქციებთან იქნება დაკავშირებული მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის პირობების დარღვევა? ამ შეკითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს მივმართეთ: – ის კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავდა ქვეყანაში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საქმიანობას, იყო მოძველებული, ახალი კანონის მიზნებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ პარტნიორებთან ერთად დაევალა ახალი ნუსხის მიღება, შესაბამისად, მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. რისკჯგუფები განისაზღვრა რამდენიმე კრიტერიუმით, ძირითადად აღებული იყო ის მიმართულებები, სადაც მუდმივად ფიქსირდებოდა დარღვევები, ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები და არსებობდა ინციდენტებისა და პროფესიული დაავადებების ისტორია. საფრთხე შესაძლოა, ახლდეს ნებისმიერ საქმიანობას, შესაბამისად, ყველა სექტორი, რომელიც შესულია ამ ნუსხაში არის ტექნიკური საფრთხის მატარებელი. სიახლე არის ის, რომ კომპანიებს სამუშაოების დაწყებამდე ევალებათ საფრთხის შეფასება და რისკების იდენტიფიცირება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ცვლილებებს ახლავს, არის შრომითი ინსპექციის გაზრდილი მანდატი. – რას მოიცავს შრომითი ინსპექციის მანდატი ახალი ცვლილებებით? – კანონის მიხედვით, შრომის ინსპექციას გაეზარდა მანდატი. თუ აქამდე ჩვენი საქმიანობა იყო სარეკომენდაციო ხასიათის, დღეს ინსპექციას აქვს კომპანიების შემოწმებისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაწესების უფლებამოსილება. ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ისჯება კანონით, იმოქმედებს სამი ტიპის სანქცია დარღვევის სიმძიმის მიხედვით. გაფრთხილება, ფინანსური ჯარიმა და უკიდურესი ზომა, საქმიანობის შეჩერება. პირველადი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიებს ეძლევათ გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ არ იქნება შესრულებული შრომითი ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაცია, კომპანია ექვემდებარება საჯარიმო სანქციას, 100 ლარიდან და 50 ათას ლარამდე დარღვევის სიმძიმის მიხედვით. სანქციების ოდენობა დამოკიდებულია როგორც დარღვევის სიმძიმეზე, ასევე კომპანიის შემოსავალზე, მიბმულია ფინანსურ შესაძლებლობებზე და არ არის თანაბარი პატარა და დიდი ბიზნესისთვის. როდესაც დარღვევა არის კრიტიკული, რომელსაც შეუძლია მყისიერად შეუქმნას საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, შრომით ინსპექციას აქვს უფლება, გამოიყენოს სამუშაოს შეჩერების უფლებამოსილება, არაარსებითი დარღვევის დროს სამუშაოს შეჩერების უფლებამოსილება შეგვიძლია, გამოვიყენოთ გაფრთხილებისა და ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ. – როგორ მოხდება მონიტორინგი? არსებობს ადამიანური რესურსი, რომელიც გააკონტროლებს 40 ათასზე მეტ საწარმოს საქართველოს მასშტაბით და გაქვთ თუ არა ტექნიკური აღჭურვილობა, რომლითაც მოხდება თუნდაც მტვრის შემცველობის განსაზღვრა? – მინისტრის ბრძანებით მტკიცდება კომპანიების რიგითობა, სადაც მოხდება შემოწმება შრომითი ინსპექციის მიერ. ნუსხას დაქვემდებარებულ კომპანიებში შრომით ინსპექციას შეუძლია შესვლა განაცხადის საფუძველზე, ხოლო იმ კომპანიებში, რომლებიც არ ხვდება რეგლამენტის ჩამონათვალში და არსებობს ინფორმაცია, რომ იქ ადგილი აქვს შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევას, მათი შემოწმება მოხდება სასამართლოს ნებართვით. უახლოეს პერიოდში შრომით ინსპექციას დაემატა ახალი კადრები, ის, რომ ნუსხა ასეთი ვრცელი და მრავალფეროვანია, არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანია უნდა შემოწმდეს. აქ საუბარია მოლოდინზე და არა იმაზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდება ყველა ინდუსტრია, თუ შემოწმდება თქვენი მეზობელი, რომელსაც პირობითად აქვს სამკერვალო საწარმო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ, თუ იგივე პროფილის საქმიანობას ეწევით, შეიძლება თქვენც შემოწმდეთ. რაც შეეხება მზომ ხელსაწყოებს, არსებობს აპარატურა, რომლის მიხედვითაც ხდება მიკროკლიმატის – ზედაპირის ტენიანობის, ჰაერის მოძრაობის სიჩქარის, მტვერის თუ ხმაურის შემოწმება. არსებულ ხარვეზს ზომავს აპარატი, სტანდარტი გაწერილია კანონმდებლობაში. შრომითი ინსპექციის გაზრდილ უფლებებზე და მონიტორინგის მკაცრ რეგულაციებზე დადებითი მოსაზრება აქვთ საქართველოს პროფესიული გაერთიანებების კავშირში, რომელიც ჩართული იყო შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი ინიციატივების შემუშავებაში. რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება: – შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, ყველა, ვინც ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო 1-ლი ოქტომბერი, რის შემდეგაც უნდა ამოქმედებულიყო საჯარიმო სანქციები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისმა ბიზნესებმა, რომლებიც ოპერირებენ ამ სფეროებში, ვერ მოასწრეს დარეგისტრირება, რეგისტრაციის პროცესი 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. – მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი, ამ წლის 27 ივლისს გამოიცა. რატომ ვერ მოხდა ინფორმირება რეგისტრაციის წესის აუცილებლობის შესახებ იმ ადამიანებისა, ვისაც ეს ეხებოდა? – საინფორმაციო კამპანიები ტარდებოდა როგორც ამ კანონპროექტის შემუშავების, ასევე, ამ დადგენილების მიღების დროს. მასში ჩართული იყო მთავრობა, პროფკავშირები, რამდენიმე ბიზნესასოციაცია, სადაც არიან გაწევრიანებული ამ სფეროებში დასაქმებული კომპანიები, შესაბამისად, მათაც ევალებოდათ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ფორმით. დამსაქმებლებს უნდა სცოდნოდათ, რა ვალდებულებები და უფლებები აქვთ ახალი რეგულაციით, მით უმეტეს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია რეგისტრაციის წესზე. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტი ატარებდა შეხვედრებს რეგიონებში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს კამპანია არ იყო საკმარისი, რასაც 30 სექტემბერს იუსტიციის სახლებში დარეგისტრირების მსურველ მეწარმეთა დიდი რიგები მოჰყვა. ეს ქართული ხასიათის ამბავიც იყო, რომ ყველამ ბოლო დღემდე, ბოლო ეტაპამდე მიიყვანა რეგისტრაციის პროცესი, თუმცა მთავრობას შეეძლო, გაეკონტროლებინა ეს პროცესი, როდესაც აძლევ ორთვიან ვადას მეწარმეებს, რეგისტრაცია კი ამ პროფილით მომუშავე დაახლოებით 46 ათას ბიზნესოპერატორს ეხება, უნდა მოახდინო დაკვირვება დინამიკაში. როგორც ითქვა, ორი თვის მიწურულს მხოლოდ 6 ათასი კომპანია იყო დარეგისტრირებული, დარჩენილი 40 ათასი კომპანიის ორ დღეში დარეგისტრირება ხომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ამიტომ ღონისძიებები ცოტა უნდა გატარებულიყო. – რას მოიცავს რეგისტრაციის პროცესი? და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ საწარმოები ამ ჩამონათვალში? – რეგისტრაცია არის უფასო. აქამდე ეს მოთხოვნა არ ყოფილა, არ არსებობდა კანონი, შესაბამისად, არც რეგისტრაციის საჭიროება დამდგარა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, არსებობს სტანდარტული ნორმები, რითიც მომეტებული საფრთხეები ფასდება. კლასიფიკატორი დამტკიცებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სადაც გარკვეული ინდიკატორებით არის განსაზღვრული მავნეობა, სიმძიმე და საშიში პირობები. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, რეგულაცია დაახლოებით 40-დან და 50 ათასამდე კომპანიაზე გავრცელდება, რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი რიცხვი. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ძალიან ვრცელია ჩამონათვალი იმ კომპანიების, ვისაც მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები ეხება. არსებობს 2006 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის ჩამონათვალზე, რომელიც გაცილებით ფართოა, ვიდრე ის საქმიანობები, რომელიც ახლა დაამტკიცა მთავრობამ ახალი დადგენილებით. ახლა ეს დადგენილება ეხება ძალიან ბევრ სფეროს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი სფეროს დაფარვაც შეიძლებოდა. – თუმცა 2019 წლიდან ეს ჩამონათვალი გაიზრდება, რატომ დაექვემდებარება შრომის უსაფრთხოებას ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო? – 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებით, შრომითი ინსპექცია დაფარავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს. ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე მხოლოდ მძიმე მრეწველობასა და სამშენებლო ბიზნესშია, პრაქტიკულად არ არსებობს საქმიანობა, რომელშიც არ იყოს სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები, ბუნებრივია, რისკები არ არის თანაბარი, სადღაც ეს რისკი გაზრდილია, სადღაც – უფრო ნაკლები. ძალიან ბევრი პრობლემაა სერვისის სფეროში დასაქმებულთათვის, მაგალითად, ცნობილ ბრენდულ სუპერმარკეტებში ადამიანები მუშაობენ ზეგანაკვეთურ რეჟიმში, 18-20 საათი ფეხზე დგანან, ყიდიან პროდუქტს, ამას გარდა, მუშაობენ საწყობებში, იქიდან ეზიდებიან მძიმე ტვირთს, ეს ყველაფერი აისახება უსაფრთხოებაზე. რისკი მაინცდამაინც ის კი არ არის, რომ მაღარო აფეთქდეს ან მშენებლობიდან გადმოვარდეს ვინმე, ყველა პროფესიას ახლავს სხვადასხვა რისკი, უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევა სხვადასხვა გარემო ფაქტორების გამო. ჩვენი კანონმდებლობით, შრომის კოდექსით დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს დასაქმებულისთვის უსაფრთხო შრომითი გარემო. აქამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებდა უსაფრთხო გარემოს შექმნას, შრომითი ინსპექციის გაზრდილი უფლებები არის ამ კანონის ნოვაცია. ჩვენთან მუდმივად არსებობს პროფესიული დაავადებების საფრთხე, ყველა საქმიანობას აქვს თავისი სპეციფიკა, მათ შორის საოფისე საქმიანობასაც კი. როდესაც ადამიანებს უწევთ ჯდომითი სამუშაოს შესრულება ხანგრძლივად, უნდა ჰქონდეთ თუნდაც გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს. კანონმდებლობით, 32 გრადუსის პირობებში ადამიანმა ექვს საათზე მეტი არ უნდა იმუშაოს, თუნდაც ის საოფისე საქმიანობას ეწეოდეს – კანონის მიხედვით, უნდა განისაზღვროს პრიორიტეტული დარგები, რომლის ინსპექტირებასაც განახორციელებს შრომითი ინსპექცია, როგორ მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და როგორ მოხდება ადმინისტრირება. წარმოგიდგენიათ, შრომითმა ინსპექციამ კომპანია შეამოწმოს იმის გამო, რომ იქ თანამშრომლები მაღალ ტემპერატურულ რეჟიმში მუშაობენ? – სტანდარტის დაცვა არის უპირობო მოთხოვნა, იგივე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ უსაფრთხოების სტანდარტი დაცული უნდა იყოს ნებისმიერ სამუშაო ადგილზე და ეს უნდა გააკონტროლოს ინსპექციამ, რაც აქამდე არ იყო. რომელ რეგულაციაზეა საუბარი, როცა ჩვენ ვხედავთ ზაფხულში 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაში როგორ მუშაობენ ადამიანები ქუჩაში, გზების დაგების ან სხვა სამუშაოებზე. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი შახტაში ჩავარდება თუ სიცხეში მუშაობის გამო გულის დაავადებებით მოკვდება. პრიორიტეტულ დარგებში, რა თქმა უნდა, მოხვდება მაღალი რისკის დარგები, სადაც სტატისტიკურად მაღალია დაშავებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები, სამთო მოპოვება, მშენებლობა და. ა.შ., მაგრამ თუ მე ვზივარ ოფისში და იქ მივიღე საწარმოო ტრავმა, რატომ არ უნდა შეეძლოს ინსპექტორს შემოვიდეს კომპანიაში და მომხდარზე მოახდინოს რეაგირება? ოფისის თანამშრომლების უსაფრთხოება სახელმწიფოს საზრუნავი არ არის? ზეგანაკვეთური მუშაობა აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს ყურადღების მოდუნებას, რაც საფრთხეების წინაპირობა შეიძლება გახდეს. გარდაიცვალა ფოსტის კურიერი, რომელიც ღამით ასრულებდა სამუშაოებს, რის გამოც მოუდუნდა ყურადღება, გადავიდა სავალ ნაწილზე და ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა. როგორც გაირკვა, ის დღე-ღამეში 18 საათი მუშაობდა, არ ჰქონია შვებულება და დასვენების დღე 7 წლის განმავლობაში, რის გამოც იყო გადაღლილი, გამოუძინებელი და კორესპონდენციების დარიგების დროს მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში. – რას ავალდებულებს კანონი დამსაქმებლებს და როგორი იქნება საჯარიმო სანქციები? – ძირითადი კანონი, თავისი სანქციებით, აგვისტოდან შევიდა ძალაში, მაგრამ პროექტი სრული სახით მომავალი წლიდან ამოქმედდება. დამსაქმებლები ვალდებულები ხდებიან, სამუშაო ადგილებზე ჰყავდეთ უსაფრთხოების მენეჯერები, ვინც იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების სტანდარტებზე, მათ უნდა მოახდინონ რისკების შეფასება, პერსონალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა, დასაქმებულები თვითონ აირჩევენ თავის წარმომადგენელს, რომელიც კონტროლს გაუწევს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას. უნდა გავრცელდეს ყველა მოთხოვნა, რაც უსაფრთხო შრომას ეხება საერთაშორისო პრაქტიკით. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვაქვს პრაქტიკა და ვიცით, რომ საჯარიმო სანქციებს შედეგი აქვს, ეს არის პრევენციის მექანიზმი. ამის მაგალითია დედაქალაქის მერის კახი კალაძის ინიციატივა, რაც დაინერგა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ სამშენებლო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სანქცია გაუმკაცრდებოდათ და დაეკისრებოდათ ჯარიმა 30 ათასი ლარის ოდენობით, სამშენებლო ობიექტზე არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ამ რეგულაციის ამოქმედებამდე, სამშენებლო სამუშაოებზე უფრო მეტი მსხვერპლი იყო, ვიდრე სამთო მოპოვებაში. ეს არის კარგი მაგალითი, რომ შესაძლებელი ყოფილა უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა. ამ თვეების განმავლობაში თბილისში არც ერთი საწარმოო ტრავმა არ დაფიქსირებულა სამშენებლო ობიექტებზე, და არგუმენტი, რა ეშველება ბიზნესს გამკაცრებულ რეგულაციაში, აღმოჩნდა უსუსური – ამ რეგულაციის შემდეგ არც ერთი ბიზნესი არ გაჩერებულა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, ეს დამსაქმებლებისგან მოითხოვს გარკვეული ხარჯების გაღებას, მაგრამ იმის მიხედვით, რა თანხები უჯდება ბიზნესს სასამართლო გადაწყვეტილებებით, სარჩოებისა და კომპენსაციების გადახდა დაზარალებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, გაცილებით ნაკლები ხარჯი ექნებოდათ, უსაფრთხოების სტანდარტები რომ გამართული ჰქონოდათ.
---
08.10.2018
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samushaos-madzieblebisatvis-gadamzadebis-programis-axali-etapi-iwyeba
სამუშაოს მაძიებლებისათვის გადამზადების პროგრამის ახალი ეტაპი იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას ითვალისწინებს, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მიმდინარე წელს უკვე მეორე ნაკადის მიღება განხორციელდება. პროგრამაში ჩართვისათვის სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები შერჩეულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მეორე ეტაპში ჩართულია 29 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებელი 33 ტერიტორიულ ერთეულზე, სადაც მსურველები გადამზადდებიან 17 მოთხოვნად პროფესიაზე. პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ასაკიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და ერთვებიან მომზადება-გადამზადების მოკლევადიან სასწავლო კურსში. სწავლის ვაუჩერის მისაღებად სამუშაოს მაძიებელი პირადად უნდა გამოცხადდეს 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის საჭიროა იქონიოს: პირადობის და საბაზო განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი; უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის კი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამიზნე ჯგუფის დამადასტურებელი საბუთი. პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, პრობაციონერებს, ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. სახელმწიფო მსურველებს ეხმარება, მოკლე დროში, მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მოკლევადიანი კურსებით სამუშაოს მაძიებლები: პრაქტიკოსი ექთანის, სარეკლამო აგენტის, სტილისტის, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, კომპიუტერული ქსელების, სისტემების ტექნიკოსის, მზარეულის, ფილადმწყობის, სავალი ნაწილის ტექნიკოსის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის და ზეინკალ-სანტექნიკოსის და სხვა მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადდებიან. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა 2-დან 4 თვემდე გაგრძელდება. სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე ერთი ვაუჩერი გაიცემა, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისათვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე – 1000 ლარს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge
ექსპრესნიუს.ჯი- http://expressnews.com.ge/?id=72610
პია.ჯი- https://pia.ge/post/227570-samusaos-mazieblebistvis-gadamzadebis-programis-axali-etapi-iwyeba
---
08.10.2018
ლევან იზორია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ - თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებები და შესაძლებელია თუ არა მათი მხრიდან ამ მიმართულებით გარკვეული პროვოკაციები, იზორიამ განაცხადა, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის ნაწილი და არა სხვა რაიმე გეგმების. „ეს დეზინფორმაცია ემსახურება ჩვენს საზოგადოებაში არასწორი განწყობების და ნეგატიური ფონის შექმნას. ამას უნდა შევხვდეთ მშვიდად. ეს არის ჩვეული სტილი რუსეთის ფედერაციის, რომელიც არ არის ახალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. რუსეთს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რუსეთს აწუხებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და რუსეთს აწუხებს, რომ საქართველო ხდება სამაგალითო ქვეყანა რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის. რუსეთის გულისტიკივილი „ადეკვატურ“ პასუხებს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც გამოიხატება კონკრეტულ დეზინფორმაციასა და კონკრეტულ ტყუილებში“, - განაცხადა იზორიამ.
---
07.10.2018
მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/80274/shs-saministros-zogierti-punqtsia-jandatsvis-saministros-gadaetsema
შს სამინისტროს ზოგიერთი ფუნქცია ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა
შსს-მ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა. პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ასევე ამ პირების პროგრამებში ჩართვისთვის ხელის შეწყობა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ცვლილებები განსახილველად პარლამენტის ბიუროს 8 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.
---
ბეჭდვითი მედია
09.10.2018
მედიასაშუალება: ქრონიკა+
დასუსტებული სერგეენკო და მოძლიერებული საგანელიძე
2017 წელს დავით საგანელიძის "საპარტნიორო ფონდმა" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შპს "კლინიკების განვითარების კომპანია" დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს. 2017 წელსვე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ბეიკერ ტილმა" რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტორული შემოწმება ჩაატარა, თუმცა... საავადმყოფოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასკვნა ვერ დადო. მიზეზად კლინიკაში არსებული საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები დაასახელა. ფონდის განცხადებით, დარღვევის გასწორების მიზნით "კლინიკების განვითარების კომპანიისა" და შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომელიც კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ "საპარტნიორმა ფონდმა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. ფონდმა ამასთანავე გაავრცელა განცხადება, რომ ავთანდილ იმედაძე თანამდებობაზე დარჩებოდა და ფონდი არ აპირებდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნამდე კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებებს. დასკვნა არ დადებულა. სამაგიეროდ, "საპარტნიორო ფონდს" რესპუბლიკური საავადმყოფო მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა. რა თქმა უნდა, ავთო იმედაძე მოხსნეს. მიზანი დიადი და მნიშვნელოვანია - საპარტნიორო ფონდმა რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა ააღორძინოს. რა თქმა უნდა "ქრონიკა+" მიესალმება ქვეყანაში ყველაფრის აღორძინებას, მაგრამ მანამდე მკითხველს "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ისტორიას შევახსენებთ. ეს იყო წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალი - "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" (რომლის ხელმძღვანელიც დავით საგანელიძის ძმისშვილი იყო), გაკოტრდა. 2012 წლის პირველი სექტემბრიდან კომპანიის სადაზღვეო პოლისი ყველა თბილისელ პენსიონერს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს გადაეცა. სახელმწიფოს მიერ 2012 წლის გამოცხადებული ტენდერი "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" მოიგო და მას თითო პოლისში სახელმწიფო 15,75 ლარს უხდიდა. მალე დაიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი. "არქიმედეს" გაკოტრების შემდეგ კომპანიის ვალდებულება მთლიანად სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. 2013 წლის 28 თებერვალს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. გაფართოვდა სამედიცინო მომსახურების სპექტრი, საყოველთაო დაზღვევის პაკეტს დაემატა გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მშობიარობის ხარჯის დაფინანსება, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ეს არ იყო ბევრი. ამაზე ყველა სამშობიაროს ხელმძღვანელი აყვირდა, მაგრამ მათთვის ყური არავის დაუგდია. თუმცა მანამდე წინა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები გასაუქმებელი და "არქიმედეს" სკანდალი მოსაგვარებელი იყო. 2013 წლის დეკემბერში საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" საქართველოში ჯანდაცვის სისტემის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, "კურაციოს" მაშინდელი ხელმძღვანელი, აკაკი ზოიძე გახლდათ. გამოკითხულ 98 ექსპერტს შორის უმეტესობამ აღნიშნა, რომ საყოველთაო დაზღვევის პირველ ტალღაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გადაუწყვეტელი დარჩა. მაგალითად, კითხვაზე, - ბოლო 6 თვის მანძილზე როგორ შეიცვალა, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ქვეყანაში, ექსპერტთა 41,7%-ის პასუხი იყო, რომ არ შეცვლილა. რა პასუხი გასცა ხსენებულ კვლევაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ? პასუხი იყო : "არაფერიც არ გაუარესებულა, პირიქით!" ეს თქვა მან 2013 წელს. 2016 წელს კი განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ ვერ გაამართლა და 2017 წლიდან იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. აი, ასე! ჩავარდნილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, ჯანდაცვის დაკავებული მაღალჩინოსნები, კორუფციის მაღალი ინდიკატორი სამედიცინო პრეპარატების მიმოქცევის სქემაში და დასუსტებული სერგეენკო! დავით საგანელიძე ისევ ძალას იკრებს და არ არის გამორიცხული, იგი სულ მალე სრულიად სხვაგვარ ამპლუაში მოგვევლინოს. რა ამპლუაში? ამაზე "ქრონიკა +"-ის შემდეგ ნომერში....
---
09.10.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება
2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მლნ ლარით იზრდება. როგორც ბიუჯეტის პროექტში ვკითხულობთ, მომავალი წელს აღნიშნული პროგრამისთვის 754.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ახალი ბიუჯეტით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდა და ის 20 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და მას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. მისი ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის თანხების მოძიება კი თავად დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ვალდებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, შესრულებული ხარჯები მაინც ყოველთვის მნიშვნელოვნად აჭარბებს გეგმას. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისეთი სერიოზული ფაქტორების არსებობა, როგორიც სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდაა. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, მაგრამ პროგრამის 31 დეკემბრამდე უხარვეზოდ მიღწევისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და წლის ბოლომდე დამატებითი თანხების მოძიება გახდა საჭირო. საბოლოო ჯამში კი პროგრამის რეალურმა ხარჯმა 623 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელს დაფინანსების გეგმა 660 მლნ ლარი იყო, თუმცა პროგრამის შესრულებულმა ხარჯმა 710 მლნ ლარს მიაღწია. წელს პროგრამის ბიუჯეტი, პირველადი ვარიანტით, 704 მლნ ლარია. ამგვარი გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამდენად ეფექტურად ახერხებს სამინისტრო წელს პროგრამის ხარჯების შეკავებას და იქნება თუ არა საკმარისი მომავალი წლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი? ჩვენს კითხვებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი პასუხობს. რამდენად ადეკვატურია მომავალი წლის ბიუჯეტის 50 მლნ ლარის ოდენობით მატება ? პროგრამის ამოქმედების დღიდან, მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება პროგრამის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისას. სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყოფდა ხარჯების ეფექტიან დაგეგმვას, რაც დამატებითი სახსრების მოძიების აუცილებლობას წარმოშობდა. წლების განმავლობაში პროგრამის გეგმიურ და ფაქტიურ მაჩვენებლებს შორის არსებული განსხვავებები, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული მაჩვენებლის შესაბამისობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კვლავ არის კითხვები, რამდენად არის ამ მაჩვენებელში გათვალისიწინებული, ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდის ტენდენციები, თუ პროგრამის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს წელს ხარჯების შეკავება და როგორ ფიქრობთ, მოუწევს თუ არა სამინისტროს დამატებითი სახსრების მოძიება? მიდინარე წლის ბიუჯეტის გეგმით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 704 მილიონი ლარი, რაც მოგვიანებით დაზუსტდა და ამჟამად 9 მლნ ლარით მეტს, 713 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ათვისებულია დაახლოებით ამ თანხის 77,5%. ეს მაჩვენებელი, არ გამორიცხავს რომ წლის ბოლოს სამინისტროს კვლავ მოუწიოს გარკვეული სახსრების მოძიება. რა ხარვეზები იკვეთება პროგრამის ეფექტური მართვის მიმართულებით? ხარჯების რაციონალური განკარგვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროგრამის ეფექტურ მართვაზე. ზოგადად პროგრამის მასშტაბები, სამედიცინო დაწესებულებების სრულფასოვანი კონტროლის შეუძლებლობის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს. მაგალითად, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების რიცხვის მკვეთრი მატებები ბადებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად უმკლავდება სააგენტო, სამედიცინო დაწესებულებების მიერ დამატებითი ანაზღაურების მიღების მოტივით, პაციენტის დიაგნოზის ხელოვნურად დამძიმების შემთხვევების მონიტორინგს. პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ, უკვე დღეს, რა არის მისი მთავარი გამოწვევები? პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგაც, ყველაზე პრობლემურად სახელმწიფო მხრიდან პროგრამის განვითარების გრძელვადიანი ხედვის არარსებობა უნდა შეფასდეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისას, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სტრატეგიისა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის არსებობის პირობებში, მეტი სტაბილურობა ექნებოდა როგორც პროგრამას, ასევე, კერძო სადაზღვევო სექტორს. პროგრამის ეფექტური მართვის თვალსაზრისით, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგის არსებული სისტემა, რომელიც მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს. კონკრეტულად, რამდენად სრულფასოვნად არის უზრუნველყოფილი სამედიცინო დაწესებულებების კეთილსინდისიერი საქმიანობა.
---
09.10.2018
მედიასაშუალება: მესინჯერი
აშშ-ის საელჩომ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
აშშ-ის საელჩო საქართველოში ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებით, მიმდინარე პროცესები რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითია. “ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას . ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი. ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვართ, მოხარული იქნებიან ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
---
09.10.2018
მედიასაშუალება: ახალი თაობა
დავით სერგეენკო: "სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვა ექიმების პირადი გადაწყვეტილებაა"
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიის საშუალებით გაიგო, რომ მედიკოსების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გარკვეული რაოდენობის თანხა შესწირა. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ზურაბიშვილს თანხა ექიმებმა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაურიცხეს. „იმის შესახებ, რომ ექიმებმა თანხა ჩარიცხეს, მედიიდან გავიგე. ის, რომ მათ ვინმე აიძულებდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება და ამის დასაზუსტებლად ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ოქტომბრის თვის შემომწირველთა რიგებში ექიმებიც არიან.
---
09.10.2018
მედიასაშუალება: რეზონანსი
რატომ გადაიქცნენ მინისტრის მრჩევლები კონსულტანტებად?
ქართველი მინისტრების უმრავლესობას მრჩევლები აღარ ჰყავს. მათ სახელი გადაერქვათ და კონსულტანტი ეწოდა, უმრავლესობის შემთხვევაში კი, საერთოდ გაუქმდა. აღნიშნულს საჯარო მმართველობის რეფორმა ითვალისწინებს, რომელზეც მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. წლების განმავლობაში სიტყვა „მრჩეველი“ საჯარო სამსახურში ყველაზე გავრცელებული თანამდებობა იყო, თუმცა ამ შინაარსის მიღმა რა იმალებოდა, დღემდე გაუგებარია. მინისტრებს ჰყავდათ მოადგილეები და პარალელურად 3-4, ზოგ შემთხვევაში 7 მრჩეველიც კი. მათ ხელფასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა. „ბიზნესპრესნიუსი“ გამოითხოვა ინფორმაცია მინისტრების მოადგილეებისა და მრჩევლების შესახებ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია - 6 მოადგილე, 1 მრჩეველი. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - 5 მოადგილე , მრჩეველი არ ჰყავს. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - 4 მოადგილე - მრჩეველი არ ჰყავს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - 4 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი - 5 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, - 1 მოადგილე, მრჩევლები არ ჰყავს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - 5 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - 2 მოადგილე, 2 კონსულტანტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 4 მოადგილე; 3 მრჩეველი.
---